საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17.0%-ით გაიზარდა, რაც 118 910 ერთეულს შეადგენს (20 603 პირველადი და 98 307 მეორადი ტრანზაქცია).
2014 წლის პირველ კვარტალში ტრანზაქციების (უძრავი ქონების რეგისტრაცია, ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა და ასე შემდეგ) მთლიან რაოდენობაში 17.3%-ს პირველადი, ხოლო 82.7%-ს მეორადი ტრანზაქციები შეადგენდნენ. დაახლოებით მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის პირველ კვარტალშიც: 18.7% – პირველადი ტრანზაქციები და 81.3% – მეორადი ტრანზაქციები.
წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2014 წლის იანვარ-მარტში პირველადი ტრანზაქციების რაოდენობ 8.5%-ით გაიზარდა, თუმცა ამ ტრანზაქციების ხვედრითი წილი ტრანზაქციების მთლიან რაოდენობაში 1.4%-ით შემცირდა. ამავე დროს, მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა ა.წ. პირველ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19.0%-ით გაიზარდა.