ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

21.09.2022
ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის საღამოს 9 საათიდან 22 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი, 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი,
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 23 და 24 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა; შესაძლებელია ელვა-ჭექაც.

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ცენტრალური პარკი / ფოტო: მარიამ მუთიძე/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: