განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

დარტანიანზე ექვსი წლით დიდი ვარ | ცოტნე ავსაჯანიშვილი

06.08.2021
დარტანიანზე ექვსი წლით დიდი ვარ | ცოტნე ავსაჯანიშვილი

ავტორი: ცოტნე ავსაჯანიშვილი, მწერალი 

___

მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ჩემს გარშემო ყველა ბავშვი იყო, ყველას  ქართული სახელი ჰქონდა და არავინ ფიქრობდა გმირობის ჩადენაზე. თანაც არა თბილისში, არამედ სადღაც, მენგში, პარიზში, ლა როშელსა და თუნდაც ტულუზაში. მხოლოდ მე ვიყავი დარტანიანი და სწორედ ამიტომ, გაცილებით საინტერესო ცხოვრება მქონდა ვიდრე სხვებს. 

ასეთი მრავალფეროვნების მიზეზი დედაჩემის მიერ ბუკინისტებში იაფად ნაშოვნი “სამი მუშკეტერი” გახლდათ, რომელსაც ყდაზე ძალიან დიდი დარტანიანი ეხატა. 

დარტანიანის და მისი ძმაკაცების ამბები ყველაზე მაგარი ამბებია, როცა გინდა, რომ მაგარი ბიჭი იყო და თან ზღაპრული ადგილებიც ახლო-მახლო გქონდეს. 

თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა ამბის სათაურს. საქმისთვის ყველანაირი კარგი ამბავი გამოდგება, რადგან შეუძლებელია რაიმე ემოციის, ან გრძნობის ნაკლებობას არ განვიცდიდეთ და ასეთ დროს გვეხმარება კარგი ტექსტები. კარგ ტექსტებს გაზიარების უნარი აქვთ. სიყვარულის, სიძულვილის, მეგობრობის, სამხრეთ ამერიკის… ყველაფრის გაზიარების უნარი.

ახლა იმაზე ექვსი წლით დიდი ვარ, ვიდრე თავად დარტანიანი პირველი ხმალაობისას. თუმცა, კარგი ტექსტების გაცნობისას მიღებული ემოციებისადმი დამოკიდებულებას, ასაკი ვერ ცვლის. გავლენებიც ისევე მარტივად მოდის, როგორც თორმეტი წლის ასაკში.

ასე რომ, თუ ხვდებით, რომ ცხელა, ან ცივა და გარეთ არავინ გამოვა და ფულიც არ გაქვთ და ცხოვრება ცოტა გაბანძდა, წიგნების კარადები მოქექეთ. 

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: