პედაგოგი გორიდან, რომელიც 10 წელია ხულოში ასწავლის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხატია თეთრაძე მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ათი წელია ასწავლის და შვილთან, მარიამთან ერთად, აქვე ცხოვრობს.   ხატია თეთრაძე განათლების პროგრამის –  „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა. იგი მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში 10 წლის წინ ჩამოვიდა გორიდან. იქიდან მოყოლებული ხატია პროგრამის ფარგლებში ხულოს სხვადასხვა სკოლაში ასწავლის. ამჯერად ის აგარის სკოლის მასწავლებლად …

ბათუმში გაიმართება სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“

28 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი” გაიხსნება.  „პირველი ავტოგრაფი“ 7 დღეს გაგრძელდება და 5 დეკემბერს დასრულდება.  ფესტივალი ბათუმში ერთდროულად სამ სცენაზე გაიმართება – ბათუმის დრამატულ თეატრში, თეატრში – „ახალი სცენა“ და თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში.  ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ „არტ პორტალი.“ ფესტივალის დირექტორი, მიხეილ გაბაიძე ამბობს, რომ „პირველ ავტოგრაფზე“ …

ბავშვებს კალმის სწორად დაჭერაც კი უჭირთ – დაწყებითის მასწავლებელი პანდემიის გავლენებზე

როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე, მათ ქცევით განვითარებასა და განათლებაზე, რა რისკების წინ დგას დღემდე სკოლა – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მინდია ფუტკარაძე საუბრობს. ბატონო მინდია, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ აისახა პანდემიის პერიოდი ბავშვების აკადემიურ უნარებზე ან ქცევაზე? ჩემი მოსწავლეები საბავშვო ბაღიდან არიან მოსული და პრობლემა ისაა, რომ გასულ წელს, პანდემიის …

აჭარაში 5 სკოლა კოვიდის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 5 საჯარო სკოლა და 116 კლასი. ბათუმში – 1 ქობულეთში – 2 ხულოში – 2 აჭარის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა ასევე ცალკეული სკოლის 116 კლასი. ბათუმში – 99 ქობულეთში – 12 ხელვაჩაურში – 2 შუახევში – 1 ქედაში – 2 ამავე …

სკოლებში კონფლიქტების მოსაგვარებლად სამინისტრო მედიაციის პროგრამას იწყებს

მანდატურის სამსახური სკოლებში მედიაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტის მიზანი მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მოგვარებაა. როგორც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო შატბერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, საქართველოში აქამდე არ არსებობდა სასკოლო მედიაციის პრეცედენტები. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გვაქვს ამის გამოცდილება, თუმცა სასკოლო სისტემაში – არა. გავწევრიანდი ევროპის სკოლის მედიატორთა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროპული ფორუმის ქვეშაა; მოვუსმინე ექსპერტებს მსოფლიოდან, ვისაც ძალიან …

აჭარაში 93 კლასი ონლაინსწავლებაზეა

ბოლო ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო 93 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ონალაინსწავლობდა 5 სკოლა, თუმცა, როგორც აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, 5 ნოემბრის მდგომარეობით აჭარაში ყველა სკოლაში პირდაპირ, საკლასო ოთახებში სწავლობენ. მხოლოდ ცალკეული კლასებია ონლაინსწავლებაზე. ბოლო კვირის მონაცემებით, აჭარის სკოლებში ვირუსი დაუდასტურდა მოსწავლეების 0.67 პროცენტს და სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,1 პროცენტს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის …

წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპებს ყიდულობენ – ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო

9 000 წარჩინებული მოსწავლისთვის გადასაცემი ლეპტოპების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტში 23 265 000 ლარია გათვალისწინებული. ლეპტოპების შესაძენად საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა სააგენტოს ლეპტოპები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა მიაწოდოს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2021 წლის 28 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 3 დეკემბერს დასრულდება. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების …

 საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო – ვაჟა ანანიძის საქმე

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საზღვაო აკადემიასთან დაკავშირებით აჭარის პროკურატურას მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვაო აკადემია არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, აკადემია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღედგინოს სამსახურში ყოფილი ლექტორი ვაჟა ანანიძე და მას მისცეს განაცდური ხელფასიც. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა შს სამინისტროს რეაგირებისთვის. პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, 2021 წლის პირველ ნოემბერს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება …

საქართველოში 218 სკოლა და 415 კლასი ონლაინ სწავლობს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ქვეყნის მასშტაბით 218 სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. ონლაინსწავლობს 415 ცალკეული კლასიც. მიმდინარე კვირაში კორონავირუსი სკოლის მასწავლებლების 0.9 და მოსწავლეების 0.3 პროცენტს დაუდასტურდა. ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მხოლოდ 69.6 პროცენტია აცრილი. ამავე წყაროს ცნობით, სექტემბრიდან დღემდე დისტანციურად ატარებს გაკვეთილებს 142 მასწავლებელი. ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი ბოლო …

აჭარაში 3 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის შემთხვევების გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სამი სკოლა – ორი ბათუმში, ერთი – ხულოში და 68 ცალკეული კლასი სხვადასხვა სკოლაში. ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 0,84 და მოსწავლეების 0,52 პროცენტს. „2021 წლის სექტემბრიდან ანუ სწავლის განახლებიდან დღემდე სკოლებში 333 მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი და 78 …

აჭარაში კოვიდის გამო 4 საბავშვო ბაღი დაიხურა – 28 ოქტომბერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის მდგომარეობით აჭარაში დახურულია ოთხი საბავშვო ბაღი და ორი ცალკეული ჯგუფი. კონკრეტულად რომელ საბავშვო ბაღებში გამოვლინდა კორონავირუსი, ამის თაობაზე სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროებს. რაც შეეხება სკოლებს, სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო შეჯამებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც სამუშაო კვირის ბოლოს, პარასკეობით ქვეყნდება. ბოლო ინფორმაციით, აჭარაში 5 სკოლა იყო გადასული დისტანციურ სწავლებაზე კოვიდის გამო …

საგნის გამოცდაში ნახევარზე მეტმა – 2 886-მა პედაგოგმა 1 კრედიტიც ვერ აიღო

2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე გასულმა ამდენმა მასწავლებელმა ვერ მოიპოვა 1 კრედიტიც კი. ზაფხულის გამოცდების შედეგები დღეს, 22 ოქტომბერს, გახდა ცნობილი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულში მასწავლებლები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნის გამოცდას და პროფესიულ უნარებს. პრაქტიკოსთა კომპეტენციის …

ბათუმსა და ხელვაჩაურში 5 სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებაზეა – კოვიდი

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დისტანციურ სწავლებაზე 5 სკოლა რჩება. სამინისტროს განცხადებით, ხელვაჩაურის სკოლა, რომელიც კოვიდის გამოვლენის გამო დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული, უკვე დაუბრუნდა საკლასო ოთახებში სწავლებას.  5 სკოლის გარდა დისტანციურად სწავლობს 109 კლასი. „ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 0,68 და მოსწავლეების 0,45 პროცენტს. რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია …

აჭარაში 6 სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა – 20 ოქტომბერი

20 ოქტომბრის მონაცემით, აჭარაში 6 სკოლა და 132 კლასი პირდაპირი სწავლებიდან  სრულად ონლაინსწავლებაზე გადავიდა კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბათუმსა და ხელვაჩაურში დაიხურა 3-3 სკოლა. ამავე წყაროს ცნობით, აჭარაში დაიხურა 6 საბავშვო ბაღი და სხვადასხვა ბაღში 21 ინდივიდუალური ჯგუფი. გუშინ, 19 ოქტომბერს, სამინისტრომ განაცხადა, რომ აჭარაში 5 სკოლა დაიხურა …

არ იგეგმება სკოლების ონლაინსწავლებაზე გადაყვანა – გაბუნია

დღეს, 20 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, არ იგეგმება სკოლების ონლაინსწავლებაზე გადაყვანა. „სკოლებში მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა, ზოგიერთ სკოლაში არის უფრო მაღალი მაჩვენებელი. იმისათვის, რომ კორონავირუსის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია, ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 80 პროცენტამდე. ბოლო მონაცემებით, 150 სკოლა და 400-მდე კლასია ქვეყნის მასშტაბით …

რა იცვლება 2022 წელს ეროვნულ გამოცდებზე – სამინისტრო

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იქნება. ცვლილებების მიხედვით, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძვანელმა სოფიო გორგოძემ და განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გააკეთეს. „2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ …

საზღვაო აკადემია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს

ბათუმის საზღვაო აკადემია უარს ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღადგინოს შესაბამის თანამდებობაზე აკადემიის ყოფილი პროფესორი ვაჟა ანანიძე. დღეს, 19 ოქტომბერს, ვაჟა ანანიძემ საზღვაო აკადემიისგან რექტორის ხელმოწერილი ოფიციალური განცხადება მიიღო, რომელშიც წერია: „სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჟა ანანიძის დაუყოვნებლივი აღდგენის შესახებ ვერ განვახორციელებთ შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო“. აკადემიიდან გათავისუფლების დროს ვაჟა ანანიძე აკადემიის ბიბლიოთეკის კოორდინატორის პოზიციაზე …

მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების ვებგვერდი ამოქმედდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში ახალი ვებგვერდი – befriend.mes.gov.ge ამოქმედდა, რომელიც საკონსულტაციო ჩატის მეშვეობით, სკოლის მოსწავლეებს და მათთან დაკავშირებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში გაუწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას. ვებგვერდზე მარჯვენა დაბალ კუთხეში არის მწვანე ველი, რომელსაც აწერია – „ონლაინ“. ამ ველზე დაწკაპუნების შემდეგ კი, მოზარდს აუცილებლად გამოეხმაურება სპეციალისტი და მის პრობლემას მოისმენს. უწყების ცნობით, მომსახურება …

აჭარაში 5 სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა – კოვიდი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 ოქტომბერს კორონავირუსის გამოვლენის გამო 5 სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ასევე ონლაინსწავლებაზეა 123 კლასი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში დაიხურა 2 სკოლა, ხოლო ხელვაჩაურში – სამი. დაიხურა საბავშვო ბაღებიც. სულ დახურულია 5 საბავშვო ბაღი და 23 ჯგუფი. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს აჭარაში კოვიდის 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.

აჭარაში კიდევ 4 სკოლა და 118 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 4 სკოლა და 118 ცალკეული კლასი. კონკრეტულად რომელ სკოლებში გამოვლინდა კორონავირუსი, ჯანდაცვის სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ასევე დახურულია 5 საბავშვო ბაღი და 23 ჯგუფი. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ონლაინსწავლებაზე 687 კლასი გადავიდა – კორონავირუსი

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით პირდაპირიდან ონლაისწავლებაზე 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი გადავიდა. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსზე მასწავლებლების ტესტირება ისევ გრძელდება. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9 და მოსწავლეების 0,6 პროცენტს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მხოლოდ 69 პროცენტი. ________________ ამავე თემაზე: აჭარაში …

აჭარაში კოვიდის გამო დაიხურა 4 სკოლა, ონლაინზე გადავიდა 102 კლასი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო ოთხი სკოლა დაიხურა. ხელვაჩაურში დაიხურა 3 სკოლა, ქობულეთში – ერთი სკოლა. ონლაინსწავლებაზე გადავიდა 102 კლასი: ბათუმში – 78 ქობულეთში -18 ხელვაჩაურში – 3 ქედაში – 2 შუახევში – 1 კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში ოთხი საბავშვო ბაღიც დახურეს. ბათუმში -1 ქობულეთში – 1 …

აჭარაში 4 საბავშვო ბაღი და 16 ჯგუფი დაიხურა – კორონავირუსი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გამოვლენის გამო 4 საბავშვო ბაღი დაიხურა. თითო საბავშვო ბაღი დაიხურა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში. ასევე დაიხურა ჯგუფები საბავშვო ბაღებში. 11 ჯგუფი დაიხურა ბათუმში, 4 – ჯგუფი ქობულეთში, ხოლო ერთი ჯგუფი – ქედაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ აკონკრეტებს ვის გამოუვლინდა კორონავირუსი, ბავშვებს თუ ადმინისტრაციულ …

აჭარაში 75 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა, დაიხურა 4 ბაღი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარის სკოლებში 75 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე, დახურულია ერთი სკოლა. ბათუმში ონლაინში სწავლობს 55 კლასი ქობულეთში – 16 კლასი ხელვაჩაურში – 1 კლასი ქედაში – 2 კლასი შუახევში – 1 კლასი. საბავშვო ბაღები დღევანდელი მდგომარეობით, აჭარაში დაიხურა 4 საბავშვო ბაღი. თითო ბაღი დაიხურა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში. …

აჭარაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა – კორონავირუსი

კოვიდის შემთხვევების მატების გამო აჭარაში სხვადასხვა სკოლაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ბათუმში დაიხურა 28 კლასი ქობულეთში – 15 კლასი ქედაში – 2 კლასი შუახევში – ერთი კლასი დახურულია ერთი სკოლა ხელვაჩაურში. საბავშვო ბაღები აჭარაში დახურულია ორი საბავშვო ბაღი, ერთი ბათუმში, ერთი კი – ხულოში. ბათუმის საბავშვო ბაღებში ასევე დახურულია 7 ჯგუფი, ქობულეთში – 5 ჯგუფი …

1 სკოლა დაიხურა და 28 კლასი ონლაინზე გადავიდა – კოვიდი აჭარაში 

დღეს, 11 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გამოვლენის გამო ერთი სკოლა დაიხურა ხელვაჩაურში, ხოლო აჭარის მასშტაბით 28 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში ონლაინსწავლებაზე გადავიდა 18 კლასი, ქობულეთში – 7 , შუახევში – 1, ქედაში – 2 კლასი. საბავშვო ბაღები კოვიდი გამოვლინდა საბავშვო ბაღებშიც. ამის გამო ბათუმის ოთხ საბავშვო ბაღში დაიხურა ჯგუფები, ქობულეთის სამ …

დღეს ხუთმა ბავშვმა მითხრა, მასწავლებლობა მინდაო – ინტერვიუ ხათუნა რაზმაძესთან

ხათუნა რაზმაძე მასწავლებლის 2021 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია. „ძალიან ბედნიერი, გახარებული და გაბრწყინებული ვარ“ – გვითხრა მან. როგორ გახდა მასწავლებელი 18 წლის ასაკში და როგორია მისი პედაგოგიური გზა ეროვნულ ჯილდომდე? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ხათუნა რაზმაძეს „ბათუმელები“. ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით, როგორ გახდით მასწავლებელი. პირველად სკოლაში რომ მივედი სამუშაოდ, 18 წლის ვიყავი, მეორეკურსელი. სოციოლოგია-ფსიქოლოგიის სპეციალობაზე …

ხათუნა რაზმაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულია

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა. ის თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ეროვნული ჯილდოს მფლობელს ტრადიციულად, 10 ათასი ლარი გადაეცემა საჩუქრად. ფინალისტი მასწავლებლები ასევე დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზით, თითოეულს 5-5 ათასი ლარი გადაეცემა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრები იყვნენ: სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო …

ბათუმის სკოლებში ბავშვების 81% გამოცხადდა – სამინისტრო

დღეს, 4 ოქტომბერს, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. 15 სექტემბრიდან მოსწავლეები, პირველკლასელების გარდა, კორონავირუსის გამო ონლაინ სწავლობდნენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებს დღეიდან, 4 ოქტომბრიდან, მიეცათ უფლება სწავლა შენობებში განაახლონ. თუმცა მოსწავლეებს/მშობლებს უფლება აქვთ, სწავლის ფორმატი ამჯერადაც აირჩიონ – წავიდნენ სკოლაში ან გააგრძელონ  სწავლა ონლან. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  დღეს, …

ბსუ-ში სწავლა 4 ოქტომბრის ნაცვლად 11 ოქტომბერს დაიწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი  ნაცვლად 4 ოქტომბრისა 11 ოქტომბერს დაიწყება შერეული, ჰიბრიდული ფორმატით. კერძოდ, ლექციები  ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული და ჯგუფში მუშაობა – საუნივერსიტეტო სივრცეში. ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე (მედიცინის, სტომატოლოგიის,  ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაციის), რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან …

თსუ სასწავლო პროცესის განახლებას ჰიბრიდული ფორმატით აპირებს – რას გეგმავენ სხვები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს ჰიბრიდული ფორმატით გააგრძელებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, თითოეული ფაკულტეტი უფლებამოსილია პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმართოს არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე და ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, პრაქტიკული და ლაბორატორიული, კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარმართოს …

ბათუმის მე-16 სკოლის პროექტზე 203 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის პროექტის ესკიზი გამოაქვეყნა. სკოლის შენობის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 202 960 ლარია გამოყოფილი. საბოლოო პროექტი, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ნოემბრის ბოლოს უნდა წარმოადგინოს კომპანიამ. „აჭარკაპმშენი“ მუშაობს სკოლის პროექტზე, რომელმაც სამ თვეში უნდა მოამზადოს სრული ვერსია. ამ ეტაპზე კი წარმოადგინა წინასწარი ესკიზი, შენობის არქიტექტურული განშლა, ამის შემდეგ უნდა დამუშავდეს და მომზადდეს …

მოსწავლეებს უფლება აქვთ აირჩიონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას – ონლაინ თუ პირისპირ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებმა, რომლებიც დასწრებით სწავლების ნაცვლად ონლაინსწავლებას აირჩევენ თავიანთი შვილებისთვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ  „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე. „ონლაინსწავლებაზე განაცხადის გაკეთება ან რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ვინაიდან, უწყებათაშორის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი …

აჭარაში სწავლა სკოლის შენობებში, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს განახლდება

აჭარაში სწავლა სკოლის შენობებში, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს განახლდება. ამის საფუძველს იძლევა კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონში. დღევანდელი, 27 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი არის 1.8%, ბოლო 7 დღის განმავლობაში – 2.9%, ბოლო 14 დღის კი – 3.2%. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც …

სკოლებში მასწავლებელთა 65% აცრილია კოვიდზე – სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია კორონავირუსზე. სამინისტროს ცნობით, „იუნისეფთან“ თანამშრომლობის შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და კოვიდზე აცრილი მასწავლებლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება ამჟამად სწავლა სკოლებში დისტანციურად მიმდინარეობს 4 ოქტომბრამდე. 4 ოქტომბერს პირველკლასელები სწავლას სკოლის შენობებში დაიწყებენ იმ ქალაქებსა და …

„ახლაც, როცა ძველ წიგნს დავყნოსავ, სულ სხვა მოგონებები გადამეშლება“ – ილია ჭანტურია

ავტორი: ილია ჭანტურია, სტუდენტი ___ იყო დრო, როცა ქვეყანაში გამომცემლობების სიმწირის თუ ჩვენს ქალაქში მსგავსი წიგნების ნაკლებობის გამო არ არსებობდა ლამაზად გაფორმებული და ილუსტრირებული წიგნები. იყო მხოლოდ ძველი, ყავისფერფურცლიანი წიგნები მაგარი ყდით, რომელთაც თავისებური სუნი ასდიოდა. მე ნამდვილად მომწონდა და ახლაც, როცა ძველ წიგნს დავყნოსავ, სულ სხვა მოგონებები გადამეშლება. როგორიც იყო, კარგი იყო. მე მადლობის …

Exit mobile version