გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 თებერვლის 21 საათიდან პირველი მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით მცირე ნალექი, მთაში თოვა, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება; მთიან ზონაში ზვავსაშიშროება;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მთიან რაიონებში:
- დღისით: 4 გრადუსი ყინვა – 1 გრადუსი სითბო
- ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
- დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
- ღამით: 12 – 17 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2 და 3 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.