„დახვრიტეს“ – უზენაესი სასამართლოს 5 თავმჯდომარე საბჭოთა ოკუპაციიდან 1937-მდე

1921 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, უზენაესი სასამართლოს ზედიზედ 5 თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან სტალინური რეპრესიების ჩათვლით პერიოდში საქართველოში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების კარიერა, ძირითადად, დახვრეტით სრულდებოდა. ამ 5 მოსამართლის შესახებ საკმაოდ მწირი მონაცემები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეც იძებნება: დავით ხელთუფლიშვილი – 1921 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, როცა საქართველომ …

ესტონეთმა დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეები, პროკურორები და ირაკლი დგებუაძე

ესტონეთმა საქართველოს 55 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები და პარლამენტის წევრები, ესტონეთში შესვლა აუკრძალა. საუბარია სავიზო სანქციებზე. ესტონეთის მიერ დასაქცირებულნი არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“  დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი; ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში „დაზარალებულად“ ცნობილი ირაკლი დგებუაძე, მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე. ასევე, დასანქცირებულნი არიან: …

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – 4 მარტს ბათუმის სასამართლოსთან აქცია გაიმართება

ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, დღის 2 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან შეიკრიბებიან. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში ბოლო დღეებში მოსული ნალექის მიუხედავად, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 3 მარტის დღის 2 საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM2.5] შემცველობის მაჩვენებელი ცუდია. აღნიშნული ნაწილაკები დასაშვებ ნორმაზე მეტი რომ არის, ამას აჩვენებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც ბათუმში ორ ადგილზეა განთავსებული [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან …

„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ – ვინ არის მზია ამაღლობელი

2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, ბათუმში, პოლიციის შენობის წინ, აქციაზე, ლურჯქურთუკიანი ქალი დააკავეს. ვიდეოკადრი, რომელიც მის დაკავებას უძღოდა წინ, მთელმა ქვეყანამ ნახა – ქალი სილას აწნის სამართალდამცავებით გარშემორტყმულ ბათუმის პოლიციის უფროსს. ის მიჰყავთ და ისმის პოლიციის უფროსის უშვერი გინება და მუქარა: „სისხლით დავიჭერ, სისხლით!“ მერე პოლიციის ეზოს რკინის ჭიშკარი მძიმედ იხურება და ლურჯქურთუკიანი ქალი …

ხვალ, 4 მარტს, ბათუმის სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროცესი გაიმართება

ხვალ, 4 მარტს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი. წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღის 2 საათზე დაიწყება. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა დასაშვებობის საკითხი, …

ხელოვნური პლაჟისთვის ახალ ბულვართან 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა საჭირო

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ ზღვის ხელოვნური კვებისთვის მიმდინარე წელს 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშია შესატანი. ამ რაოდენობის ხრეშის შეტანა ზღვაში – ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად და ქალაქის სანაპირო ზოლის დასაცავად – ყოველწლიურადაა აუცილებელი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად. შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი თანხა დაიხარჯება წელს ზღვის ხელოვნური კვებისთვის. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 878 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350] ტანკი – 10 252 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 21 290 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 24 019 ერთეული [+60] MLRS – 1 306 ერთეული [+0] …

„გვჭირდება საკვები, მედიკამენტები, წყალი“ – აჭარაში მცხოვრებ 40-მდე შშმ პირს დახმარება ესაჭიროება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება ესაჭიროებათ. ცენტრის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებული დიდთოვლობის გამო ადამიანები, განსაკუთრებით კი შშმ პირები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“  ოპერატიულად დაუკავშირდა  ორგანიზაციის 300-მდე მომხმარებელს აჭარის რეგიონში და გამოავლინა მათი  გადაუდებელი საჭიროებები“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით …

„რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის“- ბათუმელი მედროშის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) 45 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე, რომელიც გუშინ იმყოფებოდა თემურ ქათამაძის მოსანახულებლად, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. „რამდენიმე დღეში დამოუკიდებლად ვეღარ გაივლის და ეს თვითონაც დამიდასტურა. ძალიან მძიმედ არის ჩემი აზრით“-გვეუბნება აკაკი გვიანიძე. …

გონიოს ხიდის შემაერთებელი ნაწილი გადახსნილია – რას ამბობენ გზების დეპარტამენტში

ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდი, გარკვეულ მონაკვეთში გადახსნილია. ხიდი ფოლადისა და რკინა-ბეტონისგან შედგება. ერთ მონაკვეთზე სწორედ ბეტონებს შორის არსებულ ფოლადის გადაბმებში ხიდი გადახსნილია. ფოლადის გადაბმებს შორის დაშორება საკმაოდ დიდია და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. იმ ნაწილში, სადაც ფოლადის კბილანები დაშორებულია ერთმანეთს, ადვილად შესამჩნევია ხიდის ქვემოთა ნაწილიც. ხიდზე ავტომანქანები გადაადგილდებიან, ანუ მოძრაობა არ არის შეფერხებული, თუმცა ის, რომ …

აშშ-ის მიერ დახმარების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს რუსული აგრესიის გაძლიერება რეგიონში – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] უახლეს ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დახმარების შეწყვეტა უკრაინაში მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთის შანსს, მოიგოს ომი, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს რუსული აგრესიის გაძლიერება და ახალი ტერიტორიების მიტაცება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ ისეთ ამერიკულ სისტემებს, როგორიცაა Patriot-ი, HIMARS-ი და ATACMS-ი, რათა დაიცვან ქვეყანა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან, გაანადგურონ მტრის …

ევროკავშირი განიხილავს უკრაინის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს – მაკრონი

6 მარტს, საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის ახალი, ფართომასშტაბიანი ფინანსური დახმარების პაკეტს – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა La Tribune-თან ინტერვიუში, 1 მარტს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და საუბარია ასობით მილიარდი ევროს დაფინანსებაზე. მაკრონმა განაცხადა, რომ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას, თუმცა დასძინა, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მარტის 21 საათიდან 3 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი წვიმაა მოსალოდნელი. მაღალმთიან აჭარაში კვლავ თოვაა მოსალოდნელი, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 876 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110] ტანკი – 10 241 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 21 274 ერთეული [+25] საარტილერიო სისტემა – 23 959 ერთეული [+51] MLRS – 1 306 ერთეული [+2] …

„რაც თეთრ სახლში ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება“ – ინტერვიუ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. მანამდე არსებობდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი ხელს მოაწერდნენ შეთანხმებას, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნებოდა წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა. დღეს, პირველ მარტს „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს …

ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში. როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა. სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენობის სახურავებიდან დნობის შედეგად …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 875 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 10 233 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 21 249 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 23 908 ერთეული [+61] MLRS – 1 304 ერთეული [+1] …

რა იცით პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობთ? – სურსათის უვნებლობის გამოწვევები და გადაჭრის გზები

მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას რამდენად ხშირად კითხულობთ მის ეტიკეტს? არაეტიკეტირებული ან არაქარხნული პროდუქციის შეძენისას რა განაპირობებს სანდოობას?  შეგიძლიათ თუ არა ამოიცნოთ გაფუჭებული პროდუქტი და თუ ამოიცნობთ, იცით თუ არა ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს? ეს ყველაფერი სურსათის ხარისხის და უვნებლობის საკითხებია და კვლევები მიუთითებს, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას სურსათის ხარისხისა და უვნებლობის …

სასამართლოს თქმით, საზარდულში ფეხის ამორტყმა „პოლიციელზე თავდასხმა“ არაა – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთი საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის ფეხის ამორტყმა საზარდულის არეში „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! ეს 2022 წლის შემთხვევაა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „2022 წლის 7 მარტს საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორების: დ.კ.-სა და კ.კ.-სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის …

„4 მეტრი სიღრმის თხრილია ღიად დატოვებული, შეიძლება ბავშვი ჩავარდეს“ – მოქალაქე ოცნების ქალაქიდან

„4 მეტრი სიღრმის თხრილია ნახევრად ღიად დატოვებული, ნებისმიერ დროს შეიძლება აქ ბავშვი ჩავარდეს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ვეფხვია ბერიძე. ის „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, სადაც 15 თებერვალს, თხრილში ორი ბავშვი დაიღუპა. მოქალაქის თქმით, „ოცნების ქალაქში“, ამჯერად მის საცხოვრებელ ბარაკთან ახლოს, 4-მეტრი სიღრმის კანალიზაციის თხრილია. „ოცნების ქალაქში“ ასობით ოჯახი წლებია კანალიზაციის სისტემის გარეშე ცხოვრობს. გუშინ, …

„ვირს და სკუტერს რომ გამოიყენებ, ამაშიც ეტყობა რუსებს როგორ უჭირთ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ვირს და სკუტერს რომ გამოიყენებ გადაადგილებისთვის, ამაშიც ეტყობა რუსებს, რომ უჭირთ,“ – გვიპასუხა გადამდგარმა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, როცა მას რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლისთავზე მხარეების დანაკარგებსა და რესურსებზე ვკითხეთ. სამხედრო ანალიტიკოსი ამ თემაზე საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს სატელიტურ ფოტოებზე: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სავსე ღია საწყობები ნახევრად დაცარიელებულაო, ამბობს. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, უკრაინასაც სჭირდება გაძლიერება, …

„თუ რუსეთი იმას მიიღებს, რაც უნდა, ეს უკრაინით არ დამთავრდება“ – ფინეთის პრეზიდენტი

„რუსეთმა ეს ომი დაიწყო, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ტერიტორიების მითვისება 2008-ში დაიწყო საქართველოზე თავდასხმით და შემდგომ 2014-ში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებით. საბოლოოდ დღეს აქ ვართ, რომ აღვნიშნოთ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავი, თუმცა ომი ფაქტობრივად 11 წელი მიმდინარეობდა 2014 წლის შემდეგ“, – თქვა უკრაინის მხარდამჭერ სამიტზე, 24 თებერვალს, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა. სტუბმა თავის გამოსვლაში სახელმწიფოს სამ …

„საათზე მეტია აქ ვართ გაჩერებული“ – საცობია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზეც

„საათზე მეტია საცობში ვართ, არ ჩანს ტექნიკა,“ – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებიან ავტომობილით. მგზავრების თქმით, ცენტრალურ გზაზე, ქედაში, სოფელ წონიარისის მონაკვეთზე, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. მოქალაქეების თქმით, არათუ სოფლებში, ცენტრალური გზაც კი სათანადოდ გაწმენდილი არაა და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი. დღეს, 28 თებერვალს, საცობი იყო ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზეც, ასევე ფრიდონ …

„უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას“ – თემურ ქათამაძის ახალი წერილი ციხიდან

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] ამბობს, რომ დაკავების დღიდან საპატიმროში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია. ის მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან პერმანენტულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, დამცირებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. თემურ ქათამაძის წერილს, რომელსაც მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ [სტილი დაცულია]: „საქართველოს საზოგადოების, თანამებრძოლებისა და კრიტიკული მედიის ინფორმირებისთვის, მასზე …

ბათუმში №2, №2ა, №7, №7ა, №9 და №15 ავტობუსებმა მოძრაობა განაახლეს – ავტოტრანსპორტი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, მუნიციპალურმა ავტობუსებმა: №2, №2ა, №7, №7ა, №9 და №15 მოძრაობა განაახლეს. რაც შეეხება მარშრუტს, „ავტოტრანსპორტის“ ცნობით: №2 – იმოძრავებს აეროპორტის წრიულიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით თაბუკაშვილის ქუჩამდე. №2ა – იმოძრავებს კაჩინსკების ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით თაბუკაშვილის ქუჩამდე. №7 და №7ა – გადაადგილდებიან ჩვეული მარშრუტით. №9 – იმოძრავებს ნონეშვილის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩის გავლით აეროპორტის წრიულამდე. …

„გონიოსკენ მიმავალ გზაზე 4 საათია საცობში ვართ“ – მოქალაქე

ბათუმიდან სარფის მიმართულებით, ასევე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, საცობია. მოქალაქეები ამბობენ, რომ რამდენიმე საათი საცობში არიან გაჩერებული. „გონიოსკენ მიმავალ გზაზე, აეროპორტის გადასახვევიდან დაახლოებით 4 საათია საცობში ვართ. თქვეს, რომ ტრაილერებმა დაიწყეს გამოსვლა სარფის მიმართულებით და ამან შექმნა საცობი“, – ამბობს ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი „ბათუმელებთან“. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. …

„ორი მოხუცი ითხოვს წამალს, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის“ – მოხალისე გურიიდან

„ორ ოჯახს სჭირდება სოფელ კალაგონში სასწრაფოდ შველა, 80 წლის მოხუცებმა დაგვირეკეს, მედიკამენტები გვჭირდებაო, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის,“ – ამბობს მოხალისე ვაკო ხუნდაძე, რომელიც ახლა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფება. როცა „ოცნების“ მთავრობა დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემას ეფექტურად ვერ აგვარებს, მოხალისეები გურიაში მოქალაქეების დახმარებას ცდილობენ. ვაკო ხუნდაძის თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება გზის გაწმენდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, …

„ვაჩერებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან, სტუდენტების გაცვლა კვლავ გაგრძელდება“ – საელჩო

გერმანიის საელჩო სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. დღეს, 28 თებერვალს, საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ თანამშრომლობის შეჩერება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევას. ტექსტში ასევე ნათქვამია: „როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 თებერვლის 21 საათიდან პირველი მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით მცირე ნალექი, მთაში თოვა, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება; მთიან ზონაში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო ღამით: 0 – …

„სამართლიანი არჩევნები“ ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

„სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს. ამის თაობაზე ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 28 თებერვალს გააკეთა. „სამართლიანი არჩევნები“ სასამართლოში რექტორობის კანდიდატის არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს დაიცავს. ბსუ-ს რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი 21 თებერვალს წარადგინეს. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 2025 წლის 21 იანვარს გაიმართა. არჩევნებში ორი კანდიდატი, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 874 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060] ტანკი – 10 222 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 21 234 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 23 847 ერთეული [+54] MLRS – 1 303 ერთეული [+1] …

როგორ ეხმარებოდა გერმანიის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

გერმანიას საქართველოს დასახმარებლად წლების განმავლობაში 1.5 მილიარდზე მეტი ევრო აქვს დახარჯული. მათ შორის მილიონებია დახარჯული საქართველოს შეიარაღებული ძალების დასახმარებლად და ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ბოლო წლებში რამდენჯერმე, მილიონობით ლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა. მაგალითად, 2020 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, გერმანიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1.5 მილიონი ევრო გამოუყო, გრანტის ფარგლებში 8 …

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია გონიოში კოტეჯების ნაცვლად კორპუსებს ააშენებს – ცვლილება პროექტში

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ ბათუმში კოტეჯების ნაცვლად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს. განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] ცვლილებების შეტანაზე კომპანიამ ბათუმის მერიას ერთი თვის წინ მიმართა. კომპანიის წინადადებას მერია დათანხმდა, ცვლილებები კი ბათუმის საკრებულომ დღეს, 27 თებერვალს დაამტკიცა. გეგმარებითი ერთეულის [მათ შორის მიწის ნაკვეთების] საერთო ფართობი 25 773 კვადრატული მეტრია და ბათუმში, …

„უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან“ – როგორ მუშაობენ მოხალისეები გურიაში

გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს მეექვსე დღეა ებრძვიან. მოქალაქეებს ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხალისეები ეხმარებიან. „ბათუმელები“ რამდენიმე მოხალისეს დაუკავშირდა, რომლებიც დღეს, 27 თებერვალს, გურიაში არიან მოსახლეობის დასახმარებლად ჩასული. მოხალისეების უმრავლესობას აქვს სხვადასხვა სპორტული გამოცდილება. „მოვახერხეთ და ამოვედით ტრაქტორით. სამწუხაროდ, ყველაფერი ცენტრში დავტოვეთ, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა არაფრის წამოღებას. ახლა გზა გავიყვანეთ და „ოფროუდის“ [ექსტრემალ …

ბათუმში თოვლმა საწარმოების სახურავი ჩაანგრია

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე, თოვლმა შენობის სახურავი ჩაანგრია. ამ შენობაში ორი, ავეჯისა და თუნუქის საწარმო იყო განთავსებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. _________________ ფოტოზე: თოვლისგან ჩამონგრეული სახურავი ვარშანიძის ქუჩაზე. ბექა რომანაძის ფოტო  

Exit mobile version