მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის მერიის ოპტიმისტური ბიუჯეტი პანდემიის დროს

06.12.2020 • 1678
ქობულეთის მერიის ოპტიმისტური ბიუჯეტი პანდემიის დროს

2021 წელს ქობულეთის მერია შემოსავლების სახით ჯამში 35 მილიონ 6 ათას ლარს ელოდება, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც მიმდინარე წლისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, პანდემიის გამო, მუნიციპალიტეტი წელს იძულებული გახდა შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 2,4 მილიონი ლარით შეემცირებინა.

ქობულეთის ბიუჯეტში აჭარის ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით სამომავლოდ 16 მილიონ ლარს ელოდებიან, რაც დაგეგმილი შემოსულობების თითქმის ნახევარია [45,6 პროცენტი]. ეს მაჩვენებელი 2020 წლის სასტარტო მაჩვენებელზე 842 ათასი ლარით ნაკლებია. ამას დაემატება 16 მილიონ 909 ათას 100 ლარი, რაც ქობულეთის ბიუჯეტში მომავალ წელს გადასახადების სახით უნდა აისახოს, 2 088 900 ლარი გაითვალისწინეს სხვა შემოსავლების სახით.

საბოლოო ჯამში ქობულეთის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტი 35 მილიონ 116 ათასი ლარით განსაზღვრა – ასეთია წინასწარი პროგნოზი, რაც პანდემიის პირობებში, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ოპტიმისტურია. მომავალი წლის ბიუჯეტი, მიმდინარე წლის სეკვესტრირებულ ბიუჯეტთან შედარებით მთლიანობაში 2,1 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

მომავალ წელს ქობულეთის მერია გადასახადების სახით გაცილებით მეტის ამოღებას ვარაუდობს, ვიდრე 2019 წლის ბოლოს ჰქონდა ამის მოლოდინი, მაშინ როცა არც მოსალოდნელი პანდემიის შესახებ ვიცოდით და ტურიზმიც ერთერთ წარმატებულ დარგად იყო დასახელებული.

მუნიციპალიტეტის ფინანსისტების პროგნოზით  მომავალ წელს ქობულეთის ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 4 500 000 ლარი უნდა შევიდეს, ეს მთლიანი შემოსულობების 12,8 პროცენტია და 2020 წლის შესაბამისი მაჩვენებელს იდენტურია.

განაწილებული დამატებული ღირებულების გადასახადის [დღგ] სახით კი მომავალ წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტმა  12 მილიონ ლარზე მეტი უნდა მიიღოს, ხოლო  სხვა შემოსავლების ნაწილში 2021 წლის გეგმა  2 მილიონ 88 ათას 900 ლარით განსაზღვრეს, რაც გასული წლის თავდაპირველ მაჩვენებელთან მიმართებაში 15.9%-ით ნაკლებია.

სხვა შემოსავლებში ერთიანდება ბუნევრივი რესრუსებით სარგებლობის, საიჯარო, უზურფრუქტის და სხვადასხვა სანებართვო მოსაკრებლები, ამ ნაწილში საპროგნოზო  ყველაზე მეტი – მილიონ 100 ათასი ლარი სანქციების, ჯარიმების და საურავების სახით უნდა ამოიღონ.

2021 წლების ბიუჯეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის  4 მილიონ  521 ათას 141 ლარი გაითვალისწინეს. დაგეგმილიია ქობულეთის  №1 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რისთვისაც 679 807 ლარი დაიხარჯება. დაფინანსდება ასევე  საბავშვო ბაღის მოწყობა სოფელ ხალაში – 675 822 ლარი, ლეღვაში – 1 249 268 ლარი, საჩინოში -1 516 244 ლარი. დაბა ჩაქვში, აჭარის ქუჩაზე – 400 000 ლარი.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსებით გადაყვანის მომსახურეობას ახორციელებს შპს“ ქობულეთის ტრანსრეგულირება“.  ფინანსური გაანგარიშებით საწარმოს შემოსავალი არასაკმარისია, ამიტომაც იმისათვის, რომ  ფიქსირებული მინიმალური მგზავრობის საფასური შენარჩუნდეს, სუბსიდირებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 297 000 ლარი გაითვალისწინეს.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შპს “ქობულეთის წყალის” სუბსიდირება 500 000 ლარით.  მერიის განმარტებით კომპანია თავისი რესურსით ვერ უზრუნველყოფს დაფაროს ვალდებულებები „მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი“ მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას მოსახლეობის წყლით შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფისათვის გაგასწიოს ეს ხარჯი და დააფინანსოს კომპანია.

ქობულეთის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემების გამო წელს არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. ამ აქციების საპასუხოდ  ქობულეთის მერიაში აცხადებდნენ, რომ პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს. მომვალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 879 000 ლარი გაითვალისწინეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით დაგეგმილია 1 მილიონ  200 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებული მეწყრული პროცესებით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის მიზნით განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშოების ჩატარება 100-მდე მეწყრულ მონაკვეთზე. სამუშოები განხორცელდება როგორც დაზარელებულთა სახლის ტერიტორიაზე, ასევე მისასვლელ გზებზე.

ქობულეთის მერიის ინფრომაციით მომავალ წელს ეკონომიკური საქმიანობის სფეროში 3 მილიონ 596 ათას 395 ლარი გაითვალისწინეს. ეს თანხა  გათვლილია უკვე კეთილმოწყობილი ქალაქის ქუჩების შენარჩუნებასა და რეაბილიტაციაზე, ტროტუარების მოწყობაზე; მოწესრიგებული ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა გაუმჯობესებული და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნვეყოფაზე. ამ დაფინანსების ნაწილში უნდა განხორციელდეს ასევე ისეთი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები როგორიცაა:

  •  გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა –  1 მილიონი ლარი.
  •  ყოფილი სასტუმრო ,,კოლხეთი”-ს მიმდებარედ ზღვაზე გადასასვლელის კეთილმოწყობა – 100 000 ლარი.
  • დავით აღმაშენებელის გამზირიდან თამარ მეფის სანაპროზე 100 გრძ.მეტრზე საფეხმავლო გადასაველის მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით. განთავსდება ახალი გარე განათების სისტემა, საპარკე სკამები და დეკორატიული ურნები.
  •  ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის I შესახვევის რეაბილიტაცია – 41 895 ლარი. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, გზის სავალ ნაწილზე 100 გრძ.მეტრზე მოეწყობა დეკორატიული ფილები.
  • დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩის ტროტუარის მოწყობისათვის განსაზღვრულია  500 000 ლარი. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდება დეკორტიული ფილებით.
  •  ვიდეოკამერების ექსპლუატაციისთვის დაგეგმილია 72 500 ლარი. გათვალისწინებულია ქობულეთში განთავსებული ვიდეოკამარის მოვლა-შენახვის მომსახურება.
  • ვერულიძის ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით გათვალისწინებულია სულ 300 000 ლარი. მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარი მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, გზის სავალ ნაწილზე სულ 287 გრძ.მეტრზე მოეწყობა ასფალტო ბეტონის საფარი. მოეწყობა საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი, აგრეთვე დამონტაჟდება ახალი გარე განათების სისტემა.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაცდელების მოწყობის მიზნით გათვალისწინებულია 50 000 ლარი. გაჩერებებზე აგურის მოსაცდელები მოეწყობა შემდეგ ადგილებში: სოფელი ქობულეთი – ყელის ასასვლელთან; გელაური – საბავშვი ბაღის შესახვევი; ლეღვა – ჯამეს შესახვევი; ლეღვა – ცენტრალური გზა, ზაქარიაძეების ასახვევი; ხუცუბანი – მაგული ჯინჭარაძის სახლის მიმდებარედ; გელაური – კაიკაციშვილის და თხილაიშვილის კვეთა; აჭყვისთავი – სახარია; ჩაქვი – რკინიგზის სადგურის მოპირდაპირედ; მუხაესტატე – მესხიძეების შესახვევი.
  •   მდინარეების დეხვასა და კინტრიშის კალაპოტების გასწორხაზოვნება დაგეგმილია 35 000 ლარით. ზამთარში ძლიერი შტორმის შედეგად მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა და  სანაპიროს ტერიტორია დააზიანა. მდინარე კინტრიშის, დეხვას და აჭყვას შესართავთან გატარდება ტერიტორიის მოსაწესრიგებელი სამუშაოები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: