მთავარი,სიახლეები

ახალი ავტობუსები ჩამქრალი ელექტროტაბლოებით

13.06.2019
ახალი ავტობუსები ჩამქრალი ელექტროტაბლოებით

ბათუმში რამდენიმე ახალი ლურჯი ავტობუსი ხაზზე ელექტროტაბლოს გარეშე მუშაობს. ტაბლოს ადგილზე, მაგალითად, ერთ-ერთ ავტობუსზე ნომერი „6“ ქაღალდზეა ამობეჭდილი და ისეა განთავსებული. ანალოგიური მდგომარეობაა ასევე სხვა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ზოგიერთ ავტობუსზეც.

რატომ არ მუშაობს ელექტროტაბლო ავტობუსებზე, რომლებიც ბათუმის მერიამ ერთი წელიც არ არის რაც შეისყიდა?

მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ავტობუსებს სერიოზული ტექნიკური პრობლემები არ აქვს. რაც შეეხება ტაბლოს, შესაძლოა, რაღაც კონტაქტის პრობლემა იყოს ან ნათურა გადაიწვას – ამისგან დაზღვეული არავინაა და ხდება აღდგენა. უბრალოდ, ამ ავტობუსებს ჯერ კიდევ აქვთ საგარანტიო ვადა და დეტალის გახსნა-შეკეთება მომწოდებელ კომპანიასთან შეთანხმების გარეშე არ ხდება, რასაც გარკვეული დრო, ვთქვათ, 2-3 დღე სჭირდება.“

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მაგალითად, დღეს, 13 ივნისს, ტაბლო მხოლოდ ორ ავტობუსზეა გათიშული და ისინიც შეკეთდება. „ჩვენ ძველ ავტობუსებზეც კი აღვადგინეთ ელექტროტაბლოები“, – აცხადებენ კომპანიაში.

40 ახალი [ლურჯი] ავტობუსი ბათუმის მერიამ ეტაპობრივად 2018 წლის აგვისტოდან მიიღო. დიზელზე მომუშავე 40 ავტობუსში მერიამ, ჯამში, 3 მილიონ 137 ათასი ევრო ანუ ერთ ავტობუსში 78 ათას 425 ევრო გადაიხადა.

ამ თემაზე:

N7 და N15 ხაზებზე ძველ ავტობუსებს ახალი, ლურჯი ავტობუსებით ჩაანაცვლებენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: