80-მა ახალგაზრდამ აჭარაში ისწავლა, როგორ გამოიცნოს ყალბი ახალი ამბები

ინტერნეტში ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ ამოიცნო ყალბი ამბავი, თავის დაცვა რომ შეძლო. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 2020 წლის მარტიდან აჭარის მთის 3 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან სწორედ ამ კუთხით მუშაობს. ახლახან ორგანიზაციამ დაასრულა მეორედ გამოცხადებული ონლაინკურსი, რომელშიც 9 სოფლიდან 80 ახალგაზრდა იყო ჩართული. სწავლება დისტანციურ რეჟიმში, ორ თვეს გაგრძელდა. Zoom-პლატფორმაზე მონაწილეებმა …

ბათუმში თვითნებურად შესახლებული 25-მდე ოჯახი წუხელვე გამოვასახლეთ – სამინისტრო

გამოასახლეს 25-მდე ოჯახი, რომლებმაც წუხელ „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შენობა დაიკავეს. შენობა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს. როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში გვითხრეს, ოჯახები სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ზოგიერთი მათგანი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ზოგი ოჯახი კი მუნიციპალიტეტებიდანაა. „სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ქონება დაიკავო. ერთადერთი, ჩვენი ვალდებულება რაც არის და რაც სახელმწიფო …

მამამ შვილს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა – შსს

ცაგერის მუნიციპალიტეტში შვილზე მოძალადე მამა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2020 წლის 22 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს – 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ახალგაზრდა კაცს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაკავებულ ზ.გ.-ს, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ცაგერის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარის ოდენობით გირაო …

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

ბათუმის საკრებულოში ლაშა სირაბიძის ნაცვლად ვაჟა რამიშვილი შედის. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“ და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა. ლაშა სირაბიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ოცნების“ სიით.  ვაჟა რამიშვილი კი „ოცნების“ სიაში თვითმმართველობის არჩევნებზე მეთორმეტე ნომერი იყო. ვაჟა რამიშვილის უფლებამოსილებას ბათუმის საკრებულო დღეს, 31 დეკემბერს, ცნობს. ამ დრომდე ვაჟა რამიშვილი შპს „ბათუმის სანდასუფთავებაში“ …

აჭარაში კოვიდის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 31 დეკემბერი

31 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 451 პაციენტი, მათ შორის 98 მძიმე პაციენტია. აჭარის კოვიდსასტუმროებშია 512 ადამიანი. ამავე თემაზე:  31 დეკემბერს საქართველოში კოვიდის 1527 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

31 დეკემბერს საქართველოში კოვიდის 1527 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 030 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 710 აჭარა – 78 იმერეთი – 239 ქვემო ქართლი – 63 შიდა ქართლი – 130 გურია …

დღეს ქუჩაში გასვლა 9 საათის შემდეგაც შეგეძლებათ

დღეს, 31 დეკემბერს, ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგაც არის შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება კოვიდთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ხვალიდან ანუ პირველი იანვრიდან ისევ განახლდება. შეუზღუდავად გადაადგილება შობის ღამესაც იქნება შესაძლებელი. პრემიერ გახარიას თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სადღესასწაულო დღეების შემდეგ სრული „ლოქდაუნი“ იგეგმება.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიიდან 10 თანამდებობის პირი გაათავისუფლა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი საკადრო ცვლილებებს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების გათავისუფლება-გადაადგილებითა და ახალი პირების დანიშვნით იწყებს. არჩილ ჩიქოვანი კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას ხვალ, 31 დეკემბერს გეგმავს, თუმცა გათავისუფლებული, ასევე ახალი კადრების შესახებ „ბათუმელებისთვის“ უკვე ცნობილია. დადასტურებით ვიცით, რომ თანამდებობას ტოვებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე, მას ჯაბა ბერიძე ჩაანაცვლებს. ის ბოლოს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის …

სად როგორ მორთეს მთავარი ნაძვის ხეები საქართველოში

წელს უჩვეულო ახალი წელია. კოვიდპანდემიის პირობებში მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესასწაულები მოკრძალებულად უნდა აღინიშნოს და საახალწლო განათებებზე დიდი რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს მაშინ, როცა 9 საათის შემდეგ გადაადგილება დიდ ქალაქებში აკრძალულია. ვნახოთ რომელ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში როგორ მორთეს მთავარი ნაძვის ხეები. წყალტუბოს მინიციპალიტეტი  ჩოხატაური ხაშური ქუთაისი ყვარელი ფოთი სამტრედია რუსთავი ლანჩხუთი თელავი ზუგდიდი ზესტაფონი ვანი …

წაიშალა თუ დაიმალა მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში – სამინისტროს განმარტება

სკოლებს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეყვანის ვადა 12 იანვრამდე გადაუვადეს. როგორც მასწავლებლების ნაწილი ფეისბუქში წერდა, ჟურნალში ადრე შეყვანილი მონაცემების ნაწილი დაიკარგა, რის გამოც მათ ამ მონაცემების თავიდან შეყვანა უწევთ. ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების წაშლას სამინისტრო უარყოფს, თუმცა ხარვეზის არსებობას არ უარყოფს. „იყო პრობლემები, რადგან როცა სისტემა არ გიშვებს, ვერ ასრულებ მონაცემების შეყვანას. ახლა 12 იანვრამდე გადაგვივადეს და …

თეა და ანა – როგორ შეცვალა პანდემიამ ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება

კორონავირუსის პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, რომელთა სრული უმრავლესობა საქართველოში პანდემიამდეც მთელი რიგი შეზღუდვებით ცხოვრობდა, ახლა მათ წინაშე ახალი გამოწვევებია. 37 წლის, ეტლით მოსარგებლე თეა კაკაბაძე ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო 18 წელი იყო სახლში. შემდეგ კომპლექსებს სძლია და უკვე შვიდი წელია, რაც თეა აქტიურად ცდილობს მაქსიმალურად აინაზღაუროს ის წლები, რაც …

ტესტი: რა იცი სექსისტური სიძულვილის ენის შესახებ?

ქალი პოლიტიკოსი სიძულვილის ენის თუ სტერეოტიპიზაციის სამიზნეა სხეულის, გარეგნობის, საუბრის მანერის, ჩაცმულობის, ასაკის, ინტელექტუალური უნარების, კომპეტენციის თუ მისი ზნეობრივი ღირებულებების გამო. შეავსე ტესტი — რომელიც მედიის განვითარების ფონდის (MDF) ანგარიშის მიხედვით მომზადდა და გაიგე, შეგიძლია თუ არა ამოიცნო სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ ქსელებში.

ყოველ ერთ თვეში მოხვალთ და ანგარიშს ჩაგვაბარებთ – წულუკიანი მინისტრის მოადგილეს

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილება მოითხოვა. მისი თქმით, ბაღების ავტორიზაციის პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს. გადავადების მოთხოვნის გამო ეკა დგებუაძეს შენიშვნა მისცა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, რატომ ვერ …

„ბათუმელების“ 10 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

კორონავირუსი და სოციალური პრობლემები – 2020 წელს ყველაზე ხშირად „ბათუმელების“ მკითხველი ამ თემებზე მომზადებულ სტატიებს კითხულობდა. წლის ბოლოს, ტრადიციულად წარმოგიდგენთ 2020 წლის ათ, ყველაზე რეიტინგულ სტატიას „ბათუმელებზე“. 1. მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება  საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. 2. როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი …

“ყველაფერი უკეთესად იყო, როცა პატარა ვიყავი” – 6 წლის ბიჭი პანდემიასა და სკოლაზე

რა გენატრება ყველაზე მეტად პანდემიამდე ცხოვრებიდან? – ვეკითხები 6 წლის იოანე რომანაძეს. ის ბათუმში ცხოვრობს და პირველკლასელია. იოანემ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც სწავლის დაწყება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა, სკოლის კედლების ნაცვლად სახლში, კომპიუტერის წინ გაატარა. პატარაობა – მპასუხობს იოანე და თვალები უციმციმებს. მერე მიხსნის, რატომ ენატრება. „პატარაობაში, ხუთის რომ ვიყავი, ბაღში დავდიოდი. მერე ექვსის …

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, 2020 წლის 31 დეკემბერს და 2021 წლის პირველ იანვარს ბათუმში უნალექო ამინდი იქნება. უფრო დეტალურად: გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 დეკემბრის 21 საათიდან, ხვალ, 31 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – …

აჭარაში კოვიდის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 30 დეკემბრის მონაცემები

30 დეკემბრის დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 115 პირს დაუდასტურდა. აჭარის კლინიკებში დღეს 488 პაციენტი მკურნალობს; მათ შორის 101 მძიმე პაციენტია. 29 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში 541 პირი მკურნალობს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათ შორის აჭარაში – 2 800. საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 38

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 38

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 192  კვლევა ტესტით, შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 494  პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 192   კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით. ქვეყანაში …

ყოფილი დეპუტატი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს – ცვლილება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვახტანგ წულაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გახდა. დღეს, 29 დეკემბერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ თანამშრომლებს კიდევ ერთი მოადგილე წარუდგინა – ირმა აფხაზავა. იგი აქამდე ამავე სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მინისტრის მოადგილის პოზიციები შეინარჩუნეს რუსლან ქორიძემ და სულხან მოწყობილმა. ყოფილი მინისტრი, ტიტე აროშიძე უმაღლესი საბჭოს …

ყოფილი აბანოს შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთების პროექტში 40 000 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას „აჭარის მუზეუმი“ ამჯერად გამარტივებული წესით გეგმავს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. შესყიდვის ღირებულება 40 ათასი ლარია. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი ორჯერ გამოაცხადა – 25 ათასი ლარით და 40 ათასი ლარით, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა. „ორივე მათგანში …

„ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

„თებერვალს ველოდებით, იქნებ გავიხსნათ, თორემ შიმშილისთვის ვართ განწირულები,“ – ამბობენ ბაკურიანელები, რომლებიც პანდემიის გამო დამსვენებლების გარეშე დარჩნენ. ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში, საოჯახო სასტუმროებსა თუ კოტეჯებში სტუმრების მიღება აკრძალულია. დაკეტილია სათხილამურო ტრასების საბაგიროებიც. „ყველაფერი გაჩერებულია, არ ვიცი, რით ვარსებობთ… უკვე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – გვიყვება ბაკურიანში მცხოვრები გულო აბუსერიძე. ის სეზონურად სხვა …

რატომ ვეღარ აგზავნიან პატიმრები ციხიდან წერილებს – რა შეცვალა ციხეებში პანდემიამ

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ის ამბობს, რომ პანდემიის პირობებში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პატიმრის თქმით, მათ აღარ აქვთ ადვოკატთან, სოციალურ მუშაკთან, ან სასულიერო პირთან მინის ბარიერს მიღმაც კი შეხვედრის საშუალება, ასევე აკრძალულია ოჯახის წევრებთან ვიდეო პაემნები. ლეონიდე მიქაბერიძემ ციხიდან წერილი „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. „იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ ზერელედ განმარტა, რომ თითქოს ჩვენს …

ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა

ქედის მერიამ შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ 2020 წლის 4 მარტს დააფუძნა და მის 100% წილს ფლობს. ეს ორგანიზაცია ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 71 450 ლარით დააფინანსეს, 2021 წლის ბიუჯეტიდან კი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, 133 000 ლარით. ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ ცენტრმა უნდა ჩაატაროს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება …

რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2021 წლიდან

როდის მოუწევთ მასწავლებლებს დიდაქტიკაში გამოცდის ჩაბარება, რა აუცილებელი მოთხოვნებია სტატუსის შესაცვლელად და რა იგეგემება 2021 წელს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის. ამ და სხვა, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე  საუბრობს. ბატონო ბერიკა, სქემაში განხორციელებული ხშირი ცვლილებების გამო, მუდმივად არსებობს კითხვები სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით. იქნებ ამჯერადაც განმარტოთ, რა მოეთხოვება მასწავლებელს მოიპოვოს წამყვანის …

ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს

ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია აფხაზეთის ა/რ მთავრობაში განათლებისა და კულტურის უწყებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ეკა ხოფერიამ „ნეტგაზეთთან“ დაადასტურა. ეკა ხოფერიას თქმით, მინისტრის პოზიციაზე მას დღეს, 29 დეკემბერს ოფიციალურად წარადგნენ და პირველი სამუშაო დღე ექნება. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შეთვაზება, ხოფერიას განმარტებით, აფხაზეთის ა/რ-ის ხელმძღვანელის რუსლან აბაშიძისგან მიიღო. “ჩვენ გვქონდა პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ ჟურნალ “სითიშ”, …

უვიზო მიმოსვლა ევროპაში – რა იცვლება კანონში პირველი იანვრიდან

2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს. ახალი რეგულაციით შემოწმება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე …

როგორ გაქრა ეზოები, ხეები და მზე – პატარა სახლები ბათუმში კორპუსების ჩრდილქვეშ | ვიდეო

მზე აღარ ათბობს ბათუმში პატარა სახლებს, რომლებიც  ბოლო წლებში შეცვლილ ქუჩებს  ჯერ კიდევ შემორჩნენ და შეუმჩნევლად „დგანან“ ახალი, მაღალი კორპუსების ჩრდილში ჩაკარგულნი. პატარა სახლებთან ერთად ქრება მცირე ზომის გამწვანებული ეზოები მრავალწლოვანი ხეებით და ყვავილების გაზონებით, რომლებიც ამ სახლების ირგვლივ ჰაერის ნაკადის მოძრაობას უწყობდნენ ხელს. ამ და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გამო ბათუმის ორსართულიან სახლებსა და …

ახალი შესაძლებლობები პიროვნული, პროფესიული განვითარებისა და დასაქმებისათვის გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORS” აცხადებს მსურველთა მიღებას პიროვნული ზრდის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. პიროვნული ზრდის პროგრამაში ჩართული პირები პროფესიონალი „ქოუჩის“/ კონსულტანტის დახმარებით განივითარებენ პიროვნულ უნარებს და მოახდენენ სწორ პროფესიულ ორიენტაციას შემდგომი განათლებისა და დასაქმებისათვის. პროგრამის დასრულების შემდგომ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, შეგირდობის გზით …

ინვესტორებს 6 თვით გადაუვადდებათ ვალდებულებები – რიჟვაძე

„ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 6 თვით ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს და დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე,“- აღნიშნა აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძე ინვესტორებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბიზნესის ხელშესაწყობად გადაიდგა, “ახალი სამუშაო …

„არ იყიდება, მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს“ – მოქალაქემ რიჟვაძეს მანდარინი მიუტანა

“თორნიკე რიჟვაძეს მოვუტანე მანდარინი. არ იყიდება. მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს,” – ამბობს რომან ღაღაიშვილი. მან დღეს მანდარინით სავსე ყუთი აჭარის მთავრობის შესასვლელთან დადგა. აქცია-პერფორმანსს დაპირისპირება მოჰყვა. “ეს ყუთი უნდა იყოს შესასვლელთან, რატომ გადადგით გვერდზე?” – ჰკითხა სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს ენმ-ს წევრმა ბონდო თედორაძემ და მანდარინები შესასვლელთან გადმოდგა. ამ ქმედების შემდეგ სამთავრობო დაცვის თანამშრომლები ენმ-ს …

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს დენის გადასახადი 3,4 თეთრით გაუძვირდათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკი] დღეს, 29 დეკემბერს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა, რომლის მიხედვითაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის [მოსახლეობისთვის] დენის გადასახადი 3,494 თეთრით გაძვირდა. დენის გადასახადი გაიზარდა კომერციული მომხმარებლებისთვისაც. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ყოველ 1 კვტსთ-ზე გადასახადი იქნება: 101 კვტსთ-ის ჩათვლით მოხმარების და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის – 17.731 თეთრი, ნაცვლად 14.237 თეთრისა 101 …

ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა, გადაადგილების დრო განახევრდა | დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით, 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი და ეს მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად. „დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევდება. 2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 …

სრული ლოქდაუნი არ იქნება – გახარია

დღეს, 29 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 3 იანვრის შემდეგ, ქვეყანაში სრული შეზღუდვის გამოცხადება არ იგეგმება. „როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება“, – ამბობს …

დენის გაზრდილ ტარიფს 2021 წელს სახელმწიფო დაასუბსიდირებს – გახარია

ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი გაიზრდება, – განაცხადა დღეს, 29 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. თუმცა, მისი განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე „ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ“. „ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გახარიას თქმით, ტარიფების …

300-ლარიანი კომპენსაცია 110 000-მა ადამიანმა მიიღო – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში 130 ათასზე მეტი განცხადება შევიდა. „დღეის მდგომარეობით, 130 000-ზე მეტი განაცხადი არის სახელმწიფოში შემოსული ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე, რომლიდანაც დიდი ნაწილი, 110 000-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილებულია და წლის ბოლომდე ყველა დაკმაყოფილდება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, სოციალური დახმარება და სოციალური მდგრადობა 2021 წლის …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მარი ზანაქიძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ უწყებაში მინისტრის მოადგილე ჰყავს და ის მარი ზანაქიძე იქნება. უწყების ინფორმაციით, მარი ზანაქიძე სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მარი ზანაქიძე აქამდე „საზღვაო ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელი იყო და კოვიდის მართვაში იღებდა მონაწილეობას. მას სამედიცინო განათლება აქვს მიღებული. ფლობს სერტიფიკატებს თერაპიაში, გასტროენტეროლოგიასა და კლინიკურ მენეჯმენტში. ახალი მოადგილე მინისტრმა ნინო ნიჟარძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს …

Exit mobile version