ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სად გაითიშება შუქი ბათუმსა და აჭარის სოფლებში 25 დეკემბერს

24.12.2020
სად გაითიშება შუქი ბათუმსა და აჭარის სოფლებში 25 დეკემბერს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტთა ნაწილს შემდეგ ქუჩებსა და სოფლებში:

ბათუმში – 12:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ ქუჩებს: ლ. ასათიანის, მ. აბაშიძის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ზღვისპირა პარკის ტერიტორიას.

ხელვაჩაურში – 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით – ურეხის, კახაბრის, მახვილაურის, შარაბიძეებისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს. ასევე სოფლებს: ინჯალოსა და ზანაქიძეებს.

ქობულეთში – 11:00-დან 18:00 საათამდე  დ. აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს. ასევე სოფელ კვირიკეს.

შუახევში – 12:30-დან 15:00 საათამდე სოფლებს: ბუთურაულს, ფურტიოსა და ნიგაზეულს.

ხულოში – 12:30-დან 15:00 საათამდე სოფლებს: თხილვანას, ფაჩხას, ყინჩაურს, კალოთასა და მიმდებარე სოფლებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: