ბათუმში, კლინკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც წუხელ ღამით ამოიყვანეს 26 მაისის ქუჩაზე ჩამოგრეული სადარბაზოს ნანგრევებიდან.
იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ დაადასტურეს.
ახალგაზრდა ქალი მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ოქტომბერს, ღამე ამოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
_________________________________
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას.
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვის.