მთავარი,სიახლეები

ზიპლაინი მახუნცეთში მდინარე აჭარისწყლის კალაპოტს და სოფლის ცენტრს დაფარავს – ახალი პროექტი

11.07.2020
ზიპლაინი მახუნცეთში მდინარე აჭარისწყლის კალაპოტს და სოფლის ცენტრს დაფარავს – ახალი პროექტი

კომპანია „ჯეტ გრუპი“ სოფელ ზედა მახუნცეთში ზიპლაინის მოწყობას გეგმმავს, კომპანია სპეციალური გრავიტაციული გზის მოსაწყობად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს გამოიყენებს. რეესტრის მონაცემებით შესაბამისი შეთანხმება კომპანიას აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინიტროსთან უკვე გაფორმებული აქვს.

პროექტის შეთანხმების მოთხოვნით კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც მიმართა, რადგან ტერიტორია, სადაც „ჯეტ გრუპი“ მშენებლობას გეგმავს ძეგლის დაცვის ზონაშია.

სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, სადაც საკითხი განიხილეს, საბჭოს წევრებმა პროექტი შეითანხმეს, იმ პირობით რომ კომპანია დამატებით გაივლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს შესაბამის სტრუქტურებთან.

სააგენტოსთვის წარდგენილი ილუსტრაციის მიხედვით გრავიტაციული გზა, რომლის მოწყობასაც კომპანია გეგმავს, დაფარავს მდინარე აჭარისწყლის კალაპოტს, გადადის სოფლის ტერიტორიაზე და სოფლის მეორე მხარეს მთებში სრულდება.

რეესტრის მონაცემებით კომპანია „ჯეტ გრუპი“  2019 წლის აპრილშია დაფუძნებული და წილებს სამი მესაკუთრე ჯიმშერ პაქსაძე, ტრისტან წივილაშცილი და თეა ჭურკვეიძე ფლობენ.

სოფელი მახუნცეთი აწარაში ტურისტული თვალსაზრისით ერთერთი მოთხოვნადი ადგილია, აქ მნახველებს ძირითადად, თამარის თაღოვანი ხიდი და ჩანჩქერი იზიდავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.