უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 874 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
- ტანკი – 10 222 ერთეული [+13]
- ჯავშანტექნიკა – 21 234 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 23 847 ერთეული [+54]
- MLRS – 1 303 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 087 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 274 ერთეული [+172]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 38 994 ერთეული [+126]
- სპეცტექნიკა – 3 763 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 656 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 44 834 უპილოტო საფრენი აპარატი
- 600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 932 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 22 149 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 32 305 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 1 წლით ახანგრძლივებს
თურქეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო მისიისთვის ჯარები გაგზავნოს -Bloomberg






