ქედის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში ჩაერთო

“ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!”- ამ სახელწოდების აქციას ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ადგილობრივი თვითმარველობის და “ქალთა ოთახის” ორგანიზებით ქედის სააქტო დარბაზში დღეს შეხვედრა გაიმართა. აქცია მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ტარდება. ქედის გამგებლის დავით დუმბაძის განმარტებით, ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და 16 დღის განმავლობაში, ქედის სოფლებში  თემატური შეხვედრები ჩატარდება მოსახლეობასთან – “16 დღის …

ქედის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს ბიუჯეტის 93% აითვისა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ დღეს ქედის საკრებულოს, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაწეული სამი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. გამგეობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქედის ფაქტიურმა შესრულებამ 7 მილიონ 127 887 ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის გეგმის 92, 8 %-ია. ქედის ადგილობრივმა თვითმართველობამ ცხრა თვის განმავლობაში გათანაბრებითი ტრანსფერით ანუ ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 016 900, ხოლო …

ხულოს მუნიციპალიტეტში ქალებისა და ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

22 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ. კონსულტაციის მიღება ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხოლოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ყველა პროფილის პედიატრი: ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი , ინფექციონისტი, ნეონატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი და გინეკოლოგი მოემსახურება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინოფრმაციით, აქციის ფარგლებში …

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო ბოლო ოთხ თვეში „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის 2075 ძირი მცენარე. მათ შორის: კოლხური მუხა – 1568 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 435; კაკლის ხე – 62; მცირენაყოფიანი ბალამწარა  – 10 და უთხოვარი – 3 ძირი. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც …

სტიქია აჭარაში – 3 მილიონამდე ზარალი თვენახევარში

სოფელ უჩამბაში მდინარის ადიდების შედეგად წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ალტერნატიული გზის გაწმენდა სტიქიის შემდეგ დროულად მოხერხდა, დღეს კი უკვე ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.  მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „აღნიშნულ ადგილებში ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა-გაყვანა. სამუშაოების დასრულებისთანავე სოფლებს აღუდგებათ სასმელი წყლის მიწოდება, ასევე შუახევის დაბაში აღდგება 24 საათიანი წყლის მიწოდების გრაფიკი. შუახევის მუნიციპალიტეტში ხელმეორედ …

მოსახლეობა: საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გზაზე ორმოები დაგვიტოვეს

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფლიდან „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ: „რამდენიმე კვირის წინ გზებზე ასფალტის დაზიანებული ადგილები ამოტეხეს. გვითხრეს საგზაო დეპარტამენტიდან ვართ, ახალი უნდა ჩავასხათო, თუმცა მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და ჯერ არ გამოჩენილან“. მოსახლეობა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც საგზაო დეპარტამენტის თამამშრომლებმა სამუშაოები დაიწყეს, ხოლო შემდეგ მიატოვეს, გზებზე უფრო რთული ვითარება შეიქმნა, ვიდრე მანამდე იყო. „ბათუმელები“ აჭარის საგზაო დეპარტამენტს …

არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ

დღეს, 5 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობიდან შესაძლო გაგადგომის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ხაბაძის თქმით, განიხილება მისი წასვლის და მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს ელჩის ყაზახეთში ზურაბ პატარაძის კანდიდატურა, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის სათავეში ვიხილოთ. „ჯერ მე არ მითხვამს, რომ მივდივარ. მიდის მსჯელობები და თუ კონსულტაციების …

როდის აამოქმედებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამას

იმ სამი მილიონი ლარიდან, რაც მთავრობამ ბიუჯეტში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამისთვის გაითვალისწინა, ამ დრომდე ლარიც არ დაუხარჯავთ. ეს ერთადერთი პროგრამაა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოცდაერთი პროგრამიდან, რომელიც ამ დრომდე არ აუმოქმედებიათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის განმარტებით, 2016 წლის პირველი კვარტალი მთავრობას გათვალისწინებული ჰქონდა იმ სამართლებრივი ბაზის მოსამზადებლად, რაც სჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას. „მიღებული იქნა მთავრობის …

სამმართველოს უფროსი აჭარაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას თავს არიდებს. 18 თებერვლიდან დღემდე სამმართველოს უფროსს – ვახტანგ წულაძეს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმის გამოსასწორებლად, რაშიც სასამართლომ ამხილა – სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება ქალის, რომელმაც მანამდე ერთ-ერთი თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. ვიდრე ვახტანგ წულაძე და აჭარის მთავრობა უმოქმედოდაა, დღითიდღე იზრდება იმ თანხის …

ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება ბათუმში

20 აპრილს ბათუმში ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება გაიხსნა. ტურნირი ასევე ეძღვნება ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილეს და „ნონას თასის“ ტიტულსაც ატარებს. საჭადრაკო თამაშები დღეიდან დაიწყება და 3 მაისამდე გაგრძელდება. ტურნირში სულ 12 ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობს, მათ შორის 4 ქართველია. მათგან ერთ-ერთი კი, ბათუმელი ნინო ბაციაშვილია. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ეს …

C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ე.წ. მეორე ეტაპის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა მეორე ეტაპისა და, შესაბამისად, პაციენტთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებენ. „მეორე ეტაპი როდის დაიწყება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროგრამა უწყვეტად მიმდინარეობს და დარეგისტრირებულ პაციენტებს …

ბათუმში გაზი პირველ აპრილს, დილის 8 საათიდან ჩაირთვება

როგორც „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, პირველი აპრილიდან აჭარაში გაზის მიწოდება აღდგება. „პირველ აპრილს დილის 8 საათისთვის მთლიანად აღდგება გაზის მიწოდება ქალაქ ბათუმში; ამავე დღის დილის 10 საათისთვის გაზის მიწოდება აღუდგება ქობულეთს, ხოლო ხელვაჩაურის მიმართულებით გაზის მიწოდების აღდგენა დაგეგმილია ასევე პირველ აპრილს, თუმცა შეფერხების შემთხვევაში, მიწოდება 2 აპრილს აღდგება“ – განაცხადეს „სოკარის“ ცხელ ხაზზე. კომპანია მოუწოდებს …

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

საქართველოში ფერმერთა კოოპერატივებად ჩამოყალიბება ძნელად მიმდინარეობს. ხშირად კოოპერატივები იქმნება ხელოვნურად, რათა ამა თუ იმ პროგრამით ერთჯერადად ისარგებლონ. ტრადიციები, ნდობის, ცოდნის  ნაკლებობა და ა.შ. – ეს ყველაფერი დღეს ხელს უშლის კოოპერატივების შექმნას. სპეციალისტთა შეფასებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კოოპერატივებს ალტერნატივა არ აქვს. ამ მიმართულებით 2013 წლიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, მოქმედებს სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები. „იმას, რასაც …

ამერიკული ჯგუფი The Exchange ხულოსა და ბათუმში

24 მარტს, 17:00 საათზე, ხულოს დრამატულ თეატრში, ხოლო 25 მარტს, 16:00 საათზე ბათუმში, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში, ხუთკაციანი ამერიკული პოპანსამბლი The Exchange, ორ ამერიკულ ბენდთან – Street Corner Symphony-სა და VoicePlay-სთან ერთად კონცერტს გამართავს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. კონცერტების დაწყებამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი და საგრანტო პროგრამების საინფორმაციო გამოფენა გაიმართება. …

მთავრობის პასუხისმგებლობა სახლზე, რომელშიც ეკომიგრანტებს აწვიმთ

წვიმისგან დაზიანებული კედლები ეკომიგრანტების სახლში, არაერთ ბინაში შეიძლება ნახოთ. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა გვითხრეს, რომ სახურავი დაზიანებულია. გარდა ამისა, წვიმის წყალი ბინებში ფასადის მხრიდანაც აღწევს. წვიმისგან დაზიანებულია ბინები კორპუსის შუა სართულებზეც. მეწყრისგან დაზარალებულ ათეულობით ოჯახს აჭარის მთავრობამ გასული წლის ზაფხულში გადასცა ბინები თამარის დასახლებაში აშენებულ ორ კორპუსში. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სახურავიდან წყალი ბინებში გასულ წელსაც ჩამოდიოდა, …

ქედაში ექთანი პაციენტებს არ ემსახურება – სამინისტრო ინფორმაციას გადაამოწმებს

22 მარტს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქედაში დასაქმებულ ექიმებს შორის შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მედპუნქტის ექთანი პირადი უთანხმოების გამო პაციენტებს არ ემსახურება. ქედის გამგებელი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. „ექთანს მოსახლეობასთან ცუდი პირადი დამოკიდებულება აქვს, რისთვისაც მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს. ჩვენ სოფლის …

კომპანია „ორბის“ დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე

სამშენებლო კომპანია „ორბიმ“ ამ დღეებში 100 მუშა დაითხოვა. დათხოვნილების ინფორმაციით, სუსხიანი ზამთრის პირობებში სრული დატვირთვით მუშაობდნენ და შვიდი სართული ააშენეს, ახლა კი კომპანიამ ისინი დაითხოვა და მათ ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტები დაიქირავა. კომპანიის დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილება ახალ სტანდარტებს და უსაფრთხოების წესების დაცვას უკავშირდება. კომპანიის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, ცოტა ხნის წინ ამწე ავარიულად წაიქცა. …

სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბიუჯეტის გაზრდას და 190 997 ლარის დახარჯვას აპირებს. ყველაზე მეტი თანხის, 23 ათასი ლარის დახარჯვას თვითმმართველობა საახალწლო, კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა დასახვედრი წვეულებებისთვის გეგმავს. სპორტული გუნდების სამი მწვრთნელის ხელფასისთვის 18 000 ლარია გათვალისწინებული, ანსამბლ „ტბეთისთვის“ კოსტიუმებისა და აქსესუარების შესაძენად – 12 230 ლარი, სტუდენტური თეატრისთვის – 4 …

მზადება ბათუმში პროფესორთა ატესტაციისთვის

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა – 2016 წლის შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები აირჩევიან უვადოდ და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაექვემდებარებიან ატესტაციას. ემზადებიან თუ არა აჭარაში უმაღლესი სასწავლებლები პროფესორთა ატესტაციისთვის? ამ ეტაპზე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წესდებაში ცვლილებები უნდა გაატარონ და ის კრიტერიუმები თუ პირობები უნდა შეიმუშაონ, რომელთა მიხედვითაც სრული …

მარიხუანას მოხმარებაზე სასამართლოები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ – პარლამენტის უმოქმედობა

მარიხუანას შეძენა-შენახვასა თუ მოხმარებაზე საქმეებს სასამართლოები ვერ იხილავენ. პრობლემა კანონია, რომელიც არ არსებობს. კანონმდებლობით მარიხუანას მოხმარება დანაშაულად რჩება, მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რითაც შეიძლება დამნაშავეს სასამართლომ სასჯელი მიუსაჯოს. საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმეზე მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აკრძალა და იგი წამების ტოლფასად მიიჩნია. პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ბათუმის …

ნატოს პოლიტიკური ოფიცერი ბათუმში სტუდენტებს შეხვდა

12 თებერვალს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, პოლიტიკური ოფიცერი ჯირი პრეცლიკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პოლიტიკური ოფიცერი სტუდენტებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და პრინციპებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე და პერსპექტივებზე ესაუბრა. ჯირი პრეცლიკი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშსაც შეხვდა. შეხვედრა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით …

ბრძოლა პოლიტიკური გარანტიების მოსაპოვებლად აჭარაში

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გარანტიებისთვის ბრძოლა უფრო თვალშისაცემი ხდება. თანამდებობის პირები ერთმანეთისკენ ხელის გაშვერასა და ნიშნისმოგებით საუბარს ღიადაც აღარ ერიდებიან. იმაზე კი, რომ მათ შორის ფარული დაპირისპირება არსებობს და ამის გამო რეგიონის ამომრჩევლის ინტერესები ილახება, არამხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგად ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების დროს და დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი …

არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მთავრობამ მხოლოდ ახლახან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ბუნდოვანი ბრძანება გასული …

სასამართლოს ხელვაჩაურში ორი ახალი მოსამართლე ჰყავს

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარედ ხვიჩა კიკალიშვილი დაინიშნა. მანამდე ხვიჩა კიკალიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლედ. 50 წლის ხვიჩა კიკალიშვილი დაიბადა დედოფლისწყაროში. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის სისტემაში. პირველად მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას 2006 წელს შეუდგა, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში. ხელვაჩაურის რაონულ სასამართლოში  ასევე მოსამართლედ გაამწესეს ნუგზარ მგელაძეც. 2005-2010 წლებში ნუგზარ მგელაძე რეზერვის მოსამართლედ ირიცხებოდა, პარალელურად კი საადვოკატო …

”გოდერძი” – ბაკურიანისა და გუდაურის მიქსი

კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ოფიციალურად გახსნა. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს. „გოდერძიზე“ მოქმედებს ორი საბაგირო ხაზი, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. დამსვენებლებს რვაადგილიანი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება. კურორტზე …

გავულამაზოთ ახალი წელი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვებს

„ოცნების ქალაქში“ 1000-მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. მათ ერთი ოცნება აქვთ – ახალ წელს თოვლის ბაბუა ესტუმროს. მივმართავთ საზოგადოებას, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებსა და სტუდენტებს, სამოქალაქო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს, თუ გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ ბავშვებს „ოცნების ქალაქიდან“ გავულამაზოთ დამდეგი ახალი წელი. სამზადისი დაწყებულია. მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13, კვლევითი ინსტიტუტის შენობა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ოფისი. დაგვიკავშირდით: …

სასაკლაოები აჭარაში

 

 

აჭარაში ოთხი ლიცენზირებული სასაკლაოა, – ხელვაჩაურში, ქობულეში, ხულოსა და შუახევში. მათგან, დღეის მდგომარეობით, სამი ფუნქციონირებს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში არსებული სასაკლაო მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებს, პირუტყვის დაკვლასთან ერთად ეს სასაკლაო დამკვეთს შეფუთულ ნედლ ხორცსაც მიაწვდის.

ქალის მორთულობა აჭარაში

 

ძველად აჭარაში ქალები ჩაცმას და თავის მოვლას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. განსაკუთრებულად არჩევდნენ ტანსაცმელს და სამკაულებს. ქალის ტანსაცმლითა და სამკაულებით განისაზღვრებოდა იმ ოჯახის სიმდიდრე, რომლის წევრიც იყო ის. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, აჭარაში მცხოვრები ქალები უფრო ვერცხლის სამკაულს ეტანებოდნენ. ასევე გავრცელებული იყო ოქროსა და სპილენძის სამკაულებიც. სამკაულს ატარებდნენ როგორც დღესასწაულებზე, ასევე ყოველდღიურად. ქორწილებსა და შუამთობის დღესასწაულზე ქალები განსაკუთრებულად იკაზმებოდნენ. 

ბელეტაჟის მფლობელები ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან

 

„ეს საქმე მოგვარდება და ძალიან გთხოვთ, ერთმანეთში კონფლიქტში არ შეხვიდეთ“, – გააფრთხილა პატრულის თანამშრომელმა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ბელეტაჟის ეზოსთან დები მანელიშვილები და კომპანია „დიეს ჯგუფის“ თანამშრომლები. 7 მაისს მანელიშვილებმა პატრული მას შემდეგ გამოიძახეს, რაც კომპანიამ მშენებარე სახლის კედელზე, რომელიც მანელიშვილების ეზოში მდებარეობს, ეზოს მეპატრონეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ხარაჩოების მშენებლობა დაიწყო.  

აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში 93%-ით შესრულდა

 

დღეს, 7 აპრილს, უმაღლეს საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე აჭარის ბიუჯეტის სამი თვის შესრულებას განიხილავენ.  წარსული ფაქტების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და უმაღლეს საბჭოს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა არსებობს. შესაბამისად, „ბათუმელები“ დაინტერესდა არის თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის განწყობილი, რომ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბაროს. ამ საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს მინისტრის მოადგილეს რამაზ ბოლქვაძე პასუხობს: 

წაკითხული აქვთ თუ არა დეპუტატებს აჭარის კონსტიტუცია?

 

აჭარის კონსტიტუციაში წერია, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს 11 დეპუტატი ირჩევს. ამის მიუხედავად, დეპუტატებმა გასულ კვირას ახალი ვიცე-სპიკერი რეგლამენტის მოშველიებითა და გაუგებარი განმარტებებით 8 ხმით აირჩიეს. სხდომაზე მყოფ დეპუტატთაგან ხმამაღლა არც ერთს არ დაუფიქსირებია, რომ ვიცე-სპიკერის არჩევას, აჭარის კონსტიტუციით, 11 ხმა სჭირდება. რატომ მოიქცნენ დეპუტატები ასე – ეს თემა საზოგადოებაში დღემდე დისკუსიის საგანია. არაერთი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ დეპუტატების უმრავლესობას აჭარის კონსტიტუცია წაკითხულიც კი არა აქვს, ხოლო მას, ვისაც წაკითხული აქვს – ამ უმთავრეს დოკუმენტს არაფრად აგდებს საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

მორიგი ტენდერი ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე

 

ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ბათუმის მერიამ ტენდერი უკვე მესამედ გამოაცხადა. სატენდერო მოთხოვნები ფაქტობრივად იგივე რჩება, სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 322 964 ლარია. წინა ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი აპირებს მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის გამო  სასამართლოში უჩივლოს. 

აჭარაში სურსათის 19 რეალიზატორი დააჯარიმეს

 

 

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარაში სურსათის რეალიზაციით დაკავებული ბიზნეს ოპერატორების მონიტორინგი განახორციელა. 48 ოპერატორიდან, 46-ს ვადაგასული სურსათი აღმოაჩნდათ. ბიზნეს ოპერატორად რეგისტრაციის არ ქონის გამო კი, ექვსი მეწარმე სამასი ლარით დააჯარიმეს, ვეტერინალური შემოწმების გარეშე ხორცის ცამეტი რეალიზატორი კი ათასი ლარით დაჯარიმდა. 

 

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="300" >

Exit mobile version