ბათუმის მერიის ინფრომაციით, 3 აპრილიდან 15 აპრილამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში.
ამ ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.
ბათუმის მერიამ 2026 წელს მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ბათუმში 15 ქვაფენილიანი ქუჩის [ქუჩების მონაკვეთების] რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2025 წელს ტენდერი 6 432 351 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. სამმართველომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა – 5 649 994 ლარზე.
ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებასა და ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები მოგვიანებით, სამუშაოების დაწყების შემდეგ შეიტანეს.






