მთავარი,სიახლეები

აჭარაში კოვიდის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26.12.2020
აჭარაში კოვიდის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 286 ადამიანი, კოვიდკლინიკა დატოვა 68 პაციენტმა.

26 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 33 პაციენტი.

გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ამჟამად რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 524 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 562 ადამიანია.

ამავე თემაზე: 

1784 ახალი შემთხვევა, 39 გარდაცვლილი | 26 დეკემბრის მონაცემები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: