ბათუმი,მთავარი,სიახლეები

არჩილ ვანაძის მხარდამჭერების აქცია ბათუმის სასამართლოსთან

06.08.2019
არჩილ ვანაძის მხარდამჭერების აქცია ბათუმის სასამართლოსთან

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში მორიგ აქციას მართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, დაიწყო ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა.

სასამართლო დარბაზში ბევრი ადამიანი შესვლას ვერ ახერხებს უადგილობის გამო, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ცოტნე ანანიძე.

ბრალდებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გია ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე. პროკურატურამ „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 30 მაისს შვიდი მაღალჩინოსანი დააკავა.

ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულებს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

მთავარი ფოტო: აქცია არჩილ ვანაძის მხარდასაჭერად ბათუმის სასამართლოსთან 2019 წლის 24 ივლისს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

ბათუმში დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: