კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ცენტრში მშენებლები ერთი კვარტალის ათვისებას გეგმავენ

29.09.2019 • 4557
ბათუმის ცენტრში მშენებლები ერთი კვარტალის ათვისებას გეგმავენ

ბათუმში, გორგილაძის #22-დან 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე და ამ გადაკვეთიდან მემედ აბაშიძემდე დაბალსართულიანი სახლების ათვისებას და ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობას გეგმავენ. ამ უბანში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად რამდენიმე კომპანია იბრძვის, მათ შორის, ორს ერთ ეზოზე აქვს პრეტენზია. გასულ ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ისინი ერთმანეთს ზონალური საბჭოს სხდომაზე დაუპირისპირდნენ.

გორგილაძის #22-სა და #24-ში მშენებლობის ნებართვის მოპოვებას შპს „მინი 77“ და შპს „კომფორტი“ ცდილობენ.  შპს „მინი 77“, რომელიც ამ ადგილზე ადრე ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას ითხოვდა და არ მისცეს, ახლა ერთი შვიდსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას ითხოვს.

შპს „კომფორტს“ კი #24-ში მცხოვრებლებთან აქვს მოლაპარაკება და მიიჩნევს, რომ შპს „მინი77“-ის პროექტი მას ხელს შეუშლის. ამ კომპანიის მფლობელი ამტკიცებს იმასაც, რომ პირველმა „ამ ეზოს ათვისების პროექტი თვითონ გააკეთა და „მინი 77“ იქ აღარ უნდა შესულიყო“.

გორგილაძის #22-ში, სადაც ერთსართულიანი ისტორიული სახლები მდებარეობს, შპს „მინი 77“ 1016 კვადრატული მეტრი ფართობი აქვს რეგისტრირებული, #24 კი სულ 775 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს.

შპს „კომფორტის“ წარმომადგენელი სხდომაზე #24-ში მცხოვრებლებთან ერთად მივიდა, მათ შორის, ერთ-ერთი პირი საკითხის განხილვისას აცხადებდა, რომ მათი სახლი ორი საუკუნისაა, ამიტომ ამ სახლში აღარ იცხოვრება და აუცილებელია მის ნაცვლად ახალი სახლის მშენებლობა.

საბჭოს წევრებს ამ ინფორმაციაზე ყურადღება არ მიუქცევიათ. არც იმით დაინტერესებულან, ხომ არ არის ეს სახლი მართლაც ორი საუკუნის და ხომ არ იმსახურებს ძეგლის სტატუსს. საგულისხმოა ისიც, რომ ამ სახლზე რაიმე ჩანაწერი არც „გეოგრაფიკის“ კვლევაში იძებნება.

გორგილაძის #22-ში ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი ერთსართულიანი არქიტექტურის ბელეტაჟი მდებარეობს.

ბათუმი, გორგილაძის #22

აქვეა პატარა, ერთსართულიანი შენობა, სადაც ადრე რესტორანი „ოქროს გასაღები“ იყო განთავსებული. ამ სახლის გაგრძელებაზე შეულესავი კედელია დარჩენილი, რომლითაც ირკვევა, რომ ის რიყის ქვებითაა ნაშენი.

#24-ში მდებარე სახლი კი მართლაც ძალიან დაძველებული და მოუვლელია. ამ სახლის ფასადზე ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოთა პერიოდის თუნუქის აბრა, სადაც ქართულ-რუსულად წერია „გორკის #24“.

გორგილაძის #24

26 მაისის ქუჩაზე, შპს „როიალ ბილდინგი“ ათსართულიანი მრავალბინიანი სახლის აშენებას გეგმავს. კომპანიას ახალი პროექტი #28-30-ში არსებული ძველი სახლების ათვისების ხარჯზე აქვს დაგეგმილი. კომპანია აქ მცხოვრებ მესაკუთრეებს უკვე მოელაპარაკა და რამდენიმე ფართობი მომავალში სამშენებლო მომსახურების გაწევის პირობით დაირეგისტრირა კიდეც. ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე ჯერ არ განუხილავთ.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ამ ერთსართულიანი სახლისა და გვერდით მდებარე ორსართულიანი სახლის გარდა კომპანიას გორგილაძის ქუჩამდე სურს ახალი სახლისთვის პერიმეტრის გასუფთავება

მთავარი ფოტო: კმდს-ს საბჭოს სხდომა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: