აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მწვანე ტბისა და ღომას მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტების შედგენაზე კონკურსები გამოაცხადა. მწვანე ტბის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 67 700 ლარია, ხოლო მთა ღომას განვითარების პროექტში სამინისტრო 84 700 ლარს გადაიხდის. ორივე კონკურსი 2017 წლის 7 სექტემბერს დასრულდება, პროექტები კი სამინისტროს ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს. საკონკურსო წინადადების მიხედვით მწვანე ტბასთან, …
Category Archives: ბათუმი
კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. საფუძვლის ჩაყრის ცერემონიამდე მოწვეულ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიაწოდა …
Continue reading “კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება”
ზღვის სეზონი ქობულეთში ნაგვის გადავსებული ურნებით [ფოტო]
ქალაქ ქობულეთში ტურისტების სიმრავლე თვალშისაცემია, თუმცა, არანაკლებ თვალშისაცემია ნაგვით გადავსებული სანაგვე ურნები ქალაქის ცენტრალურ გზაზე – აღმაშენებლის ქუჩაზე. ამ, რამდენიმეკილომეტრიან გზაზე, მაგალითად, 5 აგვისტოს, დილის 12 საათისთვის, თითქმის ყველა ურნა სავსე იყო ნაგვით. რამდენიმე მათგანი ფოტოზე სწორედ ამ დღეს დავაფიქსირეთ. ქობულეთის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური ორგანიზაცია „ქობულეთის სანდასუფთავებაა“, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 1,8 მილიონი ლარითაა დაფინანსებული. სამსახურის …
Continue reading “ზღვის სეზონი ქობულეთში ნაგვის გადავსებული ურნებით [ფოტო]”
ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში [ფოტო]
ბათუმში პირველად ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ჩატარდა. ბათუმის ბულვარში გამართულ სტენდებზე წარმოდგენილი იყო გერმანული, აზერბაიჯანული, ბერძნული, უკრაინული, რუსული, ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვადასხვა ნივთი. ფესტივალი გაიმართა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის ფარგლებში – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის …
Continue reading “ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში [ფოტო]”
ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ბსუ] მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა საათობრივი ანაზღაურების წესი შეიცვალოს. ამის საფუძველი სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის მიერ ბსუ-ში შეუსრულებელია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი დატვირთვა – 3 151 საათი. აუდიტმა ბსუ-ს გასული წლის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. „უნივერსიტეტის საბუღალტრო ჩანაწერებში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და უნივერსიტეტის …
Continue reading “ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს”
ფერადი გირლანდები ქოლგების ნაცვლად – ბათუმობა-2017
„ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 210 925 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრმა უკვე გამოაცხადა. ბათუმობა წელს 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. გასული წლისგან განსხვავებით წელს მემედ აბაშიძის გამზირს ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთავენ. [highlight color=”red”]გირლანდები[/highlight] – ალმების ზოლებით შექმნილი დროშები – …
Continue reading “ფერადი გირლანდები ქოლგების ნაცვლად – ბათუმობა-2017”
„მედეას ტრაგედია“ გონიოს ციხეში [ანონსი]
2017 წლის 27 ივლისს, 21:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სპექტაკლი „მედეას ტრაგედია“ გაიმართება, რომელიც ბერძნული მითოსის ცნობილი კოლხი პერსონაჟის ტრაგედიას მოგვითხრობს. „სპექტაკლი დადგმულია ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით. ემსახურება უძველესი თეატრის გაცოცხლებას და მაქსიმალურად არის დაახლოვებული ანტიკური თეატრის ესთეტიკასთან,“ – ამბობს რეჟისორი ოთარ ქათამაძე. მსგავსი სანახაობა ხელს შეუწყობს მუზეუმის პოპულარიზაციას და …
ერთი აბიტურიენტი ფიზიკის გამოცდაზე ხულოში
დღეს, 26 ივლისს, აბიტურიენტები გამოცდას არჩევით საგანში – ფიზიკაში აბარებენ. ხულოს საგამოცდო ცენტრში გამოცდას ფიზიკაში მხოლოდ ერთი აბიტურიენტი აბარებს. ხულოს საგამოცდო ცენტრის დირექტორის, დავით კუპატაძის ინფორმაციით, ფიზიკის გამოცდაზე ხულოს საგამოცდო ცენტრში მხოლოდ ერთი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. „შეიძლება ითქვას, ფიზიკის გამოცდაზე 100%-იანი დასწრება გვაქვს. გამოცდა ჩვეულებრივად ცხრა საათზე დავიწყეთ და ერთ აპლიკანტს უტარდება, საგამოცდო პროცესი ფიზიკაში სამ …
Continue reading “ერთი აბიტურიენტი ფიზიკის გამოცდაზე ხულოში”
ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს
„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ ნატურალური, ქართული თაფლის ჩამოსხმას გეგმავს. კომპანიის მფლობელი ქედაში ჩამოსხმული თაფლის ევროპის ბაზარზე გატანას აანონსებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე დადიანის თქმით, ქედის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მხოლოდ ევროპის ლაბორატორიებში შემოწმებული თაფლი ჩამოისხმება. „თაფლის ჩამოსხმამდე სინჯებს შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიაში გავაგზავნით, მხოლოდ ნატურალურ თაფლს ჩავიბარებთ და ქედაში ისეთ თაფლს ჩამოვასხამთ, რომელიც …
Continue reading “ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს”
ზედაპირული წყლებისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტები აჭარაში
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ზედაპირული წყლებისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტები გამოავლინა. ამ სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის ინფორმაციით, ზედაპირული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა სოფელ აჭყვაში. დაბინძურების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, ამის შესახებ ინფორმაციას წლის ბოლოს გარემოს ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღებენ. ანალოგიური ვითარება დაფიქსირდა მდინარეების – ბარცხანისა და ჭოროხის შენაკადებზეც. სამი …
Continue reading “ზედაპირული წყლებისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტები აჭარაში”
ხულო, დიდაჭარის კაშხალი [ფოტო]
დიდაჭარის კაშხალი ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალზეა აგებული. სოფელი დიდაჭარა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. კაშხალი დაბა ხულოდან დაახლოებით 6 კილომეტრში, ხოლო სოფელ დიდაჭარიდან, დასახლებული პუნქტიდან, 1,5 კილომეტრში მდებარეობს. დიდაჭარის კაშხალი ჰესების მშენებელმა კომპანიამ – „აგე ბათუმმა“ ააშენა, რომელიც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კონტრაქტორი კომპანიაა.
ხულოში 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს
ხულოში, სოფელ ვაშლოვანში არსებულ „სოციალურ სახლში“, გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს. საცხოვრებელი სახლის მოთხოვნით ხულოს გამგეობაში სულ 88 განაცხადი იყო შესული. ეკომიგრანტი ოჯახები ხულოს გამგეობაში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე შეარჩია. ვაშლოვანის სოციალურ სახლში ამ დროისთვის თავისუფალი 13 ბინა რჩება. 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ მშენებლობა აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტრომ …
Continue reading “ხულოში 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს”
მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება სანაგვე ურნები. პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 24 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ …
Continue reading “მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს”
ევრობანკი ბათუმს ელექტროავტობუსებს შეუძენს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD ) მხარდაჭერით ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევრო გამოუყო სუვერენული სესხის სახით, რომელიც ბათუმის მერიას გადაეცემა. ბათუმის მერია ამ თანხით 10 ელექტრო და 20 ევრო სტანდარტის ავტობუსს შეიძენს. ავტობუსების პარკის განახლება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას. „მე ვიცი, რომ კავკასიელები ერთმანეთს ეჯიბრებით …
Continue reading “ევრობანკი ბათუმს ელექტროავტობუსებს შეუძენს”
რას ფიქრობენ ბათუმში „მის და მისტერ პლანეტას“ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე
ბათუმის საკრებულომ დროებით გადადო „აჭარა ფეშენ ვიქისა“ და „მის და მისტერ პლანეტას“ ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხის განხილვა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მსგავსი ტიპის ღონისძიებების საბიუჯეტო სახსრებით ჩატარებას არ ემხრობიან. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ ხახუტაიშვილი ამბობს, რომ თუ ღონისძიების ჩატარება ტურისტების მოსაზიდადაა განკუთვნილი, მაშინ მისი დაფინანსება უფრო ტურიზმის დეპარტამენტის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში ჯდება, შესაბამისად, ბათუმის ბიუჯეტიდან …
Continue reading “რას ფიქრობენ ბათუმში „მის და მისტერ პლანეტას“ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე”
ბოლო ორი მაგნოლია, რომელიც ივანიშვილს ციხისძირიდან მიაქვს
ხეების გადარგვის საგაზაფხულო სერია დასრულდა. ბოლო ორი მაგნოლია, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით შეკვეთილში წაიღებენ, ციხისძირში დგას. უსტალიშვილების ეზოში მდგომი მაგნოლიების წასაღებად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. განახლდება თუ არა ხეების გადატანა შემოდგომაზე, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი ქობულეთში შენდება [ფოტო]
ქობულეთის შემოვლით გზაზე ე.წ. ახალ ავტობანზე სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს და მისი სიგრძე 1 180 მეტრი იქნება. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა ბათუმის მიმართულებით და პირიქით, მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ავტობანის ერთი ნაწილის, ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთის 13,7 კმ გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, რაც შეეხება მეორე – ქაქუთი-მახინჯაურის გვირაბის 18,9 …
Continue reading “საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი ქობულეთში შენდება [ფოტო]”
კომპანია, რომელსაც აჭარის მთავრობამ „მზიური“ და „მახინჯაური“ პირდაპირ მიჰყიდა, ამ ქონებას ყიდის
ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას. „აღნიშნული უძრავი ქონე[ბე]ბის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის საკითხზე გაცნობებთ, …
კურორტ გოდერძიზე მაღალსართულიანი შენობების აგება დასაშვები გახდა
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, კურორტზე დასაშვები იქნება 8-სართულიანი შენობის აშენება. „ხულოს საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში დაშვებულია რვასართულიანი ნაგებობის მშენებლობა 6+2 ის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ შენობა კი არ იქნება რვა სართულიანი, არამედ მეექვსე სართულის შემდეგ, ორი სართული იქნება მანსარდა,“ – უთხრა …
Continue reading “კურორტ გოდერძიზე მაღალსართულიანი შენობების აგება დასაშვები გახდა”
სოფელი კოკოტაური [ფოტორეპორტაჟი]
სოფელი კოკოტაური ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 545 კაცი. სოფელ კოკოტაურში არის მინერალური წყალი. სოფელში მცხოვრებ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს თამბაქო. ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ კოკოტაურიდან
აჭარაში 28 კოოპერატივს სტატუსი შეუწყდა
მონიტორინგის შედეგად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ ხულოში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს [„ხულო“, „დეკანაშვილები – 2014“, „ბოძაური – 2014“ და სხალთა 2014“ ] სტატუსი შეუწყვიტა. სოფელ ბოძაურში 2014 წელს დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბოძაური 2014“ – ის თავმჯდომარე, თეიმურაზ შავაძე ამბობს, რომ კოოპერატივის ანგარიშზე პაის სახით გადასახდელი თანხა ვერ შეიტანეს და ამიტომ შეუჩერდათ სტატუსი. ამ კოოპერატივში ოთხი ოჯახის …
რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას
ავთანდილ ბერიძე, რომელმაც საზოგადოებას ქოლგით და იმით დაამახსოვრა თავი, რომ საკუთარ თავს VIP პერსონა უწოდა, აჭარის მთავრობაში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისმა შრომის ანაზღაურებამ წელს, პირველ ხუთ თვეში 16 746 ლარი შეადგინა, თვეში საშუალოდ 3349 ლარი [მათ შორის დანამატის სახით 6569 ლარი მიიღო, პრემია – 1416 ლარი]. ავთანდილ ბერიძის, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შრომა კი, …
Continue reading “რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას”
კურორტი ბეშუმი ოფიციალურად 15 ივლისს გაიხსნება
როგორ ემზადება ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტი ბეშუმი დამსვენელების მისაღებად, შეექმნებათ თუ არა სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემა დამსვენებლებს? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვაჟა ზოიძე პასუხობს: კურორტის შიგა პერიმეტრზე ხვალიდან ასფალტის მეორე ფენის დაგებას ვიწყებთ, 600-მდე მეტრი გზა მოასფალტდება. მთავარი გზის გარდა, სეზონის გახსნამდე მოასფალტდება კურორტის შიგა ქუჩებიც, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი ტერიტორია. გზაზე …
Continue reading “კურორტი ბეშუმი ოფიციალურად 15 ივლისს გაიხსნება”
რა ღირს გართობა ზღვაზე
ბათუმის პლაჟზე დამსვენებლების რაოდენობის მატებასთან ერთად, სხვადასხვა გასართობიც გამოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი ზღვაში გასეირნებაა. ბათუმის პორტში სასეირნო გემი დგას, გემით გასეირნების ფასი ერთი ადამიანისთვის 10 ლარია – 30 წუთი. უფრო ძვირი – 50 ლარი ღირს კატერტით გასეირნება, ხოლო ვისაც იახტით უნდა ზღვაში ნახევარი საათით გასეირნება, 250 ლარი უნდა გადაიხადოს [იახტაზე მაქსიმუმ 22 ადამიანი შეიძლება …
ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში
„ამ ხეს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, გამოთხრილი აქვს ძირი. თუ ნიადაგი არ გამაგრდა, განვითარდება ეროზიული პროცესები, ჩამორეცხვები, ხეც უვარგისი გახდება და გახმება. თუ ხის გადარჩენაა გადაწყვეტილი, საყრდენი კედელი უნდა გაკეთდეს. აქ დარღვეულია ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და სასწრაფოდ უნდა მოეწყოს დამცავი ნაგებობა, გამაგრდეს მთლიანად ფერდი, რათა მასზე მდებარე სხვა ხეებიც გადარჩეს“, – ამბობს გეოლოგი ტარიელ ტუსკია …
„წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის” – საიას აქცია ბათუმში
„წიგნები საქართველოდან“ – დღეს, 2 ივნისს, ბათუმში ამ სახელწოდებით ჩატარდა აქცია, რომელიც მიზნად ემიგრანტებისთვის წიგნების შეგროვებას ისახავდა. აქციის ფარგლებში ორი ღონისძიება გაიმართა, ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე კი ბათუმის საზაფხულო თეატრში. ორივე აქციის ფარგლებში, ჯამში, 327 წიგნი შეგროვდა. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო. მასში ბსუ-ს პროფესორები, სტუდენტები, საჯარო და კერძო სექტორის …
Continue reading “„წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის” – საიას აქცია ბათუმში”
ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდი ჩემპიონთა თასის მერვედფინალშია
ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდმა ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ითამაშებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბათუმურმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ინგლისური სენტ ნიოტსი 7:2 დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ამავე თემაზე: ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის …
Continue reading “ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდი ჩემპიონთა თასის მერვედფინალშია”
ბათუმში ზღვაზე ბანაობის სეზონი გაიხსნა [Photo]
ბათუმში ზღვის სეზონი დაიწყო. meteo.gov.ge-ის მონაცემებით დღეს, 27 მაისს, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია. დამსვენებლები ზღვაში ბანაობენ და ნაპირზე ირუჯებიან.
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აჭარის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში თემატური ღონისძიებები იგეგმება, მათი განრიგი ასე გამოიყურება: ხელვაჩაურში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 საათზე მოეწყობა სპორტული შეჯიბრი სიმძიმეების აწევაში, 12:00 საათზე – შეჯიბრი დარცში, 13:00 საათზე კი – მკლავჭიდში. 13:00 საათზე აქვე მოეწყობა რეწვის ოსტატების ნამუშევრებისა და ადგილობრივი კერძების გამოფენა. გამოიფინება ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. მოეწყობა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. მსურველებს საშუალება ექნებათ სახეზე მოიხატონ საქართველოს დროშა. …
Continue reading “26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აჭარის მუნიციპალიტეტებში”
კურორტ გოდერძიზე ბათუმიდან ვერტმფრენი იფრენს
სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი სეზონიდან ტურისტებს ვერტმფრენი მოემსახურება. ვერტმფრენის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს, რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით მოხდება. „გოდერძი რიზორტის” ხელმძღვანელის, ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით, ვერტმფრენი რეისებს კურორტის მიმართულებით ბათუმიდან განახორციელებს. პერიოდულობა და ბილეთის ფასი, მისი თქმით, ჯერ დადგენილი არ არის. „ვერტმფრენი ბათუმიდან გოდერძის მიმართულებით ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაინიშნება და ექვს ადამიანზე იქნება …
Continue reading “კურორტ გოდერძიზე ბათუმიდან ვერტმფრენი იფრენს”
ზურაბ პატარაძე ესტაკადის მშენებლობაზე: „ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია: „არ ვიცი, საიდან ღებულობენ ამ ინფორმაციებს… მზად ვართ ჩვენ თვითონ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პროექტებია დაგეგმილი რეგიონში, ვის ვხვდებით, რატომ ვხვდებით… ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები.“ მთავრობის თავმჯდომარის …
ბეტონის ქალაქად ქცეული მუყაოს ქალაქი ბათუმში
ხუთი წლის წინ ხელვაჩაურში გაჩენილი მუყაოს ქალაქიდან, რომელსაც ასევე „ოცნების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ, დღეს მხოლოდ სახელი და რამდენიმე ათეული მუყაოს ქოხია დარჩენილი. ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ენაცვლება. ერთმანეთის მსგავსი, ნაცრისფერი ბლოკით ნაშენი სახლები ზუსტად იმ ადგილას დგას, სადაც ადრე ხისა და მუყაოს ფიცრულები იდგა. ამ წუთებშიც „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. სახლებს ძველი მცხოვრებლებიც აშენებენ …
Continue reading “ბეტონის ქალაქად ქცეული მუყაოს ქალაქი ბათუმში”
ლოცვა – ფოტოპროექტი
ბათუმი მულტიკულტურული და რელიგიურად მრავალფეროვანი ქალაქია. ქალაქის სხვადასხვა უბანში იპოვით სინაგოგას, მეჩეთს, მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, პროტესტანტულ და სხვა რელიგიების აღმსარებელთა სალოცავებს.
ცხრა ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა
დღეს, თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 9 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა. ბინები კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაწილდა. ბენეფიციართა განცხადებები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და 9 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაციაც გასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამ ოჯახებთან საკუთრების …
“ტურიზმის განვითარების სკოლა” მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად
დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, ახალი პროექტის “ტურიზმის განვითარების სკოლის” პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განმარტებით “ტურიზმის განვითარების სკოლის” ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის განვითარება იქნება. როგორც შეხვედრზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების და სერვისის სხვა მიმწოდებელი ობიექტების საჭიროებების გამოვლენა და ამ ობიექტების პერსონალის გადამზადება სხვადასხვა მიმართულებებით. …
ხულოში რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია
დღეს, 9 დეკემბერს, ხულოში გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობისა და გზების მოყინულობის გამო რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დროისთვის მხოლოდ ერთ სოფელს, რაქვთას არ მიეწოდება. რაც შეეხება გზებს, რომლებიც გუშინ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი იყო, ხულოს გამგებლის ინფორმაციით, დღეს დილიდან იწმინდება -„ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ცეტრალური მაგისტრალი დილიდან იწმინდება. ხიხაძირის მიმართულებით არის …
Continue reading “ხულოში რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია”