36 შტატი უქმდება, განყოფილებები ერთიანდება – რა ხდება ბათუმის მერიაში

ბათუმის მერია, გამოცხადებული რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის ფარგლებში,  განყოფილებებს მათი ფუნქციების შესაბამისად აერთიანებს, რიგ სამსახურებს კი აუქმებს და ახალს ქმნის. მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად არსებული 170 საშტატო ერთეული 134- მდე უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ 36 შტატი გაუქმდება. ვინ დაკარგავს სამსახურს და ხომ არ არიან მათ შორის ის პირები, რომლებიც EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას სპეციალური განცხადებით გაემიჯნენ? – …

ქობულეთის საკრებულომ კ2 კოეფიციენტის გადასახადი დააწესა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების მაკომპენსირებელი ღონისძიება განსაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მშენებელი კომპანია ზონაში დადგენილი პარამეტრების შეცვლას მოითხოვს, მაგალითად, სამშენებლო პროექტის სიმაღლის გაზრდას ან ფუნქციურ ზონაში დადგენილი სახეობის ცვლილებას, კომპანიას მოუწევს თანხის გადახდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თანხის ოდენობას კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ფართობის ღირებულების მიხედვით გამოთვლიან. მაკომპენსირებელ მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით ქობულეთის საკრებულოს მიმართა …

რატომ შეცვალეს დანიშვნიდან ორ კვირაში აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორი

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანი დანიშნეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან კვანტალიანი პროფესიით ფინანსისტია და ამ დრომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ყოფილი დირექტორი გოჩა გაბრუშიძე კი პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. ინფორმაცია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანის დანიშვნის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდზე …

„ჩვენ არ ვებრძვით ახირებულ მილიარდერს, ვებრძვით რუსეთს და განგაშის დროა“ – რომან გოცირიძე

„დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს“, – ამბობს რომან გოცირიძე. ყოფილ პარლამენტარს რეპრესიულ კანონში „ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებზე, ასევე რეზონანსულ დაკავებებზე ვკითხეთ, რაც ადასტურებს, რომ 13 წელია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია. ბრალდებულია ორი ყოფილი პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, …

„ოცნება“ საქსტატის დირექტორის არჩევის წესს ცვლის

„ოცნებას“ საქართველოს კანონში „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ცვლილება შეაქვს. კანონპროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნა ორზე მეტი ვადით იქნება შესაძლებელი. კანონში ცვლილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ემთხვევა. პროექტის ავტორების განმარტებით, კანონში ცვლილება „უზრუნველყოფს ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და უწყების საქმიანობის …

„შეეხება გამოხატვას სუფრასთანაც, ეს არის სრული იზოლაცია და გარიყვა“ – საბა ბრაჭველი

„ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. ახალი ცვლილების მიხედვით უცხოური გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. იურისტების შეფასებით, დაანონსებული ცვლილება „ტოტალური კონტროლის მექანიზმია, რომლის დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული პირის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს „ფეისბუქზე“ დაწერილი …

„თუ სხვა ახერხებს, ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?!“ – აქცია ბინების მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ, დღეს, 29 იანვარს, საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის მერიასთან. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მერიამ მათი განაცხადები არ დაიტოვა. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადების შემდეგ მიმართეს. ნინო ნიჟარაძე 27 იანვარს გოგოლის ქუჩაზე, ოზთურქის კორპუსებთან შეკრებულ მოქალაქეებს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ …

კორპუსები კანალიზაციის გარეშე – ბათუმის მერია შამბოს ამოსატუმბად ვაუჩერის გაცემას განიხილავს

ყველა გადაწყვეტილება, რის გამოც გასულ წლებში ბათუმის მერიას აკრიტიკებდნენ და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებდნენ, დღეს ქალაქის ისეთი გამოწვევების ჩამონათვალშია, რომლის დაძლევაც უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება. მათ შორის არის ე.წ. შამბოებისა და სეპტიკური მოწყობილობების მართვა. საქმე ისე გართულდა, რომ მერიას საკრებულოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მიუღია. შამბო მცირე ზომის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბათუმის შემოგარენში …

„წლებია მიწას ვერ ვირეგისტრირებთ, არჩევნების წინ დაგვპირდნენ“ – გონიოში მცხოვრებები

გონიოში მცხოვრებები „ოცნებას“ არჩევნების წინ მიცემული დაპირების შესრულებას სთხოვენ. მათ დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. „ამდენი წლის შემდეგ მიწის ნაკვეთებს ისევ ვერ ვირეგისტრერებთ და ისევ არ ვიცით, რატომ. არჩევნების წინ გვპირდებიან, შემდეგ დავდივართ დოკუმენტებით, ხან რაღაც აკლია, ხან ნახაზი შეცვალეთო და ასე. ნახაზის შეცვლა 300 ლარია, არაერთხელ შეგვაცვლევინეს“, – ამბობენ გონიოში …

ნინო ნიჟარაძე ბათუმში, ოზთურქის კორპუსებთან, აქციის მონაწილეებს შეხვდა

დღეს, 27 იანვარს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციას მართავენ, ნინო ნიჟარაძე მივიდა, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი. მოქალაქეები გოგოლის ქუჩაზე აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც ცნობილი გახდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. ისინი აჭარის მთავრობას  ამ ბინების გადაცემას სთხოვენ. მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია …

ხელვაჩაურში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ადგილობრივების ინფორმაციით და- ძმას ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. გარდაცვლილები პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედრები და-ძმის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სხვადასხვა მხარეს იპოვეს. სოფელში განხილავენ ვერსიას, რომ და ერთ-ერთი მათგანი …

მარკეტებში სიძვირეაო და ამ დროს ბათუმში აორმაგებენ ავტობუსით მგზავრობის ფასს – საკრებულოს ოპოზიცია

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მუნიციპალური ტრანსპორტის ფასის გაზრდას ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით გადაწყვეტილების აუცილებლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული და გარდა ამისა, ზრდა უკვე არსებულ ფასზე მეტით არის დაგეგმილი და „ამას ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამართლებს“. ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 …

ბათუმში №2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს

27 იანვრიდან, ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ზღვისპირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სამუშაოების დასრულებამდე, №2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს. დროებითი მარშრუტია: კაჩინსკების ქუჩა → ლორთქიფანიძის ქუჩა → კოტე აფხაზის ქუჩა → ადლიის ქუჩა → ელიავას ქუჩა → ლორთქიფანიძის ქუჩა → კაჩინსკების ქუჩა. ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავრცელებს.

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ბათუმის სპორტული ცენტრის“ დირექტორმა უჩა აბრამიშვილმა თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობას სულხან აბულაძე შეასრულებს. ის ამ დრომდე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა. სულხან აბულაძე დღეს, 26 იანვარს, ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ წარუდგინა თანამშრომლებს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი. უჩა აბრამიშვილი აჭარის განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოადგილედ …

აჭარის პროექტების მართვის კომპანიას ახალი უფროსი ჰყავს, ყოფილი დირექტორი კი მერიაში გადაიყვანეს

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის  დირექტორად გოჩა გაბრუშიძე დანიშნეს, მანამდე ის ამ ორგანიზაციაში იურისტად მუშაობდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის ბრძანების მიხედვით, გოჩა გაბრუშიძის ხელფასი 8000 ლარი იქნება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაქვემდებარებაში მუშაობს და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო-სამშენებლო პროექტების შესყიდვა- განხორციელებაზე მუშაობს. დოკუმენტების მიხედვით, …

ბათუმის მერია დასუფთავების მოსაკრებელის გაანგარიშების წესს ცვლის

ბათუმის მერია დასუფთავების მოსაკრებლის დაანგარიშების წესს ცვლის. დადგენილების ახალი პროექტის დამტკიცებაზე ბათუმის საკრებულომ 28 იანვარს უნდა იმსჯელოს. მერია განმარტავს, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების უფრო მარტივი და დახვეწილი წესი სჭირდება და პროექტი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით შეიმუშავა. ახალი წესის შესაბამისად, მოსაკრებელს დაიანგარიშებენ სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, გატანის ღირებულებისა და …

70 თეთრი 30 თეთრის ნაცვლად? – რას ამბობს ხალხი ბათუმში მგზავრობის გაძვირებაზე

2026 წლის 28 იანვარს ბათუმის საკრებულომ მერიის მიმართვა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, გაძვირდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბათუმში. ახლა მგზავრობის ფასი 30 თეთრია, მერია აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი 70 თეთრი უნდა გახდეს, რადგან საწვავის ფასი გაიზარდა. რას ამბობს ხალხი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაზე? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა. ამავე თემაზე:  მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით …

23 იანვრიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 23 იანვრიდან რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება. გადაწყვეტილების მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კერძოდ, ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდება: აკაკი წერეთლის ქუჩაზე, იმედაშვილის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში – მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. იოსებ იმედაშვილის ქუჩაზე, წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით – მოძრაობა სრულად აიკრძალება. ბაქოს ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან საბაგირომდე მონაკვეთში – სავალი გზის მარცხენა ზოლში …

ბათუმის მერია N24, 30, 32, 36 მარშრუტებს აუქმებს და ერთ ახალ მარშრუტს ამატებს

ბათუმის მერია ავტოტრანსპორტით მოძრაობის მარშრუტს ისევ ცვლის. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულოში დასამტკიცებლად არის გადაგზავნილი ცვლილება გულისხმობს როგორც ცალკეული მოძრაობის მარშრუტების გაუქმებას, ასევე ახალი მარშრუტის დამატებას. ბათუმის მერიის პროექტის მიხედვით უქმდება N24, 30, 32 და 36 მარშრუტები და ემატება ახალი, N35 მუნიციპალური მარშრუტი, რომელიც იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: თევდორე მღვდლის ქუჩა – ხახულის ქუჩა – …

მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს

ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით,  მგზავრობის ტარიფის ცვლილება გამოწვეულია ასევე M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის განახლებით და მარშრუტებს შორის მანძილის გაზრდით. „აღნიშნული გარემოებების …

ვინ არიან ბათუმის მერიის ორგანიზაციების ახალი უფროსები და ვინ ელოდება შეთავაზებას

ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, რამდენიმე მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი დანიშნა. მერიის ინფორმაციით, შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე თემურ ჯიბლაძე დაინიშნა, ის ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. უწყების ყოფილი დირექტორი დავით ლეკვეიშვილი კი ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებს“ უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე ჯუმბერ კობალაძე მუშაობდა; ის ჯერჯერობით არსად …

მწვანე კონცხზე „პრემიუმ კლასის“ კორპუსები კანალიზაციის გარეშე შენდება და იყიდება

სამშენებლო კომპანია, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მწვანე კონცხზე კორპუსის მშენებლობა თითქმის დაასრულა, ამ კორპუსისთვის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად მერიას ნებართვას სთხოვს.  იმავე კორპუსში კომპანია „პრემიუმ კლასის“ ბინებს ყიდის. აქ ერთი კვ.მეტრის ფასი 1500 დოლარიდან იწყება და იზრდება ხედისა და სიმაღლის მიხედვით. კომპანია განმარტავს, რომ გამწმენდი ნაგებობა ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში სამეურნეო-ფეკალური წყლების სწორი მართვისთვის სჭირდება. …

ვინ დაკარგავს სამსახურს ქობულეთის მერიაში – ორმა პირმა თანამდებობა უკვე დატოვა

ქობულეთის მერიაში დიდი რესტრუქტურიზაცია – რეორგანიზაციის პროცესი იწყება. მერია აუქმებს ზედამხედველობის სამსახურს და 2 ახალ ა(ა)იპ-ს და 1 შპს-ს ქმნის. ამავე დროს, თანამდებობები დატოვეს მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური სამსახურების უფროსებმა: დავით ბოლქვაძემ და ზურაბ ამაღლობელმა. ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი რომანაძემ კი ჯერ ისევ არ იცის, რა პოზიცია ექნება ქობულეთის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომლის შექმნასაც …

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

„მე ვთვლი, რომ ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ტიკარაძე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს. 12 იანვარს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტიკარაძემ სატელეფონო საუბარში …

როსტო ზარანდია „მეგობარი აქტის“ გამო კიდევ ერთხელ დააჯარიმეს

ზუგდიდელი აქტივისტი და არტისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის სასამართლომ სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის საჩივრის საფუძველზე დააჯარიმა გეოგლიფის,  „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის. 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი 13 ნოემბერს გამოჩნდა ანაკლიის სანაპიროსთან. როსტომ და კიდევ ერთმა აქტივისტმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან, მინდორზე, მასშტაბური წარწერა – Megobari act [მეგობარი აქტი] გამოსახეს. 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფის [გამოსახულება მიწაზე] …

„მზიას თხოვნაა ეს აქცია სინდისის ყველა პატიმარს მიეძღვნას“ – მანანა ამაღლობელი

„მზიას უხერხულობის განცდა აქვს იმის გამო, რომ აქციის მთავარ ბანერზე მისი სახელია. მისი თხოვნაა, რომ ასე არ უნდა იყოს და აქცია უნდა მიეძღვნას უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს“ – უთხრა მანანა ამაღლობელმა, მზია ამაღლობელის ძმისშვილმა „ნეტგაზეთს“. ის დღეს, 12 იანვარს, თბილისში მიმდინარე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ საპროტესტო მარში მონაწილეობს. დღეს, 12 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, …

ბათუმის მერმა რეორგანიზაცია გამოაცხადა – ვინ დაკარგავს სამსახურს

ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ რეორგანიზაცია გამოაცხადა. მერის ბრძანების მიხედვით ცვლილებები შეეხებათ მერიის ორგანიზაციებსაც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერი სავარაუდოდ მხოლოდ გადაადგილებებით არ შემოიფარგლება და ათეულობით თანამშრომელმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. ამ ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ, თუმცა – უშედეგოდ. მერიიდან მოგვწერეს, რომ ჯერ რეორგანიზაციის გეგმაა შესამუშავებელი: „ამ …

ირაკლი დგებუაძის ქონებრივი დეკლარაციები აღარ იძებნება

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძის ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე აღარ იძებნება. ამ დროისთვის დგებუაძე შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა. მაღალი რანგის საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო უნდა იყოს მისი გათავისუფლების შემდეგაც. …

1.57 ლარი დღეში ერთ ადამიანს – რა თანხას ხარჯავს ბათუმის მერია უფასო სასადილოში ხალხის კვებაზე

ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტომ უფასო სასადილოების დაფინანსება სრულად ვერ აითვისა – 610 000 ლარი მორჩა. მერიაში ირწმუნებიან, რომ ერთი ბენეფიციარის კვებისთვის, სპეციალისტების მიერ გამოთვლილი კალორაჟის შესაბამისად, 3 ლარი და 60 თეთრი აქვთ დღეში გათვალისწინებული. დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ შეისწავლა, ხარჯი ერთ ადამიანზე დღეში 2 ლარზე ნაკლებია. სინამდვილეში კი 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავენ. ეკონომია …

მდიდრული სახლები, რომლებშიც მინისტრები და დეპუტატები ცხოვრობენ

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბევრი მაღალჩინოსანი დაწინაურების პარალელურად გამდიდრდა. მაღალჩინოსნებმა შეიძინეს უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომანქანები, ძვირფასი ნივთები, მოგზაურობენ უცხოეთში და შვილებს ძვირადღირებულ სკოლებში ასწავლიან. მათ შორის ბევრი მაღალჩინოსანი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე ერთი პენსიონერის მთელი წლის პენსიაა. ძვირადღირებული ქონების შეძენასთან ერთად, „ოცნების“ დეპუტატები და მაღალჩინოსნები საკუთარი საცხოვრებელი სახლებისთვის ადგილს ირჩევენ მშენებლობებითა და საცობებით …

ვშიმშილობ, რომ ყველას გულამდე მივაწვდინო რა კატასტროფის წინაშე ვდგავართ – ბათუმელი მედროშე

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშემ თავის თანამებრძოლებს, ბათუმის აქციების მონაწილეებს ციხიდან წერილი გამოუგზავნა. ზურა ჭავჭანიძე ამ წერილით ამხნევებს მათ და სწერს ასევე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს, თავს კარგად გრძნობს. ზურა ჭავჭანიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ, ვინც წერილებს უგზავნის. ამბობს, რომ ეს წერილები მას აძლიერებს. „ხალხო, ძალიან მიყვარხართ. მომენატრეთ, თქვენი სიყვარული და თანადგომა მაძლიერებს აქ, ციხეში. …

ნათია თურნავას ხელფასი თვეში 37 729 ლარი იყო – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დეკლარაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ხელზე ასაღები ხელფასი, 2024 წელს, თვეში 29 000 ლარი იყო. შესაბამისად, თურნავამ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 2024 წელს ხელფასის სახით 349 039 ლარი მიიღო. თუმცა, ნათია თურნავას სრული, ანუ დასაბეგრი ხელფასი თვეში 37 729 ლარი ყოფილა, რაც წელიწადში 452 748 ლარია. შესაბამისად, ნათია თურნავას ბიუჯეტიდან, ერთ წელში ზუსტად იმდენი თანხა …

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

დეპუტატი ვახტანგ თურნავა ძვირადღირებულ აქსესუარებში იხდის იმაზე მეტს, ვიდრე საჯარო სამსახურში, მაგალითად ბათუმის მერიაში, ერთი რიგითი სპეციალისტის მთელი წლის ხელფასია. „ბათუმელებმა“ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით დათვალა, რომ ვახტანგ თურნავას მხოლოდ საათებში 177 ათას ევროზე მეტი აქვს გადახდილი, რაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტია. მაგალითად, ბათუმის მერიაში მესამე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი იზრდება და მომავალ წელს 3560 ლარი …

სემეკის თავმჯდომარემ სახლის მშენებლობა დაასრულა, რაშიც 1.1 მილიონი დახარჯა 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია [სემეკი] დენის ტარიფების გაზრდის საკითხს განიხილავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას კომუნალური ხარჯი კიდევ გაეზრდება, ეს განსაკუთრებით დრამატულად აისახება ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და თავი დახმარებით გააქვთ. დენის ტარიფის გაზრდა ავტომატურად შეიძლება აისახოს ისეთი პროდუქტის ფასზეც, რაც ელექტროენერგიის მოხმარებაზეა მიბმული. სანამ სემეკი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე „ბათუმელებმა“ სემეკის თავმჯდომარის ხარჯებს გადახედა. …

„დინამო ბათუმს“ ამჯერად 1 ლარად ყიდიან ინვესტიციის ჩადების პირობით – ვინ იქნება მყიდველი

მას შემდეგ, რაც შპს „ლამინთან“ ხელშეკრულება მოშალეს, „დინამო ბათუმის“ გასხვისებას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით გეგმავენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კლუბის შეძენით სააქციო საზოგადოება [სს] „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“-ია დაინტერესებული [დბ – იგივე დინამო ბათუმი]. სს „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“ კლუბის გადაცემას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს და მთავრობას 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება.  …

ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იმუშავებს – ხელფასები იზრდება

ბათუმის საკრებულოში რიგითი წევრს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მხოლოდ 996 ლარამდე ერიცხება. თანამდებობის პირების ხელფასები კი 4000-მდე ლარიდან იწყება. 25-წევრიან საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, რაც ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იქნება: თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე, 3 ფრაქციის თავმჯდომარე, ჯამში 10 მოადგილით. კიდევ ერთი ფაქტი – 25-წევრიან საკრებულოში ოპოზიციას მხოლოდ 3 წევრი ჰყავს. …

Exit mobile version