მერიამ შშმ პირებისთვის საკურორტო-რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ორი კვირის განმავლობაში საკურორტო რეაბილიტაციას ბორჯომსა და ურეკში უფასოდ გაივლიან.

ხუთი წელი სახურავის ძიებაში

 

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენი მცხოვრები თორმეტსულიანი ოჯახი, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ჟუჟუნა საითაძე ამბობს, რომ მისი სახლს სახურავი აქვს დაზიანებული და სახლში წყალი ჩამოდის. ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობს.  ჟუჟუნა საითაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

 

 

ფესტივალი “ბათუმური გაზაფხული” [პროგრამა]

 

 

  მუსიკალური ფესტივალი “ბათუმური გაზაფხული”  მაისისამდე გაგრძელდება.

ლიტველი ბლოგერები ბათუმში

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ბათუმს ლიტველი ტურისტები ესტუმრებიან. პრეს-ტურის ფარგლებში წამყვან ჟურნალისტებთან ერთად,   ცნობილი ბლოგერები და ფოტოგრაფებიც ჩამოვლენ.  ისინი ბათუმში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. 

 

 

ტურიზმის დეპარტამენტის შეთავაზება ბიზნეს სექტორს

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ამაღლების მიზნით, 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ გადამზადების მორიგ ეტაპს იწყებს.

აქცია შშმ პირების უფლებების მხარდასაჭერად

 

ხვალ 29 აპრილს , ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დასაცავად, ბათუმში 13: 00 საათზე ვარდების სკვერში აქციას გამართავს

 

 

დროში გაყინული ფული

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტი არ გაჩერებულა; აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, მშენებლობა ოთხ თვეში უნდა დაიწყოს; გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაგავსაყარის მშენებლობისთან საჭირო გეზშ-ს დასამტკიცებლად მათთვის ჯერ არ მიუმართიათ. სახელმწიფო აუდიტი კი პროექტის ფარგლებში მიღებული სესხის აუთვისებლობის გამო, სასესხო ვალდებულების დაფარვისთვის გადახდილი თანხის არამიზნობრიობაზე საუბრობს.

ბათუმში ახალი პროექტი ,,ჩემი ქუჩა – საქართველო” ამოქმედდა

 

ბათუმის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ. 

სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები გაეზრდებათ

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი 30 პროცენტით გაიზრდება. დღეს სოფლის ექიმის თვიური ანაზღაურება 500 ლარია, რომლის 33 პროცენტი სამედიცინო დოკუმენტაციის შეძენაზე, 10 პროცენტი კი კომუნალური ხარჯების დაფარვაზე იხარჯება.

ბათუმის მერია 9 მაისისთვის ემზადება

 

ბათუმის მერიამ 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით რესტორინის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

 

წიგნი, რომელიც მოსამართლეებს ზღუდავს

 

„მოსამართლის შპარგალკა“, „მოსამართლის კონტროლის მექანიზმი“,  „ეს მოსამართლის შეზღუდვაა“ – ასე აფასებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციის  იურისტები და ყოფილი მოსამართლეები სახელმძღვანელოს, რომელიც უზენაეს სასამართლოში შექმნილმა საბჭომ შეადგინა და მოსამართლეებს რეკომენდაციის სახით დაეგზავნათ.

ინტერვიუ ბათუმის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატთან

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად დაასახელა. რას შესთავაზებს ის ბათუმელ ამომრჩეველს, როგორია მისი ხედვები ქალაქის განვითარებაზე და რატომ უნდა გააკეთოს ბათუმელმა ამომრჩეველმა არჩევანი მასზე – გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბათუმში წელს კრუიზით პირველი იახტა შემოვიდა

 

 

100-კაციანი იახტა – “Variety Voyager” ტრაპიზონის ნავსადგურიდან ბათუმის პორტში დღეს, 27 აპრილს, დილის შვიდ საათზე შემოვიდა. იახტაზე 62 მგზავრი იმყოფება. ისინი ორი დღის განმვლობაში ბათუმისა და ქუთაისის ღირსშესანიშაობებს დაათვალირებენ.

 

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“

 

რამდენიმე წუთის წინ   პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია  „ქართული ოცნების“   ბათუმის მერობის კანდიდატად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი წარადგინა. 

 

<!** Image 2 align="left" alt="გიორგი ერმაკოვი" sub="გიორგი ერმაკოვი" width="300" height="768" >

საკრუიზო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში

 

ხვალ, 27 აპრილს, დილის 7 საათზე, ბათუმის პორტს 2014 წლის სეზონის პირველი საკრუიზო ხომალდი ეწვევა. 

ადვოკატები საჯარო რეესტრის თანამშრომლების დაკავებას აპროტესტებენ

 

დღეს, ბათუმში დრამატული თეატრის წინ ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სოლიდარობის აქცია გამართეს. მათი განცხადებით ხელვაჩაურის საჯარო რეესტრის შვიდ თანამშრომელზე სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონოდ მიმდინარეობს, მათ შორის ერთი ქალია. 

გადაადგილების პრობლემა ბათუმში

 

მოქალაქეები ბათუმში, ღამის საათებში  გაადგილების პრობლემას უჩივიან. საღამოს ათი საათის შემდეგ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. შემოერთებულ ტერიტორიებზე კი ხშირად უფრო ადრე, ცხრა საათზე, ასრულებენ მუშაობას.  ბათუმში  მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის ხარისხსა და სამომავლო გეგმებზე „ბათუმელებს“  „ბათუმის ავტოტრანსპორტის“  დირექტორი პაატა დუმბაძე ესაუბრა. 

სტუდენტები შრომითი უფლებების დასაცავად

 

1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმელი სტუდენტები აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივაა.“

მუნიციპალიტეტი არჩევნების შემდეგ და უფლებამოსილების ახალი გადანაწილება

 

„საკრებულოს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია აქვს, ყველაფერი ცენტრში წყდება,“ – ამ პრეტენზიას ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხშირად უყენებდა. თვითმმართველობის უფუნქციობით შეწუხებული უმცირესობა ამჯერად ხელისუფლებაშია და თავს თვითმმართველობის ახალი კოდექსით იწონებს. არის თუ არა ამ კოდექსში ის მექანიზმი ჩადებული, რომელიც საკრებულოს ცენტრის ჩარევისგან დაიცავს. „ბათუმელებს“ კოდექსის ერთ-ერთი ავტორი დავით ლოსაბერიძე ესაუბრა. 

ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის სტატისტიკა

 

2014 წლის მარტში ქვეყანაში 4 723 ერთეული ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მათ შორის 96,9 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3,1 – არასამეწარმეო.

 

ქალაქი პოლიეთილენის გარეშე

 

27 აპრილს ბათუმში „კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელის“ მოხალისეები პოლიეთილენისა და ე.წ პლასტმასის ბოთლებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ აქციას გამართავენ.

არაკონკურენტული გარემო მერიის შესყიდვებში

 

2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 15 აპრილამდე ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი 262-ჯერ გამოაცხადა. აქედან 29 შემთხვევაში ტენდერი არ შედგა, 9 შემთხვევაში კი, სატენდერო კომისიამ ტენდერი სხვადასხვა მიზეზის გამო შეწყვიტა. შვიდჯერ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ანუ კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. გაფორმდა 199 ხელშეკრულება – აქედან 91 შემთხვევაში ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა. არადა, კონკურენტული გარემოს შექმნა სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

 

ფესტივალი  რეზო კიკნაძის ლექციით გაიხსნა. ლექციის თემა იყო „კომპროვიზაცია” – “იმპროვიზაცია კომპოზიციაში და კომპოზიცია იმპროვიზაციაში. 

ადვოკატი: „სასამართლო წინასაარჩევნო მარათონში ჩაერთო”

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი მიროტაძემ შეცვალა და ბრალდებულ ამზომველებს ხელვაჩურიდან გირაოს სახით თანხის გადახდა დააკისრა. ადვოკატის ირაკლი შავაძის ინფორმაციით, შვიდი ბრალდებულიდან ნაწილს 3-ათასლარიანი, ნაწილს კი 2-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს.

უამინდობის გამო ბათუმის რამდენიმე უბანს დენი არ მიეწოდება

 

„ენერგოპრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის ინფორმაციით უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ბათუმის რამდენიმე უბანს. 

არჩევნებამდე 50 დღით ადრე

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების
საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკით, ხვალ 26 მაისს:

საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტაციის პირობები

 

 

ცესკომ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს უბნებზე დაკვირვების მიზნით დაინტერესებული მხარეებისთვის რეგისტრაციისა და აკრედიტაციის ვადები და პირობები გამოაცხადა.

ჯიფონის კინოფესტივალში მონაწილეთა კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

 

ჯიფონის კინოფესტივალში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპზე გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულის იტალიაში გამგზავრებისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტს სამინისტრო უზრუნველყოფს.

ნურის ტბა ისევ ჭაობდება

 

ბათუმში, 6 მაისის პარკში, მდებარე ნურის ტბა ისევ დაჭაობების საფრთხის წინაშეა. ტბაში ევტროფიკაციის პროცესი გასულ წელს დაიწყო. ევტროფიკაციას უწოდებენ პროცესს, როდესაც წყალში წყალმცენარეები ჭარბი რაოდენობითაა,  ეს კი ჟანგბადის უკმარისობასა და ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას იწვევს.

ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი [პროგრამა]

 

დღეიდან 27 აპრილის ჩათვლით,  ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი ტარდბა.

მოსახლეობა სახელმწიფოს ბაგა-ბაღისა და მედპუნქტის გახსნას სთხოვს

 

დღეს დმოკრატიის ჩართულობის ცნტრში, 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებულმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, მედპუნქტისა და ბაგა-ბაღის გახსნის მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართეს.

ადვოკატები სოლიდარობის აქციას გამართავენ

 

ხვალ, 11 სათზე ადვოკატები, არასამათავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი, დრამატულ თეატრთან სოლიდარობის აქციას გამართავს.

პროკურატურა ამზომველებისთვის აღკვეთის შეცვლას ითხოვს

 

 ხვალ, 14 საათზე სააპელაციო სასამართლო თბილისში განიხილავს ეგრეთ წოდებული ამზომველებისთვის გირაოს შეფარდების საკითხს. შვიდი ბრალდებული ხელვაჩაურიდან სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დარბაზიდან გირაოს გარეშე გაათავისუფლა, მაგრამ პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.

 

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი დააკავეს

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დავით ხალვაში (მეტსახელად ქელფეთა) ქართველმა სამართალდამცავებმა სარფში 22 აპრილს დააკავეს. 

აჭარის ფინანსთა მინისტრის რეკომენდაციები ბათუმის საკრებულოს ბულვართან დაკავშირებით

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე საკრებულოს მიერ ბათუმის ბულვარის თვითმმართველობისთვის გადაცემის საკითხს გამოეხმაურა.

ბათუმის რიგ უბნებში საარჩევნო პლაკატების განთავსების წესი შეიცვალა

 

ბათუმის საკრებულომ ბათუმში საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.  

Exit mobile version