ბავშვებთან ერთად და ბავშვებისთვის კითხვის მაცოცხლებელი ძალა | შორენა ლორთქიფანიძე

ავტორი: შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი ___ ჩემი შვილები მსაყვედურობენ, რომ იმ წიგნების დასასრული, რომლებსაც ერთად ვკითხულობდით, უფრო სწორად, ვუკითხავდი, მათთვის დღემდე უცნობია. მათ არ იციან, როგორ მთავრდება „მიო, ჩემო მიო“, „ძმები ლომგულები“, „ყაჩაღის ასული რონია“, რადგან ბოლო ფურცლებს ვასველებდი იმდენს ვტიროდი, ბავშვები კი, გაოცებულები მიყურებდნენ, აღარ იცოდნენ რაზე ედარდათ, ატირებულ დედაზე, თუ საყვარელი პერსონაჟების …

წიგნები ჩვენი ცხოვრების მეგზურია | მიიუკი იმამურა

ავტორი: მიიუკი იმამურა, საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე ___ თბილისში გასული წლის დეკემბერში ჩამოვედი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც საქართველოში იაპონიის საელჩოს პროექტის „მობილური ბიბლიოთეკის“ და „ბათუმელების“ მიერ დაგეგმილი სხვა არაჩვეულებრივი აქტივობების შესახებ შევიტყვე. მიხარია, რომ მქონდა ასეთი მნიშვნელოვანი ტექნიკის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ტექნიკის, რომელიც აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ადგილზე მიუტანს კითხვით მიღებულ სიამოვნებას. …

წიგნები, ფილმები და ადამიანები | არჩილ ქიქოძე

ავტორი: არჩილ ქიქოძე, მწერალი ___ ერთხელ მამაჩემმა წიგნი მაჩუქა. წიგნს ერქვა „მხედარი და ცხენი“. ადამიანის მიერ ცხენის მოშინაურებასა და მის გამოყენებას ეხებოდა. იმ ასაკში ასეთი ლიტერატურის, სამეცნიერო წიგნის წაკითხვა ადრე იყო ჩემთვის. წიგნი გადავდე და მერე გაქრა. მერე გავიზარდე, წიგნი არ ჩანდა და ალბათ არასოდეს მოვისაკლისებდი – თავიც სულ სხვა რამეებით მქონდა დაკავებული, ის სხვა …

დარილ ფერნანდეზი: წიგნებს შეუძლია გაპოვნინოთ ის, რისიც ნამდვილად გწამთ

ავტორი: დარილ ფერნანდეზი, მასწავლებელი ___ კითხვა არა მხოლოდ სიამოვნებაა, არამედ – განათლების წყაროც. ბავშვობიდან ვკითხულობ; 12-13 წლის რომ ვიყავი, ზაფხულის გრძელი ცხელი დღეებისგან თავის დაღწევაში მეხმარებოდა. ვისწავლე, რომ ზოგიერთი წიგნი დიდ სიბრძნეს ინახავს, ზოგიერთი კი თავგადასავლებსა და საოცრებებზე მოგვითხრობს, ზოგიერთი გვატირებს, ზოგიერთი სიხარულით გვავსებს და გვაცინებს. კითხვას იდუმალი ძალაც აქვს – ბავშვს იმედს უსახავს, ეს …

გამოცდების ცენტრმა გასაჩივრების შემდეგ 1435 ნამუშევრის შეფასება შეცვალა

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგები 3 355-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა. როგორც ცენტრი აცხადებს, შეფასება შეიცვალა 1435 განაცხადის შემთხვევაში.   პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.  ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ხვალ, 25 აგვისტოს, 18:00 საათამდე აქვთ ვადა ცვლილება შეიტანონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში.  „აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის …

ბავშვობის წიგნებიდან გამოყოლილი სიტყვები უცნაურად თან გდევს მთელი ცხოვრება | სოფიო ზვიადაძე

ავტორი: სოფო ზვიადაძე, სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ___ რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როდესაც წიგნებზე ფიქრისთვის და მაღალმთიანი აჭარის სოფლების ბიბლიოთეკების დახმარებისთვის მოგიწვევენ. ამ ბლოგს პრეტენზია არ აქვს, ფართო საზოგადოება დაარწმუნოს წიგნის კითხვის სიკეთეში. ამაზე სხვები უკეთ წერენ და ამას ხომ თავად წიგნები ემსახურებიან. ეს ბლოგი უფრო სანიშნია, რომელიც აჭარის სკოლის ბიბლიოთეკის წიგნებს …

წიგნების საკითხავად დედამიწაზე იდეალური ადგილი უდავოდ სოფელია – ვანო ჩხიკვაძე

ავტორი: ვანო ჩხიკვაძე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ___ თუკი წიგნების საკითხავად დედამიწაზე იდეალური ადგილი არსებობს, ეს უდავოდ სოფელი უნდა იყოს. იქ, სადაც ყველაზე ახლოს ხარ რეალობასთან და რეალურ, თამაშისა და ხელოვნურობისგან დაცლილ სამყაროსთან. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, სოფელი იყო და რჩება წიგნის საკითხავად იდეალურ ადგილად, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. წლების წინ, ჩემს …

ბათუმის „კომაროვის“ სკოლაში 75 ადგილზე 145 მოსწავლე დარეგისტრირდა

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების [„კომაროვის“] სკოლაში მოსახვედრად გამოცდაზე 145 მოსწავლე დარეგისტრირდა. სკოლაში მოსწავლეები მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხებიან. მათემატიკის გამოცდა 2021 წლის 25 აგვისტოს ჩატარდება. სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა წელს მხოლოდ სამი კლასი იქნება და 75 მოსწავლეს მიიღებენ – 50 მოსწავლეს მე-7 კლასში [25-25 თითო კლასში] და 25 მოსწავლეს მე-8 კლასში. გამოცდის ჩასაბარებლად …

ეს არ იქნება უბრალოდ მთაში მიტანილი წიგნები | მეკო ჩაჩავა

ავტორი: მეკო ჩაჩავა, იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის კონსულტანტი ___ დღეს იაპონიის საელჩოს საგრანტო გუნდისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, წიგნებით დატვირთული მობილური ბიბლიოთეკა გავაცილეთ მაღალმთიან აჭარაში, კითხვით მიღებული ბედნიერება რომ ჩაუტანოს მათ, ვისაც წიგნებთან ყველაზე ნაკლებად აქვთ წვდომა. საქართველოს მთები რომ ქვეყნის მთავარი საიმიჯო ნაწილი და ქართული იდენტობის გამომხატველია, ბევრისგან გვსმენია და ბევრგან გვინახავს, თუმცა, მთის მიმართ  …

წიგნი ჩემს ცხოვრებაში | ლამარა აბჟანდაძე

ავტორი: ლამარა აბჟანდაძე, ბლოგერი, აქტივისტი  დღეს ჩვენ ცხოვრებას რაც ყველაზე მეტად აუარესებს, ეს საზოგადოების  გაუნათლებლობაა. ასეთი საზოგადოება ადვილი სამართავიაო, ამბობენ.  სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლება, რომელსაც სურს ხალხი ადვილად მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ, სათანადოდ არ ზრუნავს განათლების საკითხებზე. მაგრამ ამაზე შემდეგ. ახლა კი მინდა, მოგიყვეთ წიგნის  მნიშვნელობაზე ჩვენ ცხოვრებაში. როცა ბავშვი აზროვნებას და ლაპარაკს იწყებს, მშობლები …

სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40% ვაქცინირებულია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, სკოლის მასწავლებლებმა გააცნობიერეს იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ პანდემიაში ამ მიმართულებით ეკისრებათ. „მისასალმებელია, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40 პროცენტს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოვუწოდებ მასწავლებლებს, რომ …

წიგნი, როგორც იარაღი | ხათუნა ცხადაძე

ავტორი: ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი ___ ამ პროექტის მხარდასაჭერად ზაალ ანდრონიკაშვილმა მომიწვია. ზაალის წერილი, „ლიტერატურა ეხმარება ადამიანს, დარჩეს ადამიანად“ ზრუნვაზეა, იმაზე, რომ ადამიანს ზრუნვა აქცევს ადამიანად, მეორე ადამიანზე ზრუნვა. ვეთანხმები ზაალს და იმ კარგ მეცნიერს, მარგარეტ მიდს: ზრუნვაა ადამიანობის მთავარი მახასიათებელი; ის, რაც ადამიანთა ერთობას ცივილიზებულ, მოაზროვნე და მომავლის მქონე საზოგადოებად აქცევს. ამიტომ ვიფიქრე, მეც ზრუნვაზე …

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია და კონკურსატებს შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ. ცენტრის ინფორმაციით, წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 3 700-ზე მეტი სტუდენტი იყო რეგისტრირებული. რამდენმა სტუდენტმა შეძლო სასწავლო გრანტის მოპოვება ან გაუმჯობესება, აღნიშნული ინფორმაცია ცენტრს ჯერ დამუშავებული არ აქვს. სტუდენტს კონკურსის შედეგების ნახვა პირადი და საგამოცდო ნომრის მეშვეობით …

როგორ მასწავლა სწორი იდეალებისთვის ცხოვრება 13 წლის გოგომ | ია ჯეჯელავა

ავტორი: ია ჯეჯელავა, მასწავლებელი ____ კაცობრიობის ისტორიას არაერთხელ უნახავს, როგორ იწვის წიგნი – წარსული, აწმყო და მომავალი ცოდნის „განსხეულება“. ვფიქრობ, რეი ბრედბერიმ ყველაზე უჩვეულო და მოულოდნელი სურათი შექმნა, როცა მეხანძრეს ცეცხლით გაანადგურებინა „მიმოფანტული მტრედებივით ფარფატა წიგნები“. 21-ე საუკუნის ბიბლიოთეკები, დაცარიელებული თაროებით,  ალბათ, დისტოპიურ რეალობას ჰგავს, რომელშიც უწიგნოდ დარჩენილ მოზარდებს წიგნს თუ არ უწვავენ, არც მასთან …

20 აგვისტოს დასრულდება პროფესიულ პროგრამებზე განაცხადების მიღება

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიღება გამოცხადებულია 120-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე, თითქმის ყველა რეგიონის 70-ზე მეტ საჯარო და კერძო პროფესიულ კოლეჯში. 2021 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ერთიანი ჩარიცხვის წესი მოქმედებს როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ „ყველა ავტორიზებული, მათ შორის, კერძო დაწესებულება სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის …

ლიტერატურა ეხმარება ადამიანს დარჩეს ადამიანად | ზაალ ანდრონიკაშვილი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი, ილიაუნის პროფესორი, კულტურის კვლევების მიმართულებით ___ არსებობს ლამაზი, მაგრამ დაუდასტურებელი ამბავი ამერიკელი ანთროპოლოგი მარგარეტ მიდის შესახებ. მისთვის უკითხავთ, რა არისო ცივილიზაციის მთავარი ნიშანი. მიდს არ მოუყვანია არც იარაღის, არც ჭურჭლის კეთების მაგალითი. მას უთქვამს, რომ ცივილიზაციის ნიშანი იყო 15.000 წლის წინანდელი გატეხილი და ადამიანის მეშვეობით შეხორცებული ბარძაყის ძვალი. ცივილიზაციის დასაწყისად მიდს მიუჩნევია არა შრომა, არამედ ზრუნვა: …

წიგნი, როგორც მასალა აზროვნებისთვის | საბა სუთიძე

ავტორი: საბა სუთიძე, რელიგიის მკვლევარი __________ იმას, თუ როგორ ვუყურებთ გარესამყაროს, საკუთარ ადგილს მასში და როგორ წარმოგვიდგენია სხვა ადამიანებთან, სხვა კულტურებთან ურთიერთობა, ალბათ, ბევრი რამ განსაზღვრავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი ის იდეები და ინფორმაციაა, რომელთაც წიგნების მეშვეობით ვეცნობით. ეს იდეები და ინფორმაცია აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს, გვაფიქრებს ისეთ რამეებზე, რაზაც მანამდე არ გვიფიქრია და შეიძლებოდა, …

როგორ შეიძლება წიგნმა გაფანტოს რუხი რეალობა | დავით კლდიაშვილი

ავტორი: დავით კლდიაშვილი, იურისტი ___ თბილისის ვაგზლის სადგურში, ცივი დეკემბრის დღეს ერთი სულ მაქვს როდის ჩართავს მძღოლი ძრავს და ქუთაისში წავალთ. ძალიან მცივა და მომშივდა კიდეც. ერთ -ერთი იმ რამდენიმე დღეთაგანაა, თბილისში რომ მიწევდა ჩამოსვლა “რესპუბლიკურ ტურში” მონაწილეობისათვის, ამჯერად ბიოლოგიაში. “წიგნები ლარად” შემოყო თავი სამგზავრო ავტობუსში დიდი ჩანთით კაცმა. როცა ჩემი მთელი კვირის “ბიუჯეტი” 3 …

„ამაზე უკეთესს ბავშვებს ვერაფერს გავუკეთებთ“ | ნინუნა სანადირაძე

ავტორი: ნინუნა სანადირაძე, მოგზაური ___ მჯერა და საკუთარ თავზეც გამომიცდია, რომ მოგზაურობა ოთახიდან გაუსვლელადაც შეიძლება. ეს მოგზაურობა დაუსრულებელი და ამოუწურავია, ზოგი კეთილია, ზოგი საშიში, ზოგი კარგად მთავრდება და ზოგიც ცუდად.  და ეს დაუსრულებელი და ამოუწურავი მოგზაურობა და თავგადასავალი წიგნია. ზოგი წიგნი  და მოგზაურობა ადამიანია, ზოგი ცხოველი, ზოგი უბრალოდ ამბავი და ზოგიც – ქვეყანა. როდესაც ზაფხულობით …

წიგნს შეუძლია შენი გადარჩენა | ბექა მინდიაშვილი

ავტორი: ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი ___ ნინო ცინცაძის გამოწვევას ვპასუხობ. კი, ვადასტურებ, ნამდვილად ეგრეა, – წიგნი ჩემთვის ძვირფასია. ასევე, ერთი სიამოვნებაა ბლოგების გაცნობა წიგნებისა და კითხვის შესახებ, და, რაც მთავარია, მაღალმთიანი აჭარისთვის ბიბლიოთეკის შექმნაში მონაწილეობა. ეს ყოველთვის მაინტერესებდა. ჩემი სათქმელი უკვე ბევრმა თქვა. ამიტომ სხვა რამესაც დავწერ. აი, ხშირად დასცინებენ ხოლმე, ვთქვათ, რომელიმე მეზობელს – შინ …

პანკისელი ამინა უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა, ის უფლებადამცველობას აპირებს

18 წლის ამინა ხანგოშვილმა წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა მაღალი ქულებით და 100%-იანი გრანტით. ამინა პანკისის ხეობის სოფელ დუისიდანაა. მას რეპეტიტორებთან არ უვლია, მხოლოდ ქართულის მასწავლებელთან დადიოდა კვირაში ორჯერ. შინ, დამოუკიდებლად მოემზადა სხვა საგნებში და როგორც ამბობს, დამატებითი მეცადინეობებისთვის ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. ინგლისურ ენაში ამინამ მაქსიმალური 80 ქულიდან 79 ქულა აიღო, ისტორიაში მაქსიმალური …

წიგნები ცხოვრებას აფერადებს | ნინო ჩანადირი

ავტორი: ნინო ჩანადირი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ___ ძალიან პატარა რომ ვიყავი, სანამ კითხვას ვისწავლიდი, ამბებს ბებო მიყვებოდა ხოლმე. ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ლექსებს მასწავლიდა… რაც უფრო გრძელი იყო ამბავი, მით უფრო მეტად მომწონდა და მსიამოვნებდა მოსმენა. ყოველ საღამოს ახალი ამბის მოყოლას ვთხოვდი და მასაც მოსაყოლი რომ აღარ ჰყოფნიდა, ახლებს იგონებდა. თუ ისე მოხდებოდა, რომ ერთსა და იმავე …

ვკითხულობთ და ვიხსენებთ, რომ არ ვართ მარტო | ალექსანდრე ქავთარაძე

ავტორი: ალექსანდრე ქავთარაძე, ისტორიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის” დამფუძნებელი ___ „ჩვენ ვკითხულობთ, რათა ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტო“ – ინგლისელი დრამატურგი და მწერალი უილიამ ნიკოლსონი გვეუბნება სხვა ბრიტანელი მწერლის, კლაივ ლუისის მეშვეობით. ამ სიტყვების არსი მე მალევე გავიგე. და-ძმის გარეშე გაზრდის პირობებში, ჩემთვის წიგნებით აღმოჩენილი სხვადასხვა სამყარო მარტოობისგან თავის დაღწევის მნიშვნელოვან საშუალებად იქცა. არაფერი სჯობდა …

კარლსონი ჩემი სახლის სახურავზეც ცხოვრობდა | გურო დავითლიძე

ავტორი: გურო დავითლიძე, ლიტერატურათმცოდნე ___ მთელი ბავშვობა მჯეროდა, რომ კარლსონი ჩემი სახლის სახურავზეც ცხოვრობდა. ბავშვი ვიყავი და მაგიტომ. ახლაც მახსოვს როგორ გადმოიღო თაროდან ბებიაჩემმა დროისაგან გაცრეცილი და გადახუნებული წიგნი და მომაწოდა. იქ კიდევ ამბები დამხვდა, მაგარი ამბები და იმ ამბებში ვმოგზაურობდი გათენებიდან დაღამებამდე. მთელი ბავშვობა სულ ასე ხდებოდა: მივეტუზებოდი ბებიაჩემს, რომელიც ნელი და დინჯი მოძრაობით …

წიგნი ზოგჯერ სარკეა, ზოგჯერ თავშესაფარი | ხათუნა ჯიბლაძე

ავტორი: ხათუნა ჯიბლაძე, მხატვარი ___  “I have always imagined that Paradise will be a kind of library.” Jorge Luis Borges ჯენი, რომელმაც ცალი წითელი ფეხსაცმელი დაკარგა, ტიროდა… ამოვხიე და ჩემთან სათამაშოდ წამოვიყვანე. მახსოვს ისეთი პატარა ვიყავი, სიარულიც არ ვიცოდი. პირველად იყო ილუსტრაცია…. ილუსტრაციები დიდ გავლენას ახდენდნენ, მაჯადოებდნენ და ფერად სამყაროში მამოგზაურებდნენ. დედა ძალიან ბევრს მიკითხავდა. …

აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა 10 აგვისტოს იწურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ განაცხადით მიმართონ ცენტრს 10 აგვისტოს 18:00 საათამდე. სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება. აბიტურიენტს, რომელიც  10 აგვისტოს 18:00 …

ჩემი ნატვრაა წიგნის კითხვა არც ერთი ბავშვისთვის არ დაიზარონ – გვანცა ლიპარტელიანი

ავტორი: გვანცა ლიპარტელიანი, აქტივისტი ___ ზაფხული წიგნის გარეშე არ ვარგა. ცხადია, კითხვა არც სხვა სეზონზეა საზიანო, თუმცა, ზაფხული და წიგნი, ჩემთვის ბავშვობიდან გადაჯაჭვული, ერთიანი მოცემულობაა. სანამ კითხვას ვისწავლიდი, მახსოვს, ზაფხულობით, სოფელში პაპა მიყვებოდა ძილის წინ გამოგონილ თუ ნამდვილ ამბებს და მეც, ხშირად მელაკუდებზე და ტყის სხვადასხვა ბინადარზე ფიქრში ტკბილად მეძინებოდა. ჩემს უფროსს ძმას კითხვა უყვარდა, …

„გამოცხადდეს მათემატიკის ტესტები რთულად“ – აბიტურიენტთა ჯგუფის მოთხოვნა და naec-ის პასუხი

2021 წლის აბიტურიენტთა ერთი ჯგუფი პეტიციის საშუალებით პარლამენტსა და განათლების სამინისტროს მიმართავს. პეტიციის მოთხოვნაა „გამოცხადდეს მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად“. პეტიციას ამ დროისთვის [16:28] 7000-ზე მეტი  აბიტურიენტი აწერს ხელს. პეტიციაში წერია, რომ მათემატიკის 2021 წლის ტესტი სკოლაში ნასწავლი ამოცანების სირთულეს არ შეესაბამება. აბიტურიენტები მიუთითებენ, რომ ტესტი იყო ურთულესი და შეესაბამებოდა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეების მომზადების …

ლოგოსობანა | მათე სარალიშვილი

ავტორი:  მათე სარალიშვილი, მწერალი ___ კითხვა ჩვენს ბუნებას ააშკარავებს. შინაგან, შეუმჩნეველ უნარებს ამოქმედებს, ჩვენს დამოკიდებულებას რომ განსაზღვრავენ სამყაროსადმი. წიგნით ჩვენ მხოლოდ სხვის ნააზრევს არ ვეცნობით. ადამიანი წიგნებში საკუთარ თავს კითხულობს. სხვის ნააზრევში საკუთარ თავს ეძებს, მაგრამ ისეთს, როგორიც ჯერ არ გაუცნია. ბევრისგან მსმენია, რომ კითხვისას მუდამ თან სდევთ განცდა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე  დიდი ხნის …

მოგზაური ბიბლიოთეკა აჭარის სოფლების წიგნებით მოსამარაგებლად

წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხართ და მაღალმთიან სოფელში ცხოვრობთ, სადაც არც წიგნების მაღაზიაა და არც ახალი გამოცემებით მარაგდება ბიბლიოთეკა. ერთ დღეს კი შენს სოფელში ახალი წიგნებით დატვირთული დიდი მანქანა, „ბუქმობილი“ მოდის და სასოფლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემს ახალ წიგნებს. რა არის მოგზაური ბიბლიოთეკა? „ბუქმობილი“ ანუ მოგზაური ბიბლიოთეკა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ პროექტია. პროექტის მიზანია აჭარის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს …

წიგნის ყდები ის სარკმლებია, რითაც ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით – რუსუდან გოცირიძე

ავტორი: რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ___ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონება უკავშირდება იმ საღამოებს, როცა მაღალსიცხიანი ვიწექი და ყველა თავს მევლებოდა (ჩემი ჯანმრთელობის სისუსტის წყალობით ეს არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა). ასეთ დროს დედა გადადებდა ხოლმე ყველა საქმეს, საწოლთან მეჯდა და წიგნებს მიკითხავდა. ისიც მახსოვს, გვერდით რომ მომიწვებოდა და თუ რამე ემოციურს კითხულობდა, …

მივცეთ ყველა ბავშვს ნაირ-ნაირი თავგადასავალი | სალომე პატარიძე

ავტორი: სალომე პატარიძე, ილიაუნის ასისტენტ პროფესორი ___ ზაფხულის ერთი საღამო ბებიაჩემის ეზოში შეკრებილი ბავშვებისთვის საკრალურად გადაიქცა – ჩვენმა მეგობარმა მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ გვიამბო. მანვე შემოგვთავაზა, წიგნში მოყოლილი ამბები გაგვეთამაშებინა. მას შემდეგ თითოეული დღე განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად გადაიქცა. არცერთ ჩვენგანს აღარ გვახსოვდა, რომ სკოლისათვის ჩვენს მშობლებს ისევ ვაი-ვაგლახით უნდა ეშოვათ ტანსაცმლის, წიგნების ფული, მამები …

დარტანიანზე ექვსი წლით დიდი ვარ | ცოტნე ავსაჯანიშვილი

ავტორი: ცოტნე ავსაჯანიშვილი, მწერალი  ___ მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ჩემს გარშემო ყველა ბავშვი იყო, ყველას  ქართული სახელი ჰქონდა და არავინ ფიქრობდა გმირობის ჩადენაზე. თანაც არა თბილისში, არამედ სადღაც, მენგში, პარიზში, ლა როშელსა და თუნდაც ტულუზაში. მხოლოდ მე ვიყავი დარტანიანი და სწორედ ამიტომ, გაცილებით საინტერესო ცხოვრება მქონდა ვიდრე სხვებს.  ასეთი მრავალფეროვნების მიზეზი დედაჩემის მიერ ბუკინისტებში იაფად …

მხოლოდ განათლება ქმნის პროგრესს | მეგი ქარცივაძე

ავტორი: მეგი ქარცივაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი ___ დღეს ძალიან უცნაურ, რთულ და დაძაბულ რეალობაში გვიწევს არსებობა. თითქოს უკვე ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ემპათიის ნაკლებობას, ბრაზს, სიძულვილს, ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობას, შუღლს და შემდეგ უკვე ამ ყველაფრით ნასაზრდოებ ნიჰილიზმს. ძნელია იმაზე საუბარი, თუ კონკრეტულად რა არის ამ მოცემულობის მიზეზი, მიზეზები …

გამოქვეყნდა გამოცდების შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში

დღეს, 5 აგვისტოს, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგების გაცნობას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური …

ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ წიგნები | ვერონიკა ჭკადუა

ავტორი: ვერონიკა ჭკადუა, პოლიტიკის ექსპერტი/ანალიტიკოსი ___ „კითხვა საუბარია. ყველა წიგნი გვესაუბრება, მაგრამ კარგ წიგნს მოსმენაც შეუძლია.“ მარკ ჰადენი. ბავშვობის წლების გატარება საქართველოდან შორს, უცხო ქვეყანაში მომიწია, სადაც ვიზრდებოდი სამენოვან გარემოში. სწორედ ამ ადრეული ასაკიდან მახსოვს, როგორი ერთი და იგივე ინტერესით ვეწაფებოდი ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან საბავშვო წიგნებს. მახსენდება, ერთსა და იმავე საბავშვო წიგნს განსხვავებულ ენაზე …

Exit mobile version