კოვიდი და ფესტივალები ბათუმში, რომლებზეც 210 000 ლარია გამოყოფილი

დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმის მერიამ „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულ თანხას ბიუჯეტში 55 000 ლარი დაამატა. ჯამში პროგრამის ბიუჯეტი 210 000 ლარია. წინასწარი ინფორმაციით, წელს ბათუმში მინიმუმ რვა საერთაშორისო ფესტივალი უნდა გაიმართოს, 5 ფესტივალი აგვისტო-სექტემბერში ჩატარდეს. მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ საერთაშორისო ფესტივალების დაგეგმვა-ჩატარებასთან დაკავშირებული მთავარი სამუშაო უკვე დაასრულა. წარდგენილი განაცხადებიდან შეარჩიეს რვა პროექტი, რომელთა დამტკიცებაზეც …

ქედაში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ქედაში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია. თვითმხილველის ინფორმაციით, დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები.

92 წლის მეფუტკრის ცხოვრება პანდემიაში | ვიდეო

დილით ადრე იღვიძებს, ჯერ ყავას ან ჩაის სვამს, შემდეგ კი ფუტკრებთან მიდის. 92 წლის ხალით ქოქოლაძე დიდი ხანია, რაც მეფუტკრეობას ეწევა. მისი ყოველი დილა სკების დათვალიერებით იწყება, ეს საქმე არც პანდემიის დროს შეუწყვეტია და არც მაშინ, როცა კორონავირუსი გადაიტანა. „კორონავირუსი მეც გადავიტანე, მაგრამ არ გამჭირვებია. მხოლოდ ორი გადასხმა გამიკეთეს, მითხრეს ძლიერი ორგანიზმი გაქვსო. ჩაკეტილები ვიყავით, …

„ჩვენ არ გვინდა ფაშიზმი, გვინდა ევროპა“ – გზავნილები აქციიდან

„ჩვენი არჩევანი არის ევროპა“, „თავისუფალი მედია – თავისუფალი საზოგადოება“, „არა ავტორიტარიზმს“  – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დღეს, 19 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონთან“ აქცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამართეს. რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდა, მათ შორის იყო ხატია ჯინჯიხაძე, ღია საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მენეჯერი: „როგორც იცით, სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ გაუგზავნა მიმართვა ბატონ  …

„როდის გადადგებით?“ – ღარიბაშვილის ირონიული რეპლიკა ჟურნალისტებს

„როდის გადადგებით?“ – ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 19 ივლისს, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას სასტუმროს ფოიეში შეკრებილ ჟურნალისტებს. ღარიბაშვილმა სასტუმრო კონფერენციის საჯარო ნაწილის დასრულების შემდეგ დატოვა. კითხვის დასმის შემდეგ პრემიერმა სასტუმროს ფოიე სწრაფად დატოვა. პრემიერის ეს რეპლიკა ჟურნალისტებისთვის მოულოდნელი იყო და კადრის გადაღება მხოლოდ ტელეკომპანია „ფორმულამ“ შეძლო. „როდის გადადგებით?“ – ეს იყო ერთადერთი კითხვა, …

ბათუმში ჩამოვიდა მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში ჩამოვიდა მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. მას ათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა. მაია სანდუ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში  მიიღებს მონაწილეობას. დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ესწრებიან. ამ წუთებში სასტუმრო „შერატონთან“, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, …

როდის გადადგებით? – ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს

როდის გადადგები? – ეს იყო ერთადერთი კითხვა, რაც ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს დაუსვეს. ამ კითხვის შემდეგ მან ტრიბუნა დატოვა. მანამდე კი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა თუ რა ინფორმაცია მიაწოდა შარლ მიშელს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ შეთანხმებას: „მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან, მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი …

„თუ არაფერი შეიცვლება, ევროკავშირის დახმარების პაკეტი შესაძლოა გადაიხედოს“ – სამადაშვილი

„თუ არაფერი შეიცვლება, უახლოეს მომავალში, თუ „ქართული ოცნება“ აქტიურ ნაბიჯებს არ გადადგამს იმისთვის, რომ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი, დაწყებული ამნისტიიდან,  დამთავრებული საარჩევნო რეფორმით, შესრულდეს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა შესაძლოა მოხდეს“ – განაცხადა „ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, დღეს, 19 ივლისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის …

რამდენად საშიშია დელტა შტამი ბავშვებისთვის ინტერვიუ ბიძინა კოლუმბეგოვთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გასულ კვირას მშობლებს მოუწოდა: მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებსო. „ბათუმელებმა“ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ექიმ ბიძინა კულუმბეგოვს ჰკითხა, რა არის დელტა შტამი და რა საფრთხეს უქმნის ის ბავშვებს. ბატონო ბიძინა, პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, რა არის დელტა შტამი, ასევე მის გავრცელებაზე ბავშვებში – მართალია …

„სირცხვილიამ“ ბათუმში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გამართა

მოძრაობა „სირცხვილიამ“ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებული აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ორგანიზატორები საქართველოს მთავრობის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტებმა პარლამენტთან რუსთაველის გამზირი დაიკავეს და …

რა იქნება ლურჯი მოცვის მომავალი, როცა მთავარი ბაზარი რუსეთშია და იქ წესებს ამკაცრებენ

ლურჯი მოცვის მოსავალი საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია. ფერმერებს გაფართოების გეგმები აქვთ, თუმცა აფიქრებთ  გარემოება, რომ გასაღების მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება. ეს კი საიმედო გათვლების საშუალებას არ იძლევა. სპეციალისტების თქმით, წელს საქართველოში 1300-1500 ტონა მოცვის მოსავალს ელიან. ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს, საქართველო შეძლებს მოცვის ექსპორტიორი 25 უმსხვილესი ქვეყნის სიაში შევიდეს. ფერმერების თქმით, ამ …

ბათუმში ყოფილ პოლიციელს სცემეს

ყოფილ პოლიციელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას“ – დამფუძნებელს გია ხალვაშს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სცემეს, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა BMC- ში გადაიყვანა. მას გამოკვლევები ჩაუტარეს, დაუდგინდა ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა, დაზიანებები სახეზეც აღენიშნება. გია ხალვაშის თქმით,  შემთხვევის ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს: „მოგვიანებით მოსული იყო პოლიციაც“. შემთხვევა გუშინ, 16 ივლისს მოხდა. ძალადობის ფაქტზე დაიწყო …

აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან დაკონტაქტებული პირები კი, აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან გადაყვანილები. მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებს – გამყრელიძე გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაფემ მუშაობა …

ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები მაშველებმა იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები მაშველებმა იპოვეს. „ შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება.“ …

აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ბოლო 24 საათის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 979 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 361 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში გამოჯანმრთელდა – 57 პაციენტი, საერთო ჯამში კი დღემდე გამოჯანმრთელებულდა – 44 046 პაციენტი. კლინიკა დატოვა -10-მა პაციენტმა …

საქართველოში კორონავირუსის 1808 შემთხვევა დაფიქსირდა,გარდაიცვალა 22-17ივლისის მონაცემები

17 ივლისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 1808 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 22 ინფიცირებული. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 979 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 361 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 % Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 …

ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩაზე ბათუმის მერია 10 პირისგან სახლებსა და მიწას ითხოვს

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის გაგრძელებას ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გეგმავს. პროექტის ფარგლებში ქონების დათმობა ათ მესაკუთრეს მოუწევს. საჭიროების შემთხვევაში მერია ექსპროპრიაციის წესს გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეებს, რომლებიც შეთავაზებულ კომპენსაციას არ დასთანხმდებიან, სახელწიფო ქონებას ჩამოართმევს, თუმცა ამაზე ჯერ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ექსპროპრიაციის შესახებ კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას გულისხმობს. ლეხ და …

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს მიწის 2 ნაკვეთს და შენობებს ყიდის

ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას გასაყიდი ქონებები შეემატა – განახლებული ნუსხა  საკრებულომ დღეს დაამტკიცა. მერიამ გასაყიდი ქონებების ჩამონათვალში შეიტანა ბათუმში, ჯინჭარაძის #1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი [471კვ.მ.] და მასზე დამაგრებული შენობა ზღვასთან ახლოს [1224.70კვ.მ]. მერიის ინფორმაციით, ეს ქონება პირობიანი აუქციონის წესით გაიყიდება, საწყისი ფასი 252 000 ლარი იქნება, პირობა კი საპრივატიზებო საფასურის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში …

„ოცნების“ შემწირველს მერია უსასყიდლოდ უთმობს 8 399 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ზღვასთან ახლოს

შპს „ახალი ბულვარი“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ადლიის დასახლებაში, 8 399 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს უზურფრუქტის წესით, უსასყიდლოდ ითხოვს. კომპანია ალექსანდრე ბაღათურიას ეკუთვნის. ის „ოცნების“ აქტიური შემწირველია. ალექსანდრე ბაღათურიამ მმართველ პარტიას სხვადასხვა არჩევნებზე ჯამში 130 000 ლარი შეწირა. ნაკვეთი ადლიის დასახლებაში, ანგისა/აეროპორტის გზატკეცილზე, რომელსაც  „ოცნების“  შემწირველის კომპანია ითხოვს, ბათუმის მერიის ა(ა)იპ -ს, „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ აქვს სარგებლობაში …

ბათუმის გენგეგმას 2.1 მილიონად „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მოამზადებს

ბათუმის განაშენიანების გეგმის [გენგეგმა] მომზადებაზე კონკურსი ამჯერად შედგა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, გენგეგმის მომზადებაზე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ იმუშავებს. ორგანიზაციას 2 მილიონ 115 000 ლარს გადაუხდიან. „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წელსაა დაფუძნებული  ა(ა)იპ- ია. მას მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე ხელმძღვანელობენ. ამ დროისთვის კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. 15 დღის ვადაში …

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დღეს, 12 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შს სამინისტროს პრესსამსახურში დაკავებულების სახელები და გვარები არ დაგვისახელეს, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით აქციაზე დააკავეს გიორგი კირთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე; სამოქალაქო აქტივისტი  ბაჩუკი ჩხეიძე და მისი შვილი თემურ ჩხეიძე, …

ბათუმში დაპირისპირებაა – დააკავეს აქციის მონაწილეეები [LIVE]

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებაა, წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაიწყო მას შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლს  წითელი საღებავი შეასხეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის არიან ბაჩუკი ჩხეიძე და გიორგი კირთაძე, აჭარის ენმ-ის ორგანიზაციის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. აქცია „ლექსოსთვის“ დღეს აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე ორგანიზაციამ დაგეგმა, …

რა ღირს გომისმთასა და ბახმაროში დასვენება – მგზავრობა, კოტეჯი, კვება

გომისმთაზე მასპინძლები უკვე დაბრუნდნენ, კოტეჯების ფანჯრები შეაღეს, დასასუფთავებელი დაასუფთავეს და შესაკეთებელი შეაკეთეს, ხელი შეავლეს ყველაფერს, რომ დამსვენებელს მომზადებულები დახვდნენ. მასპინძლების თქმით, ტურისტები გამოჩნდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კოტეჯია თავისუფალი. სეზონი გომისმთაზე  აქტიურად ახლა იწყება. კოტეჯები 2-3 საძინებელს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოს და სველ წერტილებს მოიცავს, არის სამსაძინებლიანი სახლებიც, თუმცა ფართობი არ გულისხმობს, რომ სახლის დაქირავების შემთხვევაში …

ავტომანქანები იმოძრავებენ ქობულეთის ბულვარში, რომლის მოსაწყობადაც 7 მილიონი დაიხარჯა

ქობულეთის რეაბილიტირებულ ბულვარში ავტომანქანები მოძრაობენ. ბულვარის სამკილომეტრიანი რეაბილიტირებული მონაკვეთი სანაპიროს გასწვრივ მერიამ საზეიმოდ გახსნა, პროექტისთვის 7 მილიონი ლარი  დაიხარჯა. როგორც წესი, ბულვარის ტერიტორიაზე ავტომანქანები არ უნდა მოძრაობდნენ და აქ სეირნობა ქვეითებისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. მერიის ინფორმაციით, პარკში მოძრაობა ცალმხრივი და ნაწილობრივ შეზღუდულია. საქმე იმაშია, რომ ბოლო წლებში ბულვარის გასწვრივ აშენდა მრავალბინიანი კორპუსები, რომლებსაც შესასვლელები ბულვარის …

სად შეწყდება დენის მიწოდება ხვალ ბათუმსა და აჭარის სოფლებში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით ხვალ, 7 ივლისს, გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგია შეეზღუდებათ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ხულოს აბონენტების ნაწილს. კერძოდ: 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: კახაბრის, მეჯინისწყლის, ანგისისა და ურეხის დასახლებების ნაწილს.  11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში: ქობულეთს, კვირიკეს, ჭახათსა და მიმდებარე სოფლებს.  11:40-დან 20:00 საათამდე: სოფელ ნიგაზეულს შუახევში.  10:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში კი – ხულოს …

„მხოლოდ გულის გადანერგვა მიშველის“ – 34 წლის ლუკას დახმარება სჭირდება

„დაურეკეთ ნინო ექიმს!“ – კატეგორიულად ითხოვს 5 წლის კობა, როცა მამას გულის შეტევა ეწყება. მამა, 34 წლის ლუკა ბეჟანიძეა, მას გულის გადანერგვა სჭირდება. ახლა ოჯახი ოპერაციისთვის საჭირო თანხას აგროვებს, რომ რაც შეიძლება მალე შეძლოს ლუკამ ქალაქ მინსკში გამგზავრება. იქ მას გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა გაუკეთონ. ლუკა გვიყვება, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო, სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა და …

„ალიანსმა“ პლაჟი შემოღობა და შემდეგ ღობე მოშალა

შპს „ალიანს პალასმა“ ბათუმის პლაჟზე, კომპლექს „მაგნოლიას“ მიმდებარედ, იჯარის წესით ათვისებული ტერიტორია შემოღობა. კომპანიის ეს ქმედება ადგილზე მოსახლეობამ გააპროტესტა, ვიდეო გადაიღეს და ფეისბუქზე გაავრცელეს. ადგილზე მისვლის შემდეგ „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პლაჟის ჩახერგვა დაგეგმილი არ ჰქონიათ და ღობე მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერიტორიის საზღვრების დასაზუსტებლად, ასევე კომპანიის რეკლამის განსათავსებლად გაავლეს. ღობე მოშლილი დაგვხვდა. გვითხრეს …

„რივიერას“ მშენებლობა მოსამართლე ციცინო როხვაძემ ისევ არ შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე განმეორებით იმსჯელა. მოსამართლე ციცინო როხვაძემ გადაწყვეტილება არ შეცვალა და მოსარჩელის მოთხოვნას, ვიდრე სასამართლო საქმეს არსებითად არ განიხილავს შეჩერდეს ნებართვის მოქმედება, ისევ უარით უპასუხა. მოსამართლემ ეს საქმე კიდევ ერთხელ სააპელაციო სასამართლოს დავალებით განიხილა. შპს „ბათუმი რივიერამ“ სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საკუთარ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა სსიპ …

„ნეტა, აქედან წავიდოდე“ – ადამიანები ბათუმის „შანხაიდან“

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სახლში ივნისის მცხუნვარე, მზიან ამინდშიც შეუძლებელია იმის გარკვევა, რა დროა გარეთ – დღეა თუ ღამე. ბნელ სახლში შესასვლელად ასევე ბნელი დერეფანი უნდა გაიარო, სადაც სველ კედლებს ნესტის სუნი ასდის, აქვე აშრობენ სარეცხს და იმ ნივთებსაც აქ ინახავენ, რომლებიც სივიწროვის გამო საცხოვრებელ სივრცეში არ ეტევა. ვიდრე მასპინძელი ნათურას აანთებს და …

ბათუმში ავტომანქანა არხში ჩავარდა

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ავტომანქანა ღია სანიაღვრე არხში ჩავარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. თვითმხილველის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამ წუთებში სპეციალური ტექნიკის საშუალებით ავტომანქანის არხიდან ამოღებას ცდილობენ.  

გახარიას პარტიას ბათუმში ოფისს იძულებით ატოვებინებენ

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარტია „საქართველოსთვის“ იძულებულია ბათუმში ცოტა ხნის წინ გახსნილი ოფისი დატოვოს: „მივმართავთ მოქალაქეებს, რომ თუ ვინმე აქირავებს ოფისს, დავინტერესდებით.“ ირაკლი მიქელაძის თქმით, გახარიას პარტიამ ტელეკომპანია „იმედში“ გასული სიუჟეტით შეიტყო, რომ შენობის მესაკუთრე მათგან ოფისის დაცლას ითხოვდა. პარტიას მეპატრონესთან უშუალო კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. ირაკლი …

ბათუმში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდება

ბათუმში, გამსახურდიას N37-ში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შესაბამისი სამუშაოს შესყიდვის მიზნით ბათუმის მერიმ 735 000 ლარი გაითვალისწინა. რეაბილიტაციის პროექტი კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე შესყიდული აქვს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. სპეციალისტების დახასიათებით  შენობის მთავარი, ქუჩისკენ გამავალი ფასადი უხვადაა შემკული კლასიცისტურ-ბაროკული სტილის ნაძერწი ელემენტებით. ნაგებობა კარგი სამშენებლო ოსტატობით ხასიათდება და …

ბათუმის მერია 40 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს

ბათუმის მერია 40 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს, ეს ინფორმაცია მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილების წარდგენისას გაახმოვანა. ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცების შემდეგ ახალი ავტობუსების შესაძენად 2 500 000 ლარი გაითვალისწინეს. არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით 2021 წლის ბოლოს ბათუმი უკვე მიიღებს 20 ახალ ავტობუსს, რომელთა შეძენაზეც შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი და ამ დროისთვის …

მწვანე უბნები ბათუმს – საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია დაარეგისტრირა

საინიციატივო ჯგუფმა ბათუმის  საკრებულოში ონლაინ პეტიცია  „მწვანე უბნები ბათუმს“ დაარეგისტრირა. მოქალაქეები ქალაქის რეკრეაციული სივრცეების სახელდებას, სტატუსის მინიჭებას და მათ დაცვას ითხოვენ. პეტიციის ავტორების ინფორმაციით ამ დროისთვის ბათუმში სტატუსის მქონე მხოლოდ 18  სივრცეა და  ეს რაოდენობა არასაკმარისია ქალაქისთვის. გარდა ამისა,  რეალურად ბათუმს  სტატუსის მქონე მეტი სივრცის არსებობის შესაძლებლობა აქვს. „ყველანი ვთანხმდებით, რომ დასახლების სიმჭიდროვის და მშენებლობის ბუმის პარალელურად …

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი დავინახე, გამიხარდა“ – მადლობები მერს საკრებულოსგან

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი დავინახე, გამიხარდა“, „დღეს შესანიშნავი დღეა“, „პანდემიის შემდეგ რაც ჩვენ გადავიტანეთ, მართლა კარგი დღე გვაქვს“, „მივესალმები ქალაქ ბათუმის მერს, შესანიშნავი დღე გვაქვს“ – ასე აღფრთოვანებით შეხვდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს დღეს, 25 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. აღფრთოვანების მიზეზი გაზრდილი ბიუჯეტი იყო. გაზრდილი ბიუჯეტისთვის, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ დაწვრილებით …

28 ჰექტარი ბობოყვათში არ გაიყიდა – აუქციონი არ შედგა

ბობოყვათის სანაპიროს გასწვრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სარეკრეაციო ზოლში აჭარის მთავრობა 28,5 ჰექტარს ელექტრონული აუქციონით ყიდდა. ქონების საწყისი ფასი 48 მილიონი ლარი იყო ხოლო ბიჯი – 450 000 ანუ თითქმის ნახევარი მილიონი. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით არცერთი ბიჯი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად აუქციონი არ შედგა. ამ ნაკვეთების გაყიდვას ბობოყვათში მცხოვრები მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. ისინი აცხადებენ, რომ გასაყიდად გატანილი მიწები მათი …

Exit mobile version