ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 461. 24 თებერვლის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში ჩატარებულია 19051 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11825, PCR ტესტით – 7226. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 7 დღის – 2,36%. კარანტინშია 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1600, კლინიკურ …
Category Archives: სიახლეები
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო კომპანიის დირექტორი დააკავეს
შატილში მომხდარი ავარიის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. საუბარია 2020 წლის 23 აგვისტოს დუშეთში, სოფელ ბისოს ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, 3 – მძიმედ დაშავდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი – 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე – 1966 …
Continue reading “შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო კომპანიის დირექტორი დააკავეს”
საბაჟოზე 11 745 ლარის არადეკლარირებული საათები და სხვა ნივთები აღმოაჩინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც ერთი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გერმანიაში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში განათავსა სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის, ძვირადღირებული საათები, ტყავის ნაწარმი, ბიჟუტერია და სხვ. დანაშაულში მხილებულმა პირმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტომანქანა …
Continue reading “საბაჟოზე 11 745 ლარის არადეკლარირებული საათები და სხვა ნივთები აღმოაჩინეს”
სილქნეტი მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება
სილქნეტში მასიური სისტემური განახლება მიმდინარეობს – IT ტრანსფორმაციის პროექტი სილქნეტს ციფრული სერვისების მიმწოდებელ კომპანიად გარდაქმნის. 10 მარტიდან სილქნეტი თავის მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება. პირველ რიგში, გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ თითოეულ ჩვენს აბონენტს, რომელსაც წუთით მაინც ჰქონდა ტექნიკური შეფერხება ჩვენი სერვისების მიღებისას. განუწყვეტელი ტექნოლოგიური პროგრესი და მომხმარებელზე ზრუნვა სილქნეტის ყოველდღიური სამუშაო პროცესია და …
განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
განათლების მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია დაგვიდასტურეს განათლების სამინისტროში. ლევან ხარატიშვილი განათლების მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა. სამინისტროში ვიკითხეთ, რატომ დატოვა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა და ხარატიშვილის პოსტიდან წასვლა ხომ არ უკავშირდება დღეს განვითარებულ მოვლენებს, რაზეც სამინისტროში გვითხრეს რომ – არა. „პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურის ცვლილებასთან დაკავშირებით“, – მოგვწერეს სამინისტროს პრესსამსახურიდან. თანამდებობის დატოვების შესახებ …
Continue reading “განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა”
„გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი“ – ღარიბაშვილი ოპოზიციას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა, როცა ნიკა მელიას დაკავებით „კანონი აღსრულდა“, მოვიდა „ნამდვილი და გულწრფელი დიალოგის“ დრო. „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა ჩვენ არ ვითვლით …
Continue reading “„გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი“ – ღარიბაშვილი ოპოზიციას”
85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის
85 წლის ტანია გორგილაძე ბათუმში, სულაბერიძის ქუჩაზე, ორსართულიან სახლში, ორ პატარა ოთახში ცხოვრობს. ფარღალალა ოთახებში ცივა. ფანჯარასთან ღუმელი დგას, რომელსაც ტანია მხოლოდ მაშინ ანთებს, თუ ძალიან შესცივდება, ასე შეშის ნაჭრებს იზოგავს. აქვს გაზის პატარა ბალონიც, რომელსაც, როგორც ამბობს, გასათბობად იყენებს, მაგრამ გაზის პატარა ბალონი ოთახს, რომელსაც ღრიჭოები აქვს, აშკარად ვერ ათბობს. თითქმის ყოველ დღე ტანია …
Continue reading “85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის”
რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას NCDC-ი არ ასაჯაროებს
საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების ყველა შემთხვევას საქართველოში სპეციალურად შექმნილი კლინიცისტთა ჯგუფი დეტალურად განიხილავს, შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონების მიხედვით, მონაცემებს NCDC-ი ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. NCDC-ის ინფორმაციით, „Covid19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებული ის ინფორმაცია, რომელიც ცხადდება ყოველდღიურად, წარმოადგენს ოპერატიულ, …
Continue reading “რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას NCDC-ი არ ასაჯაროებს”
რას ნიშნავს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა – რა იცვლება სწავლებაში
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. რას შეცვლის მესამე თაობის გეგმა და მოიტანს თუ არა ძირეულ ცვლილებებს სწავლებაში – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ახალი სკოლის მოდელის ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით, თამთა კვარაცხელია საუბრობს. ქალბატონო თამთა, რა უპირატესობები აქვს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას და რას მიაღწევს ამით სკოლა ხარისხის გაზრდის მხრივ? ეროვნული …
Continue reading “რას ნიშნავს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა – რა იცვლება სწავლებაში”
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ამჯერად 94 700 განაცხადი დარეგისტრირდა
23 თებერვლის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 94 70 განაცხადია დარეგისტრირებული 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად. 2021 წლის იანვრის თვის მონაცემების წარდგენა 22 თებერვალს დასრულდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის [იანვრის] განაცხადებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს …
Continue reading “200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ამჯერად 94 700 განაცხადი დარეგისტრირდა”
აშშ-ში მექსიკელი ნარკობარონის ცოლი დააკავეს
აშშ-ში, ვაშინგტონის აეროპორტში, დააკავეს მექსიკელი ნარკობარონის, ელ ჩაპოს ცოლი, კორონელ აისპურო. 31 წლის აისპუროს ბრალად ედება ნარკოტიკებით: კოკაინით, ჰეროინითა და მეტამფიტამინებით ვაჭრობა და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა. ასევე, მას ბრალად ედება ქმრის მექსიკის ციხიდან გაქცევის ორგანიზება 2015 წელს. აისპუროს ქმარი, 63 წლის ხოაკინ გუსმანი, იგივე ელ ჩაპო, 2019 წლიდან იხდის სამუდამო სასჯელს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის აშშ-ში. იგი …
Continue reading “აშშ-ში მექსიკელი ნარკობარონის ცოლი დააკავეს”
„ოცნება მოქმედებს რუსეთის დაკვეთით“ – საპროტესტო აქცია ბათუმში| LIVE
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მიღებული ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება. დღეს, 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ს ოფისის შტურმისას სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ენმ-ს ოფისთან დილიდან პოლიციელები და მაშველები …
Continue reading “„ოცნება მოქმედებს რუსეთის დაკვეთით“ – საპროტესტო აქცია ბათუმში| LIVE”
“სილქფესტი“ ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს აბრუნებს
„სილქფესტი“ 24 თებერვალს მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და ულიმიტო სასაუბრო პირობებს შესთავაზებს: [checklist] ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად – ჩართვა კომბინაციით *019# ულიმიტო სასაუბრო* – 10 ლარად – ჩართვა კოდით *202# [/checklist] პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა. ერთდროულად ორივე პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა მიეცემათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. *უსასრულო ზარები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის …
Continue reading ““სილქფესტი“ ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს აბრუნებს”
კოვიდის ვაქცინას „სანოფი“ და Johnson & Johnson-ი საფრანგეთში დაამზადებენ
ფრანგული კომპანია „სანოფი“ დაეხმარება Johnson & Johnson-ს Covid 19-ის ვაქცინის საფრანგეთში წარმოებაში. Sanofi პარტნიორ ბრიტანულ კომპანია GSK-სთან ერთადაც მუშაობს Covid 19-ის სხვა, კანდიდატ ვაქცინაზე, რომლის ცდის პირველი ეტაპიც დასრულდა და 22 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ იწყება კლინიკური ცდების მეორე ეტაპი. ცდები მოხალისეებზე ჩატარდება. Sanofi პასუხისმგებლობას იღებს ვაქცინის შემადგენლობასა და ჩამოსხმაზე ლიონთან ახლოს განთავსებულ ლაბორატორიაში. კომპანიის …
Continue reading “კოვიდის ვაქცინას „სანოფი“ და Johnson & Johnson-ი საფრანგეთში დაამზადებენ”
“სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი” – ვოლსკი ნინო ლომჯარიაზე
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას „ნაცდამცველს“ უწოდებს და ამბობს, რომ დროა „ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს“. „სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც აბსოლუტურად, მთელი ცხოვრების მანძილზე, ვერ ჩამოიშორებს აი, ამ შეფასებას. ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ. რამდენად გადააჭარბა თუ …
Continue reading ““სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი” – ვოლსკი ნინო ლომჯარიაზე”
ის მოიყვანეს ეგზეკუტორად და უნდა წავიდეს – ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ღარიბაშვილზე
ღია საზოგადოების ფონდის დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ტვ პირველის ეთერში ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შეფასებისას თქვა: „დღეს ფაქტობრივად დავრწმუნდით იმაში, რომ საქართველოში რუსეთის გავლენები გაიზარდა“. ფონდის დირექტორმა მელიას დაკავებას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ხოლო პრემიერ ღარიბაშვილს „ეგზოკუტორი“, რომელიც „ბრძოლის ტერმინებით მოვიდა“. ქეთი ხუციშვილის შეფასება: „დღეს ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტო მოხდა. ხელისუფლებამ, რომელიც ისედაც უკვე …
„ღარიბაშვილი ომის პარტიაა, გუშინ დანიშნული პრემიერი უნდა გადადგეს“ – ზვიად ქორიძე
მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე დღეს, 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტმა, თუ მას შერჩენია პოლიტიკური ინტუიცია და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გადააყენოს გუშინ დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან“. ზვიად ქორიძე წერს: „ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ წერტილი დაუსვას საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარების პროცესს. ნიკა მელიას დაპატიმრებითა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევით მან …
Continue reading “„ღარიბაშვილი ომის პარტიაა, გუშინ დანიშნული პრემიერი უნდა გადადგეს“ – ზვიად ქორიძე”
“ქართული ოცნება” კიბერშეტევაზე განცხადებას ავრცელებს
პარტია “ქართული ოცნება” კიბერშეტევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული,” – ნათქვამია პარტიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე …
Continue reading ““ქართული ოცნება” კიბერშეტევაზე განცხადებას ავრცელებს”
„შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით“ – აშშ-ის საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. …
დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე
დღეს, 23 თებერვალს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სამართალდამცავებმა ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისი შტურმით აიღეს. დაკავების დროს შეამტვრიეს ენმ-ის ოფისის კარები და გამოიყენეს წიწაკის სპრეი. კადრებში, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან“, ჩანს რომ ოფისი დარბეულია – დაზიანებულია ტექნიკა და ინვენტარი. ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. …
Continue reading “დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე”
ბათუმში კვირის ბოლომდე იწვიმებს | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 23 თებერვლის 21 საათიდან 24 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. აჭარის მაღალმთიანეთში თოვა და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: …
Continue reading “ბათუმში კვირის ბოლომდე იწვიმებს | ამინდის პროგნოზი”
კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა | ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში
23 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 19 869 ტესტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 2 716 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 606 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, რომელთა შორის 321 მძიმე პაციენტია. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 …
Continue reading “კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა | ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში”
აჭარაში კოვიდის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 23 თებერვალი
23 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 22-მა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით აჭარაში, კოვიდკლინიკაში 117 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 მართვით სუნთქვაზეა.
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 22 თებერვალს, ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა. 89 ხმით ორის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ————————————————————————— საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა იმავე დღესვე გახდა ცნობილი. პარტია “ქართული ოცნების” …
Continue reading “პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა”
მინისტრის ინიციატივა არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ღარიბ ბავშვებს – რისი შეცვლა სურთ სკოლებში
განათლების მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს განაცხადა, რომ სამინისტროში განიხილავენ ახალ მიდგომას, რომელიც უმაღლესში მიღების წესს შეეხება. ჩხენკელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ-ის უნივერსიტეტები აბიტურიენტების მისაღებად, გარდა საგამოცდო ქულისა, ითვალისწინებენ სასკოლო საშუალო ქულას და კლასგარეშე აქტივობებსაც. მისი აზრით, უნივერსიტეტებმა რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად უნდა გაითვალისწინონ „საშუალო ნიშანი ან რეკომენდაციები, ან შესაძლებელი …
გერმანიაში 2021 წელს საქართველოს 500 მოქალაქე დასაქმდება
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა პორტალზე დარეგისტრირებული 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქიდან პირველ ეტაპზე გერმანიაში მხოლოდ 500 დასაქმდება. „ნეტგაზეთი“ რამდენიმე დღის განმავლობაში არკვევდა, რამდენი სამუშაო ადგილია გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021 წელს გერმანიაში, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული გამგზავრება და საშუალო გათვლებით რა შემოსავალს მიიღებენ დასაქმებული პირები. გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე დასაქმების საპილოტე …
Continue reading “გერმანიაში 2021 წელს საქართველოს 500 მოქალაქე დასაქმდება”
გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე 86 395 პირი დარეგისტრირდა – 22 თებერვლის მონაცემი
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოთქვა 86 395-მა პირმა. გერმანიაში დასაქმების მსურველები რეგისტრირდებიან სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და ავსებენ სააპლიკაციო ფორმას „დროებითი დასაქმება გერმანიაში“. დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება. დროებითი სეზონური დასაქმება …
ბრახუნი ბულვარში მშენებარე 16-სართულიანის ღობეზე – დემონსტრანტები რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ
ბათუმის ბულვარში მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს და მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მანამდე აქციის მონაწილეები ბულვარში შეიკრიბნენ და „ამბასდორის” 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქცია 13:00 საათზე იყო დაგეგმილი. დემონსტრანტების შეკრებამდე კი მშენებლობასთან პოლიციელები უკვე იყვნენ მობილიზებული. კომპანია „ამბასდორს” ბათუმის ბულვარში აქამდე მხოლოდ …
ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური თიბისი ლიზინგის დაფინანსებით აშენდება
ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. თიბისი ლიზინგის დაფინანსების შედეგად „ლოპოტა ტბის სპა რეზორტი“ შეძლებს მაღალი ხარისხის, ელექტროენგიის გამომუშავების თანამედროვე სისტემის გამართვას. ლოპოტას შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის ლიზინგით შეძენა 7 წლით დაუფინანსდება, რომლის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის მოთხოვნა განპირობებულია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით, რომელიც …
Continue reading “ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური თიბისი ლიზინგის დაფინანსებით აშენდება”
განახლდება თუ არა მარტიდან გეგმიური ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით
განახლდება თუ არა პირველი მარტიდან გეგმიური ოპერაციების ჩატარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. „ამ საკითხზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება ქვეყანაში. იქნება საკითხის განხილვა და კონკრეტული პასუხი თებერვლის ბოლოს გვექნება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. 22 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში …
Continue reading “განახლდება თუ არა მარტიდან გეგმიური ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით”
ბათუმელი კაცი, რომელიც ხმელი ფოთლებითა და ხის ქერქებით ხატავს
ბროწეულის კანი კრამიტად აქცია, ასანთის ღერები – კედლებად და ასე ააშენა ძველი თბილისის ერთი უბანი ჩარჩოში. შემდეგ ნივრის ფურცლებით შექმნა მდინარე და თანდათან ტექნოლოგია უფრო განავითარა. ბუნებრივი, ხმელი მასალებით შექმნილი პეიზაჟები, საქართველოს კუთხეები და თბილისის ძველი უბნები, კონკრეტული შენობები, საკუთარი სახლის კედლებზე გამოფინა – ეს საქმე პანდემიის დროს იზოლაციაში დარჩენილმა დავით გოგავამ სტრესის დაძლევის მთავარ …
Continue reading “ბათუმელი კაცი, რომელიც ხმელი ფოთლებითა და ხის ქერქებით ხატავს “
საქართველოში დადასტურდა კოვიდის 147 ახალი შემთხვევა, 12 პაციენტი გარდაიცვალა
22 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 5 275 ტესტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 2 785 აქტიური შემთხვევაა, მათგან 1 713 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, რომელთა შორის 336 მძიმე პაციენტია. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 …
Continue reading “საქართველოში დადასტურდა კოვიდის 147 ახალი შემთხვევა, 12 პაციენტი გარდაიცვალა”
დღეს აჭარაში კოვიდის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 22 თებერვალი
22 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 2-მა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით აჭარაში, კოვიდკლინიკაში 138 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 მართვით სუნთქვაზეა.
„მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს იზამს“ – გომელაური 14 წლის ნინის საქმეზე
„გრძნობთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა ქაქუთში, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა მოძალადეების წინაშე დაუცველი? რატომ მოხდა ეს?“ – ეს შეკითხვა საქართველოს შს მინისტრს [დღეის მდგომარეობით მინისტრობის კანდიდატს] ალეკო ელისაშვილმა დაუსვა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა. „უმძიმესია და კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ მე და ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს. ეს …
იგეგმება მოპედზე მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება – გომელაური
„იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“ – განაცხადა დღეს, 21 თებერვალს, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე ორი წლის წინაც იყო საუბარი, როცა საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის მართვის მოწმობას 17 წლის პირები ვეღარ აიღებდნენ.
კოვიდი მოსწავლეების 0,03%-სა და სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს გამოუვლინდა
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის [ამჟამად მინისტრობის კანდიდატის] განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid19 სკოლის თანამშრომელთა 1,05 პროცენტს დაუდასტურდა. საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან კი კოვიდი მხოლოდ 0.03 პროცენტს გამოუვლინდა. ჩხენკელის თქმით, 15 თებერვლიდან დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 34 სკოლა, ხოლო ონლაინრეჟიმში 116 …
Continue reading “კოვიდი მოსწავლეების 0,03%-სა და სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს გამოუვლინდა”