განათლება,მთავარი,სიახლეები

გამოქვეყნდა გამოცდების შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში

05.08.2021 • 2116
გამოქვეყნდა გამოცდების შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში

დღეს, 5 აგვისტოს, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გაცნობას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.

  • ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის 25%-ზე (17.50 ქულაზე) მეტი.
  • ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.75 ქულაზე) მეტი.
  • ფიზიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.75 ქულაზე) მეტი.
  • გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15 ქულაზე) მეტი.

____________

ფოტო: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021

გადაბეჭდვის წესი


ასევე: