ბათუმში 2997კვ.მ მიწას სამინისტრო აუქციონზე ავეჯის საწარმოს გახსნის პირობით ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, კახაბრის დასახლებაში, 2997 კვ.მ მიწის ნაკვეთს 237 ათას ლარად აუქციონზე პირობებით ყიდის. მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, ავეჯის დამამზადებელი საწარმო, პროდუქციის საგამოფენო დარბაზი და სასაწყობე მეურნეობა უნდა აამოქმედოს. კონკურსის პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონების დარჩენილ ნაწილზე [გზის მიმდებარედ], აუქციონში …

ხულოს სოფელ ვაშლოვანში ქურდობისა და სხეულის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს 9 წელი მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 3 აგვისტოს გ.ა.-მ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს.  დაზარალებულმა …

იანვრიდან დღემდე 60 ნარკორეალიზატორია პასუხისგებაში მიცემული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილოგრამი და 5 გრამი „ჰეროინი“, 1 800 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 2500 აბზე მეტი „ექსტაზი“, 6 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი „კოკაინი“ და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. სამინისტროს …

ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე არ გაიყიდა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერის“ გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა. აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. მშენებარე ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 36 750 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 490 ათასი ლარი,  საგარანტიო თანხა კი – 2 450 000 ლარი. ქონება ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ [თბილისის სააღსრულებო ბიურომ] გაიტანა. „ბაბილონ თაუერი“ აჭარის ფინანსთა და …

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება შესაძლებელი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.  „ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის – მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო. ელექტრონული …

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი რამდენიმე ადგილზე იმდენადაა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მოძრაობას. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ადიდებული მდინარე აჭარისწყლის მიერ გამორეცხილია ფერდობი, დაზიანებულია სპეციალური რკინის მოაჯირები, მდინარის კალაპოტი კი თითქმის გზის [ასფალტის საფარის] ზოლიდან იწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის მოვლა-შენახვაზე ხელშეკრულება [სხვადასხვა მონაკვეთზე – ანგისიდან ხულომდე] ორ უცხოურ …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი აჭარაში

დღეს, 12 მაისის 21:00 საათიდან, 13 მაისის 21:00 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა. დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით – 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით …

აჭარაში ბოლო 5 წელში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა სხვადასხვა პროექტის გამო

აჭარაში გზების, ჰესების, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის და სხვა სპეციალური დანიშნულებით 2015-2019 [იანვარ-მარტში] ჯამში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა. მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეებიც. სპეციალური დანიშნულებით ხეებს ჭრიან როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო უწყებები. იმ კომპანიების პირველი ოთხეული, რომლებმაც ბოლო ოთხ წელში სპეციალური ჭრებით ყველაზე მეტი ხე მოჭრა აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული …

აჭარაში ათი სკოლისთვის ფიზიკის ელექტრონულ ლაბორატორიას სამინისტრო ტენდერით იყიდის

საჯარო სკოლებისთვის „ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის მიზნით“ აჭარის განათლების სამინისტრო ვირტუალური ლაბორატორიის [ფიზიკის] ელექტრონული პროგრამების შესყიდვას გეგმავს. ტენდერი გამოცხადებულია. სატენდერო თანხა კი 50 ათასი ლარია. ელექტრონულ პროგრამებს სამინისტრო ქალაქ ბათუმის N1, N6, N13, N15, N16 და N20, ასევე, ხელვაჩაურის სოფლების – კაპრეშუმისა და მახინჯაურის და ქალაქ ქობულეთის N1 და N2 საჯარო სკოლებისთვის ყიდულობს. „ელექტრონული ლაბორატორიის გამოყენებით მოსწავლე …

შუახევში ვეტერინარულ კლინიკას ააშენებენ

დაბა შუახევში ვეტერინარული კლინიკა აშენდება. მშენებლობისთვის 55 131 ლარია გამოყოფილი. ტენდერი კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვისცენტრმა გამოაცხადა. კლინიკა დაბა შუახევში მშენებარე ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დაშენდება. პროექტის თანახმად ვეტერინარული კლინიკა მოეწყობა „აგროსერვისცენტრის“ დაპროექტებული საჩითილე მეურნეობის დამხმარე შენობის ავტოპარკინგის ტერიტორიაზე. არსებულ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დააშენებენ ფართობს, სადაც მოეწყობა ვეტერინალური კლინიკა და ჩითილების სარეალიზაციო პუნქტი. ვეტერინარული …

ხალხს უკეთ რომ შეატყობინოს განათლების რეფორმის შესახებ, სამინისტრო 254 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის კუთხით „მედიით კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი ამხელა მასშტაბის ინფორმაციის მიწოდებისათვის“, ამიტომ, ვინაიდან „ცვლილებები ეხება ძალიან ბევრ ადამიანს, მიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მარკეტინგული/საკომუნიკაციო კამპანია და ამით, გარანტირებული იყოს ყველა სამიზნე ჯგუფისთვის რაციონალური ინფორმაციის მიწოდება განათლების რეფორმის შესახებ“. ამ კამპანიისთვის კი, სამინისტრო 254 …

სოკარი: ბათუმისთვის გაზის მიწოდებას დღის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღის მეორე ნახევრიდან იგეგმება. „მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და გაზის მიწოდებას დღის 4 საათიდან ვგეგმავთ. ვფიქრობთ, დღეს, 9 მაისს, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გუშინ, მილის დაზიანების გამო, გაზის მიწოდება შეწყდა,“ – გვითხრეს „სოკარ ჯორჯია გაზის“ …

კურორტ გოდერძიზე ახალი წყალსადენი უნდა აშენდეს – Goderdzi Resorts-ი სავარაუდო ფასს ადგენს

„კურორტ გოდერძის სრული განაშენიანების შემდეგ არსებული წყლის მარაგი საკმარისი აღარ იქნება, ამიტომ დამატებით საჭიროა აშენდეს ახალი წყალსადენის მაგისტრალი და სამარაგო რეზერვუარი ორი 500 კუბური მეტრი ტევადობით, საქლორატოროებთან ერთად, რაც გათვალისწინებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმით,“ – აცხადებს შპს Goderdzi Resorts-ი. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. კომპანია კურორტის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ხულოში, სამთო-სათხილამურო კურორტის [ზანკა] წყალსადენის …

ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე 37 მილიონ ლარად იყიდება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი 36 750 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 490 ათასი,  საგარანტიო თანხა კი – 2 450 000 ლარი. ქონება ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ [თბილისის სააღსრულებო ბიურომ] გაიტანა. 2019 წლის 15 აპრილს აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელმაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ …

რატომ ვერ/არ შველიან არდაგანის ტბას

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე არდაგანის ტბა ინტენსიურად ბინძურდება. მას ასევე ინტენსიურად წმენდენ, თუმცა პრობლემა არ გვარდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტბაში უცხო სითხის ჩაღვრის ფაქტი ორჯერ ოფიციალურად დაფიქსირდა, მიზეზი და დაბინძურების წყარო კი, დაუდგენელია. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია რა სჭირს ტბას, თუმცა ზუსტი დიაგნოზი არც მერიას და მის შესაბამის სამსახურებს აქვს და არც აჭარის სამთავრობო თუ …

ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას 

შპს „გზების“ განცხადებით, კანონშეუსაბამოა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ ტენდერში შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ტენდერის პირობებთან. შპს „გზებიც“ ამ ტენდერში მონაწილეობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის მუდმივი დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა: …

საქართველოს 4 თვეში 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

2019 წლის აპრილში საქართველოში 647 770 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა.  ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი  348 519 შეადგინა, რაც 14 018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადმინისტრაციის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ტურისტების ვიზიტების ზრდის კუთხით 2019 წლის აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, …

მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სამინისტრო მილიონიან ხელშეკრულებას ამზადებს

ხულოში, მწვანე ტბასთან, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ამზადებს. შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას კომპანია „მარდი“ სამინისტროს 1 036 363 ლარად სთავაზობს. ხელშეკრულება მას შემდეგ გაფორმდება, რაც კომპანია დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს. 2019 წლის 18 მაისამდე კომპანიამ სატენდერო კომისიაში უნდა წარადგინოს 51 498 ლარის საბანკო გარანტია, რის შემდეგაც ხელშეკრულებაც უნდა გაფორმდეს. …

შუახევში გოგინაურიჰესის მშენებლობაზე სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა

შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის [გოგინაურიჰესის] მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. გოგინაურიჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა. საქართველოს კანონმდებლობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ  საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსი სითბო, ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსი. 6, 7, 8 და 9 მაისს ბათუმში და მთლიანად აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან ხანმოკლე წვიმა, იქნება. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით …

ტურისტული ავტობუსი ბათუმში ახალი ბულვარიდან მწვანე კონცხამდე იმოძრავებს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტურისტული ავტობუსი ახალი ბულვარიდან მწვანე კონცხამდე [ბოტანიკურ ბაღამდე] იმოძრავებს. ამ მარშრუტზე სულ 5 ტურისტული ავტობუსი ივლის. მერია თავდაპირველად გეგმავდა, რომ ახალი მარშრუტი თამარ მეფის ქუჩაზე, ხელოვნების ცენტრამდე იქნებოდა, თუმცა საკრებულოში განხილვის დროს გადაწყდა, რომ მარშრუტი მწვანე კონცხამდე გაგრძელებულიყო. ტურისტული ავტობუსის მარშრუტი – მოძ­რაო­ბის სქემა: ახალი ბულვარი – შ. ხიმშიაშვილის ქუჩა [აკვა-პარკი] – რუსთაველის ქუჩა …

შუახევიჰესის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების 30% დასრულებულია

მდინარე აჭარისწყალზე აშენებული „შუახევიჰესი“ ექსპლუატაციაში 2017 წელს მიიღეს. იმავე წელს, წყლის გაშვების შემდეგ, ერთ-ერთი გვირაბი დაზიანდა. ჰესის გვირაბის გამაგრება ამ დრომდე გრძელდება. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტია, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების მხოლოდ 30%-ია დასრულებული. „გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 18 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვირაბის …

აჭარაში 20 საჯარო სკოლისთვის სამინისტრო სპორტულ ინვენტარს შეიძენს

ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 20 საჯარო სკოლისათვის აჭარის განათლების სამინისტრო სპორტულ ინვენტარს შეიძენს. ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია. მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, მინი ფეხბურთის, ბადმინტონისა და ჭადრაკისთვის საჭირო ინვენტარი შემდეგ სკოლებზე გადანაწილდება: ქალაქ ბათუმის N11, N13, N15, N27 საჯარო სკოლები; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1, სოფელ …

ბათუმის ზოგ უბანს და ზემო აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება

ბათუმის ზოგიერთ უბანს და მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, რომ ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. „მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ეტაპობრივად აღდგება რეგიონებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ,“ – გვითხრეს საქართველოს ელექტროსისტემაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით კი, ზემო აჭარისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე დაიწყო, …

სებ-ი სავალუტო ჯიხურებს ამოწმებს – 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, შემოწმების შედეგად თბილისის ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმეს, ხოლო 10 პუნქტი დააჯარიმეს. „დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში“ – აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში. …

ავარია რუსთაველის ქუჩაზე – ქალი და ბავშვი საავადმყოფოში გადაჰყავთ

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ქალი, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაშავებული, რომელსაც თავი და წელი დაუზიანდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ბავშვთა საავადმყოფოში გადაგვყავს ასევე ბავშვი, რომელსაც დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა არაა გამორიცხული სხეულის დაჟეჟილობა ჰქონდეს,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. შინაგან საქმეთა …

არდაგანის ტბიდან წყალს ტუმბავენ

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 2019 წლის 26 აპრილს არდაგანის ტბაში სანიაღვრე სისტემებიდან შედინებული ნავთობის მსგავსი მასის ნაწილი ისევ რჩება ტბაში. „ყოველდღიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოხდა შედინებული მასების უმეტესი ნაწილის ამოწმენდა, თუმცა სრული გაწმენდითი სამუშაოების შესრულების მიზნით საჭიროა მოხდეს ტბიდან წყლის ამოტუმბვა. ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტბაში წყლის დონე შემცირდება,“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“. კომპანიის განცხადებით, „ბათუმის წყლის“ …

ბათუმში ზოგიერთი მუნიციპალური ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, სამარშრუტო ხაზებზე მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად ცვლილებაა შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: N2 სამარშრუტო ხაზი: ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ადლიის ქუჩა-აეროპორტის გზატკეცილი-ინასარიძის ქუჩა-ფიროსმანის ქუჩა-შარტავას ქუჩა–აბუსერიძის ქუჩა–ჭავჭავაძის ქუჩა–ბაქოს ქუჩა–შავშეთის ქუჩა–მაიაკოვსკის ქუჩა–ს.მესხის ქუჩა–გოგოლის ქუჩა. N2ა სამარშრუტო ხაზი: ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: კოტე აფხაზის ქუჩა–ადლიის ქუჩა–კაჩინსკების ქუჩა–ანგისის ქუჩა–ინასარიძის ქუჩა-ფიროსმანის ქუჩა-შარტავას ქუჩა–აბუსერიძის ქუჩა–ჭავჭავაძის ქუჩა–ბაქოს ქუჩა–შავშეთის ქუჩა–მაიაკოვსკის ქუჩა–ს.მესხის ქუჩა–გოგოლის ქუჩა. N8ა …

რატომ ვერ ხსნის კომპანია „ალიანსი“ სასტუმროს დათქმულ ვადაში

კომპანია „ალიანსის“ მიერ აღებული ვალდებულებით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო 2020 წლის იანვრამდე უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარის მთავრობამ კომპანიას ეს თარიღი შვიდი თვით გადაუვადა. იუსტიციის სახლის მიმდებარედ სასტუმრო „COURTYARD BY MARRIOTT“-ი ახალი შეთანხმებით, 2020 წლის აგვისტომდე უნდა გაიხსნას. რატომ ვერ ასრულებს ვალდებულებას კომპანია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათთან მიმდინარე წლის მარტსა …

მებაჟე ოფიცერი კომერციული ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება-გადაცემის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება-გადაცემის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაზე, უკანონოდ აგროვებდა მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შემდგომ გადასცემდა …

168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის

30 აპრილს შეწყდება წინადადებების მიღება ტენდერში, რომლითაც შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი უნდა შეირჩეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 27 აპრილს დაიწყო. სატენდერო თანხა 168 985 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაუწიოს შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს. ამ მილსადენის …

რატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 750 ათასი ლარი იყო, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სავარაუდო ღირებულება და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი ხელახლა გამოცხადებული ტენდერით არ შეცვლილა. პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმ პროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელიც სააგენტოს დაკვეთით ააიპ „ქართულმა სახლმა“ 2017 წელს …

ბათუმში ხუთი სახლის სახურავის შესაცვლელად ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ხუთი მრავალბინიანი სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 302 502 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. პრეტენდენტების წინადადებების მიღება 2019 წლის 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. ამჯერად დაგეგმილია ბათუმში, გორგილაძის ქ. №78-ში, ოძელაშვილის ქ. №11-ა-ში, თამარის დასახლებაში – საცხოვრებელი სახლი №4, ნიჟარაძის ქ №21-სა და ჭავჭავაძის ქ. N113-ში მდებარე …

N11 მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა დღეს ბათუმში უფასოა

დღეს, 29 აპრილს, 07:00-დან 23:00 საათამდე, N11 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, N11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, სოხუმის, შავშეთისა და ს. მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე. გუშინ, 28 აპრილს, ბათუმობასთან დაკავშირებით, ბათუმის ყველა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება მთელი დღის …

ქობულეთის შემოვლითი გზის შეკვეთილი-გვარას მონაკვეთის განათება დასრულდა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი ლოტის 13.7 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამ მონაკვეთის [შეკვეთილიდან სოფელ გვარას მიმდებარე ტერიტორიამდე] განათებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 373 235 ლარი იყო გამოყოფილი. რაც შეეხება ამავე გზის სოფელ გვარადან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთს, მისი განათება, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მშენებლობის დროს მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება. ქობულეთის შემოვლითი გზა დაახლოებით …

სად რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს, 28 აპრილს, ბულვარში – ბათუმობა 2019

ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები ძველ ბულვარში დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან დაიწყო და 29 აპრილის 02:00 საათამდე გაგრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ, თითების თეატრი. საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, …

Exit mobile version