მთავარი,სიახლეები

გასაყიდი მანქანებით დაკავებული ტროტუარი ბათუმში

11.07.2020
გასაყიდი მანქანებით დაკავებული ტროტუარი ბათუმში

ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარის ერთი მონაკვეთით მოსახლეობა საერთოდ ვერ სარგებლობს და ის უკვე თვეების განმავლობაში გასაყიდ მანქანებს აქვთ დაკავებული.

პარკინგი პროტუარზე

ეს ტროტუარი ესაზღვრება ისეთ საზოგადოებრივ დაწესებულებებს, როგორიცაა ბანკი, ტექნიკის შეკეთების სერვისები და სხვა.

ადგილობრივების თქმით ამ ქუჩის ტროტუარების სხვა მონაკვეთებიც დატვირთულია და მათი  სხვადასხვა ნაწილი კომერციულ ობიექტებს აქვთ ათვისებული, ქუჩაზე კი მაქნების ინტენსიური მოძრაობაა დილიდან გვიან საღამომდე, რაც დამატებითი საფრთხეა, განსაკუთრებით მოზარდებისთვის.

გადატვირთული ტროტუარები და ქვეითისთვის დატოვებული ვიწრო ადგილი განსაკუთრებულ პრობლემას ეტლით მოსარგებლეებსა და იმ პირებს უქმნის, რომლებიც ბავშვებს ეტლით ასეირნებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.