სასკოლო ოლიმპიადების მოტივაციას ზრდის

ლელა დუმბაძე


რატომ განსხვავდება სკოლისა და ილიმპიადის დონეები ერთმანეთისგან

სკოლის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადები დაიწყო. წელს ოლიმპიადას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ორგანიზებას ორგანიზაცია „კინგ’ს-ი იუწევს. პირველი ოლიმპიადა „კინგს“-მა გასულ წელს ჩაატარა, რომლის მხარდამჭერი სპორტისა და ახალაგზრდულ საქმეთა სამინისტრო იყო, ინტელექტუალურ მხარდაჭერას კი საერთაშორისო სკოლა „ბრითიშ ქონექშენი“ უწევდა.

 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ინგლისური ენის ოლიმპიადას მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, მასში გასულ წელს 12 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა: „ამიტომ „ქინგსმა“ გადაწყვიტა, რომ წელსაც ჩაგვეტარებინა ოლიმპიადა. წელს შევთავაზეთ ორი პროექტი:King’s English და King’s Math.“-ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი კვინიკაძე.
რა პრინციპით ადგენენ ოლიმპიადის ტესტებს?

 

„ქინგსის“ მიერ მოწოდებული განმარტებების მიხედვით, ოლიმპიადის ტესტებს ლონდონის ინგლისური ენის სკოლა ადგენს: „აღნიშნული ტესტები შეთავსებადია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ დადგენილ სასწავლო გეგმასთან“. თუმცა, როგორც გასული წლის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, ოლიმპიადის ტესტების დონე გაცილებით მაღალია სკოლის პროგრამაში გათვალისწინებულ დონეზე. `„ენაში პირველი კლასიდან რეპეტიტორებთან ვემზადები, მხოლოდ სკოლის დონით შეუძლებელია ოლიმპიადის ტესტების დაძლევა“ – გვითხრა მაშინ პროექტის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მოსწავლემ, ანა რამიშვილმა.

 

„რა თქმა უნდა მხოლოდ სასკოლო დონის შესაბამისად ვერ დაიწერება ოლიმპიადის ტესტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიჭიერ ბავშვებს ვერ გამოვავლენთ“ _ აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათივე თქმით, მოსწავლეების აქტივობამ გასულ წელთან შედარებით იკლო, რასაც „კინგსის“ წარმომადგენლები არ უკავშირებენ ოლიმპიადაში მონაწილეობის ხარჯებს. პირველ ტურში მონაწილეობა არის უფასო, მეორე ტურში გადასული მოსწავლეები კი იხდიან 15 ლარს. დასკვნითი ტური ტარდება თბილისში, რაც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული. „წელსაც იგივე იქნება გადასახადი, პირველი ტური იმიტომ არის უფასო, რომ ბავშვებმა გააანალიზონ ოლიმპიადის დონე და განსაზღვრონ, უღირთ თუ არა შემდგომ ეტაპში მონაწილეობა. ფინალის ხარჯებიც გავითვალისწინეთ, ამიტომ თბილისის გარდა მესამე ტური ჩატარდება ქუთაისშიც“.

 

როგორც სკოლის მასწავლებლები ამბობენ, სასკოლო პროგრამა ზოგადი უნარ-ჩვევების სწავლებას არ ითვალისწინებს, ოლიმპიადის ტესტების მესამე ეტაპი კი სწორედ უნარ-ჩვევებზე გათვლილი ამოცანებით არის შედგენილი.

 

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის თქმით, „სკოლის პროგრამები პირველ და მეორე ტურში უთანაბრდება ოლიმპიადის დონეს, მაგრამ მესამე ტურში არის ისეთი საკითხები, რომელიც საერთოდ არ აქვთ სკოლაში მოსწავლეებს ნასწავლი. ვერ ვეტყვი, რომ ამის გამო სკოლას უფრო მეტი მოეთხოვება, ეს ალბათ გათვლილია მოსწავლის ინდივიდუალურ მუშაობაზე, დამატებით განათლებაზე. ფაქტია, რომ ოლიმპიადები მშობლებისა და მოსწავლეების მოტივაციას ზრდის. ჩვენი სკოლიდანაც ბევრი მონაწილეობს და გვყავდა გამარჯვებულებიც“.

 

მედეა გვენეტაძის თქმით, უნარ-ჩვევები ცალკე არ ისწავლება, „სასკოლო პროგრამაში შეიძლება მართლაც ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, შეიძლება მართლა ვერ სწვდება, იმას რასაც თანამედროვე სწავლის ბაზარი მოითხოვს, არის რაღაც დეტალები შესაცვლელი და იმედი გვაქვს, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება“.

 

 

აჭარის განათლების სამინისტროს 2013 წლის პრიორიტეტები

ლელა დუმბაძე

 

განათლების სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 33 მილიონ ლარს შეადგენს. 2012 წელს სამინისტროს დაფინანსება 27 მილიონი ლარი იყო. რა შეიცვალა სამინისტროს პრიორიტეტებში და რა რეკომენდაციები მისცეს განათლების მინისტრს  არასამთავრობო ორგანიზაციებმა? – ბიუჯეტის პროექტის განხილვა გასულ კვირას დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში შედგა.  “

 

<!** Image 1 align="" width="300" height="512" >

ენერგო პრო-ჯორჯია: ჩვენი მიზეზით შუქი აღარ გაითიშება

ლელა დუმბაძე



ბლიცინტერვიუ კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი სურმავასთან.

 

–  ბატონო გიორგი, რა კონკრეტული მიზეზების გამო ეთიშება მოსახლეობას ელექტროენერგია ბოლო ხანს ბათუმში და როდემდე გაგრძელდება ასე?

 

_ ჩვენ ტელევიზიითაც გამოვედით, ვაჩვენეთ ის ტრანსფორმატორი, რომელიც ჩაირთო და ვთქვი, რომ დღეიდან გათიშვები აღარ იქნება.

 

_ ამ განცხადების შემდეგ ღამის საათებში მაინც გაითიშა შუქი, რატომ?

 

_ ეს ჩვენი მიზეზით არ იყო გამოწვეული, სათავო ოფისმა გამორთო და ხუთ წუთში ისევ ჩართო. ჩვენი მიზეზით შუქი აღარ გაითიშება. თუ გამოირთო ხაზი, მაშინ კი.

 

მანამდე რა მიზეზით ითიშებოდა?

 

_ მანამდე გამოვცვალეთ 16-მეგავატიანი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი და დავაყენეთ ახალი, 25-მეგავატიანი ძაბვის ტრანსფორმატორი.

 

რატომ არ იგეგმება ტექნიკური სამუშაოები ზაფხულის პერიოდში?

 

_ ახლა გაფუჭდა. დაგვეტოვებინა ახალი წლის დღეებში? ერთი ტრანსფორმატორის იმედზე ხომ არ ვიქნებოდით, სასწრაფოდ მოგვიწია მისი აღდგენა.

 

აძლევთ მოსახლეობას გარანტიას, რომ ამის შემდეგ ინტენსიურად აღარ გაითიშება ელექტროენერგია, თანაც გაუფრთხილებლად?

 

_ გარანტია არაფრის არ არსებობს. თუ მოხდა საგანგებო შემთხვევა და დაზიანდა, ეს ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს, სპეციალურად არავინ არ გამორთავს.

 

_ მოსახლეობაში უკვე იყო საუბარი საბოტაჟზე თქვენი მხრიდან…

 

_ ხალხი ბევრ რამეზე საუბრობს… ჩვენ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ერთსაათიანი შეზღუდვები იქნებოდა და მეტი რა ვქნათ.

 

_ ანუ შეზღუდვები დასრულდა?

 

_ დასრულდა, 20 დეკემბერს ჩავრთეთ სარელეო ხაზი, შეიძლება იქ მოხდეს რაღაც და ხუთი, მაქსიმუმ ათი წუთით გაითიშოს, მაგრამ ოპერატიულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

 

 

„ენერგო პრო“ ჩეხური კომპანიაა. საქართველოში „ენერგო-პრო“ ჯგუფის პროექტი განხორციელდა ჩეხეთის ექსპორტბანკის მხარდაჭერით, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა.

„ფუფუნება“ დასრულდა

ლელა დუმბაძე

 

როგორ ხვდება ბათუმი ახალ წელს 

 

<!** Image 1 align="" width="300" height="512" >

 

ბათუმს, წინა წლებთან შედარებით, 2013 წლისთვის მოკრძალებული საახალწლო პროგრამა ექნება. ქალაქი, რომელიც განებივრებული იყო მსოფლიოში ცნობილი მომღერლების კონცერტებით, წელს მხოლოდ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და საბავშვო ჯგუფების შემოქმედებით უნდა დაკმაყოფილდეს. ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მსგავსი ფუფუნებისთვის ბიუჯეტის ფული არ უნდა იხარჯებოდეს.

კითხვები საზოგადოებრივ ჯანდაცვას

ლელა დუმბაძე

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასული წლის პროექტები შეაჯამა. დაგეგმილი და გაწეული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მომავალ წელს სამი ძირითადი პროგრამის განხორციელებას აპირებს. ესენია _ ეპიდზედამხედველობის განხორციელების და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 71 700 ლარია; მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენის პროგრამა  130 000 ლარით დაფინანსდება. პროგრამა ორ ნაწილად იყოფა, მეორე ნაწილში ბიუჯეტი 195 400 ლარს შეადგენს.  პროგრამა ითვალისწინებს დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და სკრინინგს. 

ზენორმატიული დაბინძურება ბარცხანაში

ლელა დუმბაძე


ბარცხანაში, საწარმოო გამონაფრქვევებისა და თეთრად შეღებილ მდინარეში გასულ კვირას აღებული სინჯის ლაბორატორიული ანალიზის შედეგები უკვე ცნობილია: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ბარცხანაში ადგილი აქვს გარემოს ზენორმატიულ დაბინძურებას.


<!** Image 1 align="" alt="ზეთის საწარმო ბარცხანაში" sub="ზეთის საწარმო ბარცხანაში" width="300" height="261" >

რა ღირს ფოტოგრაფია ბათუმში?

ლელა დუმბაძე



„ბათუმობის„  დღესასწაულზე  ბათუმის მერიას ერთი დღით ორი უცხოელი ფოტოგრაფის დაქირავება 25 650 ლარი დაუჯდა. თითოეული მათგანის ჩამოყვანა სასტუმროს, კვების და ჰონორარის ჩათვლით მერია 12 825 ათასი ლარი დაუჯდა. მერიის მიერ საკრებულოსთვის მიწოდებულ დოკუმენტში არ არის აღნიშნული უცხოელი ფოტოგრაფების ვინაობა, საზოგადოებას არც ამ ფოტოგრაფების ნამუშევრები უნახავს. ბათუმელი ფოტოგრაფების აზრით, ერთდღიანი მუშაობისთვის აღნიშნული თანხა არარეალურია. 

<!** Image 1 align="" width="400" height="576" >

რა შეცვალა რეფორმამ სკოლაში

ლელა დუმბაძე 

რა შეცვალა რვა წლის წინ დაწყებულმა რეფორმამ სკოლებში, ვინ არის პასუხისმგებელი სწავლის შედეგებზე და გათავისუფლდა თუ არა სკოლა სახელმწიფო წნეხისგან? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ბათუმის ერთი კონკრეტული საჯარო სკოლის მაგალითზე შევეცადეთ. “

 

<!** Image 1 align="left" width="500" height="576" >

რა არის სიყვარული? – ხატიჯე ბებოს პასუხი და სხვა ამბები

გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მაჭახლის ხეობაში კულტურული  ტური მოეწყო. ტური ნაწილია პროექტის „კულტურის განვითარება _ თემის განვითარების წყარო“, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოარტი“ და ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „პოსტ ფაქტუმი“ ერთობლივად ახორციელებს. აჭარიდან პროექტში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ ჩართული. ტურის ფარგლებში მაჭახლის ხეობაში მდებარე ორი სოფლის, ქვედა და ზედა ჩხუტუნეთის კულტურული ტრადიციების გაცნობა მოხდა. 

 

მანანა ქველიაშვილი, თიკო მირცხულავა

რა ბედი ელის ჭოროხის ხეობას

ჭოროხზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის კასკადების პროექტი ჭოროხის პირას მცხოვრები მოსახლეობისათვის ნომერ პირველ პრობლემად იქცა.

„აგვასახლებენ?“ , „სად უნდა წავიდეთ?“,  „კომპენსაციას მოგვცემენ?“,  „მართალია, რომ ამბობენ ჰესის აშენების შემდეგ მოსავალი აღარ მოვაო?“ _ ეს ის კითხვებია, რაც მოსახლეობას აწუხებს, თუმცა მასზე პასუხის გამცემი არავინაა.

 

მანანა ქველიაშვილი

სხდომაა თუ დომხალი? – რეპორტაჟი ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომიდან

ცაგო კახაბერიძე 

 

 

სჭიდება თუ არა ახალ ფრაქციას მანქანა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში 15 000 ლარი გაითვალისწინა; ვისი კაბინეტია უფრო დიდი და ვის და რატომ უყიდა ან არ უყიდა საკრებულომ ლეპტოპი; სჭირდება თუ არა სახანძრო სამსახურს ახალი მანქანა და რატომ დგას ყველა სხდომაზე ტუალეტის შეკეთების საკითხი – ამ და სხვა თემებზე დღეს ხელვაჩაურის საკრებულოში სამი საათის განმავლობაში კამათობდნენ.

უნდა იყოს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ბათუმელი

 ქეთი ლაბაძე 

 

სტუდენტების ჯგუფმა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო სტუდენტების დამოკიდებულების გარკვევა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. კვლევის ორგანიზატორებმა 163 სტუდენტი გამოკითხეს, შედეგები ასე გამოიყურება: უნივერსიტეტის გამოკითხულ სტუდენტთა 50 პროცენტი ფიქრობს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ბათუმელი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში აჭარის მუნიციპალიტეტებიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებიც სწავლობენ. 

 

რა ნიშნის მიხედვით ირჩევენ სტუდენტები მომავალ თავმჯდომარეს? გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტუდენტების 5 პროცენტი თვითმმართველობის თავმჯდომარეს ნაცნობობით, 4 პროცენტი მეგობრის თხოვნით, 21 პროცენტი პირადი სიმპათიით, 22 პროცენტი აკადემიური მოსწრებით, 2 პროცენტი გარეგნობის მიხედვით, 48 პროცენტი პროგრამის მიხედვით, 6% პროცენტი კი სხვა კრიტერიუმით ირჩევს.  

 

 

კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, თვითმმართველობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: გოჩა სურგულაძე -12%; ზურა მესხიძე – 29 %; გულო თურმანიძე – 26%; ლევან დუაძე – 19%; თავი შეიკავა – 14%.

 

 

გამოკითხული სტუდენტების 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატები არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის წარმომადგენლები, 2 პროცენტს მიაჩნია, რომ პარტიულობა საჭიროა, 26 პროცენტისათვის კი არა აქვს მნიშვნელობა.

 

 

თვითმმართველობის თავმჯდომარის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია 25 პროცენტისათვის, ნაკლებად მნიშვნელოვანი – 24 პროცენტისათვის, გარკვეულწილად -ასე ფიქრობს 35 პროცენტი. როგორი გარეგნობა ექნება თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ამას მხოლოდ 16 პროცენტისათვის არა აქვს მნიშვნელობა.

 

 

გამოკითხულ სტუდენტთა 50 პროცენტს მიაჩნია, რომ თავმჯდომარე უნდა იყოს ბათუმელი, 47 პროცენტისათვის არა აქვს მნიშვნელობა, ხოლო 2 პროცენტი ფიქრობს, რომ არ უნდა იყოს ბათუმელი.

 

 

გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტუდენტების 42 პროცენტს სურს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე თვითმმართველობის თავმჯდომარე, 35 პროცენტისათვის არა აქვს მნიშვნელობა აკადემიურ მოსწრებას; თვითმმართველობის პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: მეცნიერება – 22%, ხელოვნება – 18%, სპორტი – 15%, გამოკითხული 45% პროცენტისათვის კი მნიშვნელობა არა აქვს პრიორიტეტებს.

 

 

თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სტუდენტების მხოლოდ 7 პროცენტი ფლობს ამომწურავ ინფორმაციას, 39 პროცენტი ფლობს საკმარის ინფორმაციას, 28 პროცენტი -ბუნდოვან ინფორმაციას, 17 პროცენტი არ ფლობს ინფორმაციას, ხოლო 6 პროცენტი არ არის დაინტერესებული უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნებით.

 

 

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ როგორც ბაკალავრიატის სტუდენტები, ასევე მაგისტრანტები და დოქტორანტები. გამოკითხული სტუდენტების ასაკი 18-დან 23 წლამდეა, გამოკითხულთა 63 პროცენტი მდედრობითი სქესისაა, 37 პროცენტი -მამრობითი.

 

აქცია მაჭახელში ჰესის მშენებლობას წინააღმდეგ


<!** Image 1 align="middle" alt="შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ" sub="შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ" width="600" height="576" >




მაჭახლის ხეობაში მოსახლეობა მდინარე მაჭახელაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ დღეს სოფელ აღმართის საჯარო საკოლაში  საპროტესტო აქცია მოაწყეს და მთავრობას პროექტის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. აქციას ხეობის მკვიდრი როინ მალაყმაძე ხელმძღვანელობდა. მანვე წაიკითხა სპეციალური მიმართვა, რომელითაც მაჭახლელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და გარემოს დაცვის სამართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძეც ავიდნენ.   მაჭახელაში მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიიღეს დაპირება, რომ პროექტი შეჩერდება. ამ ხეობაში ორი ჰესის მშენებლობაზე ნებართვა საპარლამენტო არჩევნებამდე გაიცა.

 

 

 

 

 

აქციის მონაწილეებმა შემდეგი მიმართვა გაუგზავნეს ბიძინა ივანიშვილის:

 

„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ახლი პარლამენტი და ახლად არჩეული მთავრობა დროულად, ობიქტურად და სწორად შეაფასებს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა სახის კაშხლების მშენებლობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერსების გაუთვალისწინებლად მუშაობს ორ პროექტზე მდინარე მაჭახელაზე: 22 მგვტ. „მაჭახელა 1“ ჰესისა და 20 მგვტ „მაჭახელა 2“ ჰესზე. ფონდის ვარაუდით, მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს, ჯამური დადგმული სიმძლავრე უნდა იყოს 42 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 250 GWh.

 

მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მაჭახლის ხეობის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით ამ პროექტის განხორციელება მდინარე მაჭახელაზე. მაჭახელის ხეობა წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში ყველაზე მაღალმთიან ბიომრავალფეროვნების უნიკალურობით და მაღალი ხარისხით გამორჩეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს. მჭიდროდ დასახლებული სოფლები, ძირითადად, გაშენებულია მთის ფერდობებსა და მდინარე მაჭახელას გასწვრივ.

 

ხეობის მოსახლეობამ უძველესი დროიდანვე მდიდარი კლტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა შექმნა. აქ დამზადდა პირველი ცეცხლსასროლი იარაღი „მაჭახელას“ სახელწოდებით, აიგო მრავლი ციხესიმაგრე, დღემდე მნახველთა განცვიფრებას იწვევს აქ არსებული მარან-საწნახლები, მოქმედი ქვისთაღიანი ხიდები და სხვა.

 

ხეობის უნიკალურობის განმსაზღვრელია მდინარე მაჭახელა, რომელიცსათავეს თურქეთის სახელმწიფო საზღვრებიდან იღებს. მდინარე მაჭახელაში ტოფობს, ანუ ქვირითობს საქართველოს შავი ზღვის თევზის ენდემური სახეობა ორაგული (კალმახი), რომელიც  წითელ ნუსხაშია შეტანილი. სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე ხეობის დიდი ნაწილი 2012 წლის მაისიდან გამოცხადდა ეროვნულ პარკად. ჰესების მშენებლობა გამოიწვევს მდინარე მაჭახლის გაქრობას, ეროზიულ პროცესების გააქტიურებას, მოსახლეობის ტარდიციული ცხოვერების წესის შეცვლას, ადამიანის საარსებო გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტული ფასეულობების მოშლას და ამ უნიკალურობის გაქრობის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

 

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მოსახლეობის ნების საწინაღმდეგოდ ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, რომელიც, ჯერჯერობით, არაა დაწყებული. ვითხოვთ, დროულად შეჩერდეს აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა“.

კანონი გარემოს წინააღმდეგ


<!** Image 1 align="" alt="ახალი კანონი - ხე-ტყის უკანონო ჭრის საფრთხე" sub="ახალი კანონი - ხე-ტყის უკანონო ჭრის საფრთხე" width="600" height="512" >


მანანა ქველიაშვილი

არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხე-ტყის მართვის სისტემაში მთელი რიგი  ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების თანახმად ტყით სარგებლობა უკონტროლო გახდა. გარემოსდამცველები მთავრობას წინა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებების გაუქმებას  სთხოვენ. 

გაზრდილი შემოსავლები უმაღლეს საბჭოს ახალი დეპუტატებისთვის

ლელა დუმბაძე


აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-მა დეპუტატმა და დაახლოებით 138-მა თანამშრომელმა ერთი წლის განმავლობაში 4, 313 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. ამ უწყებაში არც თუ ისე ცოტა თანამშრომელი ყოველთვიურად 3 ათასი ლარის შემოსავალს იღებს, მაშინ როცა პენსიონერის წლიური შემოსავალი მხოლოდ 1200 ლარია. უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების თქმით, ბიუჯეტი გადაიხედება, თუმცა არ შემცირდება. მათ, ისე როგორც წინა ხელისუფლებას, მაღალი შემოსავალი „ქმედითი და ეფექტური მუშაობისთვის“  სჭირდებათ. 




რა თანამდებობას დაიკავებს არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობაში

 ნათია ზოიძე

 

ამ ეტაპზე კოალიცია „ქართული ოცნება” სამ კანდიდატურას განიხილავს,  ერთ-ერთი  ჯემალ ფუტკარაძეა,  ფარმაცევტი  და  უკვე  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მეორე  კანდიდატურა არჩილ ხაბაძეა, „ქართუ ბანკის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ბოლო ორი დღის მანძილზე ცნობილი გახდა მესამე კანდიდატურის, არმაზ ახვლედიანის შესახებ. 

 

თაგო – სოფელი საბაგირო გზაზე

 

27 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის პატარა სოფელი –  თაგო გარესამყაროს საბაგირო გზით უკავშირდება. ამ უჩვეულო ტრანსპორტის სახეობას სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოფლამდე მისასვლელი ექვსკილომეტრიანი სამანქანო გზა დაზიანებულია და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი,  საბაგირო გზის მეშვეობით კი 8 წუთში უკვე თაგოში ხარ.

ეროზია და ზღვის მომატებული დონე – კლიმატის ცვლილების გავლენა აჭარაში

მარინა შვანგირაძე, კლიმატის ცვლილების მესამე ეროვნული შეტყობინების მენეჯერი 

როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება

ცაგო კახაბერიძე

 

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. მერიის პროექტი წარმატებით გახორციელდა, თუმცა იმ ადგილზე, სადაც კორუბკინების სახლი იდგა,  გზა არ გასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ ნაწილად იქცა, კანონი კი ბულვარის გაშენებითვის ქონების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.  

არჩევნები ბათუმში – ამომრჩეველი საკუთარი კალმებით, ყალბი პასპორტები და უბნის გარეთ დარჩენილი დამკვირვებლები

 ცაგო კახაბერიძე

 

ამომრჩევლები დილის რვა საათიდან საარჩევნო უბნებთან რიგში ჩადგნენმათგან უმეტესობამ ბიულეტენზე სასურველი პარტია საკუთარი კალმით შემოხაზა. ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველმა მარკირების პროცესის არ ჩატარება და სხვა ტიპის დარღვევებიც გააპროტესტაიურისტთა ასოციაციის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო ტავლალაშვილის თქმით კი, რომელიც ბათუმში საარჩევნო პროცესს 2003 წლიდან აკვირდება, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებულობა და ის, რომ შედეგებზე შესაძლო გავლენის მომხდენი დარღვევები ბათუმში არ დაფისირებულა, ამომრჩეველთა აქტივობამ განაპირობა.

ბათუმელი ჩოგბურთელი „როლან-გაროსის“ მოგებაზე ოცნებობს

ირაკლი დარცმელიძე


14 წლის მარი ბოლქვაძე ბათუმის სკოლალიცეუმ ევრო-2000ის მეათე კლასის მოსწავლეა. უკვე ექვსი წელია, რაც იგი ჩოგბურთს თამაშობს. თუ სპეციალისტებს ვენდობით, მარის დიდი მომავალი აქვს, რასაც ყველა შეჯიბრზე ამტკიცებს. ასე იყო ამჯერადაც. ბათუმის ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე, მართალია, მარიმ პირველი შეხვედრა წააგო, მაგრამ მის მეტოქეს, რუს ევგენია პაშკოვას, რომელიც ტურნირის რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე იმყოფებოდა, ბათუმელი ჩოგბურთელის ძლევა აშკარად გაუჭირდა.


<!** Image 1 align="left" width="300" height="2592" >

უმცირესობები – მეორეხარისხოვანი თემა არასამთავრობო სექტორისთვის

 ლელა დუმბაძე

 

აჭარაში ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების პრობლემებზე მიზნობრივად არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ მუშაობს. ამ სექტორში ზოგს მიაჩნია, რომ უმცირესობების უფლებებზე საუბარი, თუნდაც სიტყვის თავისუფლების მდგომარეობიდან გამომდინარე, მეორეხარისხოვანია. სხვა ჯგუფის აზრით კი, უმცირესობების პრობლემები ქვეყანაში ნამდვილად არსებობს

სასურსათო მაღაზიების ძარცვის სერია

ეკა ბარამიძე 

 

ქედაში 20 დღის განმავლობაში შვიდი სასურსათო მაღაზია გაძარცვეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ფაქტებს ქედის პოლიციის სამმართველო იძიებს.  

„ღარიბი“ და „გაღლეტილი“ მაღალჩინოსნების ოფიციალური ქონება

ეთერ თურაძე 

 

„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გამოცხადებისთანავე, 2009 წლიდან, საჯარო მოხელეების ხელფასებმა ზრდა დაიწყო. ერთდროულად – ქამრების შემოჭერისა და ხელფასების გასამმაგების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტი იყო. 2012 წელს კი, ქვეყნის პარლამენტში მისულმა პრეზიდენტმა, თავის მინისტრებს ღარიბები, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოხელეს კი „გაღლეტილი“ უწოდა. 


ერთი დღე ქედის ყველაზე პატარა სოფელში

 

ქოსოფელი ქედის მუნიციპალიტეტში ყველაზე პატარა სოფელია. აქ 27 კომლი, სულ 83 ადამიანი ცხოვრობს. მთავარ პრობლემად ამ სოფელში უმუშევრობას ასახელებენ. მოსახლეობა მოახლოებულ არჩევნებს იმედისთვალით უყურებს და ცვლილებების მოლოდინშია.

 

ქობულეთში ხანძრის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთში, ხანძრის შედეგად დაშავებული რევაზ სირაძე დღეს, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. რევაზ სირაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო. დაშავებული თბილისში, დამწვრობის ცენტრში გუშინ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.   

 

 

შეტყობინება ხანძრის შესახებ ქობულეთის სახანძრო სამსახურმა, ამ სამსახურის რაზმის უფროსის, ჯიმშერ ევგენიძის თქმით, გუშინ, დილის ათის ნახევარზე მიიღო. ცეცხლი კერძო სახლს კოსტავას ქუჩაზე წაეკიდა. მეხანძრეები ამბობენ, რომ მათ არ იციან კონკრეტულად რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა პირველად ვერსიად ბუნებრივი აირის ღია ონკანს განიხილავენ: „შესაძლოა დაზარალებულმა შუქი აანთო სახლში შესვლისას და ამან გამოიწვია ხანძარი” – ამბობენ ქობულეთის სახანძრო სამსახურში. მეხანძრეების თქმით, ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე მდებარე ოთახი: გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები.   

 

 

ხანძრის გაჩენის მიზეზებს ქობულეთის პოლიცია იკვლევს, სადაც ხანძრის მიზეზად ასევე ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

სად შოულობენ სტუდენტები ჯიბის ფულს

მოამზადა ქეთი ლაბაძემ 

 

 <!** Image 1 align="left" alt="გოჩა სურგულაძე" sub="გოჩა სურგულაძე" width="150" height="1041" >

გოჩა სურგულაძე:  ზაფხულში გართობა ძალიან მიყვარს, მაგრამ გართობა მაშინ შეწყდა, როდესაც მატერიალურ შესაძლებლობაზე დავფიქრდი… წელს მინდა სწავლის საფასური მე თვითონ დავფარო, ყოველდღიურადაც მჭირდება ჯიბის ფული, სტუდენტურ დასაქმებაში მიღებული ჰონორარი და ასევე ოჯახის საზაფხულო შემოსავალი ვეღარ წვდება ხარჯებს. სწორედ ამან გადამაწყვეტინა გარკვეული სახის შემოსავალი მეც შემომეტანა საკუთარი თავისთვის მაინც და ოჯახს მხრებზე მძიმედ არ დავწოლოდი. საკუთარ ქვეყანაში სამუშაო ვერ ვიშოვე, გადავწყვიტე უცხოეთში მეცადა ბედი…. ამჟამად ვმუშაობ სტამბულში. ვიმედოვნებ, მომავალში მაინც გამიმართლებს და დავისვენებ მეგობრებთან ერთად.

საწვავი და მონოპოლისტები

 ეთერ თურაძე 

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ნათიქ ჯავადლის ინფორმაციით, ერთი ლიტრი დიზელის საწვავი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 45 კაპიკი, ანუ 95 თეთრი ღირს. რატომ ღირს საქართველოში 1 ლიტრი დიზელის საწვავი 2,3 ლარი, როდესაც საწვავის ეს სახეობა თითქმის ასი პროცენტით აზერბაიჯანიდან შემოდის?ვინ იგებს ამით და ვინ ზარალდება? – გასულ კვირას „ბათუმელები” ამის გარკვევას შეეცადა. 

“სად წავიდა სკამები?”

 

ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული  პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ უმაღლესი საბჭოსა და საპარლამენტო   არჩევნებში მონაწილეობს. მოძრაობაში განხეთქილების შემდეგ ნოღაიდელმა  სიტყვა „მოძრაობა“ შეცვალა და  ახალი პარტია – „სამართლიანი საქართველოსთვის“ დაარსა. ამჟამად ნოღაიდელი  მის მიერ დაფუძნებული მოძრაობის რიგითი წევრია და ამავე დროს 2011 წლის 24 იანვარს დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარე. პარტია, რომელსაც ექსპრემიერი ხელმძღვანელობს,  არჩევნებში არ მონაწილეობს. ყოფილი თანამებრძოლები კი ნოღაიდელს სასამართლოში ედავებიან და 350 ათასი  დოლარის დავალიანების დაფარვას სთხოვენ. ნოღაიდელი დავალიანებას არ აღიარებს.

 

ავტოავარია ბათუმში

 <!** Image 1 align="middle" width="600" height="2448" >

 

დღეს ავტოავარია მოხდა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. „ნიკორას“ ფურგონი და BMW -ეს ტიპის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, შეჯახების შედეგად დაშავებულები არ არიან.  

 

ქეთი ლაბაძის ფოტო  

 

 

სტუდენტური ოლიმპიადა კონსტიტუციურ სამართალში

დღეს, ბათუმის სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ გაიხსნა II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში. ღონისძიება კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. ოლიმპიადაში  შვიდი სახელმწიფოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

 

ქეთი ჟვანია  

„მოდერნიზებული” მატარებელი თბილისი-ბათუმი

მთელი წელი ველოდებით მეგობრები ზღვაზე წასვლას. მგზავრობა წარმოგვიდგენია სასიამოვნო – ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში აუცილებელია კომფორტი, ამიტომ გადავწყვიტეთ ბათუმში ე.წ. „მოდერნიზებული“ მატარებლით წავსულიყავით.  

 

ქეთა ფერაძე  

უმაღლესი საბჭოს არჩევნები – ვის აირჩევს აჭარა

 სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ უსკოსთვის წარდგენილი სიების პირველი ათეული 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: რობერტ ჩხაიძე –  ბათუმის მერი, ასმათ დიასამიძე – მოქმედი დეპუტატი, ირაკლი კვერღელიძე – კომპანია `ორბი ჯგუფის~ დირექტორი, ფრიდონ სირაბიძე – ქედის საავადმყოფოს დირექტორი, პეტრე ზამბახიძე – მოქმედი დეპუტატი, ეკა თარგამაძე – ბათუმის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, მურმან ბერიძე – მოქმედი დეპუტატი, გელა დეკანაძე – მოქმედი დეპუტატი, ვაჟა ბოლქვაძე  მოქმედი დეპუტატი, გიორგი შარაშიძე – არასაუწყებო დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი. 

 

 

„ქართული ოცნება“: ავთო ბერიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი, გია მასალკინი – ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი, მედეა ვასაძე – ადვოკატი, სულხან ღლონტი -საზოგადოებრივ ურთიერთობათა სპეციალისტი, ჯემალ ფუტკარაძე – ფარმაცევტი, დავით ბაციკაძე – ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე ჩიტიშვილი – ინჟინერი, ირაკლი (მაილო) ჯაში –  ბიზნესმენი, სვეტა კუდბა – წმინდა ნინასა და ფრანჩესკას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, მერაბ აბაშიძე – ფილოსოფოსი.

 

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“: ნიაზ ზოსიძე – მოქმედი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე – მოქმედი დეპუტატი, მურმან დავითაძე – უმაღლეს საბჭოში სამდივნოს უფროსი, ზაზა შაშიკაძე – მოქმედი დეპუტატი, გიორგი მახარაშვილი –  ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რუსლან ბარამიძე – უმაღლეს საბჭოში ფრაქციის კოორდინატორი, ნინო მელქაძე – პარტიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნადეჟდა ჯაბნიძე – პედაგოგი, ნუგზარ ბაჯელიძე –  პარტიის ქობულეთის ორგანიზაციის კოორდინატორი, რობერტ ხოზრევანიძე – პარტიის ხულოს ორგანიზაციის კოორდინატორი.

 

მეკობრეების პირისპირ

„ბერეგზე“ პატარა სასწავლო გემი „კაპიტანი ოთარ ჩახვაძე“ ირწევა. აქ მეზღვაურთა სასწავლო ცენტრის, „ანრის“ კურსანტები გადიან საზღვაო პრაქტიკას. ეკიპაჟს გამოცდილი  კაპიტანი ბადრი ბერიძე მეთაურობს. მისი საზღვაო ცხოვრება მდიდარია საინტერესო მოვლენებით. ზოგი მოგონება ისეთია, ფილმის გადაღება მოგინდება კაცს.

 

ბადრი თევზაძე

რა ელის არასერთიფიცირებულ მასწავლებელს

 ვადა კიდევ ერთი წლით გაზარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგებს სასურველი სერტიფიკატის მიღების შანსი კიდევ ორჯერ მიეცემათ. ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს, გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არასერტიფიცირებულ პედაგოგებს სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ. განსხვავებულად ფიქრობენ დირექტორები, მათი თქმით „მასწავლებელი, რომელმაც სახელმწიფოს თავისი კვალიფიკაცია დაუმტკიცა, სკოლაში არასერტიფიცირებულ მასწავლებელს შეავიწროებს.“

 

ცაგო კახაბერიძე

სახლი ხის პალოებზე

 ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოლოგანში, ყოფილი სკოლის ორსართულიან შენობაში წლებია ოთხი უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. ერთი შეხედვითაც შესამჩნევია, რომ სახლი დეფორმირებულია, ქვის კაპიტალური საძირკველი ჩამოშლილია და აქ მცხოვრებ ადამიანებს ხის პალოებით აქვთ გამაგრებული.

თუმცა ჩანს, რომ ასეთი გამაგრება სახლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, კედლებს ხვრელები გაუჩნდა და როგორც მოსახლეობა ამბობს, იმის შიშით, რომ სახლი არ ჩამოიშალოს, სახლის სახურავს ზამთარში მცირე ნალექის მოსვლისასაც კი ხშირ-ხშირად წმენდენ. სახურავიდან წყალი ჩამოდის და წვიმისგან თავის დასაცავად ოთახებში მეტალისა და პლასმასის ჭურჭელი დევს.  

 

ეკა ბარამიძე  

Exit mobile version