„სტუდენტებს ჩვენი ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ მომავალზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათისაა. გვინდა გავიგოთ სტუდენტები რას ფიქრობენ თავიანთი ქვეყნის მომავალზე,“ – განაცხადა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელმა ირაკლი აბულაძემ.
„აუცილებელია ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ მე ვფიქრობ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას პოსტსაბჭოთა რეგიონის ქვეყნებისთვის ამერიკამ და დასავლეთმა,“ – განაცხადა შეხვედრაზე სტუდენტმა მამუკა გოგაძემ.
„ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოსთვის მიმზიდველი პარტნიორი. ნატოს ჭირდება ძლიერი პარტნიორი ჩვენი სახით,“ – განაცხადეს შეხვედრაზე, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.