მოგზაურობა, როგორც ნარკოტიკი

 

თუ კოცონთან ღამე არ გითევია, უცნობი ადამიანი ერთ ღამეში, ცეცხლის პირას მოყოლილი ამბებით თუ არ გაგიცნია, დილას ჩიტებს და ტყის შრიალს არ გაუღვიძებიხარ, ხოლო  ტანსაცმელს კვამლის სუნი არ ჰქონია, თუ ხევში არ დაკარგულხარ, თუ დიდი ხნის ფეხით სიარულის შემდეგ, მხრიდან მძიმე ჩანთის მოხსნის და ჩრდილში თავის შეფარების გემო არ იცი, თუ არც ანაკომის სუპის გემო არ იცი და არც სასურველი მწვერვალის მიღწევის სიხარული არ განგიცდია – მაშინ  ცხოვრებაში  ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჯერ წინ გქონია. ეს სტატია არის ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურობას, რუტინას, ქალაქს, ნაცნობებს დროებით გაურბიან, ბევრს მოგზაურობენ, საკუთარ თავს იცნობენ და ახალ მწვერვალებს იპყრობენ. 

მიწა შესაძლოა გაძვირდეს

 

 

შეიცვლება და განვითარდება თუ არა მიწის ბაზარი  მთავრობის აგრარული პოლიტიკის შედეგად?

როცა მეთევზე თევზს მდინარეში აბრუნებს

 

Fly fishing -ი ანუ როგორც მას უწოდებენ ხელოვნურ სატყუარაზე თევზაობა, საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. თევზაობის ამ სტილს ერთეულები მისდევენ. ნიკა ზურაბიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოში Fly fishing -ს მისდევს. თევზაობის ამ ფორმის მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ მეთევზე თევზის მოსაზიდად არ იყენებს ბუნებრივ სატყუარას და დაჭერილ თევზს უკან,  მდინარეში აბრუნებს.  

ჩაქვში ძლიერი ხანძარია



 20:30  უკვე ორ საათზე მეტია დაბა ჩაქვში ხანძარის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ძლიერი ქარი თავიდან აღვივებს ცეცხლს. 

როგორც “ბათუმელებს” ადგილზე მყოფი მოსახლეობა სატელეფონო საუბრისას ატყობინებს, მეხანძრეებმა ხანძრის ადგილას ხეების მოჭრა დაიწყეს ხანძრის ლოკალიზების მიზნით. 

 

ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა მუშაობს, მათ წყალი მოსახლეობიდან და ზღვიდან მოაქვთ. 

თვითნასწავლი ხელოვანის პერსონალური გამოფენა

 <!** Image 2 align="left" width="300" height="576" >

დღეს ხარიტონ ახვლედიანის ხელოვნებათმცოდნეობის მუზეუმში თვითნასწავლი ხელოვანის ვარდო დიასამიძის ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

 

გამოფენის ავტორმა სტუმრებს 40-მდე ნამუშევარი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, ყოველგვარი დამხმარე ინსტრუმენტების გარეშე, საქსოვი ძაფითა და ჩხირებითაა შესრულებული.

როგორც ხელოვანი იხსენებს, მისი ნამუშევრები საზოგადოებამ პირველად პროექტ „ნიჭიერის“ კასტინგზე ნახა. მართალია, ის პროექტში არ მიიღეს, მაგრამ ავტორის თქმით, კასტინგზე მისვლა მისთვის მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან საზოგადოება მისი ნამუშევრებით დაინტერესდა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ, ნამუშევრების პრეზენტაცია ბათუმის „პრესკაფეში“ გამართა, თუმცა იქ ნამუშევრების მცირე ნაწილი იყო წარდგენილი, სწორედ ამ დღეს ბათუმის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლის ინგა დიასამიძისგან მიიღო შეთავაზება, რომ პერსონალური გამოფენა გაემართათ.

როგორც მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ინგა დიასამიძე აცხადებს, მას შემდეგ რაც ვარდო დიასამიძის ნამუშევრებს გაეცნო, გაუჩნდა იდეა, რომ „მუზეუმში, რომელიც ძალიან დიდ ისტორიას ინახავს, ყოფილიყო ქალბატონი ვარდოს ნამუშევრების გამოფენა“.

 

 

 

სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ბათუმს შემოერთებული კომლებიც მიიღებენ

 

ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს დეპუტატის ნოდარ დუმბაძის განცხადებას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე გამოეხმაურა.


როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, ამ ეტაპზე სასოფლო სამეურნეო ბარათი მოსახლეობის იმ ნაწილს გადაეცა, ვინც 2500 კვადრატულ მეტრზე მეტ სახნავ-სათეს მიწას ფლობს.

მისივე თქმით, მომავალი კვირიდან სამინისტრო აპირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელ მოსახლეობას ინვენტარისა და სასუქების შესაძენად გადასცეს სასოფლო-სამეურნეო ბარათი, რომელიც 100 ლარით იქნება განსაზღვრული.


მინისტრის მოადგილის თქმით, ვაუჩერს მიიღებს მოსახლეობის ის ნაწილიც, ვინც ფლობს მრავალწლიან სახნავ-სათეს მიწებს. ამ კატეგორიის მფლობელებს, 2500 კვადრატულ მიწაზე  5100 ლარი გადაეცემა.

დარჩება თუ არა ბათუმს შემოერთებული სოფლები ვაუჩერის გარეშე

 

<!** Image 1 align="left" alt="ნოდარ დუმბაძე" sub="ნოდარ დუმბაძე" width="300" height="576" >

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქ ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას მოითხოვს.

 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანმა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიებს კვლავ აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი. შესაბამისად, გაუმართლებელია მათ ვაუჩერები რომ ვერ მიიღონ.

 

მისი თქმით, შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 11 ათასი ოჯახი იხდის სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადს, ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მათ ვაუჩერები უნდა მიიღონ.

 

ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს არაერთხელ გადასცეს სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი. შესაბამისად, მთავრობამ აუცილებლად უნდა განმარტოს თუ რატომ არ მისცეს მათ ვაუჩერები.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელები“ მოგვიანებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას გამოაქვეყნებს.

 

 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის სოფლები, რომლებიც ბათუმს ესაზღვრებოდა, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, 2011 წელს ბათუმს შემოუერთდა. 

ღია კარის დღე და კონცერტი მე-12 კლასელებისთვის


დღეს 2 სათზე ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბათუმის რუსთველის უნივერსიტეტი ატარებს ღია კარის დღეს მე-12 კლასელებისთვის. ეს ამ აქციის დასკვნითი ეტაპია, მანამდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს სკოლებში მართავდნენ. „ჩვენ შევხვდით აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ყველა მე-12 კლასელს. გავაცანით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სოციალური, ასევე გაცვლითი პროგრამები და ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს“, – ამბობს ნინო დოლიძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ნინო დოლიძის ინფორმაციით, დღეს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მე-12 კლასელებისთვის ლუკა ზაქარიაძე, თამუნა მიქელაძე, სოფო პაპუაშვილი და სხვები, ანუ ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი და ამჟამინდელი სტუდენტები იმღერებენ.

მინისტრის მოადგილეები ექიმების ხელფასების შესასწავლად სოფლებში


დღეს დილიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაემგზავრნენ. მათი მიზანი, სოფლებში იმ ექიმებისა და ექთნების რაოდენობის დადგენაა, რომლებსაც დაბალი ხელფასები აქვთ. საპარლამეტო არჩევნების შემდეგ კვირას სოფლებში დასაქმებულმა ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აღარ აპირებენ მიზერული ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებას.



აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში სამედიცინო პერსონალის მატერიალურ წახალისებას ითვალისწინებს. ამ მიზნით  სამინისტროს ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარი გამოიყო.


პროგრამის ფარგლებში 27 ექიმი, ვისაც დაბალი ანაზღაურება აქვს (ძირითადად ვიწრო სპეციალობის ექიმები), ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარს მიიღებენ. „დაბალ ხელფასში იგულისხმება 200-250 ლარი. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ დაბალ ხელფასზე თითქმის არავინ მუშაობს, რადგან, ჯერჯერობით, სამინისტროში არც ერთი განცხადება არ შემოსულა“, – ამბობს „ბათუმეელბთან“ სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე.

 

სოფლებში დასაქმებული ექიმების გადინების ფაქტი დაფიქსირდა ბათუმში ახლახან გახსნილ რეფერალურ საავადმყოფოში.

 

იგივე პროგრამის მიხედვით, ხელფასზე 120 ლარია დანამატს მიიღებენ ექთნებიც. ლელა სურმანიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პროგრამას თანხა დაემატება.

ქალაქის და სოფლის სკოლა

 

 

მე სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში ვსწავლობ და მინდა გესაუბროთ იმ განსხვავებების შესახებ, რაც, ჩემი აზრით, არსებობს ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის. ვფიქრობ, რომ განსხვავება არსებობს და ეს საკმაოდ შესამჩნევია.

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="თამთა კახაბერიძე" sub="თამთა კახაბერიძე" width="400" height="640" >

ჩემი საყვარელი წიგნების ათეული

 

სანამ წერას დავიწყებდი, კიდევ ერთხელ გადავათვალიერე ჩემი პირადი ბიბლიოთეკა და გონებაში წიგნების გადახარისხება დავიწყე, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა. მითუმეტეს, ჯერ არ წამიკითხავს წიგნი, რომელიც არ მომწონებია. ვფიქრობ, ყველა წიგნს აქვს თავისი ხიბლი, უბრალოდ, გააჩნია რა დროს, რა ვითარებაში, როგორი განწყობით კითხულობ მას. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც მაქვს გამორჩეულად საყვარელი წიგნები, მაგრამ ახლა მხოლოდ ათი უნდა წარმოვადგინო და თან ათეულში თავისი ადგილიც მივანიჭო – ძალიან რთულია :)

 

<!** Image 1 align="middle" alt="თათია ბოლქვაძე" sub="თათია ბოლქვაძე" width="400" height="640" >

მონეტების კოლექცია და ავტომანქანა გულის ორნამენტებით – გამოფენა ხელვაჩაურში

ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, 14 თებერვალს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში  ცენტრის წევრების მიერ შექმნილი ხელნაკეთების, მაკეტების და სხვადასხვა კოლექციების გამოფენა გაიმართა.  ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონეტებისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შეგროვებით.

ნეიროქირურგი, რომელიც რეჟისორობაზე ოცნებობს

ცაგო კახაბერიძე

 

ხან დღეში ოთხი ოპერაცია, ხან მორიგეობის დილიდან დილამდე გადაბმა და ტრავმებთან ბრძოლა  უწევს, დამღლელი დღის შემდეგ კი ხსნა კინოშია. თუ შეთავაზება მოსწონს, კინოთეატრში მიდის, უფრო ხშირად კი ნოუთბუკის საშუალებით  საყვარელ რეჟისორს ეძებს და ასე სხვა სამყაროში გადადის. ამ დროს ისიც რეჟისორობაზე ოცნებობს და არც იმას გამორიცხავს, რომ ოდესმე ფილმს თავადაც გადაიღებს. მის საყვარელ საქმიანობათა შორის ხეზე კვეთაც შედის. ამ ყველაფერზე ერთად კი ნეიროქირურგი  ლადო ბაზიაშვილი  იმდენად ერთნაირი  ემოციით ყვება, რომ საუბრის დასასრულს ჩნდება კითხვა – ვინ უფრო ხარ?

ხელვაჩაურში რწმუნებულები დაითხოვეს

მანანა ქველიაშვილი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის თემში შემავალი 5 სოფლის რწმუნებულმა განცხადებები დაწერეს და სამსახურიდან წავიდნენ.  ზედა ჭარნალის ყოფილი რწმუნებული ნოდარ მიქელაძე აცხადებს, რომ მას განცხადების დაწერა აიძულეს და მოსთხოვეს  სამსახურიდან წასულიყო. 

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებულთა შემსწავლელი კომისია შექმნა

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შესწავლისა და ზარალის აღრიცხვის მიზნით ახალი სამთავრობო კომისია შექმნა. კომისიას სამასამდე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახის სახლების შესწავლა-დასურათებისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მთავრობისათვის წარსადგენად 20 დღიანი ვადა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განუსაზღვრეს.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განმარტებით წინა სალიკვიდაციო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა მთავრობისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა: „მაგალითად დაზარალებულისთვის შვიდი ათი ან რვა ათასი ლარის გამოყოფის შემთხვევაში კომისიამ ვერ დაასაბუთა, რომ რეალურად ეს თანხა საკმარისია მისი პირობების გასაუმჯობესებლად.“

 

აჭარის ტერიტორიაზე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ კომისიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე რამაზ ჯინჯარაძე უხელმძღვანელებს. 

 

<!** Image 1 align="middle" alt="აჭარის მთავრობის სხდომა" sub="აჭარის მთავრობის სხდომა" width="500" height="2848" >

მაღალმთიან აჭარაში ექიმები დაბალი ხელფასის გამო სამსახურს ტოვებენ

ეკა ბარამიძე

ხულოსა და შუახევის საავადმყოფოებს ექიმები ტოვებენ. მათი წასვლის მიზეზად სადაზღვევო კომპანიის სახელფასო პოლიტიკა სახელდება. ექიმების ანაზღაურება დაბალია.

აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ რჩებიან

 

ცაგო კახაბერიძე

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესასწავლად შეპირებული სამთავრობო კომისია არ შექმნილა: „მაგრამ წალკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებლის პრობლემა აღარ აქვთ, ყველაფერი მოგვარდა.“ 

 

 

„არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. არც კომისია შექმნილა და არც მთავრობა გამოგვხმაურებია. კიდევ ორი ოჯახი გაასახლეს ბერძენმა მეპატრონეებმა სოფელ ავრანლოდან“ – ამბობენ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში ჩასახლებული ეკომიგრანტები „ბათუმელებთან“  სატელეფონო საუბარში.

 

 

მაღალმთიანი აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს გასული წლის შემოდგომის მიწურულს საცხოვრებელი სახლისა და მშობლიური მიწა-წყლის დატოვება მეორედ მოუწიათ. ამჯერად მიზეზი სტიქიური უბედურება არ გამხდარა, მათ სახლების დაცლა ბერძენმა მეპატრონეებმა აიძულეს.  

 

 

2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ეკომიგრანტებს თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავრობა უახლოეს პერიოდში  დაფარავდა.

 

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით მთავრობამ სახლების საფასური მართლაც დაფარა. წალკის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით  წალკაში 2400-მდე ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანსზე კი მხოლოდ 571 სახლი ირიცხება. 

 

<!** Image 1 align="middle" alt="წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტები" sub="წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტები" width="600" height="300" >

„ბათუმი ყველაზე ნაკლებად სეისმური რეგიონია“

ბოლოს მიწისძვრა საქართველოში 24 იანვარს დაფიქსირდა,  ბიძგები მხოლოდ აპარატმა დააფიქსირა და ის მოსახლეობას არ უგრძნია.  სპეციალისტის განმარტებით, პროცესი 23 დეკემბერს შავ ზღვაში დაფიქსირებულ მიწისძვრას უკავშირდება და ეს შემდგომი „აფთერშოკი“ ანუ  მიმყოლი ბიძგებია, რომელთა სიმძლავრეც თანდათან იკლებს.  პროცესი შავ ზღვაში ჯერ კიდევ გრძელდება.   

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა

საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენცია 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს.  მას შემდეგ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

 

ბათუმის საკრებულოს დილემა

ლელა დუმბაძე


 ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის ოფიციალური წერილი საკრებულოს 12 წევრის ხელმოწერით გასულ კვირას დარეგისტრირდა. საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მიმდინარე კვირას უნდა დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, სადაც გიორგი კირთაძის გადადგომის საკითხი დაისმება.

<!** Image 1 align="" alt="ბათუმის საკრებულო" sub="ბათუმის საკრებულო" width="300" height="300" >

მამაპაპისეული ნაკვეთი 17 ლარად

ცაგო კახაბერიძე

 

17 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე – ეს არი შეთავაზება კომპანიისგან, რომელიც რომელიც მდინარე ჭოროხზე ორ ჰიდორელექტრო სადგურს აშენებს. ამის შესახებ სოფლების, სიმონეთისა და ონტოფოს მოსახლეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა  დღეს ხელვაჩაურის გამგეობაში შეხვედრისას შეატყობინა.

ახალი გამგებელი, საკადრო პოლიტიკა და დაძაბულობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ცაგო კახაბერიძე


ახალი გამგებლის დანიშვნიდან ორი კვირის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება თექვსმეტმა თანამშრომელმა დაწერა.  

ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის

ცაგო კახაბერიძე


იურისტის განმარტება წინასაარჩევნოდ დარეგისტრირებული ნაკვეთების კანონიერებაზე.


<!** Image 1 align="" alt="ირინე ურუშაძე" width="300 " height="457" >



სასამართლო ნაკვეთების წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის კანონიერებაზე იმსჯელებს

 ცაგო კახაბერიძე

 

სასამართლო ნაკვეთების წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის კანონიერებაზე იმსჯელებს – ამის შესახებ სოფელ აჭარისწლის მოსახლეობას სასამართლოდან აცნობეს.  ამ დროისათვის  უწყება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მხოლოდ 18 ოჯახს მიუვიდა, თუმცა სოფელში შიშობენ, რომ  მსგავსი ტენდენცია  შეიძლება სხვა ოჯახების საკუთრებაზეც გავრცელდეს.

ხანძარი ბუკნარში

მაია მიქელაძე, ჩაქვი 

 

4 იანვარს, ღამის პირველ საათზე ხანძრის შედეგად ბუკნარში მდებარე ბარაკების სტილის ხუთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

განხილული საჩივრები და დაუსჯელი საარჩევნო მოხელეები

<!** Image 1 align="left" alt="არჩევნები ბათუმში" sub="არჩევნები ბათუმში" width="300" height="300" >


ცაგო კახაბერიძე



სხვის ნაცვლად გაყალბებული დოკუმენტით ხმის მიცემა და ასობით ნაკლები ბიულეტენი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე – დარღვევების ეს ტედენდენცია  ბათუმში საარჩევნო დღეს დამკვირვებლების საჩივრებში გამოკვეთა. ბათუმის საოლქო კომისიამ არჩევნებიდან მესამე დღეს, საარჩევნო უბნებიდან შესული ასამდე საჩივარი განიხილა. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, რომლებიც საარჩევნო პროცესს წინა წლებშიც აკვირდებოდნენ,  კომისია კანონდამრღვევი საარჩევნო მოხელეების მიმართ ამჯერადაც ლოიალური იყო და ერთი საარჩევნო მოხელის მიერ რამდენიმე უხეში დარღვევის ფაქტის განხილვის შემდეგაც მხოლოდ დისციპლინარული სასჯელით შემოიფარგლა. 



“აჭარ-ენერჯი 2007” “ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

შპს „აჭარ-ენერჯი-2007“-ის განცხადება 2012 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „ბათუმელებში“ (#49 (469)) გამოქვეყნებულ სტატიაში (სახელწოდებით „რა ბედი ელის ჭოროხის ხეობას“) დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. 

 

ბათუმს ტრანსფერები შეუწყდა

ლელა დუმბაძე


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსფერები აჭარისთვის ზედმეტი ფუფუნება იყო.

 

 

ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტი 202 მილიონიდან 87 მილიონზე ჩამოვიდა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ბიუჯეტის შემცირების მიზეზად ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების შეწყვეტას ასახელებს. „ბიუჯეტის პროექტის დაგვიანების მიზეზიც სწორედ ეს იყო. ათ დეკემბერს მერიას ბიუჯეტი უნდა წარმოედგინა, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რადგან ვერც საქართველოს და ვერც აჭარის მთავრობიდან ვერ მივიღეთ პასუხი, ფულს გვაძლევდნენ თუ არა. ახლა გავიგეთ, რომ 6 მილიონი ლარია გამოყოფილი მხოლოდ აჭარის ბიუჯეტიდან, ცენტრალურიდან კი _ ნული. აქედან გამომდინარე ბათუმის ბიუჯეტი ჩამოვა სადღაც 80 მილიონ ლარზე“.


მოსწავლეები კინოს იღებენ

ლელა დუმბაძე

 

 

შორენა, მეგი, სოფო, ჯაბა და მარიამი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მათთვის სასკოლო ფილმების მომზადება ერთგვარი აზარტიც არის და თვითდამკვიდრების გარკვეული ფორმაც. „რატომ ვიღებთ სასკოლო ფილმებს? – ალბათ იმიტომ, რომ გვინდა, ის პრობლემები, რაზეც ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს, მოგვარდეს. საზოგადოებაც ჩვენ ირგვლივ შეიცვალოს. მართალია, მოსწავლის აზრს დღეს არ აქვს დიდი გავლენა, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ“ – ამბობენ მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

<!** Image 1 align="" alt="ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები" sub="ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები" width="400" height="576" >

 

 

 

 

სასკოლო ოლიმპიადების მოტივაციას ზრდის

ლელა დუმბაძე


რატომ განსხვავდება სკოლისა და ილიმპიადის დონეები ერთმანეთისგან

სკოლის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადები დაიწყო. წელს ოლიმპიადას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ორგანიზებას ორგანიზაცია „კინგ’ს-ი იუწევს. პირველი ოლიმპიადა „კინგს“-მა გასულ წელს ჩაატარა, რომლის მხარდამჭერი სპორტისა და ახალაგზრდულ საქმეთა სამინისტრო იყო, ინტელექტუალურ მხარდაჭერას კი საერთაშორისო სკოლა „ბრითიშ ქონექშენი“ უწევდა.

 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ინგლისური ენის ოლიმპიადას მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, მასში გასულ წელს 12 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა: „ამიტომ „ქინგსმა“ გადაწყვიტა, რომ წელსაც ჩაგვეტარებინა ოლიმპიადა. წელს შევთავაზეთ ორი პროექტი:King’s English და King’s Math.“-ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი კვინიკაძე.
რა პრინციპით ადგენენ ოლიმპიადის ტესტებს?

 

„ქინგსის“ მიერ მოწოდებული განმარტებების მიხედვით, ოლიმპიადის ტესტებს ლონდონის ინგლისური ენის სკოლა ადგენს: „აღნიშნული ტესტები შეთავსებადია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ დადგენილ სასწავლო გეგმასთან“. თუმცა, როგორც გასული წლის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, ოლიმპიადის ტესტების დონე გაცილებით მაღალია სკოლის პროგრამაში გათვალისწინებულ დონეზე. `„ენაში პირველი კლასიდან რეპეტიტორებთან ვემზადები, მხოლოდ სკოლის დონით შეუძლებელია ოლიმპიადის ტესტების დაძლევა“ – გვითხრა მაშინ პროექტის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მოსწავლემ, ანა რამიშვილმა.

 

„რა თქმა უნდა მხოლოდ სასკოლო დონის შესაბამისად ვერ დაიწერება ოლიმპიადის ტესტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიჭიერ ბავშვებს ვერ გამოვავლენთ“ _ აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათივე თქმით, მოსწავლეების აქტივობამ გასულ წელთან შედარებით იკლო, რასაც „კინგსის“ წარმომადგენლები არ უკავშირებენ ოლიმპიადაში მონაწილეობის ხარჯებს. პირველ ტურში მონაწილეობა არის უფასო, მეორე ტურში გადასული მოსწავლეები კი იხდიან 15 ლარს. დასკვნითი ტური ტარდება თბილისში, რაც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული. „წელსაც იგივე იქნება გადასახადი, პირველი ტური იმიტომ არის უფასო, რომ ბავშვებმა გააანალიზონ ოლიმპიადის დონე და განსაზღვრონ, უღირთ თუ არა შემდგომ ეტაპში მონაწილეობა. ფინალის ხარჯებიც გავითვალისწინეთ, ამიტომ თბილისის გარდა მესამე ტური ჩატარდება ქუთაისშიც“.

 

როგორც სკოლის მასწავლებლები ამბობენ, სასკოლო პროგრამა ზოგადი უნარ-ჩვევების სწავლებას არ ითვალისწინებს, ოლიმპიადის ტესტების მესამე ეტაპი კი სწორედ უნარ-ჩვევებზე გათვლილი ამოცანებით არის შედგენილი.

 

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის თქმით, „სკოლის პროგრამები პირველ და მეორე ტურში უთანაბრდება ოლიმპიადის დონეს, მაგრამ მესამე ტურში არის ისეთი საკითხები, რომელიც საერთოდ არ აქვთ სკოლაში მოსწავლეებს ნასწავლი. ვერ ვეტყვი, რომ ამის გამო სკოლას უფრო მეტი მოეთხოვება, ეს ალბათ გათვლილია მოსწავლის ინდივიდუალურ მუშაობაზე, დამატებით განათლებაზე. ფაქტია, რომ ოლიმპიადები მშობლებისა და მოსწავლეების მოტივაციას ზრდის. ჩვენი სკოლიდანაც ბევრი მონაწილეობს და გვყავდა გამარჯვებულებიც“.

 

მედეა გვენეტაძის თქმით, უნარ-ჩვევები ცალკე არ ისწავლება, „სასკოლო პროგრამაში შეიძლება მართლაც ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, შეიძლება მართლა ვერ სწვდება, იმას რასაც თანამედროვე სწავლის ბაზარი მოითხოვს, არის რაღაც დეტალები შესაცვლელი და იმედი გვაქვს, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება“.

 

 

აჭარის განათლების სამინისტროს 2013 წლის პრიორიტეტები

ლელა დუმბაძე

 

განათლების სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 33 მილიონ ლარს შეადგენს. 2012 წელს სამინისტროს დაფინანსება 27 მილიონი ლარი იყო. რა შეიცვალა სამინისტროს პრიორიტეტებში და რა რეკომენდაციები მისცეს განათლების მინისტრს  არასამთავრობო ორგანიზაციებმა? – ბიუჯეტის პროექტის განხილვა გასულ კვირას დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში შედგა.  “

 

<!** Image 1 align="" width="300" height="512" >

ენერგო პრო-ჯორჯია: ჩვენი მიზეზით შუქი აღარ გაითიშება

ლელა დუმბაძე



ბლიცინტერვიუ კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი სურმავასთან.

 

–  ბატონო გიორგი, რა კონკრეტული მიზეზების გამო ეთიშება მოსახლეობას ელექტროენერგია ბოლო ხანს ბათუმში და როდემდე გაგრძელდება ასე?

 

_ ჩვენ ტელევიზიითაც გამოვედით, ვაჩვენეთ ის ტრანსფორმატორი, რომელიც ჩაირთო და ვთქვი, რომ დღეიდან გათიშვები აღარ იქნება.

 

_ ამ განცხადების შემდეგ ღამის საათებში მაინც გაითიშა შუქი, რატომ?

 

_ ეს ჩვენი მიზეზით არ იყო გამოწვეული, სათავო ოფისმა გამორთო და ხუთ წუთში ისევ ჩართო. ჩვენი მიზეზით შუქი აღარ გაითიშება. თუ გამოირთო ხაზი, მაშინ კი.

 

მანამდე რა მიზეზით ითიშებოდა?

 

_ მანამდე გამოვცვალეთ 16-მეგავატიანი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი და დავაყენეთ ახალი, 25-მეგავატიანი ძაბვის ტრანსფორმატორი.

 

რატომ არ იგეგმება ტექნიკური სამუშაოები ზაფხულის პერიოდში?

 

_ ახლა გაფუჭდა. დაგვეტოვებინა ახალი წლის დღეებში? ერთი ტრანსფორმატორის იმედზე ხომ არ ვიქნებოდით, სასწრაფოდ მოგვიწია მისი აღდგენა.

 

აძლევთ მოსახლეობას გარანტიას, რომ ამის შემდეგ ინტენსიურად აღარ გაითიშება ელექტროენერგია, თანაც გაუფრთხილებლად?

 

_ გარანტია არაფრის არ არსებობს. თუ მოხდა საგანგებო შემთხვევა და დაზიანდა, ეს ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს, სპეციალურად არავინ არ გამორთავს.

 

_ მოსახლეობაში უკვე იყო საუბარი საბოტაჟზე თქვენი მხრიდან…

 

_ ხალხი ბევრ რამეზე საუბრობს… ჩვენ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ერთსაათიანი შეზღუდვები იქნებოდა და მეტი რა ვქნათ.

 

_ ანუ შეზღუდვები დასრულდა?

 

_ დასრულდა, 20 დეკემბერს ჩავრთეთ სარელეო ხაზი, შეიძლება იქ მოხდეს რაღაც და ხუთი, მაქსიმუმ ათი წუთით გაითიშოს, მაგრამ ოპერატიულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

 

 

„ენერგო პრო“ ჩეხური კომპანიაა. საქართველოში „ენერგო-პრო“ ჯგუფის პროექტი განხორციელდა ჩეხეთის ექსპორტბანკის მხარდაჭერით, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა.

„ფუფუნება“ დასრულდა

ლელა დუმბაძე

 

როგორ ხვდება ბათუმი ახალ წელს 

 

<!** Image 1 align="" width="300" height="512" >

 

ბათუმს, წინა წლებთან შედარებით, 2013 წლისთვის მოკრძალებული საახალწლო პროგრამა ექნება. ქალაქი, რომელიც განებივრებული იყო მსოფლიოში ცნობილი მომღერლების კონცერტებით, წელს მხოლოდ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და საბავშვო ჯგუფების შემოქმედებით უნდა დაკმაყოფილდეს. ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მსგავსი ფუფუნებისთვის ბიუჯეტის ფული არ უნდა იხარჯებოდეს.

Exit mobile version