მთავარი,სიახლეები

ხორცი, ყველი, ძეხვი და სხვა პროდუქტები საბაჟოებზე, რომლებიც იყო ვადაგასული ან დოკუმენტების გარეშე

06.08.2019
ხორცი, ყველი, ძეხვი და სხვა პროდუქტები საბაჟოებზე, რომლებიც იყო ვადაგასული ან დოკუმენტების გარეშე

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა,“ „სადახლო“, „ბათუმის პორტი“, „სარფი“, „ყაზბეგი“,„წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დარღვევები გამოავლინეს.

„კერძოდ: გერმანული წარმოშობის  ხორცპროდუქტები (354.85კგ.), ყველი (1800კგ.), ძეხვი (1942.25კგ.), თურქული წარმოშობის  ცხოველთა საკვები (23 000 კგ.), უკრაინული გაყინული საქონლის ხორცი (9000კგ.), ჩინური წარმოშობის მოხალული არაქისი (მიწის თხილი) (17385 კგ.), ინდური წარმოშობის წითელი დაფქვილი წიწაკა (8875 კგ.), ყაზახეთიდან შემოყვანილი 319 სული ცხვარი, არგენტინული წარმოშობის არაქისი (მიწის თხილი) (472.8 კგ.), აზერბაიჯანული წარმოშობის პომიდორი (1152 კგ.), გერმანიიდან შემოტანილი ლიმონი (19 ტონა).

აღნიშნულ საქონელზე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქონელი აღმოჩნდა ვადაგასული და დადგენილი პროცედურების თანახმად, განადგურებას დაექვემდებარა. ხოლო კონკრეტულ საქონელზე, დოკუმენტების მონაცემების ტვირთთან  შეუსაბამობის გამო უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: