ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N60-ში [ჭავჭავაძის ქუჩის გზაჯვარედინზე] მდებარე 58 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 41,6 კვ/მ ფართობის შენობას მერია აუქციონზე გაყიდის. მერიის გადაწყვეტილებით, ქონებას აუქციონზე პირობების გარეშე გაიტანენ და გასაყიდი საწყისი ფასი 60 ათასი ლარი იქნება. საკითხი ბათუმის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს და ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალში შეიტანოს. ამის შემდეგ …
Category Archives: მთიანი აჭარა
გზების დეპარტამენტი აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, ახალი ხიდების მშენებლობას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზის ორკილომეტრიან მონაკვეთზე დასასრულს უახლოვდება ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ხოლო ერთი ახალი ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ასევე დასრულებულია რკინა-ბეტონის მილების და ლითონის მილების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხებისა და საფუძვლის …
პანდემიით დაზარალებულ მოიჯარეებს შეეძლებათ შეღავათისთვის მერიას იანვრამდე მიმართონ
მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ, უფლება ექნებათ იჯარის ხელშეკრულებებში კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებების შესატანად მერიას განცხადებით 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართონ. ცვლილება მოიჯარეებისთვის ითვალისწინებს შეღავათს, რაც ქირის, საზღაურის და სხვა გადასახადების შემცირებას გულისხმობს. ცვლილება საკრებულოს მიერ 30 აპრილს მიღებულ დადგენილებაში შედის. ამ დადგენილებით, მოიჯარეებს, რომლებსაც პანდემიის გამო შეჩერებული ჰქონდათ საქმიანობა, ხელშეკრულებებში ცვლილების შესატანად …
აჭარაში, სამ მაჟორიტარულ ოლქში, 360 საარჩევნო უბანი იქნება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის 6 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება, რომლებშიც ცესკოს მონაცემებით, ჯამში 360 საარჩევნო უბანი გაიხსნება. N28 მაჟორიტარულ ოლქში იქნება 104 საარჩევნო უბანი [ეს ოლქი მოიცავს ქალაქ ბათუმს]; N29 მაჟორიტარულ ოლქში იქნება 76 საარჩევნო უბანი [აქედან 65 – ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხოლო 11 – მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში / ეს ოლქი მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტს …
Continue reading “აჭარაში, სამ მაჟორიტარულ ოლქში, 360 საარჩევნო უბანი იქნება”
რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა
აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა. შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე …
Continue reading “რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა”
წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს
„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის …
Continue reading “წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს “
კვირას ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +34, ზღვის წყალი კი +26 გრადუსი იქნება – პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ივლისის 21 საათიდან 5 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 29 – 34 გრადუსი სითბო, ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: …
მოიალაღეებს ტრანსპორტი უფასოდ შუახევშიც მოემსახურება
სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანისთვის შუახევის ბიუჯეტში 33 890 ლარია გათვალისწინებული. მომსახურების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება. მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ (გადაყვანა-გადმოყვანა) მოემსახურება შემდეგ სამთო იალაღებზე: კატრიანი, გრძელგორი, ყავრიანი, ჩირუხი, ღომა, თაგინური, ჯანჯღნარი, მერიაყელი, შედრეკილი და თეთრობი. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ …
Continue reading “მოიალაღეებს ტრანსპორტი უფასოდ შუახევშიც მოემსახურება”
მთა ჩირუხში საპიკნიკე ადგილს მოაწყობენ
შუახევის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო იაილაზე – ჩირუხში, რომელიც ზღვის დონიდან 2148 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს „წინასწარ შერჩეულ ადგილზე (არანაკლებ 100-150 კვ.მ) უნდა მოეწყოს ეკოსტანდარტების გათვალისწინებით ავთენტური და ეკოლოგიური მასალით დამზადებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის რეკრეაციულ გარემოს, სადაც იქნება როგორც კოცონის და პიკნიკის, ისე მოსასვენებელი სივრცე საქანელებით და ჰამაკებით“. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე …
დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი
ხულოს მუნიციპალიტეტმა სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 384 232 ლარია გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული შენობა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 168 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. თუმცა არასამუშაო დღეებია: 2020 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 56 დღის შემდგომი პერიოდი 2020 წლის ბოლომდე და 2021 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 …
Continue reading “დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი”
ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო კი, მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს იქაურობა თოვლითაა დაფარული. ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ …
Continue reading “ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი”
ქობულეთი ქუჩებისა და პარკების კეთილმოწყობის პროექტებში 150 ათას ლარს გადაიხდის
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქუჩების, ეზოების, სკვერების, პარკების, მოედნებისა და სხვადასხვა ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 000 ლარია. შედგენილი პროექტების მიხედვით შემდგომში სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 12 მილიონ ლარს. პირობის მიხედვით, „კონკრეტულ საპროექტო ობიექტის დასახელებას, მისამართს, დეტალურ საპროექტო დავალებას და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ვადას [კონკრეტული ვადა განისაზღვრება საპროექტო …
Continue reading “ქობულეთი ქუჩებისა და პარკების კეთილმოწყობის პროექტებში 150 ათას ლარს გადაიხდის”
მოიალაღეების უფასო მგზავრობისთვის ხულოს მერია ხელშეკრულებას 22 500 ლარზე გააფორმებს
მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად ხულოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ ინდმეწარმე ლევან საგინაძე გამოავლინა. კომისიამ ის ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე მიიწვია. სატენდერო თანხა 24 972 ლარი იყო, ლევან საგინაძე კი მომსახურებას ხულოს მერიას 22 500 ლარად სთავაზობს. ტრანსპორტი მოიალაღეებს, 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, უფასოდ უნდა მოემსახუროს. ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით: ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად] …
მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის სახელს არქმევენ
ბათუმის საკრებულო მორიგ სხდომაზე მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილისთვის სახელის გადარქმევის საკითხს განიხილავს. განკარგულების პროექტში აღნიშნულია: „ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს [ავტოსადგურიდან ბონის კულტურის სახლამდე] მიენიჭოს წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის სახელი“. ქუჩის დანარჩენ ნაწილს – კულტურის სახლიდან ნადიმ ნიჟარაძის ქუჩამდე [გოროდოკის დასახლება] – შეუნარჩუნდება ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელი. როგორც პროექტის განკარგულების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის ინიციატორი მაიაკოვსკის …
გომისმთაზე და კიდევ 6 მაღალმთიან დასახლებაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყება
საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ იმ დასახლებების ჩამონათვალი მოგვაწოდა, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. „7 მაღალმთიანი დასახლება, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით შეირჩა“, – მოგვწერეს რეესტრიდან. დასახლებები, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება: [checklist] ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება; ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები; ონის მუნიციპალიტეტის …
Continue reading “გომისმთაზე და კიდევ 6 მაღალმთიან დასახლებაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყება”
რა გჭირდებათ აგრობარათის ასაღებად – ინსტრუქცია
ბოლო მონაცემებით, აგრობარათების მიმღებთა ბაზაში 226 000 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, თუმცა შესაძლოა ბევრმა მათგანმა ამ ბარათებით [დარიცხული ქულებით] სრულად ვერ ისარგებლოს იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც რეალურად აქვთ საკუთრებაში. საქმე იმაშია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ნაკვეთების დანაწევრებულია მცირე ფართობებად, იმ ნაკვეთებზე კი, რომლებიც 2500 კვ.მ-ზე ნაკლებია, აგრობარათი არ გაიცემა. აგრობარათების გაცემა მაისის ბოლოდან დაიწყო და შესაძლებელია იმის …
Continue reading “რა გჭირდებათ აგრობარათის ასაღებად – ინსტრუქცია”
ახალსოფელში 5,4 ათას კვ.მ მიწას სამინისტრო აუქციონზე 379 500 ლარად ყიდის
ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში 5 440 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2 616,5 კვ.მ ფართობის შენობა, 379 500 ლარად, პირობებიან აუქციონზე იყიდება. გასაყიდი ნაკვეთი ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალიდან დაახლოებით 300 მეტრში, მე-15 ქუჩასთან მდებარეობს. ქონება აჭარის საკუთრებაა და მას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 4 ივლისს დასრულდება. მიმდინარე ფასი 370 ათასი ლარია, …
Continue reading “ახალსოფელში 5,4 ათას კვ.მ მიწას სამინისტრო აუქციონზე 379 500 ლარად ყიდის”
ქედის მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება კლინიკაში პირველივე ვიზიტზე შეეძლება
ევექსი კლინიკების ქედის ჰოსპიტალში ნებისმიერი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია პირველივე ვიზიტზეა შესაძლებელი. ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში მოღვაწე სპეციალისტების კონსულტაციის მიღება რეგიონულ კლინიკებში ვიდეო ზარით არის შესაძლებელი. კონკრეტული სპეციალისტის საჭიროებას პაციენტს ოჯახის ექიმი ჩივილების შესაბამისად უსაზღვრავს. მისი დახმარებით ხდება სპეციალისტთან დაკავშირება. ვიდეო ზარს ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს ქედის ჰოსპიტალი. ვიდეო ზარს ესწრება ოჯახის ექიმიც, რომელიც პაციენტს სამედიცინო ტერმინებში …
ფოტოკონკურსი 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის – „გაიცანი ჩემი სოფელი“
ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს – „გაიცანი ჩემი სოფელი“. ნამუშევრების გადაღება შესაძლებელია მობილური ტელეფონითაც. პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომლებსაც პრიზებს გადასცემენ. კონკურსში მონაწილემ 2020 წლის 15 ივლისამდე, ელფოსტაზე: batumiijh@gmail.com უნდა გააგზავნოს ფოტომასალა მოკლე აღწერით და პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ნომერი. „თუ ხარ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდა, …
Continue reading “ფოტოკონკურსი 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის – „გაიცანი ჩემი სოფელი“”
კურორტ გოდერძიზე კოტეჯებისთვის 5 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება
ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ხუთ ნაკვეთს ყიდის კოტეჯების განთავსების პირობით. სამინისტრომ ელექტრონული აუქციონები უკვე გამოაცხადა. აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრეებმა ამ ნაკვეთებზე კოტეჯები უნდა განათავსონ. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი თითოეული ნაკვეთის ფართობი 429 კვ.მ-დან 637 კვ.მ-დეა. გაყიდვის საწყისი ფასიც, შესაბამისად, 83 ათასიდან 123 ათასამდე ლარი. ხუთივე ნაკვეთზე კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობების …
Continue reading “კურორტ გოდერძიზე კოტეჯებისთვის 5 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება”
ხულოს სოფელ წაბლანაში 19 აპრილს დაღუპულთა მემორიალს განაახლებენ
სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის მოწყობის სამუშაოებზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. მემორიალისთვის 78 420 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. პროექტით დაგეგმილია არსებული მემორიალის რეაბილიტაცია. ადგილს შემოღობავენ აგურის ღობით, მოაწყობენ სკვერს, ბილიკებს, განათებას, დაამონტაჟებენ სკამებს, დადგამენ ნაგვის ურნებს. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მთლიანად შეიცვლება არსებული …
Continue reading “ხულოს სოფელ წაბლანაში 19 აპრილს დაღუპულთა მემორიალს განაახლებენ”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის საათებში დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის მცირე წვიმა. დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში .. 15 ივნისს ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მაღალ …
ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის 7კმ-ის გასაკეთებლად 10,2 მილიონი დაიხარჯება
ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის დაახლოებით 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 10 264 247 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ ფუშრუკაულთან და სრულდება სოფელ ხიხაძირში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 16 თვეში. მიმწოდებელს …
Continue reading “ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის 7კმ-ის გასაკეთებლად 10,2 მილიონი დაიხარჯება”
ხულოში მოიალაღეებს ივლისიდან ოქტომბრამდე ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 24 972 ლარია. ტრანსპორტი მოიალაღეებს 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს. მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ქონაც. ამ პერიოდში ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: [checklist] ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად], ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი, ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი, დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა, სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა, სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა, ხიხაძირი-სარიჩარის …
Continue reading “ხულოში მოიალაღეებს ივლისიდან ოქტომბრამდე ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება”
ხულო-ზარზმის 14 მლნ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის სხვა ტენდერს პროკურატურა იძიებს
ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „მამისონს“ შორის დღეს, 9 ივნისს, გაფორმდა. სახელშეკრულებო თანხა 14 581 880 ლარია. ტენდერი გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში „მამისონის“ გარდა …
1,6 მილიონი ლარი ქობულეთში სამი სოფლისა და ხულოს ქუჩის გაზიფიცირებისთვის
ქობულეთის სოფლების: ზედა კონდიდი, კოხი, ოხტომი და ასევე ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის [ხულოს ქუჩა] გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების სატენდერო თანხა 1 644 262 ლარია. წინადადებების მიღება ტენდერში 2020 წლის 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება. პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 169 დღეს. „აღნიშნულ ვადაში, ასევე, …
Continue reading “1,6 მილიონი ლარი ქობულეთში სამი სოფლისა და ხულოს ქუჩის გაზიფიცირებისთვის”
ვინ აშენებს სასტუმროს საპატრიარქოს რეზიდენციასთან, ძეგლის დაცვის ზონაში
ქობულეთში, პეტრას ციხის დაცვის ზონაში, 1 ჰექტარ ფართობზე, რომელიც სახელმწიფომ 3,8 მილიონ ლარად ოფშორულ კომპანიას 2019 წლის აგვისტოში მიჰყიდა, სასტუმრო აშენდება. სასტუმროს კი „რედკო“ ააშენებს, რომელიც ბათუმი თაუერს [ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას] ფლობს. ამ თემაზე: მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიჰყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ოფშორული კომპანია „კ ენდ ლ ინვესტმენტი“ …
Continue reading “ვინ აშენებს სასტუმროს საპატრიარქოს რეზიდენციასთან, ძეგლის დაცვის ზონაში “
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. 8 ივნისს ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 10-15, დღისით 15-20 გრადუსი სითბო; …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში”
ხე-ტყის უკანონო მოპოვების 155 ფაქტი გამოავლინეს მაისში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე უწყების თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 41 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში …
Continue reading “ხე-ტყის უკანონო მოპოვების 155 ფაქტი გამოავლინეს მაისში”
შუახევში ბათუმი-ახალციხის გზის 10 კმ-ის რეაბილიტაციისთვის 10,9 მილიონი დაიხარჯება
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამჯერად 10 935 265 ლარი აქვს გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაიწყება ხიჭაურიდან, გაივლის დაბა შუახევს და დამთავრდება სოფელ ჩანჩხალოს მიმდებარედ. ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2020 წლის 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების …
Continue reading “შუახევში ბათუმი-ახალციხის გზის 10 კმ-ის რეაბილიტაციისთვის 10,9 მილიონი დაიხარჯება”
საპატრიარქო ითხოვს მიწას ქობულეთში, სადაც ტაძარი უკანონოდ ააშენეს – რეესტრი უარზეა
საქართველოს საპატრიარქო ქობულეთის სოფელ გვარაში იმ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვს, სადაც ტაძარია აშენებული. საჯარო რეესტრმა კი, 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებაზე, საპატრიარქოს უარი უთხრა. დოკუმენტების მიხედვით, ეს ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ტაძარი იქ უკანონოდ აშენდა. ტაძრის კურთხევას ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძეც ესწრებოდა. ტაძრის მშენებლობა დააფინანსა წარმოშობით გვარელმა მეცნიერმა, რომელიც …
როდის განაახლებენ ქობულეთი-ბათუმის მიკროავტობუსები მუშაობას
ქობულეთი-ბათუმის ხაზზე მოძრავი კერძო მიკროავტობუსები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ, რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ეს ავტობუსები როგორც ქალაქში, ასევე სოფლების მიმართულებით, 29 მაისიდან იმოძრავებს. „29 მაისიდან ქობულეთის მუნიციპალურ ავტობუსებშიც [შემდეგ უკვე კერძო კომპანიების მიკროავტობუსებშიც] აკრძალული იქნება პირბადის გარეშე ასვლა, ტრანსპორტში გამორთული უნდა იყოს კონდიციონერი, არავინ უნდა იჯდეს მძღოლის გვერდით და დაცული უნდა იყოს …
Continue reading “როდის განაახლებენ ქობულეთი-ბათუმის მიკროავტობუსები მუშაობას”
ხულოს, ქედისა და ქობულეთის სოფლები, სადაც კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. სამუშაოები აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროა გამოყოფილი. თუმცა, ამ სამ სოფელში, როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ გვითხრეს, სამუშაოები არა ამ თანხით, არამედ, ცალკე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 800 …
Continue reading “ხულოს, ქედისა და ქობულეთის სოფლები, სადაც კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ”
როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. ელჭექი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა 25 მაისს: აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 12-17, დღისით 16-21 გრადუსი სითბო; მთაში – ღამით 5-10, დღისით 10-17 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით …
Continue reading “როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
კურორტ ბეშუმში გზის რეაბილიტაცია იგეგმება – 1.2 მილიონი 1 კმ გზისთვის
კურორტ ბეშუმში მთავარი გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 771 ლარია გამოყოფილი. გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული ვალდებული იქნება ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 5 თვეში. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს ასეთი წერილობითი დავალების მიღებამდე. სარეაბილიტაციო გზის …
Continue reading “კურორტ ბეშუმში გზის რეაბილიტაცია იგეგმება – 1.2 მილიონი 1 კმ გზისთვის”
4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი
პარლამენტში ინიცირებული „ტყის კოდექსის“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს. კანონპროექტს, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დღეს, 20 მაისს, დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იმის საილუსტრაციოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ რა ფართობის ტყის საკუთრებაში მიღება შეუძლია …
Continue reading “4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი”