მთავარი,სიახლეები

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 12 აგვისტოს დაიწყება

07.08.2019 • 2305
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 12 აგვისტოს დაიწყება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2019 წლის საშემოდგომო გაწვევა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019 წლის 12 აგვისტოს დაიწყება და ამავე წლის 28 დეკემბრამდე დასრულდება.

2019 წლის საშემოდგომო გაწვევაზე 4120-მდე წვევამდელს გაიწვევენ. მათ შორის:

[checklist]

  • საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1500;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1220;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1200;
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 200.

[/checklist]

გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები 2019 წლის 12 აგვისტოდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 23 აგვისტომდე უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, შესაბამისი გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

მთავრობის დავალებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე უნდა აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: