მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო 2,2 მილიონ ლარად ყიდის კომპანიას, რომელიც ბათუმში 8 835 კვ.მ მიწას ფლობს

07.08.2019
სახელმწიფო 2,2 მილიონ ლარად ყიდის კომპანიას, რომელიც ბათუმში 8 835 კვ.მ მიწას ფლობს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ელექტრონულ აუქციონზე შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს 2 მილიონ 283 ათას ლარად ყიდის. ბიჯი 5 ათასი ლარია. კომპანიის წილი და ქონება პირობების გარეშე იყიდება.

შპს „საზღვაო ტექსერვისი“ ფლობს ბათუმში [ბარცხანის დასახლება, იოსებ ნონეშვილის ქუჩა N63დ-ში] მდებარე 8 835 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

საპრივატიზებო საწარმო ასევე ფლობს შპს „Anglo-Georgian Shipping Company L.T.D.“-ს 100% წილსაც. შესაბამისად, „საზღვაო ტექსერვისის“ გაყიდვით სახელმწიფო ამ კომპანიასაც ყიდის.

2019 წლის პირველი იანვრის ბალანსის მდგომარეობით, „საზღვაო ტექსერვისის“ აქტივები 1 786 619 ლარია. აქედან:

[checklist]

  • ვალდებულებები – 27 769 ლარი;
  • საკუთარი კაპიტალი – 1 758 850 ლარი.

[/checklist]

აუქციონის მონაცემების მიხედვით, შპს „საზღვაო ტექსერვისს“ გააჩნია ასევე „სერთიფიკატები, მათ შორის: გემის კორპუსის სისქის გაზომვის; სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შემოწმების; შემდუღებელთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის (საატესტაციო ცენტრი); გემთმშენებლობის, მოდერნიზაციის, რემონტის და სამონტაჟო სამუშაოების; სერვისის სადგურის N757 აღიარების და სხვა.

ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 18 სექტემბერს დასრულდება. მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს „იუსტიციის სახლის“ ნებისმიერ ტერიტორიულ ფილიალს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგი გაუქმდება.

შპს „საზღვაო ტექსერვისის“ საკუთრება ბათუმში / ფოტო: აუქციონიდან

შპს „საზღვაო ტექსერვისის“ საკუთრება ბათუმში / ფოტო: აუქციონიდან

შპს „საზღვაო ტექსერვისის“ საკუთრება ბათუმში / ფოტო: აუქციონიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: