28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე მესამედ შეიკრიბება

თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  – AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და მიღებულ ცოდნას უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ. ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას თიბისი უკვე მესამედ მართავს. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა თემას – Securing Infrastructure with AWS Shield & …

კლინიკიდან გაწერილი მზია ამაღლობელი ციხეში არ გადაჰყავთ, პენიტენციური განმარტებას არ აკეთებს

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ გაწერეს, თუმცა ის ციხეში ჯერ არ გადაჰყავთ. საიას განცხადებით ამ დრომდე არ აქვთ ოფიციალური ინფორმაცია რატომ არ გადაჰყავთ მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში. „მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება. გუშინ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად …

„ოცნების ქალაქში“ შენობის სახურავი ჩატყდა – დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ თოვლმა დააზიანა, ჩატეხა სახურავი ძველი შენობის, სადაც დაახლოებით 28 ოჯახი ცხოვრობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. „აჭარა თაიმსის“ პირდაპირ ეთერში ნინო ნიჟარაძემ თქვა, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოჯახებს ქირით გაყვანას სთავაზობენ, თუმცა რამდენიმე …

„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ხვალ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრთან აქცია გაიმართება

„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ამ ლოზუნგით ხვალ, 28 თებერვალს, დღის 4 საათზე თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან შეიკრიბებიან [მიხეილ გახოკიძის 14], სადაც თემურ ქათამაძე უკვე 42 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. თემურ ქათამაძე ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეა. „ოცნების“ მთავრობა მის ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს. თემურ …

„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო“ – ოჯახი ორთაბათუმიდან

„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო, ღია ცის ქვეშ დავრჩით,“ – გვიყვება მოქალაქე უშანგი მაჭუტაძე ორთაბათუმიდან. მისი სახლი გუშინ, 26 თებერვალს დაიწვა. სოფელ ორთაბათუმში გზა დღესაც არაა გაწმენდილი. ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია. „სავარაუდოდ დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით. შვიდსულიანი ოჯახი ვართ, 2 პატარა ბავშვი გვყავს, ბაბუა 88 …

„გაილახები, გეუბნები“ – ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ვაჟა დარჩიას ემუქრება

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, მინდია გოგუაძე, ამავე საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“ – ვაჟა დარჩიას დაემუქრა. „უზრდელი ხარ… გაილახები ეხლა, გაილახები, გეუბნები უკვე, შენი საქციელების გამო…“ – ასე მიმართა მან საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიას, რომელიც დიდთოვლობის გამო ქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა. მინდია გოგუაძე ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეცაა. „უზრდელი ვინც …

გარკვეულ სამარშრუტო ხაზებზე ცვლილებებია – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, დღეს, 27 თებერვალს, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილმა მოძრაობა განაახლა, თუმცა ცვლილებებია შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1 მარშრუტი: ტაბიძის ქ. – აღმაშენებლის ქ. – კობალაძის ქ. – ხიმშიაშვილის ქ. – ჯავახიშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – ბაქოს ქ. – ნონეშვილის ქ. – გოგოლის ქ. – ს. აჭარელის ქ. – …

სოფელ მახოში გაზის მიწოდება შეწყდა – „სოკარი“

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 27 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 05:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა სოფელ მახოში მცხოვრებ 250 აბონენტს. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს, შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 28 თებერვლის 18:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – აცხადებს „სოკარი“. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 871 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150] ტანკი – 10 209 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 21 196 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 23 755 ერთეული [+69] MLRS – 1 299 ერთეული [+0] …

ბათუმის ნაწილს წყალი კვლავ არ მიეწოდება – დაზიანდა წყალმომარაგების ცენტრალური მილი

ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდათ აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ბაქოს, მაქაცარიასა და მაიაკოვსკის ქუჩებზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მის შესახვევებსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს; ასევე მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, წინსვლასა და ორთაბათუმში მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი გახდა ბენზეს მიმართულებით წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური 1200 მმ-იანი მილი, რომელიც ორ ადგილზე დაზიანდა. კომპანიის ცნობით წყალმომარაგება დღის ბოლომდე …

„გერმანიის წნეხი ოცნებაზე გაიზრდება“ – რა იცვლება გერმანიაში ჩატარებული არჩევნებით?

„მერცი შეეცდება, შეითავსოს ლიდერის როლი: როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გარდაქმნა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ“, – პოზიტიური მოლოდინი აქვს გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ბუნდესტაგში – მიხეილ სარჯველაძეს. მისი აზრით, მერცს უკეთესი პოლიტიკური უნარები აქვს, ვიდრე შოლცს ჰქონდა. ბუნდესტაგის ქართველი მრჩევლის აზრით, თუ მერცმა გერმანელ ამომრჩეველს გული გაუცრუა, პოლარიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება და იმის რისკი გაიზრდება, რომ …

თბილისი-ბათუმის რეისი 27 თებერვალსაც უქმდება – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობის და დიდთოვლობის გამო, კვლავ უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი. კერძოდ, 27 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები: #802/801 თბილისი-ბათუმი; #804/803 თბილისი-ბათუმი; #870/869 თბილისი-ზუგდიდი; #874-873 თბილისი -ფოთი; #618/617 თბილისი-ბორჯომი; #686/685 თბილისი-ბორჯომი. „მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – წერს რკინიგზა.

ბათუმის მერია ქობულეთს მეორად ავტობუსებს აჩუქებს

ბათუმის მერია ქობულეთის მუნიციპალიტეტს მეორად ავტობუსებს აჩუქებს. ბათუმი ქობულეთს ორ ერთეულ BOGDAN-ის ტიპის ავტობუსს და ამავე მოდელის ავტობუსების სათადარიგო ნაწილებს გადასცემს. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში გადასცეს სხვა მუნიციპალიტეტს, ამიტომ, ავტობუსებს ბათუმი საკუთრებაში გადასცემს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – შემდგომში ქობულეთზე გადასაცემად. ქონების გაჩუქებაზე საკრებულოს თანხმობაა საჭირო. ბათუმის საკრებულო …

აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება

აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება. ამის თაობაზე ინფორმაცია დღეს, 26 თებერვალს აჭარის განათლების სამინისტრომ გაავრცელა. აჭარაში რამდენიმე დღე ინტენსიურად თოვს. ბათუმში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, გზები სათანადოდ არ არის გაწმენდილი, რის გამოც უჭირთ გადაადგილება ქვეითებს და ავტოტრანსპორტს.

„ვითხოვთ შველას, თოვლი 2 მეტრია, საკვები დაგველია“ – მოქალაქე ჩოხატაურის სოფლიდან

„ვითხოვთ შველას, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არავინ გამოჩნდა ჩვენთან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო ჟღენტი. ნინო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებიდან დაგვიკავშირდა. მისი თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, სოფელს კი არ აქვს გზა, ოჯახებში გამოელიათ საკვები: „შუქი მოდის პერიოდულად და მალევე მიდის, მობილურების დამუხტვას ძლივს ვასწრებთ… სანთელი გვჭირდება და საკვებიც დაგველია. გზა ისეთი გაუვალია, მეზობელთანაც …

სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი პოლიციელის ცემა „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის, სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! ამ საქმეში [№1045აპ-22] ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 4 ბრალდებულს პროკურატურა 2 პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა: „პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი …

„პოლიციაში რუსული ტელევიზია იყო ჩართული“ – კიდევ რა ნახეს დაკავებულებმა იზოლატორებში

„როცა შემიყვანეს ბათუმის სამმართველოში, რუსული „პირველი არხი“ იყო ჩართული. სხვა არხზე გადართვა მოვითხოვე. „ტვ პირველი“ ხომ არ ჩაგირთოთო. უბრალოდ, რუსული არხი გადართეთ-მეთქი. შემდეგ „ჯიდიესზე“ გადართეს, ფილმი გადიოდა. ცდილობდნენ ინფორმაცია არ მიმეღო, გარეთ რა ხდებოდა“, – გვიყვება მათე ცენტერაძე, ბათუმელი აქტივისტი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. მათე ცენტერაძე 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. იმ დღეს …

მშვიდობას უკრაინელი ჯარისკაცი აახლოებს მტრის სამიზნეზე დარტყმებით – „აზოვის“ მეთაური

უკრაინის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის, „აზოვის“ მეთაური, უკრაინის ეროვნული გმირი დენის პროკოპენკო, რომელიც მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება დამოკიდებულია არა უცხო ლიდერებზე, არამედ მათზე, ვის მხრებზეც ფრონტი ეყრდნობა. „უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის, რომ შედეგი ცნობილია და ყველაფერი ჩვენთვის გადაწყდა. რომ ვიღაც შეთანხმებას მიაღწია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე. …

„მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა“ – გამჭვირვალობა კიდევ ერთ რეპრესიულ კანონზე

„ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებაზე. 2025 წლის 24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ხელისუფლება თავად …

ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

გურიისა და აჭარის სოფლებში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაგროვებლად ბათუმში შტაბი გაიხსნა. “ასევე თუ საჭიროება გაჩნდა, დავეხმარებით ბათუმში სახლის ჩამონგრევის და სხვა უბედური შემთხვევების მსხვერპლებს“, – წერს ინიციატივის ავტორი დავით ჯინჭარაძე ფეისბუქში. დახმარება გვჭირდება საჭირო ნივთების შეგროვებაში – სანთლები, მედიკამენტები, თბილი ტანსაცმელი, საჭმელი, რომელიც ადვილად არ ფუჭდება. ყველას შეუძლია შემოერთება, დაგვჭირდება ასევე …

ხვალ დღის ბოლოს გამოიდარებს. მოსალოდნელია მეწყრული პროცესები – ამინდი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 თებერვლის 21 საათიდან 27 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში ხვალ, 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამავე დროს, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – …

დღეს უქმდება რეისები თბილისი – ბათუმის მიმართულებით – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობისა და დიდთოვლობის გამო დღეს, 26 თებერვალს, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი. კერძოდ: № 804 თბილისი – ბათუმი; №801 ბათუმი – თბილისი; №869 ზუგდიდი-თბილისი; №874 თბილისი -ფოთი; №617 ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი – ბორჯომი; ასევე, რკინიგზის განცხადებით, 27 – 28 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები: № 854 თბილისი-ოზურგეთი; № 853 ოზურგეთი-თბილისი; № 6355/6356 ქუთაისი-რიონი; № …

ბათუმის აეროპორტიდან ფრენები განახლდა

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. „ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით და დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი. მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, „ტავ ჯორჯია“ აეროდრომის ხელოვნურ საფარს მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა  თოვლისგან  და ამუშავებდა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 870 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170] ტანკი – 10 201 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 21 183 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 23 686 ერთეული [+34] MLRS – 1 299 ერთეული [+0] …

საია თემურ ქათამაძისთვის თავდებობას ან გირაოს ითხოვს

საია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, მიმართოს სასამართლოს, რათა თემურ ქათამაძისთვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო. თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს. ის 16 იანვრიდან დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და ასაჩივრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნიდან მის გაძევებას უკავშირდება. მისი დროებით დაკავება სამინისტროს შუამდგომლობას …

დღეს მზია ამაღლობელი თავისივე სურვილით პენიტენციურ დაწესებულებაში ბრუნდება

დღეს, 26 თებერვალს, კლინიკა ,,ვივამედიდან” მზია ამაღლობელს რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაიყვანენ. პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება მზია ამაღლობელის სურვილი იყო. “მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა “ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც. ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში,” – ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა …

ბათუმში მეტაქსას ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა, ყველა მცხოვრები გადარჩა

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, სახლის სახურავი ჩაინგრა. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც  “ბათუმელებს” სახლის მეპატრონემ უთხრა, “სამაშველო დროულად მივიდა და ყველა მცხოვრებლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლო”. ოჯახი ამჟამად ბათუმის მერიისგან ელოდება დახმარებას. მერია ვალდებულია  მსგავსი შემთხვევების დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს. რამდენიმე დღეა ბათუმში დიდთოვლობაა. თოვლის საფარმა ჩაანგრია ბათუმის აეროპორტის შესასვლელი. თითქმის მთელს ქალაქში დაზიანებულია მსუბუქი გადახურვები. …

რიკოთზე ზვავმა 4 მანქანა მოიყოლა, მოძრაობა შეფერხებულია – დეპარტამენტი

საქარველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“. „ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გზების დეპარტამენტმა დღეს, 26 თებერვალს, 02:25 …

26 თებერვალს უქმდება რეისები ბათუმისა და თბილისის მიმართულებით – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ 26 თებერვალს უამინდობისა და დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები: 26 თებერვალი – № 802 თბილისი – ბათუმი; 26 თებერვალი – №803 ბათუმი – თბილისი; 26 თებერვალი – №870 თბილისი-ზუგდიდი; 26 თებერვალი – №873 ფოთი-თბილისი. „მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – აცხადებს რკინიგზა. _____________ …

სასამართლოს თქმით, პოლიციელის დანით დაზიანება პოლიციელზე თავდასხმა არ არის – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელი დანით დააზიანეს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა, მაგრამ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის. და სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: „2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ზ–ში, ………ს ქუჩა №…-ში მდებარე ყოფილი ……… ტერიტორიაზე, რ. გ–ა [რომელიც მანამდე ნასამართლევი იყო განზრახ …

„ბრძოლა გამარჯვებამდე, არ დანებდეთ“ – ბათუმელი მედროშის წერილი იზოლატორიდან

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], უკვე 40 დღეა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მეორედ კი – იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობის გარდა აპროტესტებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება უარს ეუბნება ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. თემურ ქათამაძეს არც …

დღეს ბათუმში მაზნიაშვილის რაზმელების საფლავებთან შეიკრიბებიან

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 104 წლის თავზე, ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმელების საფლავთან [ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარე საერთო საფლავს ხშირად უწოდებენ „ქართველი იუნკრების საფლავს“, თუმცა აქ არა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის წევრები არიან დაკრძალული – რედაქციის შენიშვნა] შეიკრიბებიან 18 საათზე. დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან …

აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი არც 26 თებერვალს განახლდება

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი რეგიონში 26 თებერვალსაც არ განახლდება. „გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით – 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ“, – წერს აჭარის განათლების სამინისტრო. აჭარა-გურიაში რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში …

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფოს არაეფექტიან რეაგირებას ეხმაურება და წერს, რომ სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას. შედეგად ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.  „გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ …

27 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის …

Exit mobile version