განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

მივცეთ ყველა ბავშვს ნაირ-ნაირი თავგადასავალი | სალომე პატარიძე

06.08.2021
მივცეთ ყველა ბავშვს ნაირ-ნაირი თავგადასავალი | სალომე პატარიძე

ავტორი: სალომე პატარიძე, ილიაუნის ასისტენტ პროფესორი
___
ზაფხულის ერთი საღამო ბებიაჩემის ეზოში შეკრებილი ბავშვებისთვის საკრალურად გადაიქცა – ჩვენმა მეგობარმა მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ გვიამბო. მანვე შემოგვთავაზა, წიგნში მოყოლილი ამბები გაგვეთამაშებინა.

მას შემდეგ თითოეული დღე განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად გადაიქცა. არცერთ ჩვენგანს აღარ გვახსოვდა, რომ სკოლისათვის ჩვენს მშობლებს ისევ ვაი-ვაგლახით უნდა ეშოვათ ტანსაცმლის, წიგნების ფული, მამები და დედები კვლავ სამსახურის ძიებაში იყვნენ. ფიქცია ჩვენი თავშესაფარი აღმოჩნდა – ვმოგზაურობდით ერთი ქალაქიდან მეორეში, ერთი პერსონაჟის ცხოვრებიდან მეორეში და ნელ-ნელა ვაცნობიერებდით, რომ სამყარო უსასრულო შესაძლებლობებითაა დახუნძლული და ჩვენ ვწყვეტდით, გვინდა მათი მიღება თუ არა.

ალტერნატიული სამყაროს ძიებამ სოფლის დანგრეულ ბიბლიოთეკამდეც მიგვიყვანა და ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით – გაყვითლებული და ნესტიანი წიგნები განადგურებისგან უნდა გვეხსნა, ამისათვის კი მოგვქონდა ბიბლიოთეკიდან წიგნები და მათ გვერდებს ვაცოცხლებდით. გულწრფელად  გვჯეროდა, რომ ამ გზით გადარჩებოდნენ.

იმ ზაფხულებმა მე გამაცოცხლა და შესაძლებლობა მომცა, უიმედობის, გზააბნეულობის დროებაში გზის ძიება არსიანად მიმეჩნია.

მივცეთ ყველა ბავშვს ნაირ-ნაირი თავგადასავალი!

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: