ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ფიროსმანის, ასევე ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ერთ კვარტალში ოთხ საკადასტრო ერთეულ მიწის ნაკვეთს, ჯამში 980 კვ. მეტრს და მასზე მდებარე ძველ შენობებს გაყიდის. ოთხივე ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ქონებას მერია აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანს და, საერთო ჯამში, მათი ფასი 4 მილიონ 370 800 …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
როგორ ეხმარებიან ხალხს NGO-ები დევნის პირობებში
ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, სადაც ბოლო 3 წელია საიას ოფისი ფუნქციონირებს, ყოველდღე არაერთი ადამიანი მიდის საბუთებით ხელში იმისათვის, რომ სიას იურისტებისგან მიიღოს არამხოლოდ კვალიფიციური კონსულტაცია, არამედ შესაბამისი დახმარებაც, სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში [საია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია]. ზოგს „ბიუროკრატიის ლაბირინთებიდან“ გამოსვლა უნდა, ზოგს განცხადება აქვს დასაწერი უწყებაში წარსადგენად, ზოგი კი დავის დასაწყებად ემზადება. როგორც თავად …
Continue reading “როგორ ეხმარებიან ხალხს NGO-ები დევნის პირობებში”
კომერციული ობიექტების დაშლა გონიო-კვარიათის სანაპიროზე – მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა მეპატრონეებს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებას ატყობინებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟს იწყებს. მანამდე მესაკუთრეები გავაფრთხილეთ, რომ თუ ადგილების გათავისუფლებას თავად არ უზრუნველყოფენ, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთო. კომერციული ობიექტების მეპატრონეებს ბულვარის ადმინისტრაციასთან ძირითადად 4-თვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული. მათი უმეტესობა გასული წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაპირო მათ გასული წლის ოქტომბრიდან უნდა …
ვინ აწყობს ოღროჩოღრო ტროტუარს ვარშანიძის ქუჩაზე – ბათუმის მერიაში კითხვებს არ პასუხობენ
„ტალღებია, ბათუმს უხდება“, „ეს თანამედროვე ინჟინერიაა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს“, „ომი გინდათ?“… – ასე გამოეხმაურა მკითხველი ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ახალდაგებული ტროტუარის კადრებს, რომელიც „ბათუმელებმა“ 11 აპრილს გამოაქვეყნა. მათ შორის არიან ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებიც წერენ, რომ სხვა შესაძლებლობა არ იყო და ასე უნდა გაეკეთებინათ: „აბა ხალხმა ეზოებში მანქანა როგორ შეიყვანოს?“. ამავე ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი …
არტემის II -ის მისიის ეკიპაჟის დაბრუნება დედამიწაზე [ფოტო- NASA]
არტემის II -ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა. მთვარეზე ისტორული მისიის შემდეგ არტემის II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე. ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში თბილისის დროით 04:07 საათზე დაეშვა. ოთხივე ასტრონავტი „ბედნიერი და ჯანმრთელია,“ განაცხადა კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე. კოსმოსური ხომალდი დედამიწას მაქსიმალურად 6 აპრილს დაშორდა 406,771 კმ-ით და ამით მოხსნა რეკორდი კოსმოსში დედამიწიდან ყველაზე შორს მოგზაურობის. ორიონის კაფსულის …
Continue reading “არტემის II -ის მისიის ეკიპაჟის დაბრუნება დედამიწაზე [ფოტო- NASA]”
აჭარის მთავრობა 5961კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმში 3.5 მილიონად ყიდის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, გრიგოლ გურიელის ქუჩის პირველში, 5961 კვ.მეტრ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს 4 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით ყიდის. გასაყიდ მიწის ნაკვეთზე არის 814 კვ.მეტრი ფართობის ძველი შენობაც. ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 578 000 ლარია, ბიჯი 90 000 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საფასური ორ ეტაპად უნდა გადაიხადოს – 2026 წლის …
Continue reading “აჭარის მთავრობა 5961კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმში 3.5 მილიონად ყიდის”
საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა
ბათუმის საკრებულოს წევრის, მამუკა კაკაბაძის კომპანია შპს „ველ ბილდინგი“ ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიიღო და სანაცვლოდ გონიოს სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა [კომპანიის წილები საკრებულოს წევრს მართვაში აქვს გადაცემული 2025 წლიდან]. მაზნიაშვილის #9-ში კომპანიამ 2-სართულიანი სახლი დაანგრია და 467 კვ.მეტრ ფართობზე 3-სართულიანი …
Continue reading “საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა”
„ეს აგორებულია“ – ბათუმის მერის პასუხი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნაზე
„არ არის სწორი, ტყუილია. ამოიღეთ სიები რეორგანიზაციის შედეგად, ვინ არის გაშვებული. ეგ არის ტყუილი,“ – ასე პასუხობს მერი „ბათუმელების“ კითხვას, რატომ გაუშვეს ბათუმის მერიიდან პროევროპული პეტიციის ხელმომწერები. გიორგი ცინცაძის პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა კითხვა დააზუსტა: „როგორ მოხდა, რომ რეორგანიზაცია 90 პროცენტით EU პეტიციის ხელმომწერებს შეეხო?“ მერმა უპასუხა, რომ „ეს არის აგორებული“: „შეადარეთ სხვა სიები. მერიის გარდა …
Continue reading “„ეს აგორებულია“ – ბათუმის მერის პასუხი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნაზე”
„პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ გვაძლევს“ – მოქალაქეები
„პოლიცია როგორ იქცევით, სირცხილია“, „კობახიძე აქაა?“, „რა მასკარადი მოაწყვეთ აქ“ – თბილისში 9 აპრილის მემორიალთან დაძაბულობაა. აქ მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ტროტუარიდან მიწოლით გადაწია და კორდონი გააკეთა, ახლა ისინი პარლამენტთან იმყოფებიან და მემორიალთან მისვლის საშუალება აღარ აქვთ. პოლიცია მემორიალთან მისულ ჯგუფებს შერჩევით ატარებს, რამდენიმე ჯგუფი უკან დააბრუნეს: „შემდეგ მობრძანდით“. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის ინფორმაციით მემორიალთან …
Continue reading “„პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ გვაძლევს“ – მოქალაქეები”
მდინარაძე პოლკოვნიკი გახდა
მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება 8 აპრილით თარიღდება. მანამდე, ერთი თვით ადრე კი, კობახიძის ბრძანებით მდინარაძე ვიცე-პოლკოვნიკი გახდა. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 2¹ პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდიწარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური …
დეპუტატის ძმის კომპანია ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს და 29-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს
ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, დეპუტატ გია ჭყონიას ძმის, სულიკო ჭყონიას კომპანია ისტორიულ სახლებს ანგრევს. პროექტის მიხედვით მეტაქსას ქუჩაზე #3-5-ში შპს „მეტაქსა გორგასალი“ 29-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ფართობი 880 კვ.მეტრია. პროექტი ავარიული სახლების ათვისების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს. სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პირველ სართულზე მოაწყობენ სივრცეს კომერციული ობიექტებისთვის. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე კი დაგეგმილი …
ბულვარში ვისი კაფეები დაანგრიეს და ვისი დატოვეს, ანუ ვისი ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი
„ბულვარის გენგეგმა არ არის მთელი ქალაქის გენგეგმა, ძალიან მარტივი იქნებოდა მასში შესატანი ცვლილებების საავტორო ჯგუფთან შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, შეიძლებოდა ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება – ესა და ეს გვინდა შევცვალოთო… ვეტყოდით ჩვენს აზრს: მისაღებია, თუ არ არის მისაღები ან როგორ იქნებოდა მისაღები“, – განმარტა ირაკლი ჟვანიამ, ბათუმის ბულვარის გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში. ირაკლი ჟვანია არქიტექტორი …
ბათუმში ქვაფენილის დემონტაჟის გამო კიდევ ერთი ქუჩის ნაწილი გადაიკეტა
ბათუმის მერიის ინფრომაციით, 3 აპრილიდან 15 აპრილამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში. ამ ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს. ბათუმის მერიამ 2026 წელს მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, …
Continue reading “ბათუმში ქვაფენილის დემონტაჟის გამო კიდევ ერთი ქუჩის ნაწილი გადაიკეტა”
ბათუმის მერია პარკინგის მშენებლობას გეგმავს, მაგრამ უცნობია, როდის იწყებს – პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონია
30 მარტს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე გადაანაწილეს. ერთ-ერთი ახალი პროექტი, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა, ბათუმში პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს. შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, პარკინგისთვის ადგილი გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურჩევიათ. ბიუჯეტის …
„დღესაც იმავეს გავაკეთებდი“ – ბათუმის მერიის თანამშრომელი პროევროპული განცხადების გამო გათავისუფლებაზე
„ვინც რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, ერთ წელზე მეტია ველოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ჯერ კიდევ იანვრამდე იყო დაანონსებული ერთგვარი „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“ — ყველამ იცოდა, რომ რეორგანიზაციისას პირველი სამიზნე ე.წ. „პეტიციაზე ხელმომწერები“ და პოლიტიკურად „არასაიმედოები“ იქნებოდნენ“ – წერს ბათუმის მერიის უკვე ყოფილი თამაშრომელი, ნანა ანთაძე ფეისბუქზე. მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად მას სამსახურის დატოვება მოუწია. ნანა ანთაძე …
ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები
ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. 2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან: „ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც …
Continue reading “ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები”
58-სართულიანი შენობები ჩაქვის სანაპიროზე – „ინვესტორი პლაჟს გვიკეტავს“
„დრიმლენდ ოზაისის“ ახალი პროექტი, „დრომლენდ ბოტანიკო“, ჩაქვის ზღვის სანაპიროზე 5 ჰექტრამდე ფართობის ათვისებას გეგმავს. მრავალფუნქციური ობიექტის პროექტი სანაპიროზე, ბათუმის ქუჩის #50-52-ში და მის გაგრძელებაზე, მეზღვაურთა ქუჩის 38-ში 58-სართულიანი შენობების მშენებლობას ითვალისწინებს. „ამ მშენებლობის შემდეგ ჩვენთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება, ფაქტობრივად პლაჟით ვეღარ ვისარგებლებთ. ნახეთ ამ კომპანიის მეორე პროექტი, როგორ აქვს ჩაკეტილი პლაჟი და დარწმუნდებით“ – გვითხრა …
Continue reading “58-სართულიანი შენობები ჩაქვის სანაპიროზე – „ინვესტორი პლაჟს გვიკეტავს“”
რა ელით რესტორნებს ბათუმის თევზის ბაზართან – „აქაურობა ჩვენ ვაქციეთ ცნობილ ადგილად“
„ეს ადგილი ჩვენი იყო კომუნისტების დროიდან, მეთევზეთა კავშირს ეკუთვნოდა. გვაქვს ძველი დოკუმენტები, ამიტომაც, მერიას ვერ ექნება იგივე მიდგომა ჩვენთან მიმართებაში, რაც გვერდით მშენებარე რესტორნის მიმართ“, – ამბობს ბათუმის სანაპიროზე მდებარე რესტორნის, „ლურჯი ტალღის“ მესაკუთრე, იორდან ბიკოვი. ბათუმში მისი რესტორანი ე.წ. თევზის ბაზრობის უკან, სანაპიროზე, გამჭვირვალე შუშის შენობაში სტუმრებს უკვე მასპინძლობს. მართალია ჯერ, „საკურორტო სეზონის დაწყებამდე“, …
ვის უშვებს სამსახურიდან ბათუმის მერია – შტატს უუქმებენ EU-ს მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერთა უმეტესობას
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება 17 თებერვალს გამოსცა, რის მიხედვითაც მერიამ ღია და დახურული კონკურსები გამოაცხადა. მერიის თანამშრომლების თქმით, აუქმებენ იმ შტატებს, ვინც გასულ წელს ირაკლი კობახიძის განცხადებას გაემიჯნა ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე. წესების თანახმად, დახურული კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოქმედ თანამშრომლებს შეუძლიათ, ღია კონკურსის შემთხვევაში კი განცხადების წარდგენა ყველა მსურველს შეეძლება. …
ქობულეთის მერმა ორი ახალი უწყება შექმნა და უფროსები დანიშნა
ქობულეთის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. თანამშრომლები სამსახურის შესაძლო დაკარგვის თაობაზე უკვე გააფრთხილეს. ქობულეთის მერიამ მუნიციპალური ინსპექცია დააფუძნა და დირექტორად გია ხაბაზი დანიშნა. ის ამ დრომდე მუნიციპალურ ორგანიზაციას, შპს „ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურს“ ხელმძღვანელობდა. წესდების მიხედვით, მუნიციპალური ინსპექციის მოვალეობა საზედამხედველო საქმიანობა, დარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება იქნება. მერიის ინფორმაციით მერიის სამსახურებიდან თანამშრომლების ნაწილი, რომელთა ფუნქციაც საზედამხედველო …
Continue reading “ქობულეთის მერმა ორი ახალი უწყება შექმნა და უფროსები დანიშნა”
ბათუმის მერია სასტუმროს წინ მდებარე აუზიან მიწის ნაკვეთს 1.3 მილიონ ლარად ყიდის
ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს კონსტანტინე ლესელიძის ქ. №24-ში მდებარე 1501 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. ბათუმის მერია ამ ნაკვეთის გაყიდვას ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 352 800 ლარად გეგმავს. აუქციონზე ელექტრონული ვაჭრობისას გამოჩნდება, გაიზრდება თუ არა ეს ფასი. ნაკვეთს ესაზღვრება შპს „ბელლა კოსტას“ შენობა, სადაც სასტუმრო და რესტორანია. საპრივატიზებოდ მომზადებულ მიწის ნაკვეთზე კი ამ სასტუმროს მიერ …
Continue reading “ბათუმის მერია სასტუმროს წინ მდებარე აუზიან მიწის ნაკვეთს 1.3 მილიონ ლარად ყიდის”
მერია მახინჯაურის სანაპიროზე 1266 კვ.მეტრ მიწს ნაკვეთს აუქციონზე 1.2 მილიონად ყიდის
მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპიროსთან 1266 კვ.მეტრ ფართობს გაყიდის. ეს ქონება მერიამ საკრებულოს თანხმობით საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 211 613 ლარია. ქონება აუქციონზე კონკურენტულ პირობებში უნდა გაიყიდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი შეიძლება გაიზარდოს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 6 თვეში სრულად უნდა დაფაროს. …
რესტრუქტურიზაცია ბათუმის მერიაში
ბათუმის მერი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს აზუსტებს და საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებას სთხოვს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოში დასამტკიცებლად არის წარდგენილი, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, მერიის საშტატო ნუსხა მცირდება. მერიის განმარტებით, „მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპორტის განყოფილება განსაზღვრული იქნება განყოფილების უფროსისა და პირველი კატეგორიის ერთი უფროსი სპეციალისტის, მესამე კატეგორიის ერთი უფროსი …
ვინ გააკონტროლებს მშენებლობის ხარისხს – ფიზიკურ პირებს ზედამხედველობის უფლება აღარ ექნებათ
„ოცნება“ გეგმავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი შეცვალოს, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების სამსახურები განახორციელებენ და სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირებს ამის უფლება აღარ ექნებათ. 2026 წლის 30 იანვარს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება, რომლითაც საპარლამენტო მდივანს დაავალა პარლამენტს წარუდგინოს „ოცნების“ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა საგაზაფხულო სესიისთვის. განკარგულებას თან …
ბათუმში აფთიაქის ისტორიული შენობის რესტავრაცია ისევ ვერ დასრულდა
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი #1 აფთიაქის შენობა ისევ მიტოვებულია და უფუნქციო, თუ არ ჩავთვლით 2-3 კომერციულ ობიექტს, რომელიც შენობის პირველ სართულზე მუშაობს. ძეგლის მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება [სს] ს „ჟასმინი“, ნაკისრ ვალდებულებებს ახალი მფლობელის პირობებშიც ვერ ასრულებს. პირველი აფთიაქის შენობის რესტავრაცია ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო. შენობა არსებული სახით უნდა აღედგინათ და სასტუმრო …
Continue reading “ბათუმში აფთიაქის ისტორიული შენობის რესტავრაცია ისევ ვერ დასრულდა”
ვინ და როგორ ანაწილებს ადგილებს ბულვარში
„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბულვარს უკანონო და უსახური შენობებისგან ათავისუფლებს“ – ამ შინაარსის სათაურებით ფოტო-ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ხშირად ვხვდებით. მუნიციპალური ინსპექციის, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის ფეისბუქის გვერდებით ვრცელდება კადრები, „როგორ ანგრევს მუნიციპალური ინსპექცია“ ბულვარში შენობებს. ბულვარის უკვე დამტკიცებული გენგეგმის შესაბამისად, ბულვარში აქამდე არსებული კაფეები, კლუბები და ჯიხურები ბულვარის იერ-სახეს არ შეესაბამება. გარდა …
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 18 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის განმარტებით, მიზეზი ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გასულ კვირას გადაკეტეს – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა …
Continue reading “ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება”
სებ-მა ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ანგარიშები გახსნა – „ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები, როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში. „წავიდა ჩვენი რეზერვები ჩინეთში, ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“ – ასე ეხმაურება გადაწყვეტილებას სებ- ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. „რუსეთმა მთელი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანში გადაიტანა. დასავლურ ვალუტუბში რაც ჰქონდა გაეყინა და …
„ოცნების“ კიდევ ერთი მდიდარი დეპუტატი სურსათის ფასების კომისიიდან
„ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული ე.წ. სურსათის ფასების დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრია. მან ამ კომისიასთან ერთად პროდუქტის გაძვირების მიზეზები და მისი შემცირების შესაძლებლობები უნდა შეისწავლოს. „პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის მიზეზების შემსწავლელი“ საპარლამენტო დროებითი კომისია „ოცნების“ პრემიერის ინიციატივით შექმნეს. მანამდე ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასნამატი მოგების მაღალ მარჟას დაუკავშირა. საპარლამენტო კიმისიის გარდა სასურსათო ფასებთან დაკავშირებული …
Continue reading “„ოცნების“ კიდევ ერთი მდიდარი დეპუტატი სურსათის ფასების კომისიიდან”
ბათუმში ძეგლის ფასადზე გამათბობლის მილი ჩასვეს – „ორბი“ გააფრთხილეს
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #50-ში, ორსართულიან შენობაში, სადაც მსხვილი სამშენებლო კომპანია „ორბის“ ოფისი მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების პარალელურად შენობის ფასადზე შავი მილი გაჩნდა, რაც, პრაქტიკულად, ფასადს აზიანებს, თუმცა კომპანია ამბობს, რომ ფასადი არ გაუხვრეტია და აქ მილი ადრეც გადიოდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს, ძეგლის ხელყოფა ან დაზიანება …
Continue reading “ბათუმში ძეგლის ფასადზე გამათბობლის მილი ჩასვეს – „ორბი“ გააფრთხილეს”
კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიხე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა. „გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 12 თებერვალს მთავრობის სხდომაზე. კობახიძის თქმით, 1 კვ.მეტრის ფასი 1650 დოლარი იყო. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ არაბული ქვეყნების …
Continue reading “კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში”
საქართველოს რკინიგზა ბათუმში 10 ჰეტარ მიწას ყიდის, ტერიტორიაზე დგას შენობებიც
საქართველოს რკინიგზის კომპანია, შპს „ჯიარ ქონების მართვა“ ბათუმში 10 ჰექტარ ფართობს [107 586 კვ.მ] და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს სამ ლოტად ყიდის. გასაყიდი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის მდებარეობს, მას „ბათუმის სატვირთო ეზოს“ უწოდებენ. ქონება ელექტრონულ აუქციონზე ერთხელ უკვე გაიტანეს 2026 წლის 21 იანვარს, აუქციონი 4 თებერვალს უშედეგოდ დასრულდა, ინტერესი არავინ გამოხატა. დამკვიდრებული …
Continue reading “საქართველოს რკინიგზა ბათუმში 10 ჰეტარ მიწას ყიდის, ტერიტორიაზე დგას შენობებიც”
„ფეისბუქზე“ უნებართვო შეღწევისა და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, სექსუალური ხასიათის იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. აჭარის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ანგარიშზე უნებართვო შეღწევის გზით გაეცნო დაზარალებულის პირად მიმოწერას, რის შემდგომაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის ინტიმური …
„დილის 5 საათზე დაიწყო ჩვენი გამოსახლება“ – უსახლკაროები ბაქოს ქუჩიდან თავშესაფარში წაიყვანეს
დღეს, 7 თებერვალს, ბაქოს ქუჩაზე სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობიდან თვითნებურად შესახლებული ოჯახები გამოასახლეს. „დილის ხუთ საათზე დაგვიბრახუნეს კარზე და გვითხრეს, რომ შენობა უნდა დაგვეცალა. როცა გამოვიხედეთ გარეთ, მუნიციპალური ინსპექციისა და პოლიციის წარმომადგენლებით იყო გადავსებული აქაურობა. დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ნორმალურად იქცეოდნენ, მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენი ნივთები აგველაგებინა“, – გვიყვება მოქალაქე, რომელიც კიდევ რამდენიმე ოჯახთან ერთად …
დაკეტილი მუზეუმი – კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის რემონტი არათუ ჯერ არ დასრულებულა, არამედ ახლა იწყება. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მუზეუმი უკვე 1 წელზე მეტია დაკეტილია. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სარდაფის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის მუზეუმების გაერთიანებამ 2023 წლის ბოლოს გამოაცხადა. სამუშაოების დაწყებიდან მალევე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუზეუმების გაერთიანების დირექტორს აცნობა, რომ გამოიკვეთა რიგი ფაქტორები, რაც სამუშაოების პროექტის …
Continue reading “დაკეტილი მუზეუმი – კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები”
1 მლნ ლარი საყიდლებსა და მოგზაურობაში – „ოცნების“ რომელი დეპუტატი ხელმძღვანელობს ფასების კომისიას
„ოცნების“ პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ე.წ. ფასების კომისიას უხელმძღვანელებს დეპუტატი სამშენებლო ბიზნესიდან, რომელმაც გასულ წელს 1 მილიონამდე ლარი მხოლოდ საყიდლებისთვის დახარჯა და 300 ათას ლარამდე – მოგზაურობაში. „ოცნების“ პარლამენტმა პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისია დეპუტატ შოთა ბერეკაშვილს ჩააბარა, მილიონერ ბიზნესმენს სამშენებლო ბიზნესიდან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა სეფაშვილი აირჩიეს, დეპუტატი „ოცნების“ სატელიტი „ხალხის …