მთავარი,სიახლეები

ქალაქი წვიმაში [ფოტო]

07.09.2019
ქალაქი წვიმაში [ფოტო]

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში დილიდან წვიმიანი ამინდია, თუმცა გუშინდელისგან განსხვავებით ქუჩები არ დატბორილა და არც საცობებზე წუწუნებენ სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ გარუჯვის ამინდი არ არის და ზღვაზეც წითელი ალმები ფრიალებს [ეს იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა არ შეიძლება], არც პლაჟი დაცარიელებულა და არც ბულვარი. აქ მაინც შეხვდებით ფერად საწვიმარ-ლაბადებში გამოწყობილ ტურისტებს, მათ განსაკუთრებულ ყურადღებას ალი და ნინო იპყრობს.

ფოტო: თედო ჯორბენაძე

წვიმა ვერც მეთევზეებს აშინებს, კატარღით გასეირნება კი წვიმაში არავის უნდა. სამაგიეროდ ქვიშა ცხელია ყავის მოსახარშად.

მედუზამაც გამოცურა სანაპიროსკენ

ტურისტები სანაპიროსკენ მიემართებიან

რა სჯობს ყავას წვიმიან ამინდში, მით უფრო თუ შენს წინ ზღვაა

ეშმაკის ბორბალს წვიმიან ამინდში არავინ სტუმრობს

 

ესეც ბულვარი – წვიმისგან გაწუწლი, მაგრამ კმაყოფილი ტურისტებით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: