ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი კორპუსი, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთლიანად ექვემდებარება დემონტაჟს. ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ. სახლის დემონტაჟისთვის გამოყოფილია 500 ათასამდე ლარი. სპეციალისტების შეფასებით, კორპუსი უნდა დაიშალოს თანდათან, ამიტომაც გამოყოფილი თანხა 2 წელზე გადანაწილდება. არსებული ინფორმაციით, ბინების გადაცემა მოხდება მესაკუთრეებთან მოლაპარაკებით. შესაძლოა აქ აშენდეს ახალი კორპუსიც. …
Continue reading “ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა”