ბათუმი,მთავარი,სიახლეები

იმ გზებს შეისწავლიან, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება – ახალი ბრძანება

25.12.2020 • 1803
იმ გზებს შეისწავლიან, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება – ახალი ბრძანება

შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, ერთობლივი ბრძანებით, საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესი დაამტკიცეს.

ღონისძიებების მიზანი, გზის შავ წერტილებად მიჩნეულ მონაკვეთებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებაა.

ამ ახალი წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. მინისტრების ერთობლივი ბრძანება 2020 წლის 24 დეკემბრიდან ამოქმედდა.

„შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

  • ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
  • ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა“.

შსს ახდენს შავი წერტილების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას აწვდის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. შსს-მ და დეპარტამენტმა კოორდინირებულად უნდა დაგეგმონ დამტკიცებული წესის შესაბამისად გასატარებელი ღონისძიებები და მოამზადონ სათანადო  წინადადებები.

ბრძანებით განისაზღვრა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების წესიც – „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტირების მექანიზმი არის დამხმარე მექანიზმი, რომლის მიზანია წინასწარ აღმოაჩინოს საფრთხეები, ვიდრე ეს საფრთხე იქცევა „შავ წერტილებად“.

ინსპექტირება მოიცავს – საავტომობილ გზის ვიდეოგადაღებას ან/და ადგილის ვიზუალურ ინსპექტირებას.

„ადგილის ვიზუალური ინსპექტირების მიზანია საავტომობილო გზის მოვლა-შენახვის ხარვეზების დადგენა და ისეთი მონაკვეთების იდენტიფიცირება, სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, უნდა გატარდეს უსაფრთხოების ხარჯთეფექტური ღონისძიებები“.

დამტკიცებული წესის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების [სსშ] თავიდან ასაცილებლად ტარდება შემდეგი მოქმედებები:

  • საგზაო შემთხვევების მონაცემების შესწავლა;
  • ამ შემთხვევების გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა;
  • შემთხვევითი ფაქტორების განსაზღვრა;
  • ისეთი ღონისძიებების შერჩევა, რომლებიც, სავარაუდოდ, ეფექტიანი იქნება აღმოჩენილი დეფექტების გამოსასწორებლად.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებისა და ახალი წესით დამტკიცებული განსახორციოელებელი ღონისძიებების რამდენიმე მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

შავი წერტილების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაზე ჩანაწერი საავტომობილო გზების შესახებ კანონში 2020 წლის ზაფხულში შეიტანეს.

კანონში აღნიშნულია, რომ შავი წერტილების აღმოსაფხვრელად შესაბამისი წესები მუნიციპალიტეტებმაც უნდა შეიმუშაონ: „ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო  გადაადგილების  უზრუნველყოფის  მიზნით  შესაბამისი  ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს“.

მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული გრანტიდან 600 000 ევრო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიახლოვეს მდებარე „შავი წერტილების“ შერჩევას მოხმარდება.

 ამ თემაზე:

ადგილები, სადაც ავტოავარია ხშირად ხდება – კანონი გზებზე „შავ წერტილებს“ დაადგენს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: