ხვალ, 13 საათზე, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ორგანიზაცია “ბათომი” და „ტფილისის ჰამქარი“ საჯარო შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემაა “ურბანული მემკვიდრეობა პრობლემები და პერსპექტივები“.
შეხვედრის მიზანია შეაფასოს ქალაქ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული პროცესები, ასევე წარმოაჩინოს არსებული პრობლემატიკა და პერსპექტივები ურბანული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, რათა ხელი შეეწყოს ისტორიული ქალაქების სწორი და ადეკვატური მართვის სისტემის შემუშავებას.
შეხვედრის პარალელურად გაიმართება ფოტო გამოფენა “გამქრალი ბათომი”.
მისამართი ლუკა ასათიანის ქუჩა N37.