მუჰაჯირების ფოლკლორი

თინა შიოშვილი, რსუ-ის პროფესორი

 

 

<!** Image 2 align="" width="500" height="643" > 

3-23 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუდმივმოქმედმა კომპლექსურმა ექსპედიციამ იმუშავა თურქეთის რესპუბლიკაში – უნიეს, ორდუსა და ფაცას რეგიონებში – მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებთან (ექსპედიციის მეცნიერ-ხელმძღვანელები: რსუ პროფესორები მამია ფაღავა და ზაზა შაშიკაძე; წევრები: რსუ პროფესორები: თინა შიოშვილი, მაია ბარამიძე, ნუგზარ მგელაძე, მალხაზ ჩოხარაძე; ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი გიორგი მახარაშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი რუსლან ბარამიძე, რსუ მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი მარიამ ჩოხარაძე.

ექსპედიციამ გამოავლინა საინტერესო ფოლკლორული, ეთნოგრაფიული, დიალექტოლოგიური და ისტორიული მასალა, რაც დიდად წაადგება აჭარიდან მიგრირებული ჩვენებურების ყოფისა და კულტურის მეცნიერულ შესწავლას.  

ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ ქართველ მუჰაჯირთა შორის გავრცელებულ ზეპირსიტყვიერებას, რომელიც მე ჩავიწერე. ექსპედიციის მიერ მოპოვებული ფოლკლორული მასალის ეს მცირედი ნაწილიც საკმარისია დასკვნისათვის: ისტორიული ბედუკუღმართობის გამო აჭარიდან ლტოლვილი ჩვენებურების ზეპირსიტყვიერება ერთიანი ქართული (უფრო კი – აჭარული) ფოლკლორული სივრცის ორგანული ნაწილია.

გაყალბებული არჩევნებიდან დაბრუნებულები – ამბის გაგრძელება

 ბათუმის #79 ოლქის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, საინფორმაციო დაფაზე უკვე გამოაკრეს იმ პირთა სია, რომლებიც საოლქო კომისიამ საარჩევნო უბნების დასაკომპლექტებლად შეარჩია. ამ სიაში ის ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებიც ცესკომ 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ დარღვევების გამო დაითხოვა, ოლქის შედეგები კი მთლიანად გააბათილა.   

 

ცაგო კახაბერიძე

ხელვაჩაურის გამგებელი გადადგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე თანამდებობიდან გადადგა. მისo განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე საკრებულომ უკვე დააკმაყოფილა. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე გურამ საფარიძე ასრულებს.

 

ცაგო კახაბერიძე  

ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

 დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს მერის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტეს. რობერტ ჩხაიძე პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

 

 

პეტრას ციხეზე მოიჯარემ უარი თქვა

Georgien Invest International Companiy პეტრას ციხის იჯარის წესით მიღებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ბათუმელებთან“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ქვრივიშვილმა განაცხადა, უარის თქმის მიზეზებზე კი საუბარი არ ისურვა. კითხვას, ხომ არ გახდა ამის მიზეზი ეკლესიის, როგორც მესაკუთრის დამოკიდებულების დაფიქსირება ციხის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, მან არ უპასუხა. 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გამოცემული განკარგულებით Georgien Invest International Companiy-ს პეტრას ციხე 45 წლის ვადით იჯარის წესით, სიმბოლურად ფასად, 1 ლარად უნდა გადასცემოდა.

 

კომპანიას იჯარის წესით უნდა მიეღო ასევე პეტრას ციხესთან არსებული 32 179 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე განკარგულებით განსაზღვრული იყო ასევე ვალდებულებები, რომლის თანახმადაც მოიჯარეს ციხის ჩრდილოეთის კედლის აღდგენა, ისტორიულ ობიექტებთან მისასვლელი ბილიკის მშენებლობა, ძეგლის დაზიანებული ნაწილების გამაგრება, მისასვლელი ადგილის მშენებლობა, სალარო გაყიდვის ჯიხურის მოწყობა, განათების სისტემისა და პარკინგის მოწყობა ევალებოდა. ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით კომპანიას არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალებოდა. 

კოლხური ბზის ტყეები გადაშენების პირას

კოლხური ბზის გადაშენების საფრთხეებზე ოთხი თვის წინ საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტშიც იმსჯელეს, თუმცა პრევენციული ღონისძიებების გატარება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. სპეციალისტები შიშობენ, რომ დაავადების გავრცელების მასშტაბები საგანგაშოა, თუმცა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზის გადასარჩენად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

 

ცაგო კახაბერიძე

პრეზიდენტი ქართველი კლასიკოსების გვერდით

 მარცხნივ – შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე და საქართველოს დროშა, მარჯვნივ – აკაკი წერეთელი და გალაკტიონ ტაბიძე, ცენტრში, ქართველ კლასიკოსებზე ოდნავ მაღლა, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი – საჯარო სკოლის დერეფანში ამ თანმიმდევრობით განლაგებული ფოტოების ამსახველი კადრი გასულ კვირას გამოქვეყნდა.  

 

ლელა დუმბაძე 

ფანჯარა ეზოს მხარეს

„რამინის და თამარის ქორწილი“ – რეჟისორი გიორგი ქათამაძე პარკიდან ძველ ვიდეოკასეტას იღებს და მასზე წარწერას კითხულობს. „რამინის არა რომანის“ – უსწორებს მელაშვილის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები. 

 

მანანა ქველიაშვილი 

ბათუმი და თბილისი – ყველაზე ძვირი ქალაქები საქართველოში

თუ ბათუმში მცხოვრები მოქალაქე გადაწყვეტს სადილად კატლეტის მომზადებას, მას საშუალოდ 15 ლარის გადახდა მოუწევს სუპერმარკეტში ერთი კილოგრამი ხორცისთვის, მაშინ როცა ზუგდიდში მცხოვრებს 4 ლარით იაფად შეუძლია ამ კერძის მოსამზადებლად ხორცის შეძენა. ერთი კილოგრამი ძროხის ხორცი ზუგდიდის მაღაზიებში 11 ლარი ღირს. „ბათუმელებმა“ საქართველოს ხუთ ქალაქში შეადარა ერთმანეთს სუპერმარკეტისა და ბაზრის ფასები – ყველაზე ძვირი ქალაქები ბათუმი და თბილისი აღმოჩნდა. 

ქეთი ჟვანია

ბათუმში პირველი გაზგასამართი სადგური ვისოლმა გახსნა

კომპანია ,,ვისოლმა’’ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე პირველი გაზგასამართი სადგური გახსნა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეკუმშული ბუნებრივი გაზი არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი. იგი არ შეიცავს დანამატებს და უფრო ეკონომიურია ბენზინთან და დიზელთან შედარებით. „ვისოლი“ მომხმარებელის ავტომობილის გაზის გამართვას მსოფლიოში წამყვან კომპანია „ასპრო“-ს გაზის მიწოდების სისტემით ახდენს, რომელიც პროდუქტის 100% სიზუსტით მიწოდების და უსაფრთხოების გარანტიაა.

არჩევნები სალათისფერი და ყვითელი ბიულეტენებით

დღეს აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესი და საარჩევნო ბიულეტენების ფერი განსაზღვრა.  

 

ლელა დუმბაძე 

სად ინახავს ვარშალომიძე ჩაზნექილ სკამებს?

20 აგვისტოს  ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბარამიძის წარდგენისას, მიხეილ სააკაშვილი  „ქართული ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, მხატვარ კაკო ძნელაძის საარჩევნო გამოსვლას გამოეხმაურა: „ვისაც ჩაზნექილი სკამები ენატრება, ლევანს აქვს რამდენიმე გადანახული საწყობში, ჯართად გასაგზავნი, სახლში წაუღე იმ ხალხს ჩაზნექილი სკამები“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში. 

 

ლელა დუმბაძე  

 

 

აგვისტოს კოცონი ბეშუმში



ბეშუმში ძირითადად აჭარაში მცხოვრები ოჯახები ისვენებენ, დამსვენებელთა უმეტესობა ამბობს, რომ ბეშუმში დასვენება მათთვის ტრადიციაა.

ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარე კურორტზე დამსვენებლები ძირითადად აგვისტოს დასაწყისში მიდიან. ბეშუმის სეზონი აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.

 


ქაოსი და მატება საარჩევნო სიებში

 ბათუმში, ლორთქიფანიძის ქუჩის 12/14 ნომერში, ლუიზა ბუკიას ბინის მისამართზე, 40 დაუდგენელი პირია რეგისტრირებული. ამავე ქუჩის 148 ნომერში, ერთ მისამართზე 130 უცნობია რეგისტრირებული, ოძელაშვილის ქუჩის ნომერ 20-ში კი – 450 პირი. ამ ამომრჩევლის, ანუ მიწერილი პირების ვინაობის შესახებ არც ბინების მეპატრონეებს აქვთ ინფორმაცია და არც ამომრჩეველთა სიების გადამოწმების კომისიას, თუმცა ისინი ხმის უფლებით ისევ ისარგებლებენ.    

 

ლელა  დუმბაძე 

ვისოლი ბათუმში პირველ გაზგასამართ სადგურს ხსნის

 რეკლამა 

 

დღეს, 3  საათზე ვისოლი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე პირველ გაზ გასამართ სადგურს ხსნის. ახალი გაზ გასამართი სადგურის გახსნას ბათუმის მერი დაესწრება.

 


„ლეიბორისტები“ „ქართული ოცნების“ და ბერძენიშვილების წინააღმდეგ

დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა დავით რობაქიძემ, აჭარაში „კოალიცია ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების და ბიძინა ივანიშვილის შესახებ ბრიფინგი გამართა. 


ლელა დუმბაძე

კიბო, რომელიც წაბლს ანადგურებს

ის ჯერ ქერქზე ჩნდება, თანდათანობით მცენარის მერქნის ბოჭკოებს ანადგურებს, რაც ხის მერქანს სიმტკიცესა და სიმაგრეს აძლევს. ამის შემდეგ დაავადება ნიადაგიდან ხის კვებას ბლოკავს, რაც მცენარის ხმობას იწვევს. მეცნიერებმა ამ დაავადებას წაბლის კიბო უწოდეს. რისი იმედი აქვთ მეცნიერებს, რომლებიც წითელ ნუსხაში შეტანილი ამ სახეობის გადასარჩენად ოპტიმალურ გზებს ეძებენ, ამის შესახებ ”ბათუმელებს” დოქტორი არჩილ სუპატაშვილი ესაუბრა. 


ცაგო კახაბერიძე

მოხუცი უფუნქციოდ არ უნდა დარჩეს


2012 წელი საქართველოში ჯანმრთელი დაბერების და თაობათაშორის სოლიდარობის ევროპულ წლად გამოცხადდა. რას ნიშნავს ჯანმრთელი დაბერება, რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობენ ყველაზე დღეგრძელი ადამიანები – ამის შესახებ `ბათუმელები” თერაპიის ეროვნული ცენტრის გერიატრია-გერონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ტატიანა ზუბიაშვილს ესაუბრა.

არა ლეგალიზაცია – ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია

ბოლო დროს აქტუალური ხდება ნარკომომხმარებელთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ლიბერალიზაციის თემა. 2011 წლის ივნისში ნარკოტიკული პოლიტიკის გლობალური კომისიის მიერ ნარკოტრაფიკთან ბრძოლის მიზნით რეკომენდირებული იყო ზოგიერთი ნარკოტიკის ლეგალიზაციის შესაძლებლობისათვის საკანონმდებლო ექსპერიმენტირება, თუმცა სპეციალისტთა სხვადასხვა, ხშირად პოლარულად განსხვავებული პოზიციები აფერხებს ცვლილებებს.

 

ნატო თევზაძე, ექიმი ნარკოლოგი

აჭარაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შეცვლას არ ადასტურებენ

საინფორმაციო სააგენტოებმა  გაავრცელეს ინფორმაცია  ქობულეთსა და ხულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების  შესაძლო შეცვლის შესახებ.  „ქართული ოცნების“ ბათუმის  ოფისში ამ ინფორმაციას ”აბსოლუტური სისულელე” უწოდეს.  ”ზია საგინაძე  და ფატი ხალვაში საარჩევნო კამპანიას აგრძელებენ და მათი შეცვლის საკითხი საერთდ არ განხილულა“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ. მისი განმარტებით,  ხმების გავრცელება ოპონენტების ინტერესში შედის.

რა უჯდება აჭარის ბიუჯეტს უმაღლესი საბჭოს არჩევნები

1 ოქტომბერს  აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩვნები ერთად ტარდება.

უმაღლეს საარჩევნო კომისიას საარჩვნოდ  მილიონ 142 700 ლარი წელს მაინც გამოეყო. გასულ არჩევნებზე ეს თანხა თითქმის მილიონით მეტი იყო. არჩევნების ერთად ჩატარების ერთ-ერთ არგუმენტად უმრავლესობის მხრიდან სახელმწიფო სახსრების დაზოგვა დასახელდა.

უსკომ სამი პარტია რეგისტრაციაში არ გაატარა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე სამი პოლიტიკური  სუბიექტი   უსკომ რეგისტრაციაში  ჯერჯერობით არ გაატარა. ეს პარტიებია  ლევან ქიძინიძის „საქართველოს დემოკრატიული  სიმართლის პარტია, კობა დავითაშვილის ”ხალხის პარტია” და ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის  დაფუძნებული  „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. ზურაბ ნოღაიდელი პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მოძრაობის წევრად რჩება.

გამგზავრება ნახიჩევანში

 

ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს წარმომადგენლების თქმით, ნახიჩევანის რეაბილიტაციის ცენტრი საბჭოთა ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თავისი სამკურნალო ეფექტიდან გამომდინარე. ბათუმელი ბავშვები, სწორედ იქ, მაგრამ უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ცენტრში 11 დღეს დარჩებიან.
მართალია, ბავშვებმა ზუსტად არ იცოდნენ ვისი ძალისხმევით მოხვდნენ აზერბაიჯანში გასამგზავრებელთა ჯგუფში, მაგრამ ეს დიდად არც ანაღვლებდათ. თუმცა, ცენტრში დასვენების, მკურნალობისა და გართობის პერსპექტივით გამოწვეული ეიფორია ყველას სახეზე ეხატა. ბევრი მათგანი საერთოდაც პირველად გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ერას მოედანზე ბავშვების გასაცილებლად მშობლებთან და ჟურნალისტებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული ჰუსეინ ნაჯაფოვიც იმყოფებოდნენ.
ბავშვებთან ერთად ნახიჩევანში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გაემგზავრნენ.

”მივხვდი, რომ დიდ ფარსში ვცხოვრობ”


4 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებთან ერთად შუამთობის დღესასწაულზე, ბეშუმში იმყოფებოდნენ. მხარეების შეხლა-შემოხლის დროს ყველაზე მეტად ჟურნალისტები დაზარალდნენ. მათ შორის იყო სოფო ჟღენტი, ტელეკომპანია ”მაესტროს” რეგიონული კორესპონდენტი ბათუმში.

ქალაქი ძვირადღირებული, ასტრონომიული და გაჩერებული საათებით

<!** Image 1 align="left" alt="ბათუმი, ევროპის მოედანი" sub="ბათუმი, ევროპის მოედანი" width="500" height="2448" >



ბათუმის ბიუჯეტიდან კიდევ ერთი საათისთვის გამოიყო თანხა. 471 ათას 671 ლარის ღირებულების საათი ზურაბ გორგილაძის #2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კოშკურაში უნდა განთავსდეს. როგორც მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, საათის შეძენა ევროპაში იგეგმება, „კერძოდ რომელ ქვეყანაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.


 

ეს ბათუმში ბოლო ორი წლის მანძილზე შეძენილი მეოთხე ძვირადღირებული საათია. საათების შეძენის აუცილებლობას ბათუმის მერიაში ასე ხსნიან: „მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით“. თუმცა ყველაზე ძვირადღირებული საათი, რომელიც ყოფილი ეროვნული ბანკის კოშკურაზეა დამონტაჟებული, ასტროლოგიურია და ამ საათით დროის განსაზღვრა ტურისტებს და ბათუმელებს, განსაკუთრებული ცოდნის გარეშე გაუჭირდებათ. ამ საათის ღირებულება 1 მილიონ 700 ათასი ლარია. მერიაში ამბობენ, რომ საათი გერმანიაშია დამზადებული, მიხეილ სააკაშვილს კი საათის დამზადებასთან დაკავშირებით სხვა ვერსია აქვს. გასულ წელს მან უკრაინელ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ის იტალიის ქალაქ მანტუაში არსებული საათის ანალოგია: „ეს არის კოპიო, ქართველმა სპეციალისტებმა მე-14 საუკუნის ესკიზის მიხედვით გააკეთეს“ – განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

კიდევ ერთი ძვირადღირებული საათი „პიაცას“ კოშკურაზეა დამონტაჟებული. ამ საათში მერიამ 322 ათას 286 ლარი გადაიხადა.
ძვირადღირებული საათების შეძენის პარალელურად ევროპის მოედანზე, ასტროლოგიური საათიდან დაახლოებით 50 მეტრი მოშორებით, მერიის ბიუჯეტიდან 20 000 დოლარად (ექვივალენტი ლარებში) შესყიდულ საათზე დრო გაჩერებულია. საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს.
საერთო ჯამში, ბოლო წლების მანძილზე ქალაქის მერიამ საათების შესაძენად 2 მილიონ 500 ათასზე მეტი ლარი დახარჯა.


ისინი ცვლილებებს ელიან

წვიმიანი ამინდის მიუხედავად „საოცრებათა მოედანზე“ დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ადამიანები,  რომლებიც ელოდებიან,  რომ მათი ცხოვრება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიცვლება. მათ შორის ბევრი მათგანი წლების წინ, „ვარდების სკვერში“ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლასაც ესწრებოდა. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ კაცი ისევ იმედით ცხოვრობს, ბევრსაც ბიძინა ივანიშვილის პატიოსნების სჯერა.  


ლელა დუმბაძე

დეპუტატების ერთი კვირა

„პეტრე ზამბახიძეს კი არ ვახლდი, პეტრე მახლდა მე“, – ასეთი განმარტება მომცა უმაღლესი საბჭოს წევრმა ზაზა გოგოტიშვილმა მას შემდეგ, რაც მოსახლეობასთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვკითხე… აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების მუშაობას “ბათუმელები” თვალს 13 ივნისიდან ადევნებდა; ავტონომიის საკანონმდებლო ორგანო ბათუმის ცენტრიდან ე.წ. „გოროდოკში“, თაბუკაშვილის ქ.# 19-ში, ყოფილი მე-15 სკოლის შენობაში განთავსდა, სადაც არასათანადო სამუშაო გარემოა

აბაშიძის ქუჩის მოკირწყვლა

ბათუმის საკრე ბულომ 21 ივნისს განსაზღვრა პარკირების საფასური ბათუმის ტერიტორიაზე.პარკირების საფასური: 7 დღე – 4 ლარი; 30 დღე – 10 ლარი 182 დღე – 20 ლარი; 365 დღე – 40 ლარი

ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა

ლელა დუმბაძე თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. youtube https://www.youtube.com/watch?v=s7hIFO8WM2Y&w=560&h=349       ლელა დუმბაძე თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. youtube https://www.youtube.com/watch?v=s7hIFO8WM2Y&w=560&h=349      

მოსკოვი – ბათუმის ავიარეისს სიმღერით და ღვინით შეხვდნენ

21 ივნისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მოსკოვიდან ჩამოსულ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში სიმღერით, ღვინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ქართულ ხალხურ სიმრერებსა და ცეკვებს ბავშთა ანსამბლი „თოლია” ასრულებდა.

ამერიკული სამხედრო გემი ბათუმში

საქართველოში აშშ–ს საელჩოს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ , «აშშ-ს საზღვაო ძალების გემი “მონტერეი” რამდენიმე წელია უკვე რეგულარულად არის შავი ზღვის რეგიონში და გამოხატავს აშშ-ს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე».

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს ქედაში საჯარო სამსახურები დაიკეტა

პარლამენტის-თავმჯდომარი

წითელი პარასკევი ქრისტიანულ-მუსლიმურ ოჯახში

 

მალხაზ ვერძაძის ქრისტიანულ-მუსლიმანური აღმსარებლობის ოჯახი ქედაში, სოფელ ზუნდაგაში ცხოვრობს. ოჯახში ცოლ-ქმარი და ორი შვილი ქრისტიანულად მონათლულია, დედამთილი კი – მუსლიმანია. ოჯახის უმცროსი წევრი სამი წლისაა – პატარა ერეკლეს დედას, მადლენა ნაკაშიძეს სურს, რომ ერეკლე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული გახდეს.

Exit mobile version