როგორ ანადგურებენ სამედიცინო ნარჩენებს საქართველოში

 

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 5-10 ათასი ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნება. აქედან 1,2-1,8 ათასი ტონა სახიფათო ნარჩენია. მარტო ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებიდან სამედიცინო ნარჩენების ოდენობა თვეში, საშუალოდ, ექვს ტონას აღწევს.

სოციალურად დაუცველებს საოჯახო ტექნიკა სარეიტინგო ქულად აღარ ჩაეთვლებათ

 

მაცივარს, მტვერსასრუტს, სარეცხ მანქანას და სხვა საყოფაცხოვრებო საგნებსა თუ ტექნიკას სარეიტინგო ქულის მინიჭებისას აღარ გაითვალისწინებენ. სოციალურად დაუცველ ოჯახებს სარეიტინგო ქულა ახალი მეთოდოლოგიით, ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრნობით მიენიჭებათ. შეიცვლება შემწეობის  გაცემის წესიც. ეს ყველაფერი კი, დაახლოებით მილიონნახევრით გაზრდის სოციალურად დაუცველი ადამიანების  რიცხვს. 

ბათუმელი სტუდენტის წარმატება თეატრალურ ფესტივალზე

 

„მსახიობობა იმით არის საინტერესო, რომ შეგიძლია სხვების ცხოვრება მოირგო, გაითავისო“ – ამბობს ნინო გაბეჩავა, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე „ნიღაბი 2014“ ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად დაასახელეს რეჟისორ როინ დვალის სპექტაკლში – „ნაფტალინი“ – შესრულებული როლისათვის. ლაშა ბუღაძის პიესა „ნაფტალინი“ ფესტივალზე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა წარადგინა. 

აჭარის მთის სოფლებში გათოვდა

დღეს დილიდან აჭარის მთიან სოფლებში თოვდა. აწარის ყველაზე მაღალი მუნიციპალიტეტის – ხულოს გამგებლის, ბესიკ ბუაჩიძის თქმით, თოვა ამ დროისთვის უკვე გაჩერებულია. თოვლის საფარმა ხულოს სოფლებში 17-20 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო დაბაში 7 სანტიმეტრს. გამგებლის ინფორმაციით,  ამ დროისთვის გზებზე მოძრაობა არ არის ჩაკეტილი. 

განშორება ბათუმის პორტში

 

ფერად სიზმრებს იშვიათად ვხედავ, მაგრამ ერთი ხილვა ხშირად მაქვს: კედლის წინ ვდგავარ სველ ქვიშაში, ახლახან გადაიღო წვიმამ და ჰაერი ტენითაა სავსე, ღრუბლები ჯერ არ გაფანტულან, ირგვლივ ბინდია და მხოლოდ ერთი ხასხასა ლაქაა ბინდში – მუქი ვარდისფერი, გაშლილი ვარდი ფოთლებზე წყლის წვეთებით – ეს ჩემი შორეული ბავშვობაა ბათუმიდან, დაუსრულებელი ბათუმური წვიმისაგან გადარეცხილი ბებია კირიაკის ეზო, რომელთანაც გამგზავნეს 1930-1940-იან წლებში.  

96 ათასი ლარი ბათუმის მერიის შენობის დასუფთავებისთვის

 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობების საოფისე და არასაოფისე ფართობის დასუფთავება ქალაქის ბიუჯეტს მომავალი წლისთვის 96 ათასი ლარი დაუჯდება. შესაბამისი, 100 ათას ლარიანი ტენდერი ბათუმის მერიამ 27 ნოემბერს გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა კი ხვალ იწურება. 

ხმა თბილისიდან – ადერკინ კოპლატაძის დაბადების დღისადმი

 

ძვირფასო აჭარლებო, ჩემო საყვარელო ბათუმელებო! მინდა ხმა მოგაწვდინოთ თბილისიდან, მოგაგონოთ ბათუმის საქალაქო კომიტეტის ყოფილი მდივანი, მრავალსაპასუხისმგებლო თანამდებობებზე წარმატებების მქონე, ქვეყნისა და ხალხის წინაშე ვალმოხდილი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი ადერკინ კოპლატაძე, გურული კაცი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ბათუმში. 

ასლან აბაშიძის ყოფილი დაცვა და კახი კალაძის მეგობარი თანამდებობაზე

 

36 წლის რატი მეგრელიძე ქობულეთის გამგებლის მოადგილედ  ორი თვის წინ დაინიშნა. ის ასლან აბაშიძის პირად დაცვაში მუშაობდა. წინა ხელისუფლების დროს საარჩევნო შტაბშიც მუშაობდა, როგორც თვითონ ამბობს, „ნაციონალებს“ თავისი ავტორიტეტით ეხმარებოდა. რატომ დანიშნეს მეგრელიძე გამგებლის მოადგილედ და რა კავშირები აქვს ენერგეტიკის მინისტრთან კახი კალაძესთან? – „ბათუმელების“ კითხვებს რატი მეგრელიძემ უპასუხა.

დედაბრული ხელნაწერები, ცისფერი აკვანი და ხალიჩები ქობულეთიდან

 

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის 100  ნომერში რემონტია. გასული საუკუნის 50-იან წლებში კინოთეატრისთვის აგებულ ძველ შენობაში ახლა ქობულეთის მუზეუმი მდებარეობს. დაახლოებით სამ თვეში მუზეუმში ახალი საგამოფენო დარბაზი უნდა გაიხსნას. 2012 წლის ბოლოს გახსნილ მუზეუმს წელს ხუთი ათასამდე დამთვალიერებელი სტუმრობდა.  

ხუთჯერ გასამართლებული ერთი ბრალდებით

 

„დედაჩემს ჩემი ძმის დატირების უფლება არ მისცეს. ცხენზე ჩამოკონწიალებული ცხედარი სოფელში ჩამოატარეს და ასე წაიღეს. დედაჩემი ცხენს ფეხებში უვარდებოდა და მკვდარ შვილთან მიახლოებას ცდილობდა. მამამ ფარ-ხმალი დაყარა, აღარ შეწინაღმდეგებია ჟანდარმებს, რადგან იცოდა, რომ მათ ტყვიას სხვა შვილების სიცოცხლეც შეეწირებოდა“. ძმის საფლავი ისკანდერ კონცელიძეს და მის ოჯახს, არასდროს უნახავს. 

რა არ შეიძლება ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის

 

ბრონქული ასთმა, ბავშვებს შორის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ამ დაავადებით 235 მილიონი ადამიანია დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასთმისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, ალერგოლოგი თეა მიქანაძის თქმით დაავადების სწორად მართვისა და კონტროლის შემთხვევაში ასთმიან პაციენტს შეუძლია სრულოფილი ცხოვრებით იცხოვროს.

პრემიები, ანუ „ქარავანი მიდის“

 

წერილის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, სადაც ბიუჯეტს უყაირათოდ ხარჯავენ, სადაც ყველა, დიდი თუ პატარა, ჭვიანი თუ რეგვენი წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს, გადამაწყვეტინა, რამდენიმე მაგალითით დამედასტურებინა, რომ საქართველო მიზანმიმართულად იძარცვება. 

გია მასალკინი: ჟურნალისტებმა შექმენით კასტა

 

 

დეპუტატ მედეა ვასაძის მიერ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაწყებული სკანდალის შემდეგ სხვადასხვა ფორმით აგრძელებენ დეპუტატები ჯაბა ანანიძის დისკრედიტაციას. მაგალითად, დეპუტატი გია მასალკინი აცხადებს, რომ ჯაბა ანანიძეს ტვ 25-ის ეთერში ფილმი „უმაღლესი კომფორტით“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არ უნდა გაეშვა. „ეს ფილმი გააშვებინეს ეთერში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ვინც მისცა მათ მილიონი ლარი“, – განაცხადა ტვ 4-ის პირდაპირ ეთერში გია მასალკინმა. ჟურნალისტის კითხვაზე: „ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ“? მასალკინმა უპასუხა: „მე მაქვს გონივრული ეჭვი“.

გია მასალკინი ჯაბა ანანიძის ფილმზე: „ეს ფილმი გააშვებინეს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე“

 

 

ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის საგამოძიებო ფილმის ეთერში გაშვებას არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საეჭვოდ მიიჩნევს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია მასალკინი: „ეს ფილმი გააშვებინეს ეთერში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ვინც მისცა მათ მილიონი ლარი“-განაცხადა ტვ4-ის პირდაპირ ეთერში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია მასალკინმა. ჟურნალისტის კითხვაზე: „ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ“?  მასალკინმა უპასუხა: „მე მაქვს გონივრული ეჭვი“.

თამარ კორძაია მედეა ვასაძის შესახებ: „ეს საუბარი შეიცავს დიკსრიმინაციის ელემენტებს“

 

 

დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება ჯაბა ანანიძის განცხადების საფუძველზე, ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ პროკურატურიდან ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სატელეფონო საუბარი დისკრიმინაციის ემელენტებს შეიცავს და ჟურნალისტს ურჩევს, ისარგებლოს  დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით შემოთავაზებული ინსტრუმენტებით. ჟურნალისტმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით აჭარის პროკურატურას გუშინ წერილობით მიმართა.

ბათუმის მერობის კანდიდატი: „მრცხვენია რომ ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლეებმა, ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარი დაუჭირეს“

 

ჯუმბერ  თავართქილაძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის გადაცემა „შეუზღუდავ სივრცეს“ სტუმრობდა. მისი მერად არჩევის შემთხვევაში ის, „საქართველოს  საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევას“ ჰპირდება.  

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 100 ლარით დააჯარიმა

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ, აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ირაკლი ანთიძე ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო 100 ლარით დააჯარიმა.

 

მოსამართლემ დაადგინა, რომ ანთიძეს საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევია და  166-ე მუხლით გათვალისიწინებული სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ჯარიმა მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკისრა.

 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი:”პოლიციამ დამაკავა და მცემა”

 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ირაკლი ანთიძე ამბობს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები დღეს დილით თავს დაესხნენ. ის ირწმუნება, რომ ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილებაში ის სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს. შს სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ის წვრილმანი ხულოგნობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს

საზღვაო აკადემია გემის მოლოდინში

 

 

საზღვაო აკადემია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დაპირების შესრულებას ელოდება, რომლის თანახმადაც აკადემიას მალე საკუთარი სასწავლო გემი უნდა ჰქონდეს. გემის აუცილებლობაზე აკადემიაში წლებია საუბრობენ. არაერთგზის დაპირების მიუხედავად, აკადემიას საკუთარი სასწავლო გემი ამ დრომდე არ აქვს. აკადემიაში ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განიხილება გემის შეძენისა თუ სხვა პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.

აქცია ზღვის სანაპიროსთან

 

“ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის” მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში.

 

ხვალ ბათუმში საკურას დარგავენ

 

 

ბათუმში იაპონური ხეივანი გაშენდება. 50 ძირ საკურასა და 20 სხვადასხვა ჯიშის იაპონურ მცენარეებს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ხვალ    დარგავენ.

 

ბათუმის მერობის კანდიდატების მესიჯები წინასაარჩევნოდ

 

გიორგი ერმაკოვი კოალიცია “ქართული ოცნებიდან”, გიორგი დიასამიძე “ნაციონალური მოძრაობიდან”, ჯუმბერ თავართქილაძე “ხალხის პარტიდან”, ნუგზარ ჩხაიძე “ლეიბორისტებიდან”, გოჩა გუგუნავას კი “საქართველოს გზა” _ სალომე ზურაბიშვილის პარტია დაასახელებს. ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს და როგორია ბათუმის მერობის კანდიდატების გეგმები გამარჯვების შემთხვევაში. გასულ კვირას “ბათუმელებს” ბათუმის მერობის კანდიდატები ესაუბრნენ.

აჭარის ტელევიზის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა 6 პირს სურს

 

 


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ამ დროისათვის 15 განაცხადია შესული.   განაცხადების შეტანის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება. ყველაზე მეტი განაცხადი  ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსიაზეა შესული.  

მეციტრუსეებს აჭარაში მანდარინი ხეზე დარჩათ

 

აჭარაში მეციტრუსეებს მანდარინი ხეზე დარჩათ.  გლეხების ნაწილმა თოვლის  გამო მანდარინი ვერ დაკრიფა. ხოლო ვინც მოკრეფა მოასწრო ვერ გაყიდა.  ჩაქვში, სოფელ ხალაში მცხოვრები მეციტრუსეები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

 

ბათუმი-ქედის მიმათულებით ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

 

ბათუმის ქედის მიმართულებით ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზვარეს მიმდებარედ  წუხელ მეწყერი  სამჯერ ჩამოწვა. როგორც „ბათუმელებს“ ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ განუცხადა ამჟამად მოძრაობა აღდგენილია და გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია, თუმცა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება ისევ არსებობს. 

„შეჭრილები” შუქს და წყალს ითხოვენ

 

დღეს, 10 ოქტომბერს,  სამხედრო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე უკანონოდ ჩასახლებულმა ოჯახებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ელემენეტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას და დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარებას მოითხოვენ. 

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის წინ აქციას მართავენ" sub="ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის წინ აქციას მართავენ" width="360" height="360" >

ქედას ახალი გამგებელი ჰყავს

 

ქედის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით დუმბაძე  კონკურსის გამოცხადებამდე დაინიშნა, მის კანდიდატურას მხარი საკრებულოს 19 დეპუტატიდან, 16 დაუჭირა.

“კირნათი ჰესის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ხელვაჩაურში

 

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი კიდევ ერთი პროექტის “კირნათი ჰესის” გარემოზე ზამოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა მოეწყო.

 

პროექტი სოფლის მოსახლეობას საკონსულტაციო კომპანია „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს. შეხვედრას ესწრებოდა ინვესტორიც თუმცა მან მოსახლეობის კითხვებს ამომწურავი პასუხი ვერ გასცა. ინვესტორმა არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილიც ესწრებოდა, მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც საჯარო შეხვედრას დაესწრო ინფორმაცია შეხვედრის შესახებ სწორედ მისგან ქონდა.

საყოველთაო ნათლობა ბათუმში

 

 

დღეს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში, საყოველთაო ნათლობის ცერემონიალი გაიმართა. 

 

სხალთის ეპისკოპოსი პატრიარქმა მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა

 

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.

 

„დიდი დამსახურება მიუძღვის ამ ეპარქიაში მეუფე სპირიდონს. მეუფე სპირიდონი იყო ჯერ კიდევ ერის ადამიანი, როდესაც თავდადებულად ემსახურებოდა ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას.  დიდია მისი დამსახურება: გახსნილია საბავშვო სახლები, გახსნილია უნივერსიტეტი, სასწავლებლები. მე მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ თავდადებული მოღვაწეობისათვის და ვითვალისწინებ რა მის დიდ ღვაწლს, დღეს მეუფე სპირიდონი აყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. ჩემი სახელით, ჩვენი წმინდა სინოდის სახელით გილოცავთ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას სხალთის ეპისკოპოსს სპირიდონს ამ მაღალ ჯილდოს. მრავალჟამიერი ყოფილიყოს მისი სიცოცხლე,“ – განაცხადა პატრიარქმა.

 

მეუფე სპირიდონი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავარი 2007 წლიდან არის. გასულ წელს მეუფემ „ბათუმელების“ ჟურნალისტის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა.

სახალხო ნათლობა ხულოში

 

ამ წუთებში ხულოს  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში სახალხო ნათლობა იწყება. მონათვლის სურვილი ამ დროისათვის 1300-მა ადამიანმა გამოთქვა, მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მონათლავს. მონათვლის მსურველთა უმეტესობა ბავშვია, თუმცა არიან უფროსი ასაკის ადამიანებიც.

 

პატრიარქი აჭარაში კიდევ ორ დღეს დარჩება. იგი 18 ივნისს ხიჭაურის უნივერსიტეტში მივა, სადაც მოსახლეობას და პროფესორ-მასწავლებელებს შეხვდება.     19 ივნისს კი საყოველთაო ნათლობა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართება.    

სხვა ბათუმი

 

ქალაქი, რომელშიც დავიბადეთ, ქალაქი რომელიც ზღვით სუნთქავს… ეს ბათუმია, თუმცა ყველა ცდილობს მისი მხოლოდ ერთი მხრიდან ჩვენებას. უტყვი შენობები, მდუმარე ბულვარი. ფოტო-რეპორტაჟის მიზანი სწორედ ესაა.  დაგანახოთ  სხვა ბათუმი, რომელშიც ყველაფრისდა მიუხედავად,  სიცოცხლე მაინც დუღს.

 

გალერეის გასახსნელად დაკლიკეთ პირველ ფოტოზე:

ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიის წინ

 

 

ამ წუთებში ბათუმის მერიის წინ, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა ყოფილი ბატალიონის ტერიტორიაზე მათ მიერ ჩადგმული საცხოვრებელი ქოხების დანგრებას აპროტესტებს. ისინი პროცესის შეჩერებას და ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.   აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ხელმძღვანელობა არ შეხვდებათ, მერიის შენობაში შეიჭრებიან.  

 <!** Image 1 align="middle" alt="თვითნებურად ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიასთან" sub="თვითნებურად ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიასთან" width="360" height="360" >

მიმართვა ირაკლი ჩავლეიშვილსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს


„მიკვირს, რომ რატომ დუმს საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაში, საქართველოს მასშტაბით პროექტების დაფინანსების შესახებ, აჭარიდან არც ერთი პროექტი არ მოჰყოლია, არც ერთი კაპიკი არ არის გამოყოფილი აჭარის რეგიონზე“, – ეს განცხადება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ გააკეთა. 


<!** Image 1 align="left" alt="ჯუმბერ კახიძე " sub="ჯუმბერ კახიძე " width="300" height="600" >

ექსკურსია ჭყვიშში

 

 

 გაზაფხულდა და შესაბამისად ექსკურსიების რიცხვმაც იმატა.  საერთოდ, ძალიან არ მიყვარს ექსკურსიები. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ, ალბათ ზედმეტად დამღლელია ჩემთვის, მაგრამ როცა ექსკურსია ისეთ ადგილებშია დაგეგმილი, რომლებიც მართლაც უმაგრესია თავისი ბუნებით და ისტორიით, ვიღებ „მსხვერპლს“ და სამაგიეროდ კარგ შთაბეჭდილებებს და ცოდნას ვიტოვებ.

 

ჰოდა, ერთ დღესაც როცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში მივედი და გავიგე რომ დაგეგმილი იყო მორიგი უფასო ექსკურსია ახლა უკვე  ჩემთვის უსაყვარლესი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, ჭყვიშში, მაშინვე გადავწყვიტე წასვლა და არც მინანია, ჩემი ფილტვებიც ვასიამოვნე ასე მონატრებული სუფთა ჰაერით, ყურებიც –  ახალი ამბების მოსმენით და თვალებიც – შესანიშნავი ხედებით ტკბობით.

 

გალერეის გასახსნელად დაკლიკეთ პირველ ფოტოზე: 

Exit mobile version