სკოლებში ახალი საპილოტე პროგრამა GLOBE დაინერგება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება. პროგრამას განათლების სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებენ. პროგრამა საპილოტეა, რომლის ფარგლებშიც ხუთი სკოლა უნდა შეირჩეს, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 10 სკოლა გადამზადდება GLOBE-ში მონაწილეობის მისაღებად. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა GLOBE-ის ადმინისტრირება გლობალურ დონეზე NASA-ს მიერ ხორციელდება. საერთაშორისო ქსელი აერთიანებს სხვადასხვა სასკოლო საფეხურის …

დადგინდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები

განათლების სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა. სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო …

სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში ამ სემესტრში აღარ განახლდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, რის გამოც სასწავლო პროცესი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სკოლის შენობებში აღარ განახლდება. მთავრობის თავდაპირველი განკარგულებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 22 აპრილამდე იყო შეჩერებული. თუმცა, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რადგან საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, შესაბამისად, ვერც სკოლებში განახლდება სწავლება. „სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად და ასე გაგრძელდება“ – გვეუბნებიან …

კავშირი სუსტია და ინტერნეტი ჭედავს – როგორ სწავლობენ ბავშვები სოფლად

ლინდა გობაძე მეექვსე კლასელია. ხულოში, სოფელ ირემაძეების სკოლაში სწავლობს. მარტის დასაწყისში, როცა საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გამო სწავლა შეწყდა, ლინდას სკოლა ონლაინსწავლებაზე გადაერთო. ლინდას კლასში ექვსი მოსწავლეა. მათგან ინტერნეტი მხოლოდ ლინდას არ აქვს. „მხოლოდ  კომპიუტერი მაქვს, ინტერნეტი არა. სახლშიც არავის აქვს დიდი ტელეფონი და ვერ ვახერხებდი მეცადინეობას,“ – გვიხსნის ლინდა. გოგონას თქმით, მისი თანაკლასელები მშობლების ტელეფონებით …

არაქართულენოვან სკოლებს სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიას სთავაზობენ

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ. მაგალითად, მე-5-დან მე-6 კლასის ჩათვლით ხელმისაწვდომი იქნება  გამომცემლობა „კლიოს“ ხელოვნების სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე და ამავე გამომცემლობის „ჩვენი საქართველო“, იმავე კლასებისთვის. გამომცემლობა სიდის „მე და საზოგადოება“ მე-3-მე-4 კლასებისთვის, გამომცემლობა „ინტელექტის“ მუსიკა მე-5 და მე-6 კლასებისთვის და მათემატიკა …

დაგვიანებული ტელეგაკვეთილები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 13 აპრილს, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები დაიწყება. „სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილები ჩატარდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ ეთერით მოსწავლეებისთვის 30 მარტიდან …

დაგეგმეთ დღე ბავშვთან ერთად – იუნისეფის რეკომენდაცია მშობლებს

კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვებს იზოლაციაში  უწევთ ცხოვრება, რასაც ბევრი გამოწვევა ახლავს. ბავშვებისთვის  სახლში ყოფნა სტრესული რომ არ გახდეს, მშობლებმა სწორად უნდა გააგრძელონ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა სახლის გარემოში. ამისთვის „იუნისეფი“ მშობლებს დღის განრიგს სთავაზობს. რეკომენდაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ დღის აქტივობები დაიგეგმოს წინასწარ, რაც დაეხმარება როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს რუტინის დაძლევაში. იუნისეფის რეკომენდაცია ასეთია: [checklist] სასურველია, დღე …

რა უნდა შეცვალონ სკოლამ და უნივერსიტეტმა პანდემიის პირობებში ან შემდეგ

განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისაღები გამოცდების არსებული სისტემის სისუსტე და დროა, სახელმწიფომ ალტერნატიულ მოდელებზე დაიწყოს ფიქრი. „15 წელია უკვე ვსაუბრობთ ამაზე და ცხადია, რომ არსებულმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ჩვენი სისტემის სისუსტე. ყველაზე ნორმალური გამოსავალი იქნებოდა, უმაღლესებს რომ გადააბარონ მიღების შესაძლებლობა, თუ ისინი გამჭვირვალობის გარკვეულ პრინციპებს დაეყრდნობიან. …

როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი – მასწავლებელი

როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი და რამდენად თავისუფალია სკოლა ან მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრისას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერს, ქეთი პაპავას ესაუბრა. ქეთი, როგორ ფიქრობთ, ონლაინსწავლების შემდეგ როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე საბოლოოდ და თუ გაქვთ სკოლებში ნაფიქრი, რა უნდა იყოს შეფასების …

როგორ ტარდება ონლაინგაკვეთილები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ონლაინგაკვეთილები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა ქართული სკოლებისთვის. მიუხედავად გამოცდილების ნაკლებობისა, მასწავლებლების უმრავლესობა ამბობს, რომ სხვადასხვა სახის სირთულის მიუხედავად, ონლაისწავლებას ალღო აუღო, მაგრამ როგორ უტარდებათ ონლაინგაკვეთილები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს? –  ამ საკითხზე „ბათუმელები“ ორ სპეცმასწავლებელს ესაუბრა. ლალი ჯაფარიძე ბათუმის მე-4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლებში ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე [სსმ] …

სემესტრი არ ჩავარდება – განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2020 წლის სასწავლო სემესტრი არ ჩავარდება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 6 აპრილს, განაცხადა. „ტელესკოლა და ონლაინფორმატი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც …

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წერა – ვებგვერდი ზღაპრების და მოთხრობების შესაქმნელად

წერა ბავშვებისთვის შეიძლება თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების საშუალება იყოს და არ ასოცირდებოდეს მხოლოდ სასკოლო, აუცილებლად შესასრულებელ დავალებასთან. შეიძლება ბავშვს წერაც შეუყვარდეს, თუ მის დაინტერესებას შეძლებთ და ასწავლით, რომ შეუძლია დაწეროს მოთხრობა, ზღაპარი, წერილი და საგაზეთო სტატიაც კი. პროგრამა „მოდი, დავწეროთ!“ – თამაშის პრინციპზეა აგებული და შემოქმედებითი წერის უნარებს ავითარებს. პროგრამა 7-დან 11 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. …

რა საფრთხეებს შეიცავს Zoom-ი და წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყდა, განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაცია მისცა, სასწავლო პროცესი გაგრძელებულიყო დისტანციურად. მასწავლებლების დიდი ნაწილი ონლაიპლატფორმა Zoom-ში ჩაერთო. ბოლო მონაცემებით,  პროგრამის მომხმარებელთა რაოდენობა 2020 წლის 14 მარტისთვის 67 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა SpaceX-ში უარი თქვეს  Zoom-ის გამოყენებაზე, უსაფრთხოების ზომების  გამო. მანამდე კი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ბოსტონის ოფისმა …

მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება. „სამინისტრო ყველაფერს აკეთებს დისტანციური სწავლების გასაძლიერებლად, ამაში იგულისხმება როგორც ონლაინსწავლება, ასევე პროექტი „ტელესკოლა“. ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ განათლების სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. შესაბამისად, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა …

„მშობლები ყოყმანობენ გადასახადის შემოტანას“ – კერძო სკოლების კრიზისი

დღეს, 1-ელ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარია აკუმულირებული, რომლითაც მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დაფარვაში დაეხმარება სახელმწიფო, ასევე ეს თანხები უნდა მოხმარდეს ბიზნესის მხარდაჭერას. თუმცა რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს, ჯერ ამაზე კონკრეტული გზავნილები პრემიერს არ გაუჟღერებია. კერძო სკოლების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კორონავირუსის გამო შექმნილ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მათაც უნდა დაეხმაროს. „ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში …

ტელესკოლა დაიწყო – გაეცანით ცხრილს და რეკომენდაციებს

ხვალ, ორშაბათს, 30 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი – განათლება” [ყოფილი მეორე არხი] მოსწავლეებისათვის „ტელესკოლა“ იწყება. საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ და ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა „ტელესკოლის“ ცხრილიც. ტელეგაკვეთილები პირვეკლასელებისთვის დაიწყება დილის 9 საათზე. ორშაბათი I-II კლასი 09:00 -09:15  მათემატიკა  I კლასი 09:20 …

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგნობრივ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებელებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება. საგნის გამოცდის, ასევე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე:  online.naec.ge  და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, წინასაგამოცდო პერიოდში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინკონსულტაციებს სთავაზობს, რომელიც ყოველ ხუთშაბათს, …

„სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს“ – რატომ გახდნენ მასწავლებლები ბულინგის მსხვერპლი

„რომ შევადაროთ, Microsoft TEAMS-ი, ეს არის სპორტული ავტომობილი და როგორ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ტარება არ იცის, პირდაპირ დავსვათ ლამბორგინის საჭესთან“ – ამბობს მირანდა ლომიძე, საერთაშორისო ტრენერი უცხო ენების სწავლების დარგში ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, Quizlet ambassador community-ისა და IFprof-ის [საფრანგეთი, Francophonia] წარმომადგენელი და ფასილიტატორი საქართველოში,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი.  „ბათუმელები“ სპეციალისტს იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლის …

სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო – მთავრობა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო. დადგენილება დღეს, 23 მარტს გამოქვეყნდა. მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში)“. დადგენილებაში ასევე წერია, რომ 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები უნდა …

სკოლებს ონლაინსისტემების გამართვაში მოხალისეები დაეხმარებიან – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვაში, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები დაეხმარებიან. „მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინრეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან მაღალი კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად …

როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას

„იყო შემოთავაზება, რომ დავალებები ფურცლებზე ამოგვებეჭდა და ისე გაგვეგზავნა მოსწავლეებისთვის, თუმცა ამასაც ხომ მიმტანი სჭირდება?“ – გვეუბნება სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი, ილია ბოლქვაძე. აქ, სამინისტროს ახალი რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის ინლაინსივრცეში გადატანას ცდილობენ, თუმცა სკოლას ჯერ არც გამოცდილება ჰყოფნის და არც ინტერნეტის სიჩქარე უწყობს ხელს. „ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი საჯარო სკოლა, …

“ჩართე” – ინტერნეტი მათ, ვისაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება

„ჩართე“ საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც შეგიძლიათ, თუნდაც 1 ლარად და სულ რაღაც 3 წუთში დაუფინანსოთ ინტერნეტი ან ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს – ვკითხულობთ “ჩართეს” ფეისბუქგვერდზე. მარი გელაშვილი, „ჩართეს“ საოპერაციო მენეჯერი, ამბობს, რომ „ჩართე“ 2017 წლიდან არსებობს და მაისში ზუსტად 3 წელი გახდება, რაც პროექტმა აქტიური მუშაობა დაიწყო. „ამჟამად 500-მდე მოსწავლეა, რომელსაც გადავეცით კომპიუტერი და ყოველთვიურად charte.ge-ს …

პრემიერი: ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:  „სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო …

როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში გადატანის რეკომენდაცია მისცა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად მზად არ არის. რა გამოწვევების წინაშე არიან სკოლები და ვინ როგორ ატარებს ონლაინგაკვეთილს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგებს ესაუბრა. მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და …

როგორ ჩავატაროთ საინტერესო ონლაინგაკვეთილი – პედაგოგი საკუთარ გამოცდილებაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ახალაია, „ბათუმელებთან“ პირად და სკოლის გამოცდილებაზე საუბრობს – როგორი უნდა იყოს ონლაინგაკვეთილი და რატომ არის აუცილებელი საკუთარ მოსწავლეებთან თანამშრომლობა. ქალბატონო მაია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ონლაინგაკვეთილი შედგეს და იყოს საინტერესო მოსწავლისთვის. როგორია თქვენი გამოცდილება ამ მხრივ? ონლაინგაკვეთილი რომ ჩატარდეს, ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპიუტერი და ინტერნეტი. ჩვენ …

როგორ უნდა ასწავლონ პედაგოგებმა ონლაინ – პროფესიული განვითარების ცენტრის შეთავაზება

რას სთავაზობს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, რა გამოცდილება არსებობს და რამდენად რეალურია არსებული პროგრამების ყველა სკოლაში დანერგვა? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი, მარიკა სიხარულიძე საუბრობს. ქალბატონო მარიკა, COVID-19-ის პანდემიამ გვაჩვენა, რომ საჯარო სკოლებს არ აქვს კრიტიკულ ვითარებაში მუშაობის გამოცდილება. დღეს ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება …

ბათუმში ბსუ და საზღვაო აკადემია დისტანციურ სწავლებაზე გადადიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების ფორმატზე გადადის, ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზეა აღნიშნული. „პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საბჭოს ახალი რეკომენდაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადების საფუძველზე, ბსუ-ში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდება. ბსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დისტანციური სწავლების ფორმატის შესახებ დეტალური ინფორმაცია (ინსტრუქცია) მიეწოდება მიმდინარე კვირის ბოლომდე,“ – ვკითხულობთ განცხადებაში. სწავლების დისტანციური …

სკოლის დირექტორი: უნდა ვიფიქროთ დისტანციური სწავლების მოდელზე

სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის საფრთხის გამო პირველ აპრილამდე შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში იძულებითი არდადეგების ანაზღაურება მოუწევთ. განათლების მინისტრმა დღეს, 11 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელიც სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიეწოდებათ, თუმცა მას გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია. როგორ აპირებენ სკოლები გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და აპირებენ …

სკოლებში სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო

კორონავირუსთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ასევე, პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საქართველოს მთავრობის ცნობით, საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო …

ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია უცხოელი მეცნიერებისთვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრემია გაიცემა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს, ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას. ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის ოდენობა 8 000 ლარია. მის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ …

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 9 მარტს, 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 26 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. …

განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ირინა აბულაძემ პოსტი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. „მეგობრებო, შემიძლია გაგიზიაროთ ახალი ამბავი. მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმის და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით… პირველი ოფიციალური შეხვედრა დანიშვნიდან პირველივე შაბათს ფინანსთა სამინისტროში გვქონდა, სადაც ითქვა, რომ …

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 2 მარტს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge უნდა გაიარონ. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ცენტრის განმარტებით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში …

რა შემთხვევაში მიიღებს 1000-ლარიან სტიპენდიას აჭარაში მცხოვრები სტუდენტი

სამინისტრო 1000-ლარიან ერთჯერად გრანტს აწესებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებს აირჩევენ უმაღლეს სასწავლებელში, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში. გარდა ზემოთ აღნიშნული პირობისა, სტუდენტი ათასლარიან დახმარებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა არის  81 პროცენტი და მეტი. პირობის მიხედვით, ასევე სტუდენტი  უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ტერიტორიაზე და სწავლობდეს ავტორიზებულ …

განათლების სამინისტრო 50 სოციალურ მუშაკს დაასაქმებს

განათლების სამინისტრომ დაამტკიცა კანონი სოციალური მუშაკის შესახებ. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან სისტემაში შევლენ სოციალური მუშაკები, რისი გამოცდილებაც განათლების სისტემას აქამდე არ ჰქონდა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ ეტაპზე დაზუსტებით სამინისტროშიც არ იციან, რა ფუნქცია ექნება სისტემაში სოციალურ მუშაკს, თუმცა ამბობენ, რომ მისი სისტემაში შესვლა მნიშვნელოვანია. „პირველ …

„არ გვაქვს სასკოლო წიგნები“ – სამინისტროს პასუხი არაქართულენოვანი სკოლების წუხილზე 

„არაქართულენოვან სკოლებს სახელმძღვანელოების დიდი პრობლემა აქვთ. როგორც იცით, ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა შარშანწინ და მაშინვე ამოქმედდა ქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში – 2019-2020 სასწავლო წელს. საქმე იმაშია, რომ სახელმძღვანელოების თარგმნა ძალიან გვიან დაიწყეს, მაისში და ვერ მოასწრეს პირველი სექტემბრისთვის. თქვეს, რომ მეორე სემესტრში მოგვაწვდიდნენ, მაგრამ არც შემდეგ მოუწოდებიათ. სკოლებში თითქმის წიგნების გარეშე სწავლობენ …

Exit mobile version