წვიმა და თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო; მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი …

ხანძარი ქედაში – სოფელ ბზუბზუსთან ცეცხლი ნიადაგის საფარს უკიდია

ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან ახლოს ხანძარია. ცეცხლის მცირე კერები 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გაბნეული. სოფელში ცეცხლი გუშინ, 4 იანვარს გაჩნდა და მის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. „ეს არ არის მასიური ტყის წვა. ამ 15 ჰექტარზე გარკვეულ ადგილებზე იყო მცირე კერები. გუშინვე დავიწყეთ ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ქარმა გადაიტანა ნაკვერჩხალი და სხვა ადგილებშიც გაჩნდა ცეცხლი. ხანძრის 70 % …

18 იანვრიდან აღდგება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა. შესაბამისად, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საათამდე იმოძრავებს ტრანსპორტი საღამოს, ვინაიდან საღამოს 9 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება აკრძალულია. ბათუმის ავტოტრანსპორტში „ბათუმელებს“ …

ვინ მიიღებს 2021 წელს სასურსათო კალათას აჭარაში – პროდუქტებზე 1 მილიონი დაიხარჯება

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტში 1 მილიონი ლარია გამოყოფილი პროგრამისთვის, რომელიც რეგიონში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის  საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება პროდუქტების გაცემა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას საკვები პროდუქტების [სასურსათო კალათა] მიწოდების სახით“. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებიდან მიიღებს მონაცემებს …

ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 იანვრის 21 საათიდან 3 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში კი: დღისით: 8 – 13 …

ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა

ქედის მერიამ შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ 2020 წლის 4 მარტს დააფუძნა და მის 100% წილს ფლობს. ეს ორგანიზაცია ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 71 450 ლარით დააფინანსეს, 2021 წლის ბიუჯეტიდან კი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, 133 000 ლარით. ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ ცენტრმა უნდა ჩაატაროს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება …

ქობულეთში 50 სათბურიდან 7 დაინგრა, დანარჩენს აჭარის მთავრობა ვერ ასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთის სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობის იჯარით გაცემას მესამედ, ნოემბერში გეგმავდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. საწყისი წლიური საიჯარო თანხა 235 300 ლარი იყო. არ შედგა ადრე გამოცხადებული აუქციონებიც, რის შემდეგაც, მთავრობამ წელს ბოსტნეულის მოყვანა გადაწყვიტა და 160 ათას ტონაზე მეტი მოსავალიც მიიღო. „აგროსერვის ცენტრში“, რომლის ბალანსზეცაა აღნიშნული მეურნეობა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აუქციონს უახლოეს …

4 მილიონ ლარად 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელები მოეწყობა

საქართველოს განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა განხორციელდება დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. სატენდერო თანხა 4 023 000 ლარია. შერჩეული სკოლებიდან 63 სკოლა აღმოსავლეთ საქართველოშია, ხოლო 58 სკოლა დასავლეთ საქართველოში. მათ შორის 23 სკოლა აჭარაში: ბათუმში: მე-2, მე-14, მე-15, 25-ე და 27-ე საჯარო სკოლები; ქობულეთში: მე-6 და მე-3 …

სად გაითიშება შუქი ბათუმსა და აჭარის სოფლებში 25 დეკემბერს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტთა ნაწილს შემდეგ ქუჩებსა და სოფლებში: ბათუმში – 12:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ ქუჩებს: ლ. ასათიანის, მ. აბაშიძის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ზღვისპირა პარკის ტერიტორიას. ხელვაჩაურში – 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით – ურეხის, კახაბრის, მახვილაურის, შარაბიძეებისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს. ასევე …

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას ბათუმში – პროდუქტების დარიგება დაიწყო

ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სასურსათო კალათს ბათუმში მცხოვრები 5 200 პირი მიიღებს. მათ პროდუქტს საცხოვრებელ ადგილზე მიუტანენ. ბათუმში სასურსათო კალათას მიიღებენ: 100 000 ქულის ჩათვლით – შშმ პირები სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები მკვეთრად გამოხატული შშმ პირები ომში დაზიანებული შშმ პირები 18 წლამდე ასაკის შშმ პირები 100 000 …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 დეკემბრის 21 საათიდან 21 დეკემბრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა; მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი, ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში კი: დღისით: 0 …

აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. ამ დასახლებებისთვის შესაბამისი პროექტები უკვე მზადაა და მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, არსებული გეგმით, 2021 წლის აგვისტოში ტენდერი დასრულებული უნდა იყოს და ამავე წლის შემოდგომაზე მშენებლობაც უნდა დაიწყოს. …

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში „100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეები“ „სასურსათო კალათას“ მიიღებენ. ამ შემთხვევაში საუბარია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთათვისაც პროდუქტს აჭარის ბიუჯეტიდან შეისყიდიან [სულ 2 800 კალათა]. ერთი სასურსათო კალათა შედგება …

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში ორშაბათიდან – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 დეკემბრის 21 საათიდან 14 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო; მაღალმთიანეთში კი: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო, ღამით: 0 …

ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის

ბათუმის მერიას „იაფი სახლის“ პროგრამაში ცვლილებები შეაქვს. მერია კრიტერიუმებს იმ დროს ცვლის, როცა 245 ოჯახის განაცხადი უკვე შესულია და მათი შესწავლა დაწყებული. მერიას გასანაწილებელი მხოლოდ 40 ბინა აქვს. „დაზუსტდა წესი, რომელმა ოჯახმა რამდენოთახიანი ბინა უნდა მიიღოს“ – გვითხრეს მერიაში. განაცხადების შეტანის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. დოკუმენტების შესწავლა/ოჯახების შერჩევა კი, მერიის ინფორმაციით, გრძელდება. პროგრამაში ერთ-ერთი ცვლილებით, …

ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან 

გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება. დახმარებას მიიღებენ: [checklist] სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში [მონაცემთა ბაზაში] რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 001-ზე [ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად]; მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის …

ქობულეთის მერიის ოპტიმისტური ბიუჯეტი პანდემიის დროს

2021 წელს ქობულეთის მერია შემოსავლების სახით ჯამში 35 მილიონ 6 ათას ლარს ელოდება, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც მიმდინარე წლისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, პანდემიის გამო, მუნიციპალიტეტი წელს იძულებული გახდა შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 2,4 მილიონი ლარით შეემცირებინა. ქობულეთის ბიუჯეტში აჭარის ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით სამომავლოდ 16 მილიონ ლარს ელოდებიან, რაც დაგეგმილი შემოსულობების თითქმის ნახევარია [45,6 პროცენტი]. ეს მაჩვენებელი …

ორშაბათიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება | პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო; მაღალმთიანეთში კი: დღისით: 5 – 10 გრადუსი, ღამით: 0 – 2 …

რამდენი ლარით იზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია იანვრიდან

პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონერების პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერი აიღებს 240 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი აიღებს 275 ლარს. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მათთვის ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის დანამატს. შესაბამისად, 2021 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში: …

საგანმანათლებლო ცენტრი, კინოკლუბი, კარაოკე – ჭვანის სოფლის სახლში NGO-ების მხარდაჭერით

„სახლი რომ ავაშენეთ ადრე, გზა არ გვქონდა. ბილიკი იყო მხოლოდ. ზამთარში თხილამურებით დავდიოდით. ზურგით ამოგვქონდა ტვირთი, ოჯახს რაც სჭირდებოდა. გზა როცა გავაკეთეთ ცოტა გაადვილდა ცხოვრება, ადვილად გავიარეთ, მაგრამ მანქანა ვერ ამოდიოდა. ახლა ბეტონიც რომ დაიგო, მანქანა კარებთან მოდის, გარეგანათებაც გაკეთდა და ამ კუთხით დაძაბულობა რაც იყო, აღარ არის“, – ამბობს ნაზიკო ქათამაძე, რომელიც 60 წელია …

უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება – პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად …

ჯოჭოში სტიქიით დაზიანებული ადგილების აღსადგენად მერია პროექტებს შეისყიდის

2020 წლის პირველ ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღსადგენად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხელვაჩაურის მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის, რისთვისაც 88 675 ლარია გამოყოფილი. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის მერიამ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 25 ნოემბერს მიმართა. პროექტების შესაძენად საჭირო თანხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობამ 19 ნოემბერს გამოუყო. „2020 წლის 01 ოქტომბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ხელვაჩაურის …

აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა

აჭარის მთავრობამ წინასაარჩევნოდ ხულოში ბუნებრივი გაზი აანთო, თუმცა დაბა ხულოს მოსახლეობა ოჯახებში ბუნებრივ აირს კიდევ 2 წელი ვერ მიიღებს. 2022 წელს უნდა დასრულდეს დაბა შუახევის გაზიფიცირებაც. რაც შეეხება სოფლებს, 2021 წელს მხოლოდ 13 სოფლისთვის იგეგმება პროექტების მომზადება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომავალ წელს, პროექტირების პარალელურად, აჭარის იმ სოფლების გაზიფიცირებაც დასრულდება, სადაც სამუშაოები …

ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის 21 საათიდან 23 ნოემბრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით წვიმა, რეგიონის მაღალმთაში კი – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 0-3 გრადუსი …

ბათუმის ბიუჯეტი 2021 წელს 8 მილიონით მცირდება – რა პროექტებს დააფინანსებს მერია

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, რომელიც ქალაქის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი 22 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ბიუჯეტი იყო თავდაპირველად დამტკიცებული, ხოლო 8 მილიონით ნაკლებია მიმდინარე წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან შედარებით. ქალაქის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 172 მილიონი ლარი იყო, თუმცა პანდემიის გამო ის 158,8 მილიონ ლარამდე …

იზოლაციაში მყოფებმა მეორე ტურში ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15-17 ნოემბერს უნდა მიმართონ

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, რომლებიც კენჭისყრის დღისთვის იქნებიან იმ მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულნი არიან, გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მიმართონ. „თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად …

დოლოგანთან 290 800 კუბ.მ წიაღისეულის ლიცენზია სამინისტრომ 93 ათას ლარად გაყიდა

ქედის სოფელ დოლოგანთან ახალ კარიერს მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოფლების – დოლოგნისა და ჭინკაძეების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 93 159 ლარად გაყიდა. თანხა გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ლიცენზიის ვადა 7 წელია. ამ პერიოდში ლიცენზიანტს, შპს „რასეს“,  36 350 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჯამში 290 800 კუბური …

დღისით უნალექოდ, ღამით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

9 ნოემბრის 21 საათიდან 10 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა აჭარაში იქნება: სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო; მთაში, ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი …

აჭარაში 89 შემაჯამებელი ოქმი შესწორდა – პარლამენტის პროპორციული არჩევნები

აჭარის 6 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნები 373 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. პარლამენტის პროპორციული წესით არჩევნების 373 შემაჯამებელი ოქმიდან კი, ჯამში 89 ოქმია შესწორებული – ზოგიერთ უბანზე 1-ელ ნოემბერს, ზოგი კი შემდგომ, საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებით ან/და შესაბამისი ოლქების განკარგულებებით. „ბათუმელებმა“ ამ 373 უბანზე პარლამენტის პროპორციული სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმი გადაამოწმა, რომლებიც ცესკოს ოფიციალურ …

მუნიციპალიტეტებს, ქედისა და შუახევის გარდა, აჭარის ბიუჯეტიდან დახმარება ეზრდებათ

აჭარის მუნიციპალიტეტები რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2021 წელს ჯამში 12 მილიონი ლარით მეტს მიიღებენ, ვიდრე 2020 წელს, თუმცა კაპიტალური ფინანსური დახმარება არ გაეზრდებათ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს. აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში გასაცემი 75 331 600 ლარი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ბათუმი – 45 000 000 ლარი [8,7 …

6-7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 და 7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი ღელვა, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებს …

ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან. მოქალაქეებს, როგორც წესი, ნოემბრის თვის გადასხადი მომდევნო, დეკემბრის თვეში მიუვათ, ხოლო თებერვლის თვის – მარტში. შესაბამისად, …

რატომ შეამცირა მთავრობამ 7 მილიონით აგრობარათების პროგრამა

პროგრამის ბიუჯეტი, რომლიც ფერმერთა დახმარებას ითვალისწინებს, მთავრობამ 37 მილიონი ლარიდან 30 მილიონამდე შეამცირა. მთავრობის დადგენილება პროგრამის დაფინანსების 7 მილიონი ლარით შემცირებაზე დღეს, 30 ოქტომბერს ამოქმედდა. ეს სახელმწიფო პროგრამა გარკვეული კატეგორიის ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვას, ასევე საწვავის დაფინანსებას ითვალისწინებს და ის 2020 წლის მაისიდან მოქმედებს. პროგრამას სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. „დღევანდელი მდგომარეობით პროგრამისთვის 22 მილიონამდე …

ყუთს მხოლოდ 3 695-ს მიუტანენ, თვითიზოლაციაში 14 ათასზე მეტი ამომრჩეველია

ცესკოს ინფორმაციით, სპეცსიაში 3 695 ამომრჩეველი შეიყვანეს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში. მათ ყუთს ადგილზე მიუტანენ. თუმცა ცესკოში აცხადებენ, რომ თავად 14 431 ამომრჩეველს დაუკავშირდნენ, რომლებიც იყვნენ ბაზაში და მოუწოდეს მოეთხოვათ გადასატანი ყუთი. „გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს 9 940-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, – აცხადებს ცესკო. თუმცა, სპეცსიაში აქედან მხოლოდ 3 695 ამომრჩეველი …

პანორამული გადასახედი და ტურისტული მანიშნებელი ქობულეთში – მერიამ კონკურსი გამოაცხადა

ქობულეთის მერია ზღვისპირას პანორამული გადასახედის, ხოლო ქალაქის შესასვლელში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის ან ნაგებობის მოწყობას გეგმავს. შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა კონკურსები უკვე გამოაცხადა, 10 და 15 ათასი ლარით. პანორამული გადასახედი ბაქანი ქობულეთის სანაპირო ზოლში, ზღვისპირა პარკის მიმდებარედ ჯებირზე უნდა მოეწყოს, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის ან/და ნაგებობის მოწყობა მდინარე ჩოლოქის [ზ.ჟვანიას სახელობის] …

აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ქობულეთში, ალამბრის სასათბურე მეურნეობაში, სექტემბრის თვის ჩათვლით, 147 ტონა ბოსტნეული აწარმოეს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სამთავრობო პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ ახორციელებს. ცენტრის ინფორმაციით, დღის მდგომარეობით ბოსტნეულის მოსავალმა უკვე 160 ათასი ტონა შეადგინა. სამომავლოდ, აჭარის მთავრობა ბოსტნეულის წარმოებას ბიუჯეტის ფულით აღარ გეგმავს. სასათბურე მეურნეობა იჯარით …

Exit mobile version