29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს 488 პაციენტი, მძიმეა 101 ადამიანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 29, კოვიდსასტუმროებშია 569 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 2942 პირი.
Category Archives: სიახლეები
კორონავირუსის ახალი 2012 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი
29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 2 638 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარაში – 125, იმერეთში – 367, ქვემო ქართლში – 132, შიდა ქართლში – 144, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 155, კახეთში – …
Continue reading “კორონავირუსის ახალი 2012 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი”
ხანძარი ოცნების ქალაქში
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის დასახლებაში ხანძარია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი გაუჩნდა კონტეინერს, რომელსაც მესაკუთრე საცხოვრებლად იყენებდა. ხანძარი ამ წუთებში ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა თანამდებობა დატოვა
აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, სულხან ოქროპირიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას სულხან ოქროპირიძე ადასტურებს და დეტალებზე საუბარი არ სურს. ინფორმაციას ადასტურებენ აჭარის განათლების სამინისტროშიც, თუმცა უწყება ინფორმაციის გავრცელებას ხვალ, 29 დეკემბერს, აპირებს. სულხან ოქროპირიძე აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორად 2019 წლის ივნისში დანიშნეს, მანამდე ის ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
10 ახალი საინტერესო წიგნი, რომლებიც 2020 წელს გამოიცა
2020 წლის პანდემიამ გამომცემლობებსაც შეუქმნა პრობლემები და შეაფერხა საგამომცემლო საქმე, თუმცა მკითხველის ყურადღება 2020 წელს გამოცემულმა არაერთმა ტექსტმა მიიქცია. გთავაზობთ წელს გამოცემული წიგნების ათეულს, რომლებიც უდავოდ იმსახურებენ ყურადღებას. იუვალ ნოახ ჰარარი – „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია” „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ მსოფლიო ბესტსელერია, რომელიც 50-მდე ენაზე ითარგმნა. წიგნი ქართულ ენაზე ნიკა სამუშიამ თარგმნა. წიგნის ანოტაციის თანახმად, …
Continue reading “10 ახალი საინტერესო წიგნი, რომლებიც 2020 წელს გამოიცა”
75 მილიონი ლარის ამოსაღებად აჭარის ფინანსთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია – აუდიტი
აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამოსაღები აქვთ 75 136 588 ლარი. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს, ძირითადად, აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების მყიდველების და მოსარგებლეების მიერ ვალდებულებათა დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმები და პირგასამტეხლოებია. სახელმწიფო აუდიტს მონაცემები აღებული აქვს 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიერ „მოპოვებული მტკიცებულებებით, მოვალეების მიერ ვალდებულება აღიარებული არ არის, ხოლო აჭარის ფინანსთა …
საახალწლოდ მორთული ბათუმი კომენდანტის საათის დროს | ფოტოამბავი
ბათუმის ქუჩები საახალწლოდ მოირთო. თუმცა კომენდანტის საათის გამო ღამით ქალაქი ცარიელია. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ბათუმის ქუჩებიდან.
ბსუ-მ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე აკრედიტაცია გერმანული GIZ-ის მხარდაჭერით მიიღო
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო. სამაგისტრო პროგრამა – „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ 2021 წლიდან განხორციელდება. „ეს არის პირველი ასეთი სახის სამაგისტრო პროგრამა სამხრეთ კავკასიაში. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარს უჭერს ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღნიშნული პროგრამის დანერგვის პროცესში“, – ეს არის …
Continue reading “ბსუ-მ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე აკრედიტაცია გერმანული GIZ-ის მხარდაჭერით მიიღო”
ბათუმში საცხოვრებელ ბინას ხანძარი გაუჩნდა
დღეს, 28 დეკემბერს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა მე-6 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ______________ მანანა ძიძიშვილის ფოტო
სემეკი ხვალ, 29 დეკემბერს, დენის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს
ელექტროენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ „სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია და ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა“. რამდენით ითხოვს გაზრდას, არც კომპანია აცხადებს და არც სემეკი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენაზე ხვალ, 29 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს. იგეგმება თუ არა დენის …
Continue reading “სემეკი ხვალ, 29 დეკემბერს, დენის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს”
ბათუმში, თამარის დასახლებაში, წყალი საღამოს 8 საათამდე არ იქნება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანებაა, ბათუმში, თამარის დასახლებაში, რის გამოც დასახლების აბონენტებს 14-დან 20 საათამდე შეუწყდება წყალმომარაგება. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში“ – აღნიშნულია …
Continue reading “ბათუმში, თამარის დასახლებაში, წყალი საღამოს 8 საათამდე არ იქნება”
დენის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – „ენერგო-პრო ჯორჯია“
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ, მიხეილ ბოცვაძეზე დაყრდნობით, კომპანია დენის ტარიფის მატების აუცილებლობის შესახებ განცხადებს ავრცელებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის …
Continue reading “დენის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – „ენერგო-პრო ჯორჯია“”
ექიმებსა და ექთნებს კოვიდკლინიკებში ისევ არ მიუღიათ დანამატი – რას ამბობენ სამინისტროში
სამედიცინო პერსონალის ნაწილს, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ამ დრომდე მთავრობისგან დაპირებული დანამატი არ მიუღია. საუბარია ნოემბრის დანამატებზე, რომელიც გაცემული არ არის. ბათუმში სამ დიდ კლინიკაში – BAU, BMC და „მედინა“ – „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ შესაბამისი დაფინანსება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღიათ. 50-პროცენტიანი დანამატების შესახებ სამედიცინო პერსონალმა დაპირება ეკატერინე ტიკარაძისგან ოქტომბერში მიიღო. შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა, რომლის მიხედვითაც, …
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს | შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდსა და ხობში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1959 წელს დაბადებულ რ.გ.-სა და 1964 წელს დაბადებულ კ.ქ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – როლანდ გეგეჭკორის (მეტსახელად „შლაპა“) …
Continue reading “ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს | შსს”
ქართველი ლექტორი ქუვეითიდან: მთავარი გამოწვევა ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო
ავტორი: მაგდა მარუაშვილი, ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ინსტრუქტორი ____________________________ ქუვეითში, ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მეორე წელია ვასწავლი. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ენის გაუმჯობესება სჭირდებათ, უნივერსიტეტი ერთწლიან მოსამზადებელ კურსს სთავაზობს. ერთი წლის განმავლობაში მათ სესიები მხოლოდ ინგლისურ ენაში უტარდებათ, ამის შემდეგ კი სწავლას თავიანთი ძირითადი მიმართულებით აგრძელებენ. სწორედ ამ პროგრამის …
Continue reading “ქართველი ლექტორი ქუვეითიდან: მთავარი გამოწვევა ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო”
„როცა პანდემიის სიჩუმე მაწუხებს“ – 90 წლის კაცი ხულოდან | ზეპირი ისტორია
ნუსრედინ შავაძე 90 წლისაა, მუხლი ახლაც ერჩის და თავის საყვარელ საქმიანობას – დურგლობას ჯერ კიდევ ვერ ანებებს თავს. წლების წინ სახლებს აშენებდა სოფლებში. ახლა ამბობს, რომ წლები მოერია, თუმცა თავს მაინც მხნედ გრძნობს. რა შეცვალა პანდემიამ კაცის ცხოვრებაში, რომელსაც დიდი ოჯახი აქვს. გვაჯობა ვირუსმა როცა პანდემიით გამოწვეული სიჩუმე შემაწუხებს, სახლის ახლოს, ხის ფარდულს მივაშურებ ხოლმე …
Continue reading “„როცა პანდემიის სიჩუმე მაწუხებს“ – 90 წლის კაცი ხულოდან | ზეპირი ისტორია”
41 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა | 28 დეკემბერი
28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 4 769 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 41 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი. დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 13 386 ადამიანი. 5 624 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, 6 451 – საცხოვრებელ ბინაზე. მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 35 123 ადამიანი.
აჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რესპუბლიკურში 3 პირი გარდაიცვალა
ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში 28 დეკემბერს აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდით გარდაიცვალა 3 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 პაციენტი, მთლიანობაში კი აჭარის კოვიდკლინიკებში 479 პაციენტი მკურნალობს. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 284 პირი. დღემდე აჭარაში 30 691 ადამიანია განკურნებული ვირუსისგან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, კოვიდკლინიკებში 1410 …
Continue reading “აჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რესპუბლიკურში 3 პირი გარდაიცვალა”
სილქფესტის საახალწლო კვირეული 5 საუკეთესო აქციით, გილოცავთ 2021 წელს!
27 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 3 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 4 ლარად 400 ლოკალური წუთი – 6 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) – 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს – 19 ლარად პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ–ცალკე. აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს …
Continue reading “სილქფესტის საახალწლო კვირეული 5 საუკეთესო აქციით, გილოცავთ 2021 წელს!”
ქობულეთში 50 სათბურიდან 7 დაინგრა, დანარჩენს აჭარის მთავრობა ვერ ასხვისებს
აჭარის მთავრობა ქობულეთის სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობის იჯარით გაცემას მესამედ, ნოემბერში გეგმავდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. საწყისი წლიური საიჯარო თანხა 235 300 ლარი იყო. არ შედგა ადრე გამოცხადებული აუქციონებიც, რის შემდეგაც, მთავრობამ წელს ბოსტნეულის მოყვანა გადაწყვიტა და 160 ათას ტონაზე მეტი მოსავალიც მიიღო. „აგროსერვის ცენტრში“, რომლის ბალანსზეცაა აღნიშნული მეურნეობა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აუქციონს უახლოეს …
Continue reading “ქობულეთში 50 სათბურიდან 7 დაინგრა, დანარჩენს აჭარის მთავრობა ვერ ასხვისებს”
საბა 2020-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს კონკური მეთვრამეტედ გაიმართა. 26 დეკემბერს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით წარდგა მაყურებლების წინაშე, სადაც როგორც ჟიურის, ასევე გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი. როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა. შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. წელს საბას 10 ლაურეატი ყავს. …
Continue reading “საბა 2020-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია”
„ბათუმი კინოში და კინო ბათუმში“ – გამოფენა ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკის წინ | ანონსი
დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის წინ სკვერში გაიმართება საერთაშორისო პროექტ Connecting Georgia-ს ფარგლებში მომზადებული პროექტების გამოფენა. 16.30 – 18.00 საათზე: შოთა გუჯაბიძის ფოტოპროექტის გამოფენა – „ბათუმი კინოში და კინო ბათუმში“. ფოტოებზე ასახულია ბათუმში გადაღებული კინოფილმების კადრები და ამ კადრებში ნაჩვენები ადგილების/შენობების დღევანდელი მდგომარეობა. 18.00 – 18.15 საათზე: ლევან წულუკიძის მუსიკალური ვიდეოარტის …
ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის ოქროსა და ვერცხლის მონეტების გაყიდვას იწყებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა. ბანკის ინფორმაციით, მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. ვერცხლის მონეტა 17 გრამს იწონის და მისი ფასია 100 ლარი, ოქროს მონეტა კი – 8,6 გრამია და მისი ფასი 1 690 ლარია. მონეტების გაყიდვა ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით 2020 წლის 28 …
Continue reading “ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის ოქროსა და ვერცხლის მონეტების გაყიდვას იწყებს”
წლის ბოლომდე ბათუმში უნალექო, თბილი ამინდი იქნება
სინოპტიკოსების ცნობით, 2020 წლის ბოლომდე ბათუმში უნალექო ამინდი იქნება. უფრო დეტალურად: გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 დეკემბრის 21 საათიდან 28 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3-8 გრადუსი სითბო მთიან …
Continue reading “წლის ბოლომდე ბათუმში უნალექო, თბილი ამინდი იქნება”
კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 27 დეკემბრის მონაცემები
27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 8 394 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 25 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: აჭარა – 81 იმერეთი – 185 ქვემო ქართლი – 84 შიდა ქართლი – 63 გურია – 26 …
Continue reading “კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 27 დეკემბრის მონაცემები”
კოვიდის 81 ახალი შემთხვევა აჭარაში, 2 პაციენტი გარდაიცვალა | 27 დეკემბერი
27 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 237 ადამიანი, კოვიდკლინიკა დატოვა 44 პაციენტმა. 27 დეკემბრის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამჟამად რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 527 ადამიანია.
კომპანიამ ბულვარში 3 სართული უკანონოდ ააშენა – სამივე დაუკანონეს
შპს „რეკან გრუპ ჯორჯიამ“, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვის პირველ ზოლში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, სამშენებლო ობიექტს, A,B,C კორპუსებს თითო სართული უკანონოდ დააშენა. როგორც დოკუმენტებით ირკვევა, კომპანიისთვის უკანონობის უმტკივნეულოდ გამოსწორების პროცედურა ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ დაიწყო და მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაასრულა. არჩილ ჩიქოვანის მიერ გამოცემული ბრძანებით ახლა სამივე სართული უკვე კანონიერია. კომპანიამ სამივე მოაპირკეთა …
Continue reading “კომპანიამ ბულვარში 3 სართული უკანონოდ ააშენა – სამივე დაუკანონეს”
მოხელეები აჭარაში, დასვენების დღეებში, სახელმწიფო მანქანებსა და ბენზინს იყენებენ – აუდიტი
აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, მათ შორის მთავრობის აპარატმა, უნდა „გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გახარჯული 923 ლიტრი საწვავის ღირებულების [2 066 ლარი] ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში. აუდიტის მიხედვით, 11 ავტომანქანაზე გამოვლინდა 29 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირ(ებ)ი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ფარგლებს გარეთ. აქედან, მთავრობის აპარატის შემთხვევაში დაფიქსირდა 11 ასეთი …
„ანრი“ გაწევრიანდა ორგანიზაციაში „ბალტიისპირეთის და საერთაშორისო საზღვაო საბჭო“
მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი გაწევრიანდა ორგანიზაციაში „ბალტიისპირეთის და საერთაშორისო საზღვაო საბჭო“. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 120 ქვეყნის 1900 წევრი საზღვაო სფეროში მოღვაწე კომპანია და უმაღლესი სასწავლებელი. BIMCO წარმოადგენს საზღვაო კომპანიებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრს და საერთო ჯამში აწევრიანებს მსოფლიოს სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 60% -ს. BIMCO– ს მიზანია უზრუნველყოს თანაბარი პირობები გლობალური …
Continue reading “„ანრი“ გაწევრიანდა ორგანიზაციაში „ბალტიისპირეთის და საერთაშორისო საზღვაო საბჭო“”
ბათუმში მაღაზიებთან მომხმარებელთა რიგებია
დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმში მოლებსა და მაღაზიების შესასვლელებთან რიგებია. მომხმარებლის ნაწილი ღია ცის ქვეშ ელოდება საკუთარ რიგს. ასე მოლებისა და მაღაზიის მეპატრონეები ცდილობენ იმ რეგულაციების დაცვას, რაც მთავრობამ წინაასახალწლოდ რამდენმე შეზღუდვის გაუმქმების პირობად დაასახელა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები სრულად არ მოიხსნა და მხოლოდ შემსუბუქდა. გახსნა მხოლოდ დიდი მოლები …
Continue reading “ბათუმში მაღაზიებთან მომხმარებელთა რიგებია”
გაუმართავი ლიფტები, დაუსრულებელი ფასადი და ჩაუბარებელი კორპუსი ბათუმში
მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით გაუმართავ ლიფტებზე, ახალაშენებულ მაღლივ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ჩივის. „გთხოვთ ამ საკითხით დაინტერესდეთ“ – ამ შინაარსის შეტყობინება „ბათუმელებმა“ არაერთხელ მიიღო. ბოლოს ამ თემაზე ბათუმში, ფიროსმანის #29- ში მდებარე 19-სართულიანი კორპუსიდან მოგვწერეს. აქ მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ლიფტი ძირითადად არ მუშაობს, გარდა ამისა პრობლემურია ისიც, რომ მშენებელმა ნახევრად მოპირკეთებული ფასადი დატოვა: „წყალი შემოდის, წვიმაში …
Continue reading “გაუმართავი ლიფტები, დაუსრულებელი ფასადი და ჩაუბარებელი კორპუსი ბათუმში “
როგორ შეძლებენ მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის პეტიციით მიმართვას
აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლითაც მოქალაქეებს შეეძლებათ საბჭოს პეტიციით მიმართონ. რეგლამენტით, „პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს“. ახალი ცვლილებით, „პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე …
Continue reading “როგორ შეძლებენ მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის პეტიციით მიმართვას”
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
პროკურატურამ კახეთში, სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა. შემთხვევა 26 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. მოკლულია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ ჩაიდინა მკვლელობა. შემთხვევის ადგილზე, ასევე ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის არეში დაიჭრა კიდევ ერთი …
აჭარაში კოვიდის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა
26 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 286 ადამიანი, კოვიდკლინიკა დატოვა 68 პაციენტმა. 26 დეკემბრის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 33 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამჟამად რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 524 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 562 ადამიანია. ამავე თემაზე: 1784 ახალი …
Continue reading “აჭარაში კოვიდის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა”
1784 ახალი შემთხვევა, 39 გარდაცვლილი | 26 დეკემბრის მონაცემები
26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1784 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 14421 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 39 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4119 პირი. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 801 აჭარა – 121 იმერეთი – 281 ქვემო ქართლი – 101 შიდა ქართლი – 119 გურია – 40 სამეგრელო – …
Continue reading “1784 ახალი შემთხვევა, 39 გარდაცვლილი | 26 დეკემბრის მონაცემები”
ბათუმში მთავარი ნაძვის ხე აანთეს – მერიამ 4 ოჯახს ბინა გადასცა
25 დეკემბერს, ღამით, ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ბათუმის მერიის განცხადებით, ტრადიციულად, ამ დღეს ბინებს გადასცემენ იმ ოჯახებს, ვისავ 7 და მეტი შვილი ჰყავთ. „ამ ტრადიციას არც წელს ვღალატობთ და დღეს, 4 ოჯახს გარემონტებულ ბინებს გადავცემთ“ – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა. წელს ბათუმში წელს 503 ათასი ლარი დაიხარჯა საახალწლო ნაძვის ხის …
Continue reading “ბათუმში მთავარი ნაძვის ხე აანთეს – მერიამ 4 ოჯახს ბინა გადასცა”