Batumelebi | აჭარაში 332 პირის კვლევის პასუხი Covid19 – ზე უარყოფითია აჭარაში 332 პირის კვლევის პასუხი Covid19 – ზე უარყოფითია – Batumelebi

აჭარაში 332 პირის კვლევის პასუხი Covid19 – ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 332 კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებს კი  32-მა პაციენტმა მიმართა.

ჯამში აჭარაში  Covid19-ზე კვლევა ჩაუტარდა 17 532 პირს, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 1119 პირი, ხოლო კარანტინი დატოვა სულ 8 369 პირმა.
ამ მონაცემების მიხედვით აჭარა ისევ მწვანე ზონად რჩება, რადგან უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი