მთავარი,სიახლეები

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სააგენტომ ტენდერი წელს მესამედ გამოაცხადა

13.06.2019 • 1581
პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სააგენტომ ტენდერი წელს მესამედ გამოაცხადა

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი წელს მესამედ  გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება კვლავ 1 მილიონ 750 ათასი ლარია.

თებერვალში გამოცხადებული ტენდერი თავად სააგენტომ შეწყვიტა. აღნიშნული ტენდერის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორმა კერძო კომპანიამ დავების საბჭოშიც უჩივლა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე: ატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი.

რაც შეეხება აპრილში მეორედ გამოცხადებულ ტენდერს, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. სააგენტოს სატენდერო კომისიის შესაბამის ოქმში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა ტენდერის მოთხოვნებს, რის გამოც მას დისკვალიფიკაცია მისცეს. პრეტენდენტი იყო „სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“, რომელიც სააგენტოს სამუშაოების შესრულებას 1 მილიონ 529 ათას ლარად სთავაზობდა.

სააგენტოს პეტრას ციხეზე სამუშაოების დასრულების ვადად 2020 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდი ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა, სატენდერო პროცედურების გამო, ეს ვადა სამი თვით – 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გადაიწია.

რამდენჯერმე შეიცვალა მოთხოვნა, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გამოცდილების შესახებაც. წინა ტენდერში პრეტენდენტს 2014 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა ჰქონოდა დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 5 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება.

ამჯერად კი, ეს 5-მილიონიანი ზღვარი სააგენტომ 4-მილიონამდე შეამცირა.

უცვლელი დარჩა ძეგლზე მუშაობის გამოცდილების მოთხოვნა – 2014 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასრულებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 30 ივნისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.

ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს – ეს არის ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რის მოწყობასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხისძირში, პეტრას ციხეზე გეგმავს. 

ვრცლად ამ თემაზე:

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: