ნატოს 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს 13:00 სთ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია – საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას სტუდენტ-მასწავლებლები დაესწრებიან. შეხვედრაზე ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.