მთავარი,სიახლეები

ბათუმში ორ და ქობულეთში ერთ სკოლას უკაბელო ინტერნეტი ექნება

08.08.2019
ბათუმში ორ და ქობულეთში ერთ სკოლას უკაბელო ინტერნეტი ექნება

საჯარო სკოლების უკაბელო ქსელით [თანმდევი ინსტალაციით] აღჭურვაზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 89 საჯარო სკოლის WiFi სიგნალით უზრუნველსაყოფად სატენდერო თანხა 2 625 688 ლარია.

საქართველოს მასშტაბით შერჩეული 89 საჯარო სკოლიდან 3 სკოლა აჭარაშია. აქედან ორი ბათუმშია [ქალაქ ბათუმის №17 და N20 სკოლები] და ერთიც ქობულეთში [რაულ მჟავანაძის სახელობის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლა].

ტენდერის პირობის მიხედვით, „მოთხოვნილ სკოლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობის [დერეფნები, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული ოთახები, სააქტო დარბაზი – გარდა დარბაზის გასახდელებისა] სრული დაფარვა WiFi სიგნალით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ლეპტოპების, პერსონალური კომპიუტერების ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 16 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 20 დეკემბრამდე.

სკოლების სრული ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უკაბელო ქსელით უნდა აღიჭურვოს:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: